ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა: ბედნიერი ვარ

ABacT5JftbE

თავის მე-100 მატჩში “იუვენტუსის” მაისურით, დიბალამ 52-ე გოლი გაიტანა…

 

არგენტინელმა საწყის 4 ტურში 8 ბურთი შეაგდო და ყველა თამაშში მოახერხა გოლის გატანა, რაც 12 წელია არავის გაუკეთებია სერია ა-ში. ლუკა ტონიმ 2005-ში მოახერხა იგივე, თუმცა მან მხოლოდ 5 გოლის გატანა მოახერხა 4 ტურში.

ევროპაში ბომბარდირებს შორის დიბალა მე-2 პოზიციაზეა ფალკაოს შემდეგ, თუმცა კოლუმბიელმა 9 გოლი 5 თამაშში შეაგდო.

ამავე დროს არგენტინელმა ტალანტმა 2 ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან მინდოდა ამ თამაშში ერთი გოლი მაინც გამეტანა, მაგრამ 3 გამოვიდა! ეს ჩემი მეორე ჰეთ-თრიკია იტალიაში, ორიც არგენტინაში გავიტანე მანამდე.

მინდა შევინარჩუნო ეს გრძნობა. მე მომწონს 10 ნომრით თამაში. გუნდი მენდობა, ალეგრი თავისუფლებას მაძლევს, ვითამაშო იქ, სადაც მსურს. გუნდი კარგად თამაშობს, დღეს ჩვენ დავივიწყეთ ბარსელონა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებები, რომ მივიღოთ მაქსიმუმი და გავაგრძელოთ პროგრესირება.”

 

22 thoughts on “დიბალა: ბედნიერი ვარ

  1. იგუაინის სკამზე დასმა არ იქნება სწორი… გუნდმა ხელი კიარ უნდა კრას გვერდში უნდა დაუდგეს… არადა ერთი დუბლი მიყვანდა ხასიათზე ღიპიტააას :forza:

  2. ბუფონი-ჰიოვედესი,რუგანი,კიელინი,სანდრო-კოსტა,პიანიჩი,მატუიდი-ბერნარდესკი-დიბალა,იგუაინი.4-3-1-2 ძალიან მინდა ვნახო ასეთი სასტავით წელს იუვე

  3. ყველა როცა მწყობრში ჩადგება და ძველ კონდიციებს დაუბრუნდებიან ასეთი შემადგენლობა და ტაქტიკით მინდა რომ ითამაშონ

    —————————-ბუფონი—————————

    ჰიოვედესი———რუგანი————-კიელინი———სანდრო

    ———მარკიზიო———–პიანიჩი———–მატუიდი——–

    —————-დიბალა—————-ბერნადერსკი————

    —————————-იგუაინი—————————

  4. როგორ მახსოვს ამის პირველი ნაბიჯები იუვეში
    40 მილიონი იდო სასწორზე ☺ დღეს უკვე რამდენი დევს?

    1. ერთი კვირაა მოუცლელი ვარ, მხოლოდ შემორბენით ვიყავი აქ ხანდახან, კომენტარსაც ვერ ვასწრებდი )) წარმოიდგინე ბარსასთან თამაშსაც ვერ ვუყურე, მხოლოდ ჩანაწერი ვნახე მოგვიანებით. ასე არიან ბიჭებიც, რთულია დროის დეფიციტისას თავისუფალი დროის გამონახვა. მაქსიმალურად ვეცდები დროის გამონახვისას სიახლეები შემოგთავაზოთ.
      :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.