ალეგრი: “უფრო ადვილია ითამაშო ლამაზად, ვიდრე გაიმარჯვო”
მასიმილიანო ალეგრის ინტერვიუ Tuttosport-თან…
“ჩვენ ვღელავთ? არა, ჩვენ პატივს ვცემთ “ნაპოლის”, “ინტერს” და “რომას”. “მილანმაც” დიდი სამუშაო გასწია, რომ 4-ეულისთვის იბრძოლონ, მაგრამ ახლა ისინი ცოტათი ჩამორჩებიან სხვებს. ამ სეზონში ეს 5 გუნდი იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, თუ “ლაციო” არ ჩაერია საქმეში.”
“ნაპოლი” გაიზარდა, ისინი 3 წელია ერთი შემადგენლობით თამაშობენ. “იუვენტუსი” იცვლებოდა, მაგრამ განაგრძობს გამარჯვებებს. “ნაპოლიში” ესმით, რომ ისინი ფავორიტები არიან ჩვენთან ერთად, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. როგორც ყოველთვის, სეზონის ბედი მარტში გადაწყდება. სკუდეტოს მოსაგებად 86 ქულა იქნება საჭირო, “ნაპოლის” და “რომას” მოუწევთ გადაწერონ თავიანთი რეკორდები.”
“ატალანტასთან” მატჩში ჩვენ ლამაზი 35 წუთი ჩავატარეთ. ჩვენ 2-0 მიგვყავდა თამაში, მერე კი მოვეშვით და ნაკლები ვიმუშავეთ… ფეხბურთი მონოლითური უნდა იყოს. თვითკმაყოფილება ტიტულების დაკარგვამდე მიგიყვანს, უფრო ადვილია ითამაშო ლამაზად, ვიდრე გაიმარჯვო.”
“იგუაინი ვალდებულია უფრო გადამწყვეტი როლი ითამაშოს. არა აქვს მნიშვნელობა 25-ს გაიტან, თუ 30-ს, მთავარია ეს იყოს გადამწყვეტი გოლები. ის ახლა უკეთეს ფორმაშია. სანაკრებო პაუზისას ის განუწყვეტლივ ვარჯიშობდა, მაგრამ ჯერ კიდევ 100%-ით არაა მზად, ახლა ის თავის შესაძლებლობის მხოლოდ 50% აჩვენებს.”
“დიბალა საუკეთესოა ვინც გამიწვრთნია? ძნელია შეადარო, რადგან ყველა სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს. მე გამიმართლა, რომ ვმუშაობდი პირლოსთან, რომელსაც სხვა როლი ჰქონდა, მაგრამ იყო უდიდესი ტალანტი. რონალდინიოს ტალანტიც ნორმის ფარგლებს სცდებოდა, ერთხელ “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშში “კამპ ნოუ” მთელი ათი წუთი უკრავდა მას ტაშს. ასევე მყავდა კასანო, რობინიო და იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც თავისებური ტალანტი აქვს, მაგრამ განსხვავდება სხვებისგან.”
“დიბალა 23 წლისაა, ის ვალდებულია გაიზარდოს სერიოზულად, შარშანდელთან შედარებით ის შეიცვალა ფიზიკურად. მან უნდა ისწავლოს, როგორ მიუდგეს თამაშებს, რადგან ზოგ მათგანში მას ცოტა ენერგია შერჩა. მან უნდა ისწავლოს ენერგიის განაწილება და შეარჩიოს მომენტი, როცა საჭიროა აფეთქება. ასევე მან უნდა იმუშაოს მარჯვენა ფეხზე, ეს ასევე ეხება ბერნარდესკის, თუ არადა ისინი დარჩებიან ცალფეხად. ისინი უნიჭიერესი ბიჭები არიან. ბერნარდესკიმ კარგად ითამაშა ბერგამოში, მაგრამ ის გომესზე არ უნდა დაჯარიმებულიყო, მას ახლოს უნდა აეყვანა ის და გაეჩერებინა. ყველა ეს დეტალი განაპირობებს მატჩის შედეგებს.”
“იუვენტუსში” ყველა თამაში მნიშვნელოვანია. საშუალო გუნდში შენ შეგიძლია 2-ჯერ გაკეთო კარგი რამ და 8-ჯერ შეცდე, იქ მხოლოდ კარგზე ისაუბრებენ და არავინ ილაპარაკებს 8 შეცდომაზე. “იუვენტუსში” ყველაფერს ითვლიან, ბერნა ტალანტია, მაგრამ ის გაცილებით უკეთესი უნდა გახდეს, რომ დიდ გუნდში რეგულარულად ითამაშოს ძირითადში. დიდ გუნდში უნდა იმარჯვებდე, ხასიათის ასპექტები ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს. ზოგჯერ შემიძლია ვთქვა – ეს კარგია, მაგრამ არასაკმარისია მოგებისთვის.”
“რუგანი სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ მან უნდა გადადგას ბოლო ნაბიჯი. მე კმაყოფილი ვარ მისით და არ ვაქცევ ყურადღებას, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ის სწრაფია და ძნელია მას გასცდე, მაგრამ მან უნდა დახვეწოს პოზიციური თამაში ერთი-ერთზე.”
“დუგლას კოშტა გამოცანა არაა, როცა ის ბურთს იღებს, მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება, ის ყოველთვის ერთი-ერთზე თამაშობს. მან უნდა აკრიფოს ფორმის 100%, ახლა ის მხოლოდ 60% იმყოფება. როდესაც შენ თამაშობ “ბავარიაში” ან “იუვენტუსში”, თავს ნორმაზე მეტი უნდა მოსთხოვო. დუგლასმა საკუთარი თავის თუ ირწმუნა, მაშინ… მამმა მია.”
“რეალი” ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია. ისინი ცოტა მოეშვნენ და ქულები დაკარგეს, მაგრამ შედეგ სწორი ნაბიჯები გადადგეს, დორტმუნდში “ბორუსიასთან” 70% აჩვენს და მოიგეს. “ბარსელონას” ჰყავს მესი, რომელიც ქმნის სხვაობას. პსჟ ახლა გაურკვეველია, მაგრამ მათ ჰყავთ ნეიმარი, მბაპე, კავანი, ალვეში… ვნახოთ მარტისთვის რა გუნდი დადგება.”
“მაკლია თუ არა ალვეში? ის ძლიერი ფეხბურთელია, ტექნიკური, რომელმაც ჩვენთან დიდი როლი ითამაშა გასული სეზონის მეორე ნახევარში. ბონუჩი? ის საჭირო მოთამაშე იყო, მაგრამ “იუვენტუსის” ისტორია მარტივია, ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტოვებდა გუნდს. ბერლინის შემდეგ, პირლოს, ტევესის, ვიდალის წასვლის გათვალისწინებით, თითქოს “იუვენტუსი” დამთავრდა, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენ გადატვირთვა მოვახდინეთ. იგივე ეხება პოგბას და მორატას წასვლას. კლუბმა შესანიშნავი სამუშაო გასწია.”
“ღიმილს მგვრის ზოგიერთის სიტყვები, რომლებიც ამბობენ, რომ თამაშებს მწვრთნელები იგებენ ტაქტიკური სქემების წყალობით. ყველა ფეხბურთელი თანაბარი რომ იყოს, პსჟ ნეიმარში 222 მილიონს არ გადაიხდიდა, მესი 21 მილიარდი არ ეღირებოდა, დიბალა კი 170 მილიონი. შენ შეგიძლია რამე გეგმები გქონდეს, მაგრამ ბოლობოლო არის ბურთი და შენ მასთან კარგად უნდა მეგობრობდე, სხვანაირად კლუბები არაფერს არ დახარჯავდნენ.”
“კალათბურთში “ლეიკერსი” და “ფილადელფია” იგებდნენ, რადგან “ლეიკერსს” მეჯიკ ჯონსონი ჰყავდა, ხოლო “ფილადელფიას”- იულიუს ირვინგი. პატივისცემის მიუხედავად, “ლეიკერსში” ანდრეა სკოკერას რომ ეთამაშა “პალაკანესტრო ლივორნოდან”, რომელსაც არასოდეს ჩაუგდია ბურთი კალათში… მე რომ მეთამაშა “ბარსაში” მესის ნაცვლად, ისინი ვერ მოიგებდნენ ვერცერთ ჩემპიონთა ლიგას.”
“როგორია წვრთნიდე მანჯუკიჩს? ის მაიძულებს ვიცინო. მას კარგად ესმის იტალიური, მაგრამ არ უნდა ეს აჩვენოს, რადგან მას არ უნდა, რომ ელაპარაკონ იტალიურად. მარიო ცბიერია.”
ალეგრი,ვინს ნუ ტყნავ და იცოდე გუნდის საუკეთესო იგროკი ვისთან უნდა დასვა სკამზე თორე კიდე პირში გაძლევს ინძაგი ხო ხედავ

Dibooooooooooooooo magariaaaa. Da is kide mishac magaria
მარტო ვყოფილვარ
ზდაროვა იუვენტინოებს
ეს დედმო**ნული ჩინელები აღარ ჩერდებიან.
ფეხბურთელები და ტრენერები ოხმ დაითრიეს, ეხლა ევროპელი მსაჯობიც დაითრიეს.
მალე უეფას იყიდიან და ჩემპიონთა ლგაზეც გამოვლენ მაგათ კასაგალაზი დდშვცჩი მე!
მარადონა ბრუნდებაო ფეხბურთში …
და ეს რომ პელემ გაიგოვო, მეც ვბუნდებიო …
არაფერს წერთო ვწუწუნებთ დაწერეს და ჩვენ ვიკარგებით :)
იუვეს 300 მილიონი დაუბიდეს დიბალაზე …
რა ხდება, გაფიცვაა ამ ასაიტზე?
მესი 21 მილარდიო? რაღაც შეცდომაა მგონი აქ.
მარიო ცბიერია
ბარსელონამ რამდენი დახარჯა რო 21 მილიარდიანი მესი და 222 მილიონიანი ნეიმარი ყოლოდა ისიც თქვას ბარემ, ფეხბურთში მთავარი მწვრთვნელის სწორი მუშაობაა და არა 222 მილიონიანი ტრანსფერები, ორივე ერთადაც კარგია მარა უფრო მნიშვნელოვანი მწვრთვნელია. საერთოდ დაბალ დონეზე მეტყველებს მწვრთვნელი რო გამოდის და ასე ღიად ამახვილებს ყურადღებას სატრანსფერო თანხებზე და მიუმეტეს სხვა კლუბის ტრანსფერებზე, ვინც ნეიმარს აღმოაჩენს და მიიყვანს იმ დონეზე რო 222 მილიონი დაედოს ფასი ისაა კარგი მწვრთვნელი და არა ის ვინც იტყვის ეგერ ნეიმარი იყიდება 222 მილიონად და მიდით მიყიდეთო…
ეს ინტერვიუ რომ კონტეს ეთქვა მაშინინაც იგივეს დაწერდი ? :)
რო იტყვის მერე მკითხე
Ise talantebs mcvrtneli arcert klubshi ar edzebs. Talantebs edzeben skautebi romelsac ganixilaven da carudgenen sportul direqtors sportuli direqtori kidev ganixilavs konkretul fexburtels da carudgens mcvrtnels mcvrtneli gamotqvams tavis mosazrebas da mere sportuli direqtori da menejmenti gadacyvets iyidos tu ara. Aset sakitxebs msoflios arcert gundshi ar acyvetineben mcvrtnels
მე მაინც ვთვლი რომ მწვრთნელის წვლილი მოგებულ თამაშში 50-50 % ია. ვაისიც ავალებს მოგებას ჩვენს ბედოვლათ ნაკრებს მარა რა? ….
ფორცა მაქს. ყველაფერი სწორად ილაპარაკა