ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

გთავაზობთ შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

“ტაქტიკური სქემა? და რა უნდა მოვიფიქროთ მაშინ, როდესაც მინდორზე 10 მოთამაშე და პლიუს მეკარე გამოვა? ასეთი რანგის შეხვედრებში მთავარია დიდი ენთუზიაზმი და ბრძოლა თითოეულ მილიმეტრზე. ერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის რომ მოედანზე ამ ეტაპისთვის საუკეთესო 10 იასპარეზებს, რომლებიც შეეცდებიან ბარსას პრობლემები შეუქმნან..

მესმის, რომ ზედიზედ მესამედ კარის მათთან მშრალად შენახვა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.. შედეგად ჩვენი ამოცანა გოლის გატანაზეა დაფუძნებული. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხვალ ბარძალი იასპარეზებს.. იქნება იგი მარჯვნივ, ცენტრში თუ მარცხნივ ამას გადავწყვეტ..

შეგვიძლია, როგორც სამი ნახევარმცველით და სამი შემტევით, ასევე ორი ნახევარმცველით და ორი ფორვარდით.. ასე რომ ყველაფერს მატჩის დაწყების წინ გადავწყვეტ.

შესაძლოა იასპარეზოს ბერნარდესკიმ, რომელმაც შესანიშნავად დაგვამახსოვრა თავი კიევოსთან.. მიუხედავად 20 წუთისა ფაქტია, რომ ფედერიკო ფორმას კრიფავს და ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურება. შეიძლება პირველივე წუთებიდან ვიხილოთ ან მატჩის მსვლელობის პერიოდში..

მართალია მანჯუკიჩი ვინგერი არ არის, მაგრამ დღევანდელი იუვენტუსისთვის იგი განსაკუთრებული ფიგურაა.. მეორე სართულზე იდეალურია, ხოლო პოზიციის შერჩევაში ბადალი არ ჰყავს. როდესაც შენ მესი, დემებელე, დელოფეუ, ინიესტა და სუარესი გიტევენ, მათი თამაშიდან გათიშვა ფრიად პრობლემატური ხდება. ამიტომ თუ გვსურს მათზე ზეწოლის განხორციელება, მაშინ ტექნიკური თვალსაზრისით უნაკლო შეხვედრა უნდა გავმართოთ.

ნეიმარი? დიბალასთან ერთად საუკეთესოები მესის და რონალდუს შემდეგ! თუმცა, ბარსა მის გარეშედაც ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად რჩება.. საერთოდაც მიმაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ლიგის მთავარი პრეტენდენტები სწორედ ბარსელონა და რეალი არიან.

ინიესტასთან დაკავშირებული ჭორები? სატრანსფერო ფანჯარა 10 დღის წინ დაიხურა და ამაზე საუბარი ახლა უადგილოა. თუმცა, რომელი მწვრთნელი იტყოდა ანდრესის შესაძლებლობებზე უარს?”

372 thoughts on “შეშლილი მაქსი:”ბარსას პრობლემებს შევუქმნით”

  1. დე შილიოს სახით ძაან დიდი ძალა დავკარგეთ დაცვაში როგორც კლდე და შეტევაში როგორც ძერა ))))

  2. ეს უკვე ის თემა რაც ლიგის ფინალზე მოხდა ესეც არ უნდა დაკიდო და ითაშო ბოლმდე ბრასელონა ჯენოა არაა იმედია არ გავნადგურდებით :juvee:

  3. მართალია ბენათია ყოფილა :blin: *ლემენტატორებმა ბენტაკურიო და მეც დავუჯერე იმიტო რო ცუდი ხარისხითაა მეორე არხზე და ვერ გავარჩიე თავიდან

  4. არაბა:
    ბენატია მაროკოშია გასაშვები თხების და აქლემების მწყემსად, პატკატიც კი არ გააკეთა თორე ეგ გოლი არ გავიდოდა. სტურარო ბენტაკურია ადგილას, ბარძალეტი მარჯვნივ, ცენტრში რუგანი და გამოვა რაღაც :forza:

  5. ამ წუთში ზამენის ხალხს გადახედეთ ვინაა ზამენაზე პრაქტიკულად გუნდი ტრამვებშია და რაღა მოგებაზე ვლაპარაკობთ??? :lool:

  6. არანაირი საპანიკო არაა დეშილიოზე,ეგ ბიჭი მოიხოდება ნაღდად,უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა უნდა და რა დროს დაიმტვრა,საკაიფოდ თამაშობენ ბიჭები ამდენი გატრამვულის ფონზე,ბერნას შემოიყვანს ეგ დარჩა ერთი მგონი სკამზე შეცვლაზე შემოსასვლელი :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.