ალეგრი: ჩვენ ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისში ვიმყოფებით.
ალეგრი “ატალანტასთან” დაპირისპირებამდე პრესას გაესაუბრა…
“იგუაინი? ჩვენთვის ის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც ხანდახან სათადარიგო სკამიდან დაეწყო თამაში. ყოველი წელი არ ჰგავს წინას, ზოგჯერ საჭიროა გადატვირთვა. გონსალო არის ფეხბურთელი, რომელიც სჭირდება გუნდს. ის ხვალინდელ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.
დაცვაში გარკვეული ცვლილებები იქნება, ზოგს დასვენების საშუალება მიეცემა. კიელინი ითამაშებს, თუ რამე არ მოხდა ვარჯიშზე. ხვალ 3 ცენტრალური მცველით ვითამაშებთ.
მარკიზიო? არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ შესვენების შემდეგ. საერთაშორისო პაუზის შემდგომ ვეცდებით ფეხზე დავაყენოთ მარკიზიო, ხედირა და პიანიჩი. ხვალინდელ თამაშში ჩემს განკარგულებაში იქნებიან მატუიდი, ბენტანკური, სტურარო და ასამოა. ბერგამოში იოლი გასეირნება არ გველის. “ატალანტამ” “ლიონთან” თამაშში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. არ მაღელვებს ტრავმები, რადგან მყავს სხვა ფეხბურთელები. ბენტანკური ახალგაზრდაა, მაგრამ ის სწრაფად პროგრესირებს, მას სათამაშო დრო სჭირდება.
შეტევა? მომავალ თამაშში ჩვენი მთავარი მიზანი 3 ქულაა. უნდა შევაფასო კუადრადოს მდგომარება, რომ გავარკვიო ვინ გამოვა სასტარტო შემადგენლობაში, რადგან არიან დუგლაშ კოსტა და ბერნარდესკიც.
როგორ შევაფასებდი მიმდინარე პერიოდს? ჩვენ მხოლოდ გზის დასაწყისში ვიმყოფებით. წინაა შესვენება ჩემპიონატში, რომელსაც კარგი განწყობით უნდა შევხვდეთ. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი და ახალწვეულებს ადაპტირებაში დავეხმაროთ.
ბერნარდესკი მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა გახდეს, ის სასტარტოდანაც დაიწყებს თამაშს. ამ მომენტიდან მას აქვს ამის შესაძლებლობა.
პიაცა მალე დაბრუნდება. ახლა ყოველდღიურად ვაფასებთ მის კონდიციებს.
“იუვენტუსის” ახალგაზრდები ბერგამოში? “ატალანტას” ჰყავს მწვრთნელი, რომელიც ენდობა ახლაგაზრდებს. ეს ეხმარება მათ განვითარებაში. ორსოლინი და კალდარა – შესანიშნავი ბიჭები არიან”
Karoche cels chemp.ligas vigebt uechveli
Karoche barsa rom seria A shi gaichitos ra gascorebs
ვაა შენ ხარ? ესეიგი აწი ასე იქნები :)
Ki
ბარსასთან თამაშების მერე ლიგაზე არავის გაუჭირდება კალჩოდან, ატლეტიკო იმიტომაც ყომარობს კარგად ლიგაზე ბარსასთან ბრძოლაში გამოიბრძნა,აბა კიევო და კალიარი რას გასწავლიან :)
Finasuradac momgebiani iqneba