ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: “ჩემი გზა “იუვეში” შესანიშნავი იყო, მე მიყვარდა და მიყვარს ეს მაისური, ის ჩემი ნაწილია”

1500486368_1

ალესანდრო დელ პიეროს ინტერვიუ Gazzetta dello Sport-სთან.

“იუვენტუსს ყოველთვის N1 ფავორიტად მივიჩნევ, მაგრამ წელს სხვაობა შემცირდა და “ნაპოლი” ნამდვილად იმსახურებს სკუდეტოს. სარი საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ, პირველ რიგში, მას ბრწყინვალე საფეხბურთო გონება გააჩნია. გარკვეულ მიზანს რომ მიაღწიო, წლობით უნდა მოემზდო, რაც მათ გააკეთეს. ახლა სარის ფეხბურთელები უკეთ არიან გარკვეულნი თავიანთ მიზნებში. ამასთან კლუბის სტრუქტურა გაიზარდა თამაშის ხარისხთან ერთად. დე ლაურენტისმა შესანიშნავი სამუშაო გაწია, არ დაგვავიწყდეს, რომ “ნაპოლი” სერია ბ-ში თამაშობდა ჩვენთან ერთად.

შეუძლიათ თუ არა მათ ბოლომდე იბრძოლონ? ყოველთვის ძნელია იბრძოლო 3 ფრონტზე ერთიდაიგივე შემადგენლობით. მილიკის ტრავმამ შეზღუდა როტაციის შესაძლებლობები. სარიმ იდელური მანქანა შექმნა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას მთელი გუნდის ნდობა და იმროვიზაცია მოუწევს. სიამოვნებით ვიმუშავებდი სარის ხელმძღვანელობით, როგორც ფეხბურთელი. ახლა გაცილებით ღრმად ვიცი ფეხბურთი, ვიდრე მაშინ, როცა 20 წლის ვიყავი.

მახსოვს, ბონუჩი რომ გადმოვიდა “იუვეში”. მან დიდ პროგრესს მიაღწია ამ დროში. “იუვენტუსში” თამაშმა ის უკეთესი გახადა, მან კი “იუვენტუსი” უკეთესი. კლუბი ბოლო პერიოდში მუდმივად იცვლებოდა, მაგრამ ტურინული ციხესიმაგრე BBC-ის სახით, ხელშეუხებელი იყო, ამიტომ ბონუჩის წასვლა სერიოზული დანაკლისია. დაცვაში მოთამაშის შეცვლა იგივე არაა, რაც თავდასხმაში, ურთიერთგაგებისთვის მეტი დროა საჭირო. “ნაპოლი” ვალდებულია გამოიყენოს ეს უპირატესობა.

რუგანის შეუძლია თუ არა შეცვალოს ბონუჩი? ძნელია ისაუბრო ამაზე ყოველდღიურად დაკვირვების გარეშე. ფეხბურთელი არა მხოლოდ თამაშით, არამედ ვარჯიშებზე დაკვირვებითაც უნდა შეაფასო. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომელთაც გააჩნიათ ისეთი ოსტატობა, როგორც რუგანის, გარკვეული გზა უნდა გაიარონ “იუვენტუსში”, ისინი ერთ საათში ვერ გახდებიან ძირითადის წევრები. მორატა და დიბალა სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდნენ, როცა გუნდში მოვიდნენ.

დიბალა? მოხარული ვარ დიბალას გამო. 10 ნომერი ჩემი საკუთრება არ ყოფილა, ის ჩემამდე ბაჯოს, პლატინის და სივორის ეცვათ. ახლა კი ამ ნომრით სუპერვარსკვლავი თამაშობს, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარიერის ბოლომდე აქ დარჩეს, თუ ამის სურვილი აქვს. ამ სეზონში მან თავისი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა, ის წარმოუდგენელ რამეებს აკეთებს. მე მარტო გოლებზე არ ვამბობ, მას უკვე თამაშის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. მას ასევე იშვიათი მორალური თვისებები გააჩნია. იმედი მაქვს, პაულო იპოვის ტურინში იმას, რაც მე, რადგან არავის სხვას ისე არ შეუძლია გულშემატკივართა გულების დაპყრობა, როგორც მას.

ჩემი გზა “იუვეში” შესანიშნავი იყო, მე მიყვარდა და მიყვარს ეს მაისური, ის ჩემი ნაწილია. ჩემი დებიუტი, პირველი სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა… არ შემიძლია გამოვყო რომელიმე მომენტი. პირველი სეზონის შემდეგ “პარმაში” ვაპირებდი გადასვლას, მოლაპარაკებებზე რა ხდებოდა, ისიც არ ვიცოდი ზუსტად, მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთ მომენტში ლიპიმ თქვა – კარგი იქნებოდა ამ ბიჭის დამატება მეოთხე ფორვარდად.

2006 წელი სრული სიგიჟე იყო. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები დავბრუნდით და ჩვენი თავი სერია ბ-ში აღმოვაჩინეთ, ვერაფერი ვერ გავიგეთ. საკმარისია 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემადგენლობას გადახედო, რომ მიხვდე, მთელი “იუვენტუსი” იქ იყო. ყველაფერმა ჩვენს მიღმა ჩაიარა. კლუბმა მკითხა თუ რას ვაპირებდი. ერთი წამითაც არ მიყოყმანია, მე ვიყავი იმ გუნდის კაპიტანი, რომელიც ჩემი ნაწილი იყო და რომელთან ერთად მოვიგე ყველაფერი. მე ვგრძნობდი, რომ საჭირო იყო მაგალითი, რომ დაგევჩქარებინა დაბრუნება. წრე 2012 წელს ჩაიკეტა, იმ ტრაგედიიდან მეექვსე წელს “იუვემ” სკუდეტო დაიბრუნა. მე შევძელი ჩემი გზა დამეხურა ბოლო, მოულოდნელი ტიტულით.

ჩემი წასვლა “იუვენტუსიდან”? ცხოვრება მომენტებისგან შედგება. დღეს “იუვენტუსს” გააჩნია ნათელი სტრუქტურა და ნამდვილად ღირსეული დირექტორებისგან შედგება. მე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ანდრეა ანიელის, ჩვენ გავარკვიეთ სიტუაცია და დღეს სრულიად მშვიდად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს შორის არ არსებობს არანაირი პრობლემა.

ბენტანკური? ალეგრი აბსოლუტური გარანტიაა მისთვის, ის ყურადღებით აკვირდება ფეხბურთელებს. ნათელია, რომ სხვა 20 წლიანებთან შედარებით ის გაცილებით მზადაა სათამაშოდ.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

22 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Davit83
Davit83
6 years ago

ცნობილმა ფრანგულმა საფეხბურთო გამოცემა France Football-მა იმ 5 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელიც 2017 წლის ოქროს ბურთის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად საერთო ჯამში სულ 30 ფეხბურთელი იქნება წარდგენილი, თუმცა ამჟამად საფეხბურთო გამოცემამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 5 ფეხბურთელი დაასახელა.

ნომინაციაში წარდგენილნი არიან:

1. ნეიმარი – “პსჟ”
2. დიბალა “იუვენტუსი”
3. მოდრიჩი – “რეალი”
4. მარსელო – “რეალი”
5. კანტე – “ჩელსი”

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ასეთი იუვე სამი წლის შემდეგ:
——————————–

დეშილიო-რუგანი-კალდარა-სანდრო
——-ბენტანკური-პიანიჩი——–
–ბერნარდესკი-დიბალა-პიაცა——
———–მორატა—————

დეშილიო თუ თავს გაიგიჟებს მანამდე და მეკარე არვიცი, შესნი ალბათ…

Davit83
Davit83
6 years ago

სანაკრებო მოვალეობის შესრულებისას მარიო მანძუკიჩმა და ანდრე ბარძალიმ მცირე დაზიანებები მიიღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ “ლაციოსთან” მატჩი შესაძლოა, “იუვენტუსის” რვა ფეხბურთელმა გამოტოვოს.

ხორვატი შემტევი და იტალიელი მცველი კლაუდიო მარკიზიოს, ბენედიქტ ჰიოვედესის, მატია დე შილიოს, მარკო პიაცას, სამი ხედირასა და მირალემ პიანიჩის რიგებს შეუერთდნენ.

ასე რომ, მასიმილიანო ალეგრის, რომლის გუნდმაც გასულ ტურში დაასრულა 100-პროცენტიანი მოგებათა სერია იტალიის ჩემპიონატში, დიდი საფიქრალი გამოუჩნდა.

როგორც ცნობილი ხდება, ბარძალი და პიანიჩი დანარჩენთაგან განსხვავებით, “ბებერ ქალბატონს” “სპორტინგთან” გასამართ მატჩამდე დაუბრუნდებიან და ლიგაზე სრული დატვირთვით შეძლებენ თამაშს.

Davit83
Davit83
6 years ago
Reply to  Davit83

Ai amitom ar miyvars sanakrebo shesveneba. 2 dgit nidian da fexburtels datranvuls avruneben, klubebma unda gakontrolon nakrebebis fiz momzadebis trinerebi

Vega
6 years ago

აუ ბერნას ინტერვიუ როგორ დამევასაა. მაგარი მოზგია ეს ტიპი და მოაზროვნე. ეს უნდა გახდეს იუვეს სახე. ფორზა ფედერიკო შენი იმედი მაქვს.

რაც შეეხება დელპოს მის გარეშე იუვე არასოდეს იქნება ის იუვეს. დელპო იყო ყველაფერი, აუ რატო არ თამაშობს ისევ :((((((((((

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Vega

ნახე ვენტურა მემგონ ი კიდო არ სვავს :D:D სასტავში ბერნას მაგიჯებს ეგ მასტი რა :::::: ბანძი მწვრთნელია
ლიპი მინდა რა

Vega
6 years ago

საიდან გამოთხარეს ეს ჩამისხმა ვერ გავიგე რა. რა დამსახურებით. სიფატზეც ეტყობა დეგენერატი რომააა. ასევე ის შტერი ტავეკიოც.

DeL_PieRoOo
6 years ago
Reply to  Vega

არა რა ლიპია მოსაყვანი იმენა მოხოდავს სასტავს ძაან ან კონტემ ჩაიბაროს რა :( :forza:

DeL_PieRoOo
6 years ago

:forza: :juvee:

dato_juventino
6 years ago

ტიპი რა დიდი ფეხბურთლიც იყო ისე აზროვნებს ყველა ინტერვიში ძან ლოგიკით საუბრობს და დარწმუნებული ვარ ალექს დელ პიერო ს ყველა თანმდებობაზე ისეთივე ჩემპიონი იქნება. :juvee: :love:

Davit83
Davit83
6 years ago
Reply to  dato_juventino

Ratomgac mgonia rom fexburtshi agar dbrundeba arc delpiero da arc maldini. Bajoc ar dabrunda iyo ramodenime mcdeloba magram…

10_means_alex
10_means_alex
6 years ago

ეგრე რა, ცოტა მეტ დროს უნდა ვუთმობდეთ ამ საიტზე ალექსას.

ხო ეგ მომენტი მეც არასოდეს დამავიწყდება. მარტო მუხლებზე კიარ დააყენა ჰიერო-სალგადო, ტიპმა ამხელა მცველებს კარიერა დაუსრულა ერთი “პადსებიათი”. აბა დააკვირდით, 2003 წლის მერე ვის გახსენებია ან იერო ან სალგადო :D:D:D:D:D

Davit83
Davit83
6 years ago

Exla vkitxulobdi am statis da del pieros tamashebi maxsendeboda tan. Yvelaze mcared dortmundis borusiastan shedevri goli gamaxsenda da arasdros ar mavicydeba rialtan tamashi elgiera da hiero muxlis choqrbze rom dayena gaitana

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ალეეეეე ჰოპ :forza: :forza: :forza: :forza:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მსოფლიოს საუკეთესო ათიანიიი :forza:

d a v i d
6 years ago

ვიკინგ გაიხარე საიტერესო სტატიისთვის!!!

d a v i d
6 years ago

ალეეეე :love: :love:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

:love:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ლეგენდაააააააააა

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

გაიხარა ძმაო

Maradona73
Maradona73
6 years ago

გაიხარე ვიკინგ, მაგარი ინტერვიუ დადე.

:forza:

| Newsphere by AF themes.
22
0
Would love your thoughts, please comment.x