ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#Forzaproგნოზი – კალჩოს მეორე ტური სამი თამაშით იხსნება

მოგესალმებით..მსგავსი პროგნოზების შემოთავაზება თქვენთვის წინა ტურშიც მსურდა, თუმცა დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხე..

როგორც წესი, ჩვენი ყურადღება იტალიის ჩემპიონატზეა გადატანილი და დღეს კალჩოში მხოლოდ სამი მატჩი ჩატარდება..

“ჯენოა” – “იუვენტუსი” 

იტალიის მოქმედი ჩემპიონები პირველ ტურში დამაჯერებელი მოგების შემდეგ მორიგი სამი ქულის აღებას გენუაში გეგმავენ.მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შარშან სტადიო მარასიზე 27 წუთში 3 გოლი გაუშვა და რა თქმა უნდა, დღეს რევანშისთვის იბრძოლებს.”ჯენოამ” გასულ ტურში “სასოულოს” დაუპირისპირდა და მხოლოდ ქულით დაბრუნდა სახლში, გუნდებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს.ბებერი ქალბატონი აშკარა ფავორიტია და ამიტომ ვფიქრობ, რომ მოიგებს, ამასთან, მატჩში 8.5-ზე მეტი კუთხური მოწოდდება.

შედეგი : 2

კუთხურების რაოდენობა : 8.5- ზე მეტი

“ბენევენტო” – “ბოლონია”

სერია ბ-დან დაბრუნებული “ბენევენტო” პირველ ტურში “სამპდორიას” საწყისი წუთებიდან უგებდა, თუმცა საბოლოოდ ორი გოლი გაუშვა და დღეს საკუთარ მოედანზე პირველი ქულების მოსაპოვებლად იბრძოლებს.რაც შეეხება ბოლონიელებს, ისინი “ტორინოს” დაუზავდნენ, 1-1.

ვფიქრობ, ეს მატჩი გარისკვად ღირს და ორივე გუნდის გატანას შემოგთავაზებთ/

ორივე გუნდი გაიტანს : კი

“რომა” – “ინტერი”

დღევანდელი დღის და მთლიანად ტურის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი დედაქალაქში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება.ორივე გუნდმა წინა ტურში სამი ქულა მოიპოვა, რომაელებმა “ატალანტას” სძლიეს ალექსანდრ კოლაროვის გოლით, ნერიაძურიმ კი “ფიორენტინა” გაანადგურა.

როგორც წესი, ჯიალორისის საკუთარ კედლებში “ინტერთან” თამაში არ უჭირს, თუმცა, მაურო იკარდის ფორმიდან გამომდინარე მილანელებიც აქტიურად შეუტევენ და საბოლოოდ, 2.5ზე მეტი გოლი გავა.

გოლების რაოდენობა : 2.5ზე მეტი

17 thoughts on “#Forzaproგნოზი – კალჩოს მეორე ტური სამი თამაშით იხსნება

  1. Imena kachia es algri ra am kvadroti tvni waigo tipi fafxuts mets arafers aketebs rac dawyo iuve erti tamashi ver itamasha normalurad da sastvshi atenis isev..movgebt imdia jenoa kerket mara gvinda uejveli.forzaaaaa :juvee:

    1. რვა საათზე ძმაო სეტანტა პლიუსი აჩვენებს და ჰეიძლება სეტანტა სპორტიც პლიუსი უეჭველი ვიცი აჩვენებს იუვესაც და რომა ინტერსაც

  2. ძმებო კეიტაზე ისმის რამე???ჰავედესი შალკედან მოყავთ ბოლო ბოლო???შიკზე ნედვედი ჩალიჩობსო და მართალია???თუ ვინმემ რამე იცით მეგობრებო დაწერეთ რაა???

  3. იუვენტინოსგან რთული მისაღებია, მაგრამ ინტერის მოგება მგონია დღეს :) თან უპრობლემოდ მოუგებს მგონია

  4. ამ ბილეთიდან “ჯენოა” – “იუვენტუსი” 9.5 მეტი კუთხური “ბენევენტო” – “ბოლონია” კი პირველ ტაიმში გოლი მიწერია.8)

  5. გაიხარე გიო საკმაოდ რეალური პროგნნოზია პირველ ვარინტს ასე პროცენთით მეორე რისკია მარა აქაც განსაკუთრებული არაფერი მესამე კიდე რომა სახლჰი ინტერი იკარდით ამაჰიც ასე პროცენტით გეთანხმები კარგი იქნება თუ კიდე გააგრძელებ და გავიილობ მოგებას თუნდაც იმიტო რო მე დღეს იუვეს თამაჰზე მოგების გარდა სხვა პოზიციას არ ვფიქრობდი რომა ინტერი კი მიწერია და ახლა რაც თქვი კიდე უფრო მგონია წამოვა ისე ძალიან მაინტრესებს რა გგნოა ნიუქასლი ვეტჰემი 1 მინდა ავიღო ან ერთერთი ტაიმის მოგება მადლობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.