ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი სპორტის ახალი მინისტრი?

Buffon-1703-conference-epa_2

იტალიელმა მხატვარმა და პოლიტიკოსმა ვიტორიო სგარბიმ, ჯიჯის იტალიის სპორტის მინისტრობა შესთავაზა.

მოსალოდნელია, რომ ბუფონი კარიერას ამ სეზონის ბოლოს დაამთავრებს. ის 40 წლის გახდება.

ჯიჯიმ თქვა, რომ მას არ აინტერესებს მწვრთნელის როლი. სავარაუდოდ მას “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭოში შესთავაზებენ ადგილს.

თუმცა ჰორიზონტზე საინტერესო ვარიანტი გამოჩნდა.

“ჩვენ თუ არჩევნებზე მოვიგებთ, ბუფონი სპორტის მინისტრი გახდება” – განაცხადა ვიტორიო სგარბიმ Vanity Fair-თან ინტერვიუში, სადაც თავის პარტია – Rinascimento-ზე ლაპარაკობდა.

“ის გაწონასწორებულია, თამაშობს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ კარიერის დასრულებას აპირებს. ის ხელოვნებით და პოლიტიკით არის დაინტერესებული. ბუფონმა ინტერესი გამოხატა Rinascimento-ს წინადადებების მიმართ და მომწერა ამის შესახებ.”

ჩვენ  ტრიესტაში სამხატვრო გამოფენაზე წავედით და იქ  თავისი თანადგომა დამიდასტურა.”

8 thoughts on “ბუფონი სპორტის ახალი მინისტრი?

  1. ნუ ნერვიულობთ )) ეს პარტია ვერ მოიგებს არჩევნებს…
    ჯიჯის არავინ გაუშვებს იუვედან, დიდი ალბათობით რამე პოსტს შესთავაზებენ. ნუ რამდენიმე წელი მაინც დარჩება აქ და მერემერე შეიძლება, ვთქვათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად გაიწიოს ))

  2. როგორ გაჭრილი ვაშლივით ვგავართ იტალიელებს რა,ან ისინი გვგანან ყოველთვის საკუთარი ხელით გაჩალიჩებები გვიყვარს.

  3. დიდი ხანია დარწმუნებული ვარ რო ბუფონი პოლიტიკაშI წავა :)))

    ისეთი როჟაა იტალიისთვის შეიძლება პრემიერი გახდეს რამდენიმე წელიწადში არ გამორიცხოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.