ტაკინარდი:”დიბალა სუპერ ვარსკვლავია”
ალესიო ტაკინარდი პაულო დიბალაზე საუბრობს:
“ვფიქრობ, დიბალა იგუაინის პრობლემებს ფარავს.. ფაქტია, რომ პაულო ჩვენი ჩემპიონატის სუპერ ვარსკვლავია!
აი რაც შეეხება გონსალოს.. ნამდვილად არ ვიცი რა ჭირს მას.. არგენტინელი ხომ შესანიშნავი თვისებებით არის დაჯილდოებული.. მისი გოლეადორული თვისებები უცხო არავისთვისაა.. თუმცა, წელს ფიზიკური კონდიციების არასტაბილურობა შეიმჩნევა..
ალეგრი მას რეგულარულად ათამაშებს, რომ იგუაინმა ფორმა აკრიფოს, თუმცა ჯერჯერობით ამას შედეგი არ მოაქვს.. მიზეზი? ვერ გეტყვით”.
მიზეზი ერთია, 30 წლის ფეხბურთელში და მითუმეტეს ღიპიანში 90 მილიონი არ უნდა გადაიხადო, მეტი არაფერი
ისე ფალკაო რომ მოგვეყვანა იგუაინის ნაცვლად როგორ ფიქრობთ უფრო სუსტი იქნებოდა შეტევის ხაზი ?
ბევრ პასს მაზავს საჯარიმოში იგუაინი, სასუოლოსთანაც რეები მაზა . . ბურთს მიიღებს საჯარიმოში და იმდენს ფაფხურობს ბურთს კარგავს.
იგუაინზე იუვეში თამაშობს ერთადერთი კაცი, პიანიჩი თუ მომენტი აქ გრძელ პასს უგდებს იქ სადაც ცენტრფორვარდმა უნდა მოიგოს პოზიცია და ბურთი, დანარჩენი არც(ვერც) მანჯუკიჩი, ვერც კვადრადო და არც დიბალა იგუაინზე არ თამაშობს და ის კიდე იმ სტილის ფორვარდი არაა რო მომენტი თვითონვე შეიქმნას, იუვე მთლიანად არი ინდივიდუალისტებზე დამოკიდებული გუნდი
ე ბიჭო შეგძლებია რეალობის შეგრძნება და დაწერა :) აი 100% იანი ხარ ამაში. იგუ არის სუფთა 9 იანი რომელსაც პასი უნდა მისცე საჯარიმოში და არა რონალდინიო ცენტრიდან წაიღოს ბურთი და ისე გაიტანოს.
ხოდა მაგია ყველაზე რთული როგორ მიიტანო ბურთი ცენტრფორვარდამდე, უბრალო ჩაწოდებით ძან რთულია და დანარჩენი მწვრთვნელმა უნდა ასწავლოს გუნდს, კომბინაციას იუვენტუსი ვერ ათამაშებს, ბარსასთან გამოჩნდა ყველაზე კარგად, რამდენჯერ იდგა მომგებიან პოზიციაში იგუაინი და პასს ვერ უკეთებდა ვერავინ, დიბალა კი მაგარია და იტალიის დონეს გასცდა უკვე მარა ისეთიც ვერაა რო ლიგაზე მარტო მოიგოს თამაშები, 1 ფუნქციას ლიგაზეც გააკეთებს, ან ბურთს დაიწერს უკან, ან ბურთს აიტანს ნახევარდაცვიდან, ან ჯარიმას დაარტყამს ან საჯარიმოს ახლომახლოდან ერთ კაცს მოატყუებს და დაარტყამს კარში მარა ყველაფერს ერტად როგორც იტალიაში აკეთებს იქ ვერ გააკეთებს