ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა სამუდამოდ “იუვეში”?

uaS0zv5uLm8 (1)

პაულო დიბალამ შესაძლოა თავისი ბედი სამუდამოდ “იუვენტუსს” დაუკავშიროს…

დიდი ხანი არაა რაც დიბალამ განაცხადა: “ბედნიერი ვარ, რომ კლუბმა 10-იანის ჩაცმა შემომთავაზა. მეამაყება ასეთი უდიდესი კლუბის ნაწილი რომ ვარ. მზად ვარ სამუდამოდ აქ დავრჩე, თუ კლუბმა ინება.”

ახლა უკვე კლუბმა მოახდინა რეაქცია ამ განაცხადზე – ჯუზეპე მაროტამ დიბალას მომავალზე ისაუბრა: “დიბალა შეუფასებელია, ამიტომ ჩვენ არანაირ წინადადებას არ განვიხილავთ. მე ვთქვი, რომ ნებისმიერი მოთამაშე თვითონ განსაზღვრავს თავის ბედს. დიბალამ “იუვენტუსში” სამუდამოდ დარჩენის სურვილი გამოთქვა. ჩვენ მზად ვართ ამისათვის ფინანსური მსხვერპლი გავიღოთ და მას ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ, რათა მისი მომავალი სამუდამოდ “იუვეს” დავუკავშიროთ.

ამასთან დაკავშირებით დელ პიერომ საკუთარი აზრი გამოთქვა: ” მოხარული ვარ დიბალას გამო. 10 ნომერი ჩემი საკუთრება არ ყოფილა, ის ჩემამდე ბაჯოს, პლატინის და სივორის ეცვათ. ახლა კი ამ ნომრით სუპერვარსკვლავი თამაშობს, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარიერის ბოლომდე აქ დარჩეს, თუ ამის სურვილი აქვს. ამ სეზონში მან თავისი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, ის წარმოუდგენელ რამეებს აკეთებს. მე მარტო გოლებზე არ ვამბობ, მას უკვე თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. მას ასევე იშვიათი მორალური თვისებები გააჩნია. იმედი მაქვს, პაულო იპოვის ტურინში იმას, რაც მე, რადგან არავის სხვას ისე არ შეუძლია გულშემატკივართა გულების დაპყრობა, როგორც მას.”

11 thoughts on “დიბალა სამუდამოდ “იუვეში”?

  1. ეჰ მარიო მარიო რა დროს შენი ტრავმა იყო ამ გაჭირვებაში :( ეხლა ექნებათ შანსი დუგლასას ბერნას და ახლად გამოჯანმრთელებულ პიაცას

  2. ძან მაგარი იქნება დიბალა სამუდამოდ იუვეჰი ძაან ჰემიყვარდები მაგრამ ბოდიჰი დელპიეროზე ჯიჯიზე და ნედვედზე მეტად ვერ იმედია გახდები იუვეს ლეგენდა ახალი

  3. კაი ამბებია და ატმოსფერო ელკანიდან დაწყებული და ფეხბურთელებით დამთავრებული იუვეში. იმედია მალე ამოვდებთ ლაგას ჩემპიონთა ლიგას და თასს ტურინში ჩავიტანთ.

    :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.