ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: გომეში ჭორია, ჰიოვედესი რეალური…

145549662-bdaea995-e2e6-4122-888d-fde87f4cfcee

ჯუზეპე მაროტამ კენჭისყრასთან და ტრანსფერებთან დაკავშირებით მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს:

“ყველა ჯგუფშია წყალქვეშა დინებები. მთავარია ყველა თამაშს სწორი განწყობით მიუდგე. ყველა მათგანი ძლიერი მეტოქეები არიან. “ბარსელონა” ნეიმარის დაკარგვით, რა თქმა უნდა დასუსტდა, მისი შეცვლა ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ვნახოთ როგორ გაუმკლავდებიან ამ ამოცანას. ნებისმიერ შემთხვევაში მათ საკმაოდ სერიოზული გუნდი ჰყავთ.

ანდრე გომეში ამჟამად ჩვენს ინტერესთა სფეროში არ შედის, ეს ჟურნალისტების მოგონილია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბაზარს და საინტერესო ვარიანტებს განვიხილავთ. ამ მომენტისთვის ჩვენი გუნდი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ძნელია ბაზარმა ისეთი ვარიანტი შემოგვთავაზოს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ხარისხს.

ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი დაცვაა. ამ ამოცანაზე სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ვიმუშავებთ. თუ ისეთი ვინმე გამოჩნდა, რომელსაც ცენტრშიც შეეძლება თამაში და ფლანგზეც, საუკეთესო ვარიანტი იქნება. ჰიოვედესი? არ უარვყოფ, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ის გვაინტერესებს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო კლუბთან და კონტრაქტის დეტალებთან დაკავშირებით. დიახ ის ჩვენი ვარიანტია, უფრო მეტი, ვიდრე ჰიპოთეზა.

მარკიზიოზე, მართალი გითხრათ, არასოდეს მინერვიულია. ის არა მხოლოდ დიდებული ფეხბურთელი, არამედ გუნდის უდიდესი ფანატიკოსია. კლაუდიო ბავშვობიდან “იუვენტუსში” თამაშობს, ის ემოციურადაა მიბმული კლუბზე.”

 

9 thoughts on “მაროტა: გომეში ჭორია, ჰიოვედესი რეალური…

  1. ჰიოვედესს ვინც იცნობს, თითქმის ყველას მოსწონს. გერმანიის ნაკრებში სუსტ ფეხბურთელებს არ იწვევენ. აშკარად გააძლიერებს ჩვენს დაცვას.

    1. მესი წავა ბარსელონად ამ სატრანსფერო ფანჯარაში. 300 მილიონი და მანჩესტერ სიტი. უბრალოდ იმიტომ წავა რომ ბართლომეო არ ევასება და თანაც იმიტომ რომ ნეიმარს დაანახოს რომ მასზე ძვირია :lool:

  2. Sheni mosawoni.xo ver moviyvanet mokled:) gomesi tviton ver xedavs tavis tavshi im potentials rasac shen Samadhi xedav riti jobia tundac chven done like naxevacvels mitxari konkretad. An hiovedes ras uwuneb

  3. აჰა გაიხარეთ ეხლა ვისაც გომესი არ გინდოდათ და უყურეთ ხედირას მატუიდის სტურაროს ვითომ მაგარ პიანიჩს და ტრავმისგან დათრგუნულ მარკიზიოს :lool: ჰოვედესიო ჰოვედესის ყიდვას ჯობია კიდევ ერთი მცველი გავუშვათ უფრო გავძლიერდებით ეგრე ვიდრე ჰოვედესის მოსვლით :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.