ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “როტაციას ნამდვილად ვგეგმავ”

“კიევოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს შეხვდა..

“ცვლილებები ნამდვილად იქნება, არჩევანი კი დიდი მაქვს.კლაუდიო მარკიზიო და სამი ხედირა ტრავმებს იშუშებენ, იმედი გვაქვს, ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან.ჯორჯო კიელინის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედია, ბარსელონამდე დაზიანებას მოიშუშებს.კუადრადო გვიან დაგვიბრუნდა, პაულო დიბალა კი სანაკრებო ბატალიების გამო განცალკევებით ვარჯიშობდა, მას დასვენება სჭირდება.”

“გონსალო იგუაინი ნაკრებში არ იყო გამოძახებული და შესაბამისად, იგი ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშობდა, დარწმუნებული ვარ, პიპიტა იდეალურ ფორმაში მალე ჩადგება.საწყისმა ორმა შეხვედრამ გვაგრძნობინა, რომ რთული სეზონი გველის, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ.სულ მალე ჩემპიონთა ლიგა იწყება, მაშინ კი ნამდვილად მივხვდებით, რომ სეზონი დაიწყო.”

“ხვალ ბუფონი დაისვენებს, კარს კი შესნი დაიცავს.ანდრეა ბარძალი დღეს დაბრუნდა, მას ორი დასვენების დღე მე გამოვუწერე და იგი უკვე ვინოვოზეა.რაც შეეხება ბენედიქტ ჰიოვედესს, მისი ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ ვარჯიშზე აუცილებლად დავაკვირდები.ცენტრში ბლეიზი მატუიდი და მირალემ პიანიჩი ითამაშებენ, მოგვიანებით გადავწყვეტ, დავაყენებ თუ არა სასტარტოში მესამე ნახევარმცველს.”

“კიევო ? – ვერონელებს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, როლანდო მარანი მაღალი დონის სპეციალისტია და მისი შედეგები ამაზე მოწმობს, დიდი ხანია სერია ა – ში ასპარეზობენ.ჩვენი მთავარი ამოცანაა საკუთარ მოედანზე სამი ქულა ავიღოთ, დაცვაში თამაში კი გამოვასწოროთ.ჯენოამ ორი სწრაფი გოლი გაგვიტანა, კალიარიმ კი სახიფათო მომენტები შეგვიქმნა, ასე რომ, ხვალ მნიშვნელოვანი ტესტი გველის.ბარსელონასთან მატჩზე უკვე ხვალიდან ვიფიქრებთ, მით უმეტეს, ეს მხოლოდ ჯგუფური ეტაპია და არა პლეიოფი, ან მით უმეტეს ფინალი.პირველი ადგილი ? – ყველაფერი კენჭისყრაზეა დამოკიდებული, შესაძლოა პირველადგილოსნებს მცირე უპირატესობა ჰქონდეთ, მაგრამ გადამწყვეტი ნამდვილად არა.”

“ლიხტშტაინერი ? – სტეფანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ნამდვილად გული მწყდება იმაზე, რომ იგი ჩემპიონთა ლიგის სიის მიღმა დარჩა.სეზონის მეორე ნახევარში იგი განაცხადში იქნება და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ იუვე მას ენდობა.ბენტანკური ? – მის მახასიათებლებს პიანიჩს შევადარებდი, ერთნაირი ტიპის შუახაზელები არიან, როდრიგო აუცილებლად მოუმატებს, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.იგივეს ვიტყვი ბერნარდერსკიზეც, ფედერიკო ტურინში იმიტომ მოვიდა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა გახდეს, ამას მალე დაინახავთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

65 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
არაგველი
არაგველი
7 years ago

ეგაც ლივერპული… წინა არსენალს 4-0 მოუგო და ახლა სიტისთან 0-4 აგებს. კუზერია მარა არის :) არასტაბილურობის განსახიერებაა.

სანამ გაუგდებდნენ მანეს მანამდეც აგებდა, მაგრამ თამაშით აშკარად ჯობდა, მეტ მომენტსაც ქმნიდა და ლამაზ ფეხბურთსაც აჩვენებდა, მაგრამ რად გინდა, ლამაზად გაიკეთონ უკან 4-0

არაგველი
არაგველი
7 years ago

ერთ ბილეთში ორივეს გატანა მქონდა და ერთში 3,5ზე მეტი, მაგრამ 1ც ვერ გაიტანა, სიტიმ გააცოცხლა ისევ ბილეთი მეოთხე რომ გაიტანა :)

მაქს
მაქს
7 years ago

ერთი კონკრეტული თამაშით არ შეიძლება ლივერპულის შეფასება :) ხო არასტაბილურია ძალიან და ეგაა მისი მთავარი მინუსი, შეიძლება მიჯრით მანიუს, სიტის, არსენალს მოუგონს და ბორმუთთან წააგოს :) მარა ფაქტია რომ შეტევითი ფეხბურთის მოყვარული გუნდია და ცოცხალ თამაშს თამაშობს. კი დღეს ძალიან სუსტად ითამაშა

მაქს
მაქს
7 years ago

დღეს ბენატია რუგანის იმედი უნდა გვქონდეს ვითომ ? :)) რაღაც მგონია რომ გოლს გავუშვებთ და იუვეს კის 2,40 აქ კუში :) კიევო მაგარი გამტანი გუნდია სულ გააქვს ბოლო რამდენიმე თამაშია და იუვეს ზამენის დაცვას ასე მგონია გაუტანენ.

forza bianconeri
7 years ago

მაქს
ლიგები რა შუაში იყო. მე მეგონა აწმყოზე საუბრობდი და არა წარსულზე. მე მათ დიდებულ წარსულს არც ვეხები, თუმცა ბოლო 10 წელია აშკარად ლუზერი გუნდია ლივერპული. ახლა რა გუნდი ჰყავთ ნახე. 5 მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს ლუზერპულში, იუვეში კი 15

მაქს
მაქს
7 years ago

აწმყოზეც ვიძახი მეგობარო, ძლიერ გუნდებთან შოუებს აწყობენ და ფანებს ულამაზეს ემოციებსა და სანახაობას სთავაზობენ, შეიძლება გუნდი სიით შუაშია, მაარა ფეხბურთის კლასით ძალიან ლამაზია და სანახაობრივია. ფანებიც იმიტომ აფასებენ თავის გუნდს რომ არასდროს ნებდებიან და 90 წუთი თამაშობენ ფეხბურთს :) იუვე კიდე 30 წუთზე 3 ნოლს იგებს და დანარჩენი 60 წუთი სვარკააა, ესე იყო ყოველშემთხვევაში შარშან და ეს არ მომწონს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  მაქს

Yvela gunds tavisi stili aqvs. 20 celia jves vbaleshikob da sul masea gava cin da klavs tamashs. Esaa jves stili da tu ar mogcoms rato qomagob?

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
7 years ago

ლივერპული ტოპ გუნდია ულაპარაკოდ.გრანდია,მაგრამ დღეს იუვეს ძალიან ჩამორჩება

მაქს
მაქს
7 years ago

სალაჰი რა კაი ბიჭია :)

თოკო
თოკო
7 years ago

სასტავ ჩემ კპმენტარს თი მიაქცევს ვინმე ყურადგებას დაწერეთ თამაში რომელ არხზეა რა

მაქს
მაქს
7 years ago
Reply to  თოკო

სეტანტაზე იქნება ალბათ, სხვა კაი თამაში არცერთი არ ემთხვევა და იუვეს გაუშვებენ

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  თოკო

სეტანტაზეა :juvee:

მაქს
მაქს
7 years ago

ალეგრი რატომ უნდა გაუშვან? :))) რა სისულელეა? ტიპი ყველანაირად სასარგებლოა იუვესთვის, ტიპი სტაბილურად ათამაშებს ევროპაშიც და იტალიაშიც, რაც ფინანსურად ძალიან მომგებიანია და ასეთი მწვრთნელის გამოცვლა არის სისულელე :chuvak:

turo-999
turo
7 years ago

იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ ეს სეზონი, მიუხედავად მიღწეული შედეგისა, ალეგრისთვის ბოლო იქნება იუვეში . მის შემცვლელს ეხლავე ამზადებენო იუვეს ბოსები ,ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვისაც აკვირდებიან არის ლაციოს ახალგაზრდა მწვრთნელი ,რომელიც გამოურჩევა ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვით და გასახდელში სასიამოვნ,მყუდრო გარემოს შექმნით . ვფიქრობ უნდა გაამართლოს ინძაგიმ ,სხვა ჩემპიონატიდან მწვრთნელის გადმოყვანა უფრო სარისკოდ მეჩვენება .

გელა
გელა
7 years ago

ალეგრის კომნტარებიდან ჩანს რო კუადრადო არ იქნება დიბალა მარკიზიო ხედირა ბარძალი კიელო.
ყველაფერი ნათელია ერთადერთი სტურარო ეტენება თუ არა 3 ნახევამრველიანში ეგაა საკითხავი

გოგაიუვე
გოგაიუვე
7 years ago

კუადრადო 12 ჩამიმატებიაააააააააააააააა

გოგაიუვე
გოგაიუვე
7 years ago

შესნი
ლიხტა
რუგანი
ბენატია
ასამოა
მატიუდი
ბენტაკური
პიანიჩი
კუადრადო
კოშტა
ბერნადევსკი
იგუანი

იმედია ასე დაიწყებს

მაქს
მაქს
7 years ago

ღმერთო ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს იუვემ, სასიამოვნო საყურებელი იყოს არამხოოდ პირველი ტაიმის 30 წუთი, არამედ 90+ წუთის განმავლობაში და სერია ა-ს გა.ვ.კარი :) აი, ისეთი ფეხბურთი მინდა ლივერპული რომ ჩუქნის თავის ფანებს დიდ გუნდებთან :forza:

forza bianconeri
7 years ago
Reply to  მაქს

:blin: :blin: :blin:

მაქს
მაქს
7 years ago

იუვეს გარდა ფეხბურთს თუ ნახავთ ხოლმე კაი იქნება :)))

forza bianconeri
7 years ago
Reply to  მაქს

შენ თუ ასეთი შეხედულება გაქვს ფეხბურთზე, რომ მთავარი ლამაზი თამაშია და არა შედეგი, მაშინ რატომ ხარ იუვეს გულშემატკივარი არ მესმის. იუვენტუსი ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული გუნდი იყო. ნებისმიერი ბიანკონერისთვის პრიორიტეტული გუნდის წარმატება უნდა იყოს და არა ლივერპულის მსგავსი ლუზერი გუნდებივით “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ”. საქართველოს ნაკრებიც თამაშობს ლამაზ ფეხბურთს ბევრი ფინტებით და არაჩვეულებრივი გოლებით…

მაქს
მაქს
7 years ago

შენ მგონი ჩემი დაწერილის გააზრება გაგიჭირდა :) 1. ვთქვი ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ და სერია ა-ს მოგებას მე პირადად არ მოვითხოვთო (სხვა მიზეზებიცაა რატომ უნდა შეწყვიტოს იუვეს მოგება). 2. მინდა ლიგა მოიგონ, რაც გუნდის მიზანი უნდა იყოს. 3. ხო ლუზერია ლივერპული :chuvak: მაგიტომ აქვს იუვეს 2 ლიგა რომ პრაგმატულია და ლუზერ ლივერპულს კიდე 5 :chuvak: 4. საქართველოს თამაში თუ “გელამაზება” მაშინ ცოტა მძიმედაა საქმეე :chuvak:

დელ პიერო
დელ პიერო
7 years ago

რას ამბობ ძმა ლივერპული ლუზერი გუნდია? მაქსს ვეთანხმები სასიამოვნო სანახავია როგორ თამაშობს ლივერი ძლიერ გუნდებთან განსაკუთრებით ენფილდზე და სწორედ ამიტომ ძალიან მინდა ასე თამაშობდეს ჩვენი იუვე დომინირებდეს და უტევდეს მთელი მატჩის განმავლობაში

მაქს
მაქს
7 years ago

დელ პიერო
ფეხბურთის ფანს (გარდა მანიუს ფანისა) როგორ არ უნდა მოგწონდეს ლივერპული ? :) სპექტაკლებს დგამენ ტიპები, სიამოვნებაა ყურება, მარა აქ ზოგიერთი არ უყურებს იუვეს გარდა არავის

| Newsphere by AF themes.
65
0
Would love your thoughts, please comment.x