ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 4-0 “ტორინო” ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ტორინოს დამარცხების შემდეგ:

ბუფონი – 6 – მთელი 90 წუთი ფაქტიურად უსაქმოდ იდგა.. ერთადერთხელ ჩაერთო საქმეში, როდესაც ადამ ლიაიჩმა სცადა მისი კარის აღება საჯარიმო დარტყმიდან..

ლიხტშტაინერი – 7 – დიდი შვება იყო შვეიცარიელისთვის ის ფაქტი, რომ ტორინო 10 კაცით უკვე პირველსავე ტაიმში დარჩა.. სტეფანი საკუთარ ზონაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

ბენატია – 7 – იღებს ყვითელ ბარათს, როდესაც ბელოტიზე დაჯარიმდა.. მის თავურს კი წინ სალვატორე სირიგუ ეღობება.

კიელინი – 7 – საბრძოლო მანქანა ყველგან დროულად ჩნდებოდა და ბელოტის ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

ალექს სანდრო – 7 – საკმაოდ თავისუფლად მოქმედებდა მარცხენა ფლანგზე.. განსაკუთრებით მაშინ როდესაც კოშტასთან შეთანხმებულად მოქმედება არ უწევდა.. იტანს ბრწყინვალე გოლსაც..

პიანიჩი – 8 – მოპარა რინკონს ბურთი, რის შემდეგაც დიბალამ გაიტანა.. აწვდის კუთხურს და იტანს სანდრო.. ყველაზე მეტჯერ ეხება ბურთს თანაგუნდელებიდან.. ამ საღამოს მირალემი შეუდარებელი იყო!

კუადრადო – 6 – ტიპიური მატჩი კოლუმბიელის შესრულებით.. საინტერესო ჩანაფიქრები, რომლებიც არაფრით სრულდებოდა..

დიბალა – 8 – იტანს შორეული დარტყმით და საერთოდაც.. მთელი 90 წუთი მეტოქისთვის ნამდვილი “სასიკვდილო იარაღია”.. 10 გოლი 6 შეხვედრაში.. მეტი რა კომენტარი უნდა გაკეთდეს?

მატუიდი – 6 – სტაბილური და რაც მთავარია საიმედო გარჯა მოედნის ცენტრალურ ზონაში.. საინტერესო დაპირისპირებები ჰქონდა ნიანგის წინააღმდეგ.

კოშტა – 6 – ძალა წართმოეული ტორინოს ფონზეც კი უფერულად გამოიყურება.. იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ სირიგუ არ დანებდა..

მანჯუკიჩი – 6 – ცენტრ ფორვარდათ ამჯერად მარიო მოგვევლინა, რომელიც იგუაინს ცვლიდა.. საკმაოდ ნორმალურადაც იასპარეზა.

შეცვლები:

ბერნარდესკი – 6 – კუადრადოს ნაცვლად შემოვიდა თამაში. კარგი შორეული დარტყმა, რომელიც სირიგუმ მოიგერია.

ბენტანკური – 6 – ცვლის მატუიდის.. ცენტრში სოლიდური და უშეცდომოა.

იგუაინი – 6 – 10 წუთით შემოდის და იღებს უშუალო მონაწილეობას მეოთხე გატანილ გოლში.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Dzalian cudi mimoxilvaa 70% ar vetanxmebi. Qshkarad chans rom avtoris mosazrebebia da mouclelia. Italiur presashi radikalurad gansxvavebuli mosazrebebia

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მირალემმა გოლიც გაიტანა და არ წერია

ლა ჯოია
ლა ჯოია
6 years ago

იგუაინი – 6 – 10 წუთით შემოდის და იღებს უშუალო მონაწილეობას მეოთხე გატანილ გოლში

:lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

lasha naxucrishvili
6 years ago

ყველა გოლი და შეტევებია ვისაც არ გინახავთ :)
https://www.youtube.com/watch?v=8n_xQcNM1ao

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

კუადრადომ საგოლე პასი გააკეთა და ცოტა უაზრო შეფასებად მიმაჩნია მიწერილი კომენტარი.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x