ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”იუვეში იქამდე დავრჩები სანამ კლუბი მოისურვებს”

გთავაზობთ პაულო დიბალას წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“მართალია ბარსელონამ ნეიმარი დაკარგა, თუმცა შევსებაც საკმაოდ კარგი მიიღო.. რაც არ უნდა იყოს ვეთამაშებით უდიდეს კლუბს, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია გააჩნია. მოედანზე დაცვაში თამაში ყოველ ჩვენთაგანს მოუწევს, რადგან მეტოქეს კარგად გამოსდის თავისუფალი ზონის ეფექტურად გამოყენება.

ვიასპარეზებ თუ არა მესისთან ერთად ერთ კლუბში? წილად მხვდა ბედნიერება, რომ ლეოსთან ერთად ნაკრებში ვითამაშო.. რა იქნება მომავალში ამაზე ვერაფერს გეტყვით. მთავარია, რომ იუვეში თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ! სწორედ წელს მივიღე გადაწყვეტილება 10 ნომრიანი მაისურის თაობაზე.. ვიცი თუ რამდენს ნიშნავს ეს კლუბისთვის, რადგან ამ ციფრებით ტურინელთა რიგებში მართლაც ღირსეულები ირჯებოდნენ.

სიმართლე გითხრათ არ ვიცი დაუკავშირდა თუ არა ბარსას ხელმძღვანელობა იუვეს უფროსობას ჩემი ტრანსფერის თაობაზე.. ერთადერთი რაც კლუბმა შემატყობინა იყო ის, რომ მათი პროექტისთვის მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ და თან დიდიხნით! ბუნებრივია ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა! ამიტომაც გადავწყვიტე ამ ნომრის აღება და ყველაფრის გაკეთება, რაც შემიძლია.

მანამ სანამ კლუბს და პრეზიდენტს ჩემი იუვეში ხილვა მოუნდებათ, სწორედ აქ ვიქნები! პირადად ჩემთვის 10-იანით ასპარეზობა დიდი სიამოვნებაა, იმ ფაქტის გამო თუ ვის ეცვა იგი ჩემამდე.. საერთო ჯამში კი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ამჯერად ბარსასთან 10 ნომრიანი მაისურით ვიასპარეზებ. შევეცდები ჩემი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენო და პარტნიორებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

შარშანდელ სეზონში ჩვენგან ამ შედეგს მაინც და მაინც არავინ ელოდა.. ამიტომაც წელს მოლოდინი უფრო დიდია.. ბარსას წინააღმდეგ და თან მისსავე სტადიონზე ასპარეზობა იოლი არავისთვის არის.. თავს მუდამ შეტევის ქვეშ მყოფად გრძნობ.. მაგრამ ვიცით საკუთარი ძალის შესახებ.. შანსები გვექნება და მთავარია ეფექტურად გამოვიყენოთ. დიახ, ჩვენ წინააღმდეგ ბარსელონა იქნება, მაგრამ ისინიც კი უტოვებენ მეტოქეს გამარჯვების შანს..

თავს შესანიშნავად ვგრძნობ! წინასასეზონო შეკრებამ ფანტასტიურად ჩაიარა.. არგენტინაში დაბრუნების შემდეგაც ბევრს ვარჯიშობთ და შედეგად იდეალურ კონდიციებში ვიმყოფები. მესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სეზონი მელის წინ, როგორც იუვეში ასევე არგენტინის ნაკრებში. სეზონის ბოლოს მუნდიალი გველის და ჩვენთვის იგი ბევრს ნიშნავს.

მსგავსება მესისთან, რონალდუსთან და ნეიმართან უდაოდ აღფრთოვანებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვიმყოფები. ფაქტია, ხალხი ჩემში რაღაცას ხედავს.. მომავალს.. თუმცა, თავს მშვიდ გარემოში ვინარჩუნებ და ვაგრძელებ პროგრესირებას დღიდან დღემდე. ნუ გავიწყდებათ რომ მესიმ და რონალდუმ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიეს.. ნეიმარიც მათ შორის, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებულია”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve-2001
Juve28
7 years ago

სამუდამოდ იუვეში თუ დარჩი გაასწორებს :smile:

soni 10
7 years ago

150 milioniani winadadebaze juve datanxmdeba……

შეშლილი მაქსი
შეშლილი მაქსი
7 years ago
Reply to  soni 10

არადა როგორ არმინდა ამ ბიჭის გაშვება ჩამოსხმა ტალანტია

soni 10
7 years ago

:up:

Gio Darja
7 years ago

ვინმეს გჯერათ რო სამუდამო კონტრაქტები ფორმდება ? მით უმეტეს 23-24 წლის ფეხბურთელებზე, ნეიმარის ტრანსფერმა გვაჩვენა რო არცერთი თანხის გადახდა არ არი შეუძლებელი და შესაბამისად ვერცერთი გუნდი ვერ დადებს სამუდამოს

500 მილიონი რო დაუდონ დიბალას სანაცვლოდ გგონიათ არ გაყიდიან ? ზღაპარია ეგ..120ით იწყება ყველაფერი და 200 მილიონზე ჩათვალეთ რო გაუშვებენ

გელა
გელა
7 years ago

სანამ კლუბი ისურვებს ეს სიტყვები არ მომწონს რაღაც და მომკალი.
გამოვიდეს ანიელი და თქვას ჩვენი სურვილია დიბალამ კარიერა აქ დაამთავროსო

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  გელა

ოოო ეს სიტყვები რაც ჰენ თქვი იმას ნიჰნას მაჰინ რო სამუდამო კონტრაქტი გაუფორმონ ძაან მაგარი იქნება ამას რა აჯობებს იმედია იტყვის ერთ დღეს

ანონიმური
ანონიმური
7 years ago
Reply to  გელა

Raga unda tqvan ver gavige ro mogveconos? Anielimac bevrjer tqva rom dybala klubis momavalia da xel sheuxebelia da morotamac da meti ra qnan?

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაგაჰიც მართალი ხარ ძმაო ისე

ანონიმური
ანონიმური
7 years ago

მაგარი ხარ დიბო

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x