ბერნარდესკი: ” დიბალაც იგივე მდგომარეობაში იყო, როდესაც “იუვეში” მოვიდა.”
ფედერიკო ბერნარდესკის ინტერვიუ “Corriere della Sera”-სთან…
“ჯერჯერობით ბევრს არ ვთამაშობ,მაგრამ არ ვღელავ ამის გამო. ეს სწავლებას ჰგავს “იუვეში”. ეს ბუნებრივია, როცა მოდიხარ გუნდში, რომელმაც 6-ჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონობა და 2-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო 3 წელიწადში.
ტრაგედია არ არის, რომ სათადარიგოში მიწევს მეტწილად ყოფნა, ამას მშვიდად ვხვდები. არ მეშინია მსოფლიო ჩემპიონატზე დავკარგო ადგილი, რადგან ვიცი, ვენტურა აღფრთოვანებულია ჩემით. მე თუ თავდაუზოგავად ვიშრომებ ვარჯიშებზე და დავამტკიცებ, რომ მზადა ვარ, პრობლემები არ იქნება. “იუვენტუსი” – ეს “იუვენტუსია”, ადვილი არა სინქრონიზაცია უცბად მოახდინო გუნდთან, რომელსაც ყოველთვის გამარჯვებები სწყურია. ეს მათი მენტალიტეტია. მე გავიგე, რომ თუ 100% არ დაიხარჯები, თანაგუნდელები გაგასწრებენ. პირველი ნაბიჯია – დავამტკიცო, რომ მე “იუვეს” ღირსი ვარ. მე ვმუშაობ, რომ მყარად გავხდე ძირითადის წევრი და ამაში მწვრთნელი მეხმარება.
ის რაც ჩემთან ხდება, მოხდა დიბალასთანაც, როდესაც “იუვეში” მოვიდა. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვიქნები. ეს მსხვერპლს, შიმშილს და ხარისხს მოითხოვს.
მე პროფესიონალური არჩევანი გავაკეთე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები “ფიორენტინასი”, რადგან მათი მეშვეობით მოვხვდი აქ. გავიმეორებ: მე ამაყი ვარ, რომ ვარ “იუვენტუსის” წევრი.
მე საქმეს ვერ დავიჭერ “კალვიატურის მებრძოლებთან”, რომლებიც მთელი დრო ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებენ. ზოგი სუსტია და ამას ვერ უძლებს, საბედნიეროდ მე მტკიცე ნერვები გამაჩნია.”
თამაშის დროს ცდილობს რაღაცა ისეთი გააკეთოს, თითქოს რთულ რაღაცეებს იგონებს, ალბათ მარტივად რომ ითამაშოს უფრო ეფექტური იქნება
საღოლ ბერნა კარგად იბაზრა. მევასება ეს ბიჭი. ცოტა მოპიჟონოა მაგრამ გაუვლის ეგ ასაკიც

ევროპიდან ჯგუფიდან 1 გადის მსოფლიოზე პირდაპირ და მეორე პლეიოფით თუ როგორაა თუ იცით ზუსტად მითხარით რა
ეგრეა და რაც უფრო მეტი ქულა აქვს ნაკრებს მით უფრო სუსტი მეტოქე ხვდება
ბერნარდესკი მაგარი გახდება მჯერა,ქარიზმა და ნიჭი აქვს,მარტო შრომა ჭირდება