ალეგრი : “როტაციას ნამდვილად ვგეგმავ”
“კიევოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..
“ცვლილებები ნამდვილად იქნება, არჩევანი კი დიდი მაქვს.კლაუდიო მარკიზიო და სამი ხედირა ტრავმებს იშუშებენ, იმედი გვაქვს, ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.ჯორჯო კიელინის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედია, ბარსელონამდე დაზიანებას მოიშუშებს.კუადრადო გვიან დაგვიბრუნდა, პაულო დიბალა კი სანაკრებო ბატალიების გამო განცალკევებით ვარჯიშობდა, მას დასვენება სჭირდება.”
“გონსალო იგუაინი ნაკრებში არ იყო გამოძახებული და შესაბამისად, იგი ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშობდა, დარწმუნებული ვარ, პიპიტა იდეალურ ფორმაში მალე ჩადგება.საწყისმა ორმა შეხვედრამ გვაგრძნობინა, რომ რთული სეზონი გველის, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ.სულ მალე ჩემპიონთა ლიგა იწყება, მაშინ კი ნამდვილად მივხვდებით, რომ სეზონი დაიწყო.”
“ხვალ ბუფონი დაისვენებს, კარს კი შესნი დაიცავს.ანდრეა ბარძალი დღეს დაბრუნდა, მას ორი დასვენების დღე მე გამოვუწერე და იგი უკვე ვინოვოზეა.რაც შეეხება ბენედიქტ ჰიოვედესს, მისი ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ ვარჯიშზე აუცილებლად დავაკვირდები.ცენტრში ბლეიზი მატუიდი და მირალემ პიანიჩი ითამაშებენ, მოგვიანებით გადავწყვეტ, დავაყენებ თუ არა სასტარტოში მესამე ნახევარმცველს.”
“კიევო ? – ვერონელებს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, როლანდო მარანი მაღალი დონის სპეციალისტია და მისი შედეგები ამაზე მოწმობს, დიდი ხანია სერია ა – ში ასპარეზობენ.ჩვენი მთავარი ამოცანაა საკუთარ მოედანზე სამი ქულა ავიღოთ, დაცვაში თამაში კი გამოვასწოროთ.ჯენოამ ორი სწრაფი გოლი გაგვიტანა, კალიარიმ კი სახიფათო მომენტები შეგვიქმნა, ასე რომ, ხვალ მნიშვნელოვანი ტესტი გველის.ბარსელონასთან მატჩზე უკვე ხვალიდან ვიფიქრებთ, მით უმეტეს, ეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპია და არა პლეიოფი, ან მით უმეტეს ფინალი.პირველი ადგილი ? – ყველაფერი კენჭისყრაზეა დამოკიდებული, შესაძლოა პირველადგილოსნებს მცირე უპირატესობა ჰქონდეთ, მაგრამ გადამწყვეტი ნამდვილად არა.”
“ლიხტშტაინერი ? – სტეფანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ნამდვილად გული მწყდება იმაზე, რომ იგი ჩემპიონთა ლიგის სიის მიღმა დარჩა.სეზონის მეორე ნახევარში იგი განაცხადში იქნება და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ იუვე მას ენდობა.ბენტანკური ? – მის მახასიათებლებს პიანიჩს შევადარებდი, ერთნაირი ტიპის შუახაზელები არიან, როდრიგო აუცილებლად მოუმატებს, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.იგივეს ვიტყვი ბერნარდერსკიზეც, ფედერიკო ტურინში იმიტომ მოვიდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გახდეს, ამას მალე დაინახავთ.”
ეგაც ლივერპული… წინა არსენალს 4-0 მოუგო და ახლა სიტისთან 0-4 აგებს. კუზერია მარა არის :) არასტაბილურობის განსახიერებაა.
სანამ გაუგდებდნენ მანეს მანამდეც აგებდა, მაგრამ თამაშით აშკარად ჯობდა, მეტ მომენტსაც ქმნიდა და ლამაზ ფეხბურთსაც აჩვენებდა, მაგრამ რად გინდა, ლამაზად გაიკეთონ უკან 4-0
ერთ ბილეთში ორივეს გატანა მქონდა და ერთში 3,5ზე მეტი, მაგრამ 1ც ვერ გაიტანა, სიტიმ გააცოცხლა ისევ ბილეთი მეოთხე რომ გაიტანა :)
ერთი კონკრეტული თამაშით არ შეიძლება ლივერპულის შეფასება :) ხო არასტაბილურია ძალიან და ეგაა მისი მთავარი მინუსი, შეიძლება მიჯრით მანიუს, სიტის, არსენალს მოუგონს და ბორმუთთან წააგოს :) მარა ფაქტია რომ შეტევითი ფეხბურთის მოყვარული გუნდია და ცოცხალ თამაშს თამაშობს. კი დღეს ძალიან სუსტად ითამაშა
დღეს ბენატია რუგანის იმედი უნდა გვქონდეს ვითომ ? :)) რაღაც მგონია რომ გოლს გავუშვებთ და იუვეს კის 2,40 აქ კუში :) კიევო მაგარი გამტანი გუნდია სულ გააქვს ბოლო რამდენიმე თამაშია და იუვეს ზამენის დაცვას ასე მგონია გაუტანენ.
მაქს
ლიგები რა შუაში იყო. მე მეგონა აწმყოზე საუბრობდი და არა წარსულზე. მე მათ დიდებულ წარსულს არც ვეხები, თუმცა ბოლო 10 წელია აშკარად ლუზერი გუნდია ლივერპული. ახლა რა გუნდი ჰყავთ ნახე. 5 მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს ლუზერპულში, იუვეში კი 15
აწმყოზეც ვიძახი მეგობარო, ძლიერ გუნდებთან შოუებს აწყობენ და ფანებს ულამაზეს ემოციებსა და სანახაობას სთავაზობენ, შეიძლება გუნდი სიით შუაშია, მაარა ფეხბურთის კლასით ძალიან ლამაზია და სანახაობრივია. ფანებიც იმიტომ აფასებენ თავის გუნდს რომ არასდროს ნებდებიან და 90 წუთი თამაშობენ ფეხბურთს :) იუვე კიდე 30 წუთზე 3 ნოლს იგებს და დანარჩენი 60 წუთი სვარკააა, ესე იყო ყოველშემთხვევაში შარშან და ეს არ მომწონს
Yvela gunds tavisi stili aqvs. 20 celia jves vbaleshikob da sul masea gava cin da klavs tamashs. Esaa jves stili da tu ar mogcoms rato qomagob?
ლივერპული ტოპ გუნდია ულაპარაკოდ.გრანდია,მაგრამ დღეს იუვეს ძალიან ჩამორჩება
სალაჰი რა კაი ბიჭია :)
სასტავ ჩემ კპმენტარს თი მიაქცევს ვინმე ყურადგებას დაწერეთ თამაში რომელ არხზეა რა
სეტანტაზე იქნება ალბათ, სხვა კაი თამაში არცერთი არ ემთხვევა და იუვეს გაუშვებენ
სეტანტაზეა
ალეგრი რატომ უნდა გაუშვან? :))) რა სისულელეა? ტიპი ყველანაირად სასარგებლოა იუვესთვის, ტიპი სტაბილურად ათამაშებს ევროპაშიც და იტალიაშიც, რაც ფინანსურად ძალიან მომგებიანია და ასეთი მწვრთნელის გამოცვლა არის სისულელე
იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ ეს სეზონი, მიუხედავად მიღწეული შედეგისა, ალეგრისთვის ბოლო იქნება იუვეში . მის შემცვლელს ეხლავე ამზადებენო იუვეს ბოსები ,ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვისაც აკვირდებიან არის ლაციოს ახალგაზრდა მწვრთნელი ,რომელიც გამოურჩევა ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვით და გასახდელში სასიამოვნ,მყუდრო გარემოს შექმნით . ვფიქრობ უნდა გაამართლოს ინძაგიმ ,სხვა ჩემპიონატიდან მწვრთნელის გადმოყვანა უფრო სარისკოდ მეჩვენება .
ალეგრის კომნტარებიდან ჩანს რო კუადრადო არ იქნება დიბალა მარკიზიო ხედირა ბარძალი კიელო.
ყველაფერი ნათელია ერთადერთი სტურარო ეტენება თუ არა 3 ნახევამრველიანში ეგაა საკითხავი
კუადრადო 12 ჩამიმატებიაააააააააააააააა
შესნი
ლიხტა
რუგანი
ბენატია
ასამოა
მატიუდი
ბენტაკური
პიანიჩი
კუადრადო
კოშტა
ბერნადევსკი
იგუანი
იმედია ასე დაიწყებს
ღმერთო ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს იუვემ, სასიამოვნო საყურებელი იყოს არამხოოდ პირველი ტაიმის 30 წუთი, არამედ 90+ წუთის განმავლობაში და სერია ა-ს გა.ვ.კარი :) აი, ისეთი ფეხბურთი მინდა ლივერპული რომ ჩუქნის თავის ფანებს დიდ გუნდებთან
იუვეს გარდა ფეხბურთს თუ ნახავთ ხოლმე კაი იქნება :)))
შენ თუ ასეთი შეხედულება გაქვს ფეხბურთზე, რომ მთავარი ლამაზი თამაშია და არა შედეგი, მაშინ რატომ ხარ იუვეს გულშემატკივარი არ მესმის. იუვენტუსი ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული გუნდი იყო. ნებისმიერი ბიანკონერისთვის პრიორიტეტული გუნდის წარმატება უნდა იყოს და არა ლივერპულის მსგავსი ლუზერი გუნდებივით “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ”. საქართველოს ნაკრებიც თამაშობს ლამაზ ფეხბურთს ბევრი ფინტებით და არაჩვეულებრივი გოლებით…
შენ მგონი ჩემი დაწერილის გააზრება გაგიჭირდა :) 1. ვთქვი ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ და სერია ა-ს მოგებას მე პირადად არ მოვითხოვთო (სხვა მიზეზებიცაა რატომ უნდა შეწყვიტოს იუვეს მოგება). 2. მინდა ლიგა მოიგონ, რაც გუნდის მიზანი უნდა იყოს. 3. ხო ლუზერია ლივერპული
მაგიტომ აქვს იუვეს 2 ლიგა რომ პრაგმატულია და ლუზერ ლივერპულს კიდე 5
4. საქართველოს თამაში თუ “გელამაზება” მაშინ ცოტა მძიმედაა საქმეე 
რას ამბობ ძმა ლივერპული ლუზერი გუნდია? მაქსს ვეთანხმები სასიამოვნო სანახავია როგორ თამაშობს ლივერი ძლიერ გუნდებთან განსაკუთრებით ენფილდზე და სწორედ ამიტომ ძალიან მინდა ასე თამაშობდეს ჩვენი იუვე დომინირებდეს და უტევდეს მთელი მატჩის განმავლობაში
დელ პიეროფეხბურთის ფანს (გარდა მანიუს ფანისა) როგორ არ უნდა მოგწონდეს ლივერპული ? :) სპექტაკლებს დგამენ ტიპები, სიამოვნებაა ყურება, მარა აქ ზოგიერთი არ უყურებს იუვეს გარდა არავის