ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რითი ემუქრება “იუვენტუსს” ახალი კალჩოპოლი?

გთავაზობთ ანდრეი კლეშჩენოკის სტატიას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია “იუვენტუსის” ქომაგებში.

“ერთხელ, დიდი ხნის წინ ვიკითხე, ვის სძულს იტალიაში “იუვენტუსი”? და პასუხად მივიღე – ყველას, გარდა იმისა, ვისაც გული შესტკივა მასზე.

ახლახანს ფეხბურთის ფედერაციამ ანდრეა ანიელი გადააყენა. მე გეტყვით “ბებერი ქალბატონი” როგორ დარჩა პრეზიდენტის გარეშე. და გეტყვით, ვინ დგას ამის უკან.

ეს ისტორია შარშან ზაფხულს დაიწყო, როდესაც პიემონტში 18 მაფიოზი დააკავეს. მათ შორის სევერიო და როკო დომინელო –  ერთერთი ტურინული ოჯახის მეთაურები. მათ მკვლელობა, ყაჩაღობა და გამოძალვაში დასდეს ბრალი და დიდი ხნით ჩასვეს ციხეში.

ეს ამბავი ასეც დამთავრდებოდა, მაგრამ სასამართლოზე გაიჟღერა გვარმა – ანიელი. საუბედუროდ, დომინელო მეთაურობდა “იუვენტუსის” ფანების დაჯგუფებას. უფრო საუბედუროდ, ის წარმოადგენდა ნდრანგეტას.

მაშინ დაიწყო ყველაფერი…

დოსიე: ‘Ndrangheta – კალაბრიული მაფიაა, ყველაზე ძლევამოსილი იტალიაში. ნეაპოლიტანურ კამორაზე სიმღერებს თხზავენ, სიცილიურ კოზა ნოსტრაზე – ლეგენდებს, მაგრამ გაურკვეველი კალაბრიელები – ყველაზე დაუნდობელი მაფიოზებია იტალიაში.

ნდრანგეტაში 3-დან 5 ათასამდე მაფიოზია, რომელიც დაყოფილია ნდრინებად (ოჯახებად). თითოეულ ნდრინას უკავია თავისი რაიონი. ნდრანგეტას ოჯახები არიან მთელ ევროკავშირში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში. ბრიუსელის მახლობლად მაფიამ მთელი პატარა ქალაქი იყიდა – ასე ადვილია საქმის მოგვარება.

ევროკავშირის ნარკოტრაფიკის 80% – ეს ნდრანგეტაა. პორტები კალაბრიაში – ეს ნდრანგეტაა. ვილები რივიერაზე და კურორტები ბულგარეთში – ეს ნდრანგეტაა. იტალიური რესტორანები ევროპაში – ესეც ნდრანგეტაა.

წლიური შემოსავალი – 50 მილიარდი ევრო…

4 წლის წინ “იუვენტუს სთედიუმზე” გაჩნდა ფანების ახალი დაჯგუფება –  I Gobbi. მისი ლიდერი იყო როკო დომინელო – ყველასათვის უცნობი, მაგრამ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან ძლიერი კავშირები დაამყარა, მათ შორის მიაღწია ულტრას-გაერთიანება Drughi-ს მეთაურებთან – ყველაზე გავლენიან ჯგუფში ბიანკონერებში.

2015 წლის გაზაფხულზე დომინელოს ხალხი მივიდა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში  რამოდენიმე ბილეთით, რომელსაც 200 ევროს მომატებით ყიდდნენ. ერთი წლის შემდეგ გამოძიებამ ივარაუდა, რომ ნდრანგეტა ზუსტად გადაყიდვების გამო დაავადდა “იუვენტუსით”.

პოლიციის ვარაუდი უნდა დაემოწმებინა დინო მოჩიოლას –  Drughi-ს ლიდერს, მაგრამ ის გაუჩინარდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო. მაშინ ალაპარაკდა ჩიჩო ბუჩი – ფანების ერთერთი ლიდერი და “იუვეს” კონსულტანტი. ბუჩიმ სასამართლოს ნდრანგეტას ბილეთების გადაყიდვების საქმიანობაზე მოუყვა. ორი დღის შემდეგ ის ხიდიდან გადახტა. თვითონ, რა თქმა უნდა.

“იუვენტუსი” ამ ისტორიაში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა. საოლქო პროკურორმა არმანდო სპატარომ მაშინვე განაცხადა, რომ კლუბი გამოძიების მიღმაა. ანიელი საქმეში ფიგურირებდა, როგორც მოწმე.

ამ დროს საქმეში ჩაერთო ჯუზეპე პეკორარო.

დოსიე: ჯუზეპე პეკორარო –  FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) მთავარი პროკურორი. ურცხვი და მოხერხებული კანონდამცველი, რომელიც უხერხული სიტუაციებიდან უკეთ გამოდის, ვიდრე იხვი წყლიდან.

2002 წელს რომის პოლიციის შეფად დაინიშნა. პირველივე საქმეზე ლაფსუსი მოუვიდა – მისი შეცდომის გამო პოლიტიკოსი მოკლეს, მაგრამ აპატიეს გამოუცდელობის გამო და პოსტი შეინარჩუნა.

2011 წელს ჯუზეპე რომის  საოლქო პროკურორად მოევლინა. მისი სახელი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი კავშირების დიდ გამოძიებისას ამოტივტივდა. პეკორარომ თავი დაიძვრინა.

მის დროს “რომას” ულტრასმა “ნაპოლის” ფანი დაცხრილა. მის დროს 200 000-მა რომაელმა თავდაცვის სამინისტროს შენობა დაწვა და კინაღამ ქალაქი აიღეს, მაგრამ პეკორარო ყოველთვის თავს იძვრენდა.

პეკორარო – “ნაპოლის” გულშემატკივარი…

პეკორარო სპორტზე გადაერთო, მან FIGC-ის პროკურორი სტეფანო პალაცი შეცვალა. სწორედ ის პალაცი, რომელმაც ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ კალჩოპოლის საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე მოსამართლეების მოსყიდვაში იყო – “ინტერი”. ის “ინტერი”, რომელმაც “იუვენტუსის” დადგმული დაცემის შემდეგ ყველა ნადავლი მიისაკუთრა.

პეკორარომ გამოაცხადა, რომ მას ანიელის და დომინელოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვს და “იუვენტუსის” გასამართლება მოითხოვა მაფიასთან კავშირის გამო. ამ დღიდან დაიწყო პრობლემები – დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი კლუბს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.

ჯუზეპე ლამაზად მღეროდა, ხელებს შლიდა, მაგრამ ჩანაწარის წარდგენა ვერ მოახერხა. ისტორია ინგრეოდა დაწყებისთანავე. მაშინ საქმეში ანტიმაფია გამოჩნდა.

დოსიე: მაფიასთან ბრძოლის საპარლამენტო კომისია – ძლიერი აპარატია, რომელმაც დანაშაულებასთან ბრძოლის ფართო უფლებები მიიღო. ანტიმაფიას ხელმძღვანელობს როზარია ბინდი – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ერთერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იტალიაში. რომელზეც ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ შესანიშნავად გამოთქვა სამედიცინოს სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას: “მოხარული ვარ ვხედავდე ამდენ ლამაზ გოგონა-ფრიადოსნებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ გვანან როზა ბინდის”. ბინდი – “ფიორენტინას” გულშემატკივარი…

სპორტში მაფიასთან ბრძოლას კურირებს მისი მდივანი – მარკო დი ლელო. ნეაპოლიტანელი. “ნაპოლის” გულშემატკივარი…

ამ წყვილს გააჩნია ბერკეტები და მათ არ ეშინიათ მასზე დაჭერის. “იუვენტუსი” საქმეში უსაფუძვლოდ ჩართეს, მხოლოდ სიტყვების საფუძველზე, რომელიც “ნაპოლის” მაღალჩინოსანმა გულშემატკივარმა წარმოთქვა.

… და დაიწყო.

20 მაისს ანიელი სასამართლოზე გამოვიდა. მბრალდებელი განმარტებას ითხოვდა სატელეფონო ჩანაწერზე ანიელისა და დომინელოს შორის, რომლის ასლი თითქოს დაცვის მხარეს გადაუგზავნეს. “ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ჩანაწერი, ვიღაცა ტყუის” – განაცხადა ანიელის ადვოკატმა.

საპასუხოდ პეკორარო დაიბარეს. “მამაცმა კანონდამცველმა” რაღაც შეცდომებზე დაიწყო საუბარი, შემდეგ კი გაუგებრობაში ტურინის საოლქო პროკურორს დასდო ბრალი… და ვერ გათვალა. ძნელია გადააბიჯო არმანდო სპატაროს, მას კი არა ამერიკის ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოს არ გამოუვიდა.

დოსიე: არმანდო სპატარო – ტურინის საოლქო პროკურორი. იტალიური იურისპრუდენციის სახე, პროდისა და ბერლუსკონის სამთავრობო ომების ზვიგენი. ოპერაცია “სუფთა ხელების” ვეტერანი, რომელმაც პოლიტიკოსებში 1500 მაფიოზი გამოავლინა.

ლეგენდა გახდა მას შემდეგ, რაც იმამი აბუ ომარი უკანონოდ მოიტაცა ცსს-მ იტალიურ სამხედრო დაზვერვასთან ერთად. 5 წელი იძიებდა საქმეს და ამერიკული და იტალიური დაზვერვის აგენტების ქსელი გამოავლინა. მთავრობის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ცსს-ს გამოექომაგა, არ შეუშინდა მუქარებს, თვალთვალს და დაჩქარებულ გამოძიებას, რომელიც მასზე კომპრომატებს უშედეგოდ ეძებდა. 

პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ამერიკის ფარგლებს გარეთ ცსს-ს აგენტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადასცა…

სპატარომ პეკორარო საჯაროდ გააშავა. “იუვენტუსის” საქმე დაიხურა. დომინელო ჩაჯდა. ის რომ გამორჩეული ფანატი არ ყოფილიყო, ანიელი მოწმედაც არ იქნებოდა საქმეში.

პეკარორო, რომელმაც შეთითხნა ბრალდება, ჩვეულებისამებრ გამოძვრა. ახლა “იუვენტუსი” სპორტის ეთიკის კოდექსის მე -12 მუხლით გავიდა. ანიელის ბრალი დასდეს იმაში, რომ ფანებს დაშვებულზე მეტი ბილეთები გადასცა. მაქსიმალური სასჯელი მუხლით – ჯარიმა 50 ათასი ევრო.

საქმე FIGC-ის იურისდიქციაში გადაეცა – ანუ პეკორაროს. არარსებული მოსმენების დამცავმა “იუვეს” გარიგება შესთავაზა – მსუბუქი, 9 თვიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 8 მილიონის სახით აღიარების სანაცვლოდ. და კლუბისგან ელეგანტური პასუხი მიიღო – რატომ უნდა გადაიხადოს კლუბმა 8 მილიონი, როცა მაქსიმალური ჯარიმა 50 ათასი ევროა?

შედეგი ყველამ იცით – ანიელი ერთი წლით გადააყენეს, კლუბი კი 300 ათას ევროს გადაიხდის.

რითი ემუქრება ეს “ბებერ ქალბატონს”? არაფრით. ახალმა კალჩოპოლიმ წააგო. ის დარჩა მაფიასთან კავშირების ბრალდებებში, რომელიც დიდი პრობლემებით ემუქრებოდა. დანარჩენი სუფთა სპორტული ნიუანსებია.

ანიელი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება, მანამდე ფორმალური სტატუსის გარეშე დარჩება. შეიცვლება მხოლოდ ხელმოწერა ქაღალდზე. მეტს პეკორარო ყველაზე ლამაზ ოცნებებშიც ვერ მიაღწევს. FIGC-ის ტრიბუნალმა უფლებებს გადააჭრბა, დაარღვია რა მაქსიმალურად გათვალისწინებული სასჯელი.

ამ ისტორიას გაგრძელება არ ექნება. მაგრამ იქნება სხვა. “იუვენტუსი” სძულთ ყველას, გარდა იმათი, ვისაც მასზე გული შესტკივა.

როდესაც სვავები მიზანს ვერ აღწევენ, ახალ წრეზე გადიან…”

 FootballHD-ის მიხედვით.

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

324 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
forza bianconeri
6 years ago

ესეც თქვენი დიბალა :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ზედიზედ მეორე პენალის გაფუჭებარატოოოოი

maradona73
6 years ago

ქმ დიბალამაც გაანებოს თავი რა პენლების დარტყმას … :blin:

forza bianconeri
6 years ago

გაიტანე რა გთხოვ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რატო დარჩნენ სკამზე დიბალა და სანდრო და რატო მოხვდა ტრავმიდან დაბრუნებული ხედირა პირდაპირ სასტავში. თვეზე მეტი ბურთზე არ ჰქონდა მიკარებული ფეხი და რავიცი მარკიზიო რო დაბრუნდება ალბათ 5-5 წუთს თუ დაუთმობს ხოლმე… დიბალა-სანდრო სკამზე და ასამოა-ხედირა სასტავში :/

forza bianconeri
6 years ago

ეს სტურაროც რა კვერცხი გვყავს ვაიმეე :blin: არ არის სტეფანოს ადგილი იუვეს დონის გუნდში და მორჩა ამით მისი საკითხი. გაყიდონ საბოლოოდ. ამას ისევ ლემინა ჯობდა მგონი

forza bianconeri
6 years ago

2 ძელი დღეს :blin: მაგრად არ გაგვიმართლა ესეც არის. ალეგრი კი შეიძლება უსამსახუროდ დარჩეს მალე

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

სწორადაც ვერ დავწერე ნერვიულობით ამის

forza bianconeri
6 years ago

ბენტანკური მაგარი მკვდარი ტიპია :blin: ერთხელ ვერ გაამწვავა შეტევა. კიელომ როდრიგოზე 10-ჯერ მეტი გააკეთა დღეს შეტევაში. გასაგებია ახალგაზრდაა, მაგრამ ალეგრი რატო ათამაშებს როცა ხედავს, რომ *რაკი არ აქვს ძლიერ გუნდებთან ჯერ-ჯერობით. გაიხსენეთ პოგბა რას შვრებოდა მის ასაკში

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

დიბალა რომ გამთამაშებელი არაა ,შემდეგი ტრეინერი დაგანახებთ,და მანჯუკიჩი გარემარბად საპეხბურთო ნარაზმია

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

axla vnaxe ro koshtas gamosyidva savaldebulo araa!!!!!!!!!! 48 milionio bijo

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რა არის ეს მეორე ტაიმის დასაწყისშI რა ქნეს 10 წუთში წააგეს თამაშI

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ვახ 2015 წლის მერე სახლში არ წაგვივიგია ეს რა ხდება

forza bianconeri
6 years ago

მეც მაქვს ეჭვი რომ ალეგრი მოიხსნება ამ სეზონში, თუმცა ძალიან არ მინდა რომ ამის მიზეზი მიეცეს ხელმძღვანელობას

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

იგუაინის ფორმას რომ ვერ შეაფასებს ის ნორმალური მწვრთნელიც არაა,რა უნდა ამას სასტავში.დაისვენოს უნდა აშკარად

forza bianconeri
6 years ago

:lool: :lool: რა გააკეთა იგუაინმა :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

iguainis ddshvc
asamoa ra da.saxurebiT tamashibs iuveshi?
koshta ro egeti ar yofiliyo bavaria gamoushvebda?
kielinis gaketebuli pasis ddshvc

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

მწვრთნელის ხელი ეტყობა ამ გუნდს?!რას გავს ეს თამში,თავმოყვარეობა არააქვს რა გააგდებენ ალეგრის დარწმუნებული ვარ

forza bianconeri
6 years ago

უაზრო ჩაწოდებები უაზრო ჩაწოდებები და კიდევ უაზრო ჩაწოდებები :blin: რა ჯანდაბაა ეს საშუალო დონის გუნდი ხო არ ვართ

Vega
6 years ago

არ ვარ ჩასაფრებული იგროკზე და არც გუნდზე მაგრამ კატასტროფა გვაქვს თავდასხმაში აშკარაა ეგ. იგუაინის იმედი მტერს ჰქონოდეს რა. ესეთი შანსი მოგეცემა და მას რო მაზავ თან ლაციოსთან არ ვიცი რა უნდა გააკეთო როცა ბარსა და რეალს შეხვდები რომლებთანაც მასეთი შანსი შანსი სანატრელია. კაროჩე ფორვარდი აიცილებლად საყიდია და თან ჩქარა . ისეთი ვინც ნსგავს მომენტებში არის ქილერი.

forza bianconeri
6 years ago

ისე კიელო მაგარი გვყავს რა დაცვით პოტენციალზე რო არაფერი ვთქვა რა
დრიბლინგი აქვს ჯორჯოს :love:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ასეთი დალაგებული თამაში მარტო ნაპოლის აქვს იტალიაში.იუვე აშკარად მარტო სასტავით აღემატება მათ

lasha naxucrishvili
6 years ago

აეწვა ერთი ადგილი და ეხლა შემოყავს! არანაირიო ახსნა არ აქ ამას ტო დიბალა სკმაზე ?!!!

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ინძაგის ძალას ხედავთ ალბათ

lasha naxucrishvili
6 years ago

რატო ყავს ზამენაზე დიბალა ამის დედის………………….

| Newsphere by AF themes.
324
0
Would love your thoughts, please comment.x