ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რითი ემუქრება “იუვენტუსს” ახალი კალჩოპოლი?

გთავაზობთ ანდრეი კლეშჩენოკის სტატიას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია “იუვენტუსის” ქომაგებში.

“ერთხელ, დიდი ხნის წინ ვიკითხე, ვის სძულს იტალიაში “იუვენტუსი”? და პასუხად მივიღე – ყველას, გარდა იმისა, ვისაც გული შესტკივა მასზე.

ახლახანს ფეხბურთის ფედერაციამ ანდრეა ანიელი გადააყენა. მე გეტყვით “ბებერი ქალბატონი” როგორ დარჩა პრეზიდენტის გარეშე. და გეტყვით, ვინ დგას ამის უკან.

ეს ისტორია შარშან ზაფხულს დაიწყო, როდესაც პიემონტში 18 მაფიოზი დააკავეს. მათ შორის სევერიო და როკო დომინელო –  ერთერთი ტურინული ოჯახის მეთაურები. მათ მკვლელობა, ყაჩაღობა და გამოძალვაში დასდეს ბრალი და დიდი ხნით ჩასვეს ციხეში.

ეს ამბავი ასეც დამთავრდებოდა, მაგრამ სასამართლოზე გაიჟღერა გვარმა – ანიელი. საუბედუროდ, დომინელო მეთაურობდა “იუვენტუსის” ფანების დაჯგუფებას. უფრო საუბედუროდ, ის წარმოადგენდა ნდრანგეტას.

მაშინ დაიწყო ყველაფერი…

დოსიე: ‘Ndrangheta – კალაბრიული მაფიაა, ყველაზე ძლევამოსილი იტალიაში. ნეაპოლიტანურ კამორაზე სიმღერებს თხზავენ, სიცილიურ კოზა ნოსტრაზე – ლეგენდებს, მაგრამ გაურკვეველი კალაბრიელები – ყველაზე დაუნდობელი მაფიოზებია იტალიაში.

ნდრანგეტაში 3-დან 5 ათასამდე მაფიოზია, რომელიც დაყოფილია ნდრინებად (ოჯახებად). თითოეულ ნდრინას უკავია თავისი რაიონი. ნდრანგეტას ოჯახები არიან მთელ ევროკავშირში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში. ბრიუსელის მახლობლად მაფიამ მთელი პატარა ქალაქი იყიდა – ასე ადვილია საქმის მოგვარება.

ევროკავშირის ნარკოტრაფიკის 80% – ეს ნდრანგეტაა. პორტები კალაბრიაში – ეს ნდრანგეტაა. ვილები რივიერაზე და კურორტები ბულგარეთში – ეს ნდრანგეტაა. იტალიური რესტორანები ევროპაში – ესეც ნდრანგეტაა.

წლიური შემოსავალი – 50 მილიარდი ევრო…

4 წლის წინ “იუვენტუს სთედიუმზე” გაჩნდა ფანების ახალი დაჯგუფება –  I Gobbi. მისი ლიდერი იყო როკო დომინელო – ყველასათვის უცნობი, მაგრამ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან ძლიერი კავშირები დაამყარა, მათ შორის მიაღწია ულტრას-გაერთიანება Drughi-ს მეთაურებთან – ყველაზე გავლენიან ჯგუფში ბიანკონერებში.

2015 წლის გაზაფხულზე დომინელოს ხალხი მივიდა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში  რამოდენიმე ბილეთით, რომელსაც 200 ევროს მომატებით ყიდდნენ. ერთი წლის შემდეგ გამოძიებამ ივარაუდა, რომ ნდრანგეტა ზუსტად გადაყიდვების გამო დაავადდა “იუვენტუსით”.

პოლიციის ვარაუდი უნდა დაემოწმებინა დინო მოჩიოლას –  Drughi-ს ლიდერს, მაგრამ ის გაუჩინარდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო. მაშინ ალაპარაკდა ჩიჩო ბუჩი – ფანების ერთერთი ლიდერი და “იუვეს” კონსულტანტი. ბუჩიმ სასამართლოს ნდრანგეტას ბილეთების გადაყიდვების საქმიანობაზე მოუყვა. ორი დღის შემდეგ ის ხიდიდან გადახტა. თვითონ, რა თქმა უნდა.

“იუვენტუსი” ამ ისტორიაში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა. საოლქო პროკურორმა არმანდო სპატარომ მაშინვე განაცხადა, რომ კლუბი გამოძიების მიღმაა. ანიელი საქმეში ფიგურირებდა, როგორც მოწმე.

ამ დროს საქმეში ჩაერთო ჯუზეპე პეკორარო.

დოსიე: ჯუზეპე პეკორარო –  FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) მთავარი პროკურორი. ურცხვი და მოხერხებული კანონდამცველი, რომელიც უხერხული სიტუაციებიდან უკეთ გამოდის, ვიდრე იხვი წყლიდან.

2002 წელს რომის პოლიციის შეფად დაინიშნა. პირველივე საქმეზე ლაფსუსი მოუვიდა – მისი შეცდომის გამო პოლიტიკოსი მოკლეს, მაგრამ აპატიეს გამოუცდელობის გამო და პოსტი შეინარჩუნა.

2011 წელს ჯუზეპე რომის  საოლქო პროკურორად მოევლინა. მისი სახელი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი კავშირების დიდ გამოძიებისას ამოტივტივდა. პეკორარომ თავი დაიძვრინა.

მის დროს “რომას” ულტრასმა “ნაპოლის” ფანი დაცხრილა. მის დროს 200 000-მა რომაელმა თავდაცვის სამინისტროს შენობა დაწვა და კინაღამ ქალაქი აიღეს, მაგრამ პეკორარო ყოველთვის თავს იძვრენდა.

პეკორარო – “ნაპოლის” გულშემატკივარი…

პეკორარო სპორტზე გადაერთო, მან FIGC-ის პროკურორი სტეფანო პალაცი შეცვალა. სწორედ ის პალაცი, რომელმაც ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ კალჩოპოლის საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე მოსამართლეების მოსყიდვაში იყო – “ინტერი”. ის “ინტერი”, რომელმაც “იუვენტუსის” დადგმული დაცემის შემდეგ ყველა ნადავლი მიისაკუთრა.

პეკორარომ გამოაცხადა, რომ მას ანიელის და დომინელოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვს და “იუვენტუსის” გასამართლება მოითხოვა მაფიასთან კავშირის გამო. ამ დღიდან დაიწყო პრობლემები – დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი კლუბს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.

ჯუზეპე ლამაზად მღეროდა, ხელებს შლიდა, მაგრამ ჩანაწარის წარდგენა ვერ მოახერხა. ისტორია ინგრეოდა დაწყებისთანავე. მაშინ საქმეში ანტიმაფია გამოჩნდა.

დოსიე: მაფიასთან ბრძოლის საპარლამენტო კომისია – ძლიერი აპარატია, რომელმაც დანაშაულებასთან ბრძოლის ფართო უფლებები მიიღო. ანტიმაფიას ხელმძღვანელობს როზარია ბინდი – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ერთერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იტალიაში. რომელზეც ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ შესანიშნავად გამოთქვა სამედიცინოს სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას: “მოხარული ვარ ვხედავდე ამდენ ლამაზ გოგონა-ფრიადოსნებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ გვანან როზა ბინდის”. ბინდი – “ფიორენტინას” გულშემატკივარი…

სპორტში მაფიასთან ბრძოლას კურირებს მისი მდივანი – მარკო დი ლელო. ნეაპოლიტანელი. “ნაპოლის” გულშემატკივარი…

ამ წყვილს გააჩნია ბერკეტები და მათ არ ეშინიათ მასზე დაჭერის. “იუვენტუსი” საქმეში უსაფუძვლოდ ჩართეს, მხოლოდ სიტყვების საფუძველზე, რომელიც “ნაპოლის” მაღალჩინოსანმა გულშემატკივარმა წარმოთქვა.

… და დაიწყო.

20 მაისს ანიელი სასამართლოზე გამოვიდა. მბრალდებელი განმარტებას ითხოვდა სატელეფონო ჩანაწერზე ანიელისა და დომინელოს შორის, რომლის ასლი თითქოს დაცვის მხარეს გადაუგზავნეს. “ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ჩანაწერი, ვიღაცა ტყუის” – განაცხადა ანიელის ადვოკატმა.

საპასუხოდ პეკორარო დაიბარეს. “მამაცმა კანონდამცველმა” რაღაც შეცდომებზე დაიწყო საუბარი, შემდეგ კი გაუგებრობაში ტურინის საოლქო პროკურორს დასდო ბრალი… და ვერ გათვალა. ძნელია გადააბიჯო არმანდო სპატაროს, მას კი არა ამერიკის ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოს არ გამოუვიდა.

დოსიე: არმანდო სპატარო – ტურინის საოლქო პროკურორი. იტალიური იურისპრუდენციის სახე, პროდისა და ბერლუსკონის სამთავრობო ომების ზვიგენი. ოპერაცია “სუფთა ხელების” ვეტერანი, რომელმაც პოლიტიკოსებში 1500 მაფიოზი გამოავლინა.

ლეგენდა გახდა მას შემდეგ, რაც იმამი აბუ ომარი უკანონოდ მოიტაცა ცსს-მ იტალიურ სამხედრო დაზვერვასთან ერთად. 5 წელი იძიებდა საქმეს და ამერიკული და იტალიური დაზვერვის აგენტების ქსელი გამოავლინა. მთავრობის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ცსს-ს გამოექომაგა, არ შეუშინდა მუქარებს, თვალთვალს და დაჩქარებულ გამოძიებას, რომელიც მასზე კომპრომატებს უშედეგოდ ეძებდა. 

პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ამერიკის ფარგლებს გარეთ ცსს-ს აგენტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადასცა…

სპატარომ პეკორარო საჯაროდ გააშავა. “იუვენტუსის” საქმე დაიხურა. დომინელო ჩაჯდა. ის რომ გამორჩეული ფანატი არ ყოფილიყო, ანიელი მოწმედაც არ იქნებოდა საქმეში.

პეკარორო, რომელმაც შეთითხნა ბრალდება, ჩვეულებისამებრ გამოძვრა. ახლა “იუვენტუსი” სპორტის ეთიკის კოდექსის მე -12 მუხლით გავიდა. ანიელის ბრალი დასდეს იმაში, რომ ფანებს დაშვებულზე მეტი ბილეთები გადასცა. მაქსიმალური სასჯელი მუხლით – ჯარიმა 50 ათასი ევრო.

საქმე FIGC-ის იურისდიქციაში გადაეცა – ანუ პეკორაროს. არარსებული მოსმენების დამცავმა “იუვეს” გარიგება შესთავაზა – მსუბუქი, 9 თვიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 8 მილიონის სახით აღიარების სანაცვლოდ. და კლუბისგან ელეგანტური პასუხი მიიღო – რატომ უნდა გადაიხადოს კლუბმა 8 მილიონი, როცა მაქსიმალური ჯარიმა 50 ათასი ევროა?

შედეგი ყველამ იცით – ანიელი ერთი წლით გადააყენეს, კლუბი კი 300 ათას ევროს გადაიხდის.

რითი ემუქრება ეს “ბებერ ქალბატონს”? არაფრით. ახალმა კალჩოპოლიმ წააგო. ის დარჩა მაფიასთან კავშირების ბრალდებებში, რომელიც დიდი პრობლემებით ემუქრებოდა. დანარჩენი სუფთა სპორტული ნიუანსებია.

ანიელი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება, მანამდე ფორმალური სტატუსის გარეშე დარჩება. შეიცვლება მხოლოდ ხელმოწერა ქაღალდზე. მეტს პეკორარო ყველაზე ლამაზ ოცნებებშიც ვერ მიაღწევს. FIGC-ის ტრიბუნალმა უფლებებს გადააჭრბა, დაარღვია რა მაქსიმალურად გათვალისწინებული სასჯელი.

ამ ისტორიას გაგრძელება არ ექნება. მაგრამ იქნება სხვა. “იუვენტუსი” სძულთ ყველას, გარდა იმათი, ვისაც მასზე გული შესტკივა.

როდესაც სვავები მიზანს ვერ აღწევენ, ახალ წრეზე გადიან…”

 FootballHD-ის მიხედვით.

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

324 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
6 years ago

და ეგ რა შუაშია: რონალდოს დონის არის ეგ სი.. ??? ბონი იუვესთვის იყო რონალდო. აზრი არ აქვს კამათს მაინც შენსას მიაწვები ასე რომ კარგად.

lasha naxucrishvili
6 years ago

მართლა მაგარი სისულელე ქნა ბონუჩიმ
მწვრთნელი ხო ვაფშე ეკიდა ტიპს და 1-2 მაგარი სამარცხვინო რაღაცაც ქნა სანამ წავიდოდა

Vega
6 years ago

რა ქნა სამარცხვინო შეგიძლია ახსნა? იქ იყავი და იცი ხო ყველაფერი? არაფერიც მომხდარა უბრალოდ ხელი შეახოცეს ალეგრის გამო მას აი რა მოხდა. კომფლიქტი ყველგან ხდება მაგრამ ხელმძღვანელობა იმისთვისაა რო ეს მოაგვაროს და არა გუნდის ერთ ერთი ლიდერი გააგდოს და რაღაც სისულეები მოჩმახოს. ვაბშე იცოდით რონალდოს ზიდანთან და პერესთან რა კონფლიქტი ჰქონდა? არა და იცი რატო არ იცოდა ეს ამბავი ნახევარმა? იმიტომ რო პერესი მოზგია და ეს ამბავი ისე მოგვარა არც შამფური სეწვა და არც მწვადი. ესენი რას შვრებიან ბონი გაუშვეს და ბენატიას იმედად დატოვეს დაცვა. ეს რა აშკარად ჩანს ფორვარდი საყიდელი რო გვაქვს სასწრაფოდ რომელიც ქილერია საჯარიმოში. და არა ისეთი… Read more »

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Vega

სამარცხვინო ისაა რაც ბონუჩიმ გააკეთა დამაგის გამოც არაა გუნდში რატო გაუშვეს აბა ორივე ალვეში და ბონუჩი??? ყველაფერზე ალეგრის და ხელმძღვანელობის გინება არ გამიგია მე, მაგათ რაც მიქარეს ისიც ეყოფათ მაგრამ ბონუჩისთან მართლები არიან არავინაა გუნდზე მეტი არც ბონუჩი და არც თუნდაც ბუფონი, არც ის განცხადებები უნდა ეკეთებინა რაც გააკეთა, ჰოდა ტრ.. ქვა იხალოს და იყოს იქ სადაცაა, რეალს ნუ ადარებ კიდე იუვეს მით უმეტეს რა კონფლიქტი იყო ზიდანთან??/ ან რონალდოს დონის არის ეგ სი.. ???

Vega
6 years ago

კარგი კარგი მართალი ხარ არ ვაპირებ კამათს ჰო მართლები არიან და აგერაა შედეგიც.

Vega
6 years ago
Reply to  Vega

ალეგრი სადაც მივიდა იქ ვიღაც ყოველთვის გააგდო და სულ ეგ თუ არის მართალი მალადეც ალეგრი ყოფილა კაცი.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ეეჰ ბონუჩი მართლა როგორ დაისრულე კარიერა როგორც ტოპ მცველმა, იყავი ახლა რანოკიას და ბონერას დონე და ათრევინე თავი იკარდის, იმობილეს და გაიხადე თავი სასაცილოდ. ზედმეტ სიამაყეს და თავში ავარდნას ყოველთვის ასეთი შედეგი მოჰყვება. უკან რომ დაეხია მწვრთნელთან მიმართებაში და რქებით არ მიწოლოდა იმ სიტუაციაში დღეს ისევ ის ბონუჩი იქნებოდა და ლეგენდადაც დარჩებოდა ტურინში… ახლა აღარც იქ უყვართ და მილანში კიდე იმ დონეს ვეღარ აჩვენებს. ეგრეც რომ იყოს 2-3 წელიწადში ისეთ კვალს ვერ დატოვებს რომ მილანის ლეგენდა გახდეს. პირად კონფლიქტს როგორ უნდა გადააყოლო კარიერა მითუმეტეს სულ სასტავში იყო და ალეგრი იმას ამბობდა ბუფონის მერე ეგ უნდა გახდეს გუნდის ლიდერიო. დიდი შეცდომა… Read more »

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ზუსტად არავინ იცის რა მოხდა და რამ გადაადგმევინა ეგ ნაბიჯი მარა რთული დასაჯერებელია რომ იმ დონის და ისეთი მოუგვარებელი პრობლემა ჰქონდა აეგრისთან რომ მაგ გადაწყვეტილების გასამართლებლად გამოდგეს…

რაც არის ეგ არის, ვენდოთ რუგანის(როგორც თავის დროზე ბონუჩის) და მოვეშვათ ბენატია-ბარძალის სასტავში დაყენებას !!!

Rugani 24
Rugani 24
6 years ago

არ ვარ ანონიმური :დ

Mojji
Mojji
6 years ago

Pirvelive shexebaze etyoba ri klasni igrokia kanselo. Amatma svidi mulionis gulistvis dakarges tu aatis. Magrebi arian zan. Deshulio jobia. Es bernadeski vabshe tyvila iyides gundindaubalansebelia

რონალდინიო 80
რონალდინიო 80
6 years ago

ნახეტ და ისიამოვნეთ სუსოთი!!.. აი ასეთ მილანს რაც მეორე ტაიმში შემოვიდა მილანი ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს

lasha naxucrishvili
6 years ago

რომელ ადგილზე ხარ ?

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

მოკვდა იკარდი სიცილით :lool: :lool:

maradona73
6 years ago

არანაირი პერსპექტივა არ უჩანს მილანს. ოთხეული არა შვანცკი :mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Pepi martla magaria.man sitis daatyo ukve misi xeli.magar fegburts uberavs gundi.icis oepma tavis saqme xutianze

lasha naxucrishvili
6 years ago

ინტერი მილანი ისეთი აბდაუბდა თამაშია ტოტალიზატორში საერთოდ არ უნდა დადოს კაცმა!

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

დღეს რას ფიქრობთ ზემო და ქვემო ჩინეთის ორთაბრძოლაზე??? რაღაც ფრე მგონია

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ნაპოლს ორივე თამაშში უნდა დავაფაროთ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

შეშლილი მაქსი სად არის მაგარი კაცია 12 წლის არის და რა მაგრად უყვარს იუვე და ფეხბურტი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ნეტავ მოვიდეს მართლა

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

2019 წელს პეპი მოვა იუვეში. დაიმახსოვრეთ

maradona73
6 years ago

პეპი იტალიაში? არა მგონია. :mrgreen:

რეალისტი
რეალისტი
6 years ago
Reply to  maradona73

3-3 წლით ყველგან მივა ,მაგის სტილია ეგ. შეიძლება არაა იუვეს სტილის მისი იდეოლოგია მაგრამ მე ძალიან მომწონს,მუდამ შეტევა პრესინგი და ბურთის ფლობა რაც ასე ძალიან აკლია იუვეს

Davit83
Davit83
6 years ago

Zidani da platini rom tamashobdnen mashin ar icherda jve burts da gvardiola dacherinebs? Me piradada es tqveni tiki-taka ar mevaseba.

juve vinci per noi
juve vinci per noi
6 years ago

დროა უკვე იგუანი ღრმა ზამენა გახდეს . ფლანგებზე ბერნარდესკი და კოშტა ცენტრად მანჯუკიჩი უკან დიბალა. მატუიდი ბენტაკურს შეცვლიან ხედირა პიანიჩი. ასევე ლიხშტაინერის ადგილას წესიერი მარჯვენა მცველი გვინდა რაც ასევე წლებია პრობლემაა გუნდში. ბარზალი უკვეშაშიაშვილის დონეზეა დროა რუგანი დააყენონ და ტუ ესეტი ბანძა გაყიდონ და წესიერი ცენტრალური მცველი მოიყვანონ.

maradona73
6 years ago

დღეს მილანს ვბალელშიკობ მთელი გულით, მიდით გალომდით ბიჭებო. :up: :achuu:

juve vinci per noi
juve vinci per noi
6 years ago

ბონუჩი კი არა კარგი 9 ნომერი გვაკლია წლებია უკვე არც მანჯუკიცი და არც იგუანი არ არის და არც არასოდეს ყოფილან ის დონე ვისაც გუნდი დაეყრდნობა შეტევაში ორივე რო გადაადნო მასინაც ვერ გამოვა წესიერი 9 ნომერი.

maradona73
6 years ago

ორივე გვაკლია.

maradona73
6 years ago

წელს სარეკორდო რაოდენობის გოლებს გავუშვებთ ალბათ.

.....
.....
6 years ago

ბონუჩის თემა რა შუაშია, შარშან გაიხსენეთ იუვემ რამდენი უგოლო თამაში ჩაატარა ბონუჩის გარეშე და უშეცდომოდ, უბრალოდ გუნდს სერია ა ში მოტივაცია აკლია, ნაპოლი ლაციო კიდე მშივრები არიან. ყველაფერი გაივლის. გუშინ კიელინი და ბონუჩიმ რო ქნა მაგას როსტოვის მცველები არ იზამდნენ. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული ყველას აქვს ცუდი თამაში. ყელში ამოვიდა ეს სერია ა, კარგიცაა რაღაც კუთხით რომ დაიძაბა და იუვე ვეღარ მოდუნდება. მთავარია ლიგა ! ამჯერად ვეღარ ექნებათ თვითკმაყოფილების მიზეზი სეზონის ბოლოს. იუვეს მთავარი პრობლემა დღეს არის არა მწვთნელი ( რომლისაც მე 100%ით მჯერა ) არა ბონუჩი იმიტომ რომ ცენტრალური მცველები ძალიან მაღალი დონის არიან, არამედ ფლანგები. სანდროს არყოფნაში ასამოა საშინელი… Read more »

maradona73
6 years ago
Reply to  .....

ბონუჩის თემა იმ შუაშია ძმაო რომ ბონუ და კიელო წლების განმავლობაში შეთამაშდნენ და თვალდახუჭული იცოდნენ ვინ რას გააკეთებდნენ, ამიტომ კარგად აზღვევდნენ ერთმანეთს.

maradona73
6 years ago

ცხვარს ვკლავ ასამოას როცა გაყიდიან :lool:

ტიპი 10 ჩაწოდებიდან ცხრას ეგრევე მცველს არტკავს, მანამდე კიდევ კაი ხანი ფიქრობს უკან გავტრიალდე თუ ჩავაწოდოო :mrgreen:

DeL_PieRoOo
6 years ago

:forza: ლიგა დაიდოს თუ გინდა ფორვარდად დეშილიო ათამაშოს :))

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

2-3 wlis shemdeg dybalas es 2 penali aravis emaxsovreba wels kide sheidzleba skudetos pasat daujdet tan exla chavardna ar daewyos krizisi ra mosalodnelia arada rogor daiwyo… :blin: napolidan gamomdinare da juves pormidan gamomdinare titoeuli qula mnishvnelovania napolis dzala ar eyopa bolomde ro ase gavidnen da amit isargeblebs alegri. alegris pliusi isaa kidev ro bolos gayavs gundi pikze da masec izavs

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Geniosebo exla mainc dainaxet bonuchis aryopna daetyo tu ara gunds!!!!!! Dgaxart da alegris abralebt tqven……..

ვილლი მილან
ვილლი მილან
6 years ago

ა ძმაო ამაზე გეუბნებოდით მილანს რო დაცინოდით ლაციომ მოუგოო… ინძაგის საბრძოლო ხომალდად ჰყავს გუნდი შეკრული და წელს ზამთრამდე თამაში მაგ გუნდთან რთული იქნება.. მერე ვნახოთ ჟმოტი ლოტიტო ტრანსფერებს თუ გააკეთებს… ხოხედავთ ლაციომ უკვე ორჯერ მოგიგოთ ამ სეზონში და რომში თამაში ჯერ კიდევ წინ გაქვთ. ისე კაი ექვსი კუში გამიფუჭა გუშინ იუვეს ერთიანმა :( :( // ეს რაც შეეხებოდა თამაშს. ალეგრის რას ერჩით? :დ ფროსინონეებთან და რომებთან რო ვერ იგებდა იმ სეზონში რა ქნა დაივიწყეთ? ლაციოსთან თამაშს ნუ გადააყოლეთ ეხლა… ალეგრი გენიოსია და მილიონჯერ დაამტკიცა და მილიონმეერთედ დაამტკიცებს. იუვეს წაგების (და შესაბამისად ჩემი ბილეთის) მიზეზი არის ზედმეტად გადაბერებული და ნელი დაცვა… Read more »

.....
.....
6 years ago

მილანს ჩვენი დასაცინი რა ჭირს, თუ იმიტომ უნდა “დავცინოთ” რომ იუვეს ვგულშემატკივრობთ და ბოლო წლებში ბევრად უკეთესია?? კი არ დავცინოდით, უბრალოდ სირცხვილია როცა გუნდსი ამდენ ფულს ხარჯავს და ასეთი ანგარიშით აგებს აბსოლიტურად უშანსოდ. ლაციო რო კარგი გუნდია ეგ ისედაც ვიცოდით, წააგებდა თუ მოიგებდა მაგას მნიშვნელობა არ ქონდა, უბრალოდ განსხვავება ისაა რომ იუვესთან კარგი თამაშის მიუხედავად საოცრად გაუმრთლა და მილანს უბრალოდ გადაურბინა. ეს არის და ეს.
პ.ს რომაზე საზიზღარი გუნდი იტალიაში კი არა მსოფლიოში ვერ იარსებებს

| Newsphere by AF themes.
324
0
Would love your thoughts, please comment.x