ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე სანდროს ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს

იტალიური მედიის ინფორმაციით:

იუვენტუსმა უკვე დაიწყო მუშაობა ალექს სანდროს ახალ კონტრაქტზე..

ბიანკონერის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში ბრაზილიელს განახლებულ ხელშეკრულებას შესთავაზებს, რომელიც გათვლილი იქნება 2022 წლამდე..

რაც შეეხება ანაზღაურებას, ამ ეტაპზე სამხრეთ ამერიკელი განაპირა მცველი 2.8 ევროს იღებს წელიწადში.. ხოლო ახალი კონტრაქტით იგი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, რადგან იუვე მზადაა სანდროს სეზონში 5 მილიონი გადაუხადოს.

ეს ყველაფერი იმ ფაქტიდან გამომდინარეა, რომ ზაფხულში ბრაზილიელის მიმართ იუვემ არაერთი დიდი წინადადება მიიღო.. ტურინს მისი შენარჩუნება დიდი ხნით სურს და ამიტომაც დგამს ამ ნაბიჯს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კარგია ძაან ამის დარჩენა ხუთი მილიონი მემგონი გაბერილია მარა რას იზამ

შიოლა
შიოლა
7 years ago

არანაირად არაა გაბერილი. იმსახურებს ყველანაირად

გოგა
გოგა
7 years ago

რაოდენ საკვირველიც არუნდა იყოს ბალოტელისნაერი აგლი როჟა აკლდა იტალიას კაკრას გუშინ. ბუფონი უძმესია<3 მაგრამ სუსტი თამაში აჩვენა გუშინ..ჯარიმა უკომენტაროდ ეგ ყველამ აღიარა უკვე რომ უნდა აეღო..ბონუჩი არ მომეწონა არც სპინიცოლა არც ბელოტი..ინსინიესგან ბევრად მეტს ველოდი ბეეევრად!!!!!!!!!

7 years ago

ბუფონს რიგორ აბრალებთ გუშინდელ წაგებას? თამაშს უყურეთ საერთოდ? აზრზე არ იყო იტალია. ან რა ჯარიმა აიკიდეს, ან საიდან არტყმევინებდნენ. ვერატი ვისაც პირლო გონია თავის გზაზე გაუმარჯოს. საერთოდ არ გამკვირვებია გუშინდელი შედეგი. ყავს იტალიას ნიჭიერი იგროკები მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტიანები აკლია, ჩემპიონები არ ყავთ კაროჩე. დე როსის აქვს ლიდერის როლი და ტიპი ჩვეულებრივი ლუზერია. კაროჩე ეს ნაკრები რაც არ უნდა შორს გავიდეს, გადამწყვეტ თამაშს ვერასდროს მოიგებს.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x