ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სანდრო “იუვენტუსთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ბრაზილიელ მცველს, ალექს სანდროს ახალ კონტრაქტს სთავაზობს..

ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მოთამაშე კლუბთან ხელშეკრულებას 2022 წლამდე გაახანგრძლივებს, მისი ანაზღაურება კი 2.8 მილიონი ევროდან 4.5 მილიონამდე გაიზრდება, ამას დაემატება ბონუსებიც.აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის ძალით სანდრო მირალემ პიანიჩის, სამი ხედირასა და ჯანლუიჯი ბუფონის მსგავსს ანაზღაურებას მიიღებს.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასკვნით ფაზაშია შესული და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში, ინფორმაცია ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, ასეთი პუნქტი ხელშეკრულებაში მითითებული არ იქნება, თუმცა ბებერ ქალბატონს იმედი აქვს, რომ ბრაზილიელი კლუბის დატოვებას არ მოინდომებს.

წყარო : Football Italia

2 thoughts on “სანდრო “იუვენტუსთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს

  1. ამის წასვლის ჭორზე რაც მაროტას აგინეს,არადა რომ მოიყვანა სამი ოტხი კაცი აქებდა სულ.ტოპ იგროკია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.