ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”გონსალომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს”

გთავაზობთ პაულო დიბალას კომენტარს ტორინოს კარში გატანილ გოლსა და გონსალო იგუაინის თაობაზე:

“შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და ამ ფაქტის გაანალიზება, კიდევ უფრო დიდ დახმარებას მიწევს. შეტევაში ბრწყინვალედ ვმოქმედებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია.. საჭიროა გავაგრძელოთ იმავე ტემპში..

რაც შეეხება გოლს.. რინკონი ჩემს უკან იმყოფებოდა, ხოლო მეკარესთან ერთად ერთნაირ პოზიციაში ვიმყოფებოდით.. შესაბამისად შევეცადე საპირისპირო ტრაექტორიით მოქმედება, შედეგად მოვახერხე ბურთის მცველებს შორის გაძვრომა. გოლი ბუნებრივია დიდ სიხარულს გგვრის, მაგრამ არაფერი შეედრება საკუთარ გუნდთთან ერთად მოპოვებულ ჯილდოებს.. გვსურს იგივე გზა გავიაროთ და სამივე ტურნირზე ვიზეიმეოთ წარმატება. ფინალში ამჯერად სხვა შედეგი უნდა დავაფიქსიროთ!

პალერმოში განსხვავებული სიტუაცია იყო.. იქ მოედანზე მეტი თავისუფლება მქონდა.. თუმცა, წლევანდელ სეზონში პარტნიორები დიდ სამსახურს მიწევენ და მათი პროდუქტიული მოქმედება ჩემზეც დადებითად ისახება.

გონსალოს ახლა იდეალური დრო არ უდგას, რადგან ფორვარდისთვის გოლების გარეშე ყოფნა საშინელებაა.. თუმცა, მთავარია ახლა სიმშვიდე შეინარჩუნოს და გოლები სწორედ მაშინ მოვა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელი. თავადაც თუ გახსოვთ, შარშანდელ სეზონში ვერ ვახერხებდი თავის გამოჩენას, მაგრამ როგორც კი ზღვარს გადააბიჯებ, მერე უკვე ვეღარაფერი შეგაჩერებს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
კბქრ
კბქრ
6 years ago

ოქროს ბუცი უნდა მოიგო წელს და მომავალ წელს ბუციც ❤❤. მიდი დიბო მიაწექი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x