ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“ტაქტიკური სქემა? და რა უნდა მოვიფიქროთ მაშინ, როდესაც მინდორზე 10 მოთამაშე და პლიუს მეკარე გამოვა? ასეთი რანგის შეხვედრებში მთავარია დიდი ენთუზიაზმი და ბრძოლა თითოეულ მილიმეტრზე. ერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ მოედანზე ამ ეტაპისთვის საუკეთესო 10 იასპარეზებს, რომლებიც შეეცდებიან ბარსას პრობლემები შეუქმნან..

მესმის, რომ ზედიზედ მესამედ კარის მათთან მშრალად შენახვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.. შედეგად ჩვენი ამოცანა გოლის გატანაზეა დაფუძნებული. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხვალ ბარძალი იასპარეზებს.. იქნება იგი მარჯვნივ, ცენტრში თუ მარცხნივ ამას გადავწყვეტ..

შეგვიძლია, როგორც სამი ნახევარმცველით და სამი შემტევით, ასევე ორი ნახევარმცველით და ორი ფორვარდით.. ასე რომ ყველაფერს მატჩის დაწყების წინ გადავწყვეტ.

შესაძლოა იასპარეზოს ბერნარდესკიმ, რომელმაც შესანიშნავად დაგვამახსოვრა თავი კიევოსთან.. მიუხედავად 20 წუთისა ფაქტია, რომ ფედერიკო ფორმას კრიფავს და ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურება. შეიძლება პირველივე წუთებიდან ვიხილოთ ან მატჩის მსვლელობის პერიოდში..

მართალია მანჯუკიჩი ვინგერი არ არის, მაგრამ დღევანდელი იუვენტუსისთვის იგი განსაკუთრებული ფიგურაა.. მეორე სართულზე იდეალურია, ხოლო პოზიციის შერჩევაში ბადალი არ ჰყავს. როდესაც შენ მესი, დემებელე, დელოფეუ, ინიესტა და სუარესი გიტევენ, მათი თამაშიდან გათიშვა ფრიად პრობლემატური ხდება. ამიტომ თუ გვსურს მათზე ზეწოლის განხორციელება, მაშინ ტექნიკური თვალსაზრისით უნაკლო შეხვედრა უნდა გავმართოთ.

ნეიმარი? დიბალასთან ერთად საუკეთესოები მესის და რონალდუს შემდეგ! თუმცა, ბარსა მის გარეშედაც ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად რჩება.. საერთოდაც მიმაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ლიგის მთავარი პრეტენდენტები სწორედ ბარსელონა და რეალი არიან.

ინიესტასთან დაკავშირებული ჭორები? სატრანსფერო ფანჯარა 10 დღის წინ დაიხურა და ამაზე საუბარი ახლა უადგილოა. თუმცა, რომელი მწვრთნელი იტყოდა ანდრესის შესაძლებლობებზე უარს?”

372 thoughts on “შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

  1. საერთოდ არ იქნება გასაკვირი თუ წავაგეთ ამ დანაკლისის ფონზე,მაგრამ საკმაოდ თანაბრად ვეთამაშეთ და ამიტომ მოგებაზე უნდა ითამაშონ. ბერნა გამოიყვანოს მაგას გაწამებული ყავს ბარსა თავის დროზე :chuvak:

  2. Deshilio itamashebs mshvenivrad gaxdeba stabiluri…bentakuri kai bichia sagol burttan axlosaaa sheudzlia ganawileba kargi pasi aqvs momewona pirveltaimshi.koshta swrapia ra araperi gauketebia…. Tumca alegri gamoiyenebs sezonshi….am tamashit araperi wydeba erti rac mindoda messis ro ar gaetana mara……..

  3. ოხ რა გოლი გავუშვით რა :blin: წინ გვიჭირს მაგრად. პიანიჩი რა მაგარია რამდენჯერ დაახია მესის ბურთი. ამ ბარძალის კიდე რა ჭირს ხოლმე მაინცდამაინც გადამწყვეთ თამაში უშვებს ხოლმე უაზრო შეცდომას. ალეგრი ბერნანდესკი დროზე :lool:

  4. რუგანის არ ენდობა და ბენტუკური დააყენა, კოსტა კიდე ფეხბურთელი რო იყოს სანტეხნიკი კომანი არ ამოაგდებდა ბავარიის სასტავიდან

  5. დეშილიო შესანიშნავად ართმევს თავს მის საქმეს რა ლიხშტა,ბენტაკურის დაყენება სწორია ბერნა ზამენაზე შემოვა და გააძლიერებს კიდე უფრო გუნდს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.