ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “როტაციას ნამდვილად ვგეგმავ”

“კიევოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ცვლილებები ნამდვილად იქნება, არჩევანი კი დიდი მაქვს.კლაუდიო მარკიზიო და სამი ხედირა ტრავმებს იშუშებენ, იმედი გვაქვს, ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.ჯორჯო კიელინის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედია, ბარსელონამდე დაზიანებას მოიშუშებს.კუადრადო გვიან დაგვიბრუნდა, პაულო დიბალა კი სანაკრებო ბატალიების გამო განცალკევებით ვარჯიშობდა, მას დასვენება სჭირდება.”

“გონსალო იგუაინი ნაკრებში არ იყო გამოძახებული და შესაბამისად, იგი ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშობდა, დარწმუნებული ვარ, პიპიტა იდეალურ ფორმაში მალე ჩადგება.საწყისმა ორმა შეხვედრამ გვაგრძნობინა, რომ რთული სეზონი გველის, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ.სულ მალე ჩემპიონთა ლიგა იწყება, მაშინ კი ნამდვილად მივხვდებით, რომ სეზონი დაიწყო.”

“ხვალ ბუფონი დაისვენებს, კარს კი შესნი დაიცავს.ანდრეა ბარძალი დღეს დაბრუნდა, მას ორი დასვენების დღე მე გამოვუწერე და იგი უკვე ვინოვოზეა.რაც შეეხება ბენედიქტ ჰიოვედესს, მისი ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ ვარჯიშზე აუცილებლად დავაკვირდები.ცენტრში ბლეიზი მატუიდი და მირალემ პიანიჩი ითამაშებენ, მოგვიანებით გადავწყვეტ, დავაყენებ თუ არა სასტარტოში მესამე ნახევარმცველს.”

“კიევო ? – ვერონელებს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, როლანდო მარანი მაღალი დონის სპეციალისტია და მისი შედეგები ამაზე მოწმობს, დიდი ხანია სერია ა – ში ასპარეზობენ.ჩვენი მთავარი ამოცანაა საკუთარ მოედანზე სამი ქულა ავიღოთ, დაცვაში თამაში კი გამოვასწოროთ.ჯენოამ ორი სწრაფი გოლი გაგვიტანა, კალიარიმ კი სახიფათო მომენტები შეგვიქმნა, ასე რომ, ხვალ მნიშვნელოვანი ტესტი გველის.ბარსელონასთან მატჩზე უკვე ხვალიდან ვიფიქრებთ, მით უმეტეს, ეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპია და არა პლეიოფი, ან მით უმეტეს ფინალი.პირველი ადგილი ? – ყველაფერი კენჭისყრაზეა დამოკიდებული, შესაძლოა პირველადგილოსნებს მცირე უპირატესობა ჰქონდეთ, მაგრამ გადამწყვეტი ნამდვილად არა.”

“ლიხტშტაინერი ? – სტეფანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ნამდვილად გული მწყდება იმაზე, რომ იგი ჩემპიონთა ლიგის სიის მიღმა დარჩა.სეზონის მეორე ნახევარში იგი განაცხადში იქნება და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ იუვე მას ენდობა.ბენტანკური ? – მის მახასიათებლებს პიანიჩს შევადარებდი, ერთნაირი ტიპის შუახაზელები არიან, როდრიგო აუცილებლად მოუმატებს, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.იგივეს ვიტყვი ბერნარდერსკიზეც, ფედერიკო ტურინში იმიტომ მოვიდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გახდეს, ამას მალე დაინახავთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

65 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Maradona73
Maradona73
7 years ago

ტოპ 5 ლიგას ვგულისხმობ.

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ჯიჯი-კვადრადო,რუგანი,კიელინი,სანდრო-მარკიზიო,მატუიდი-პიანიჩი-ბერნარდესკი-დიბალა,იგუაინი…4-2-1-1-2 ეს წყობა გამოდის და არანაირი ექსპერიმენტი არაა ბევრი ძლიერი სპეციალისტი მიმართავდა ამ წყობას

Di Francesco # 1
7 years ago

გელა
არამგონია მოტივაციის პრობლემა შეიქმნას, როცა ასე ახლოს ვიქნებით ისეთ შედეგთან რომელსაც ალბათ რამოდენიმე ათწლებული ან საუკუნე ვერავინ მოხსნის, მთავარია გუნდს ეტყობა რო ისევ ერთი თავით მაღლა დგას ყველაზე და სანამ ასეა მოვიგოთ და როცა გაგვითანაბრდება ვინმე წლების მერე, მერეც მოგებას ვეცადოთ რატომაც არა…

Maradona73
Maradona73
7 years ago

ევროპაში რეკორდი ზედიზედ 7-ჯერ ჩემპიონობაა ხო?

Di Francesco # 1
7 years ago

გვინდარგვინდა ალეგრის ხელში იუვემ ლიგაზე თავდაჯერებულობა შეიძინა, იტალიაში რო უმწვრთვნელოდაც მოვიგებთ ფაქტია მარა ლიგაზე მყარად ყოფნაში დიდი თუ პატარა წვლილი აქ მაგას, ახალი მწვრთვნელის ხელში საინტერესო იქნება როგორი იქნება იუვე ლიგაზე თუარა იტალიას ნებისმიერი თავმოყვარე მწვრთვნელი მოიგებს იუვეთი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ეშვებიან?თუ არ ეშვება “მაესტრო”პიანიჩი გამთამაშებლად და ნახევარდაცვაში პირამიდა.საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა პრობლემების

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

რითი გახდა იტალიის ჩემპიონი?სასტავს გადახედე და მერე კონკურენტებს.საერტოდ ბოლო სამი წელი იუვე აბსოლიტური დომინანტია იტალიაში და ვერ მოგება უფრო ძნელი იყო.არ ვაკნინებ მე ალეგრის და არ ვამბობ რომ ცუდი სპეციალისტია მაგრამ იუვეს დონის არ არის

გელა
გელა
7 years ago

4-3-3ზე პიანიჩი მოიაზრება ჩენტროკამპისტად როგორც სავარაუდოები წერს. იმენა შესცეს მირალემს არაა ეგ მაგის ადგილი და არ ეშვებიან ცოცალი თავით რა .

Di Francesco # 1
7 years ago

გელა
არა ნიანგებით მერვეზე გავიდა, ჩემპიონი ზეედორფებით, სილვებით და იბრებით იყო

Di Francesco # 1
7 years ago

ბონუჩის ეტყობა მობეზრდა ისტორიაში შესვლა, მარკიზიო ან კიელინი გახდება 1 ფეხბურთელი რომელსაც სკუდეტო 8-9ან10 ჯერ ექნება მოგებული :chuvak:
ვინმეს სჯერა რო უახლოეს 3-4 წელიწადში იუვე იტალიას ვერ მოიგებს?

Di Francesco # 1
7 years ago

ზედიზედ 10ჯერ რო მოიგოს მარკიზიომ სკუდეტო სამუდამოდ სევა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში :love:

გელა
გელა
7 years ago

ბუფონს აქვს მგონი 10ჯერ უკვე მოგებული

Di Francesco # 1
7 years ago
Reply to  გელა

ზედიზედ არავის აქვს 10 სკუდეტო, მარკიზიო და კიელინია მაგის კანდიდატები

გელა
გელა
7 years ago

აა ზედიზედ ამბობ? ეგ ხო. ისე ბუფონს 10 ჯერ აქვს მოგებული .

ზედიზედ რაღა მოგატყუო და ვერ მოივგებთ ასე მგონია. წელს თუ არა მომავალ წელსვე მორჩება ეგ ამბავი. არ ნიშნავს იმას რო მილანი რომა ან ვინმე ისე გაძლიერდება რო იუვეს ჰეგემონიას დაამხობს, იუვეში გაჩნდება მოტივაციის და კონცენტრაციის პრობლემა. 2X2=4 არის ეგ

გელა
გელა
7 years ago

წელს გადაწყდება რუგანის ბედი. გახდება თU არა ტოპ მცველი თუ დარჩება არასტაბილურ დონეზე. რეალურად აქვს იმის მონაცემი რო ბონუჩიზ მაგარი გახდეს და ვნახოთ წელს როგორც გამოიჩენს თავს, ფსიქოლოგიურად უნდა გაუძლოს და თავის თავს აჯობოს თU რამე შიში აქვს. იგივე გზა ექნება კალდარას მომავალი წლიდან გასავლელი

Di Francesco # 1
7 years ago

ინძაგი კონტეს სტილს ბაძავს, არაა ცუდი ვარიანტი

გელა
გელა
7 years ago

სიმონე ინძაგი რო დაინიშნოს იუვეს ტრენერად აგურებს დაუშენენ მაროტას. კონტეს თუ ბაძავს რაღა უჭირს

Di Francesco # 1
7 years ago
Reply to  გელა

ალეგრი რო დანიშნა ხო ვარდები დაუშინეს :lool:

გელა
გელა
7 years ago

ალეგრი იტალიის ჩემპიონი იყო მილანით და ბოატენგებით და ნიანგებით არსებული მილანით ლამის ბარსას აგდებდა ლიგის მეოთხედფინალში

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ვეთანხმები აზრს რომ ლევანდოვსკი საუკეტესო ცეტნრფორვარდია

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ალეგრი სეზონის ბოლოს შეიძლება სიმონე ინძაგიმ ჩაანაცვლოს(უბედნიერესი ვიქნები)ალეგრის ისეთი შედეგი აქვს იუვეში სამუდამოდ შევიდა მის ისტორიაში ახლა კი დროა დაუთმოს სხვას ადგილი ვინც მეტ ქარიზმას და იდეას შესთავაზებს კლუბს

გელა
გელა
7 years ago

ინძაგი? რაღაც ვერაფერ განსაკუთრებულს მაგაში ვერ ვხედავ.
ალეგრი იმედია დიდი ხანი დარჩება და თუ წავა, ჯობია ვინმე ჩემპიონი მენტალიტეტის ყვერებიანი ტიპი მოვიდეს.

იუვე 9
იუვე 9
7 years ago

რა სიმონე ინძაგი :blin: :blin: :blin: :blin: :blin: :blin:

Di Francesco # 1
7 years ago

ალეგრი ისე ლაპარაკობს მემგონი არც განაცხადის შედგენას ეკითხება ვინმე :chuvak: საინტერესოა დღეს რა სასტავს დააყენებს მაროტა, ან ანიელი :chuvak:

ლაშა
ლაშა
7 years ago

ბერნარდერსკი და კოშტა ტოპები არიან,როდესაც სრულად გამოიყენებს ორივეს ერთად ალეგრი დავინახავთ იუვეს სიძლიერეს.

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

lixshtaE guli damwydao ahaha tavad datova ganacxads migma da ra afsurdebs bazrobs

forza bianconeri
7 years ago

:lool: :lool: :lool: ალბათ გულისხმობდა, რომ გული წყდება განაცხადს მიღმა დატოვება რომ მოუწია

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

=ტ=არმგონ ბენტაკური ატამაშოს არადა დროა. ახალგაზრდები რომარიან იმიტომუნდა ატამაშო, ვააა. ტორე პენსიონერები კი გყავს ბლომად იუვეა ტუ კატარზისის სახლი ვერგავიგე. მიდიტ ბიცჰებო გამოიყენეტ ეგ შანსი. მარა რაცარუნდა მაგრად იტამაშონ არამგონია დზველგვარდიას ვარი უტხრას. აი ესააა ალეგრი. არადა რომიდზახიტ აკ დიბოს მაგივრად ბერნა გამოცადოსო. რა ორივე რომიყოს არ შეიდზლება?? ასეა ყველა გრანდში. მოდრიცი ისკო კროსი როლანდო. კაზიმირო.ნუ რაააა აზრიაკ ცჰამოტვლას. ნეიმარიც მაგ პონტში იყიდეს ყველა შემტევ ნახევარდაცვაზე გადადის პლიუს ტავდახსმა.

მგელ პიერო
მგელ პიერო
7 years ago

კავანიმ 10 წუთში ორი ისეთი ბურთი გამაზა დვალიშვილი გაიტანდა :lool: თუმცა აქ მარტო იგუუაინის გამაზულებს ხედავენ :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შეიძლება ვცდები, მაგრამ ბენზემას 10 თუ 11 ფინალში გოლი არ გაუტანია, თუ არ ვცდები კოპა დელ რეიზე ბარსას რომ გაუტანა ამ აგვისტოს ეგ იყო 12-ე ფინალი :)))

გელა
გელა
7 years ago

კი :))) + მიუხედავად იმისა რო ძალიან მაგარია ბარსას თამაშებს თუ უყურებთ სუარესი იმდენ მომენტს აფუჭებს რო რავიცი. კი გააქვს 40 გოლი მარა 2 მაგდენ 100%-ს აფუჭებს.

ყველაზე მაგარი შესრულება მაინც ლევანას აქვს

soni 10
7 years ago

Midi midi she taqtikis geniosi)))) sheni imedi maqvs moipiqre rame jadoqroba…..xval gatenian savaraudot virebs)))) :forza:

Di Francesco # 1
7 years ago

ბევრი ილაპარაკა და თან თქვა პიანიჩს გავსო ხოდა 2 ნაკლებად დაცვითი ნახევარმცველით არ ითამაშებს ალეგრი, 3 ნახევარმცველზე თუ გადავა გადავა იმიტო რო ნახევარდაცვა გააძლიეროს კიდე 1 გამოკვეთილი საყდენით

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

4-2-3-1-ზე შეიძლება ბერნანდესკი დიბალას ადგილზე დააყენოს და მანძუკიჩი მაინც ათამაშოს “თავის ფლანგზე” :დ კოშტა უეჭველი სასტავში იქნება.

თუ სამი ნახევარმცველი გადაწყვიტა მაშინ ბენტანკური იქნება სასტავში და არა სტურარო(იმდენი ილაპარაკა მაგაზე რო უპირებს ეტყობა ძირითადში დაყენებას). ამ შემთხვევაში პიანიჩი-მატუიდი ტიპური ცენტრალური ნახევარმცველები იქნებიან და ბენტანკური უკან დახეული – DMF. საინტერესოა ახალი ხალხის ნახვა საქმეში პირველივე წუთებიდან :forza:

მგელ პიერო
მგელ პიერო
7 years ago

მეც მასე მგონია რომ დიბალას ადგილზე დააყენებს ბერნას

soni 10
7 years ago

Ar mgonia samives ertdroulad daawyebinos tavidanve tu saminaxevarmcvels airchevs sturaro idgeba uechveli tu ori naxevarmcveli mashin mandzukichi iqneba))).berna sheidzleba dybalas adgilas gamocados xetanxmebi

paulo 10
paulo 10
7 years ago

საინტერესო თამაში იქნება :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კოშტაზე არ ჰკითხეს თუ თვითონ არ გაახსენდა :mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

რადგან დიბოს ასვენებს შესაძლოა 3 ნახ.მცველით დაიწყოს ასე მაგალითად

ბერნა-იგუაინი-კოსტა
მატუიდი-პიანიჩი-ბენტანკური
ასამოა-ბენატია-რუგანი-დე შილიო
…………..შესნი

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

კოსტა :lool:

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

შეიძლება სტურარო ათამაშოს ბენტას ადგილზე

| Newsphere by AF themes.
65
0
Would love your thoughts, please comment.x