ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რითი ემუქრება “იუვენტუსს” ახალი კალჩოპოლი?

გთავაზობთ ანდრეი კლეშჩენოკის სტატიას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია “იუვენტუსის” ქომაგებში.

“ერთხელ, დიდი ხნის წინ ვიკითხე, ვის სძულს იტალიაში “იუვენტუსი”? და პასუხად მივიღე – ყველას, გარდა იმისა, ვისაც გული შესტკივა მასზე.

ახლახანს ფეხბურთის ფედერაციამ ანდრეა ანიელი გადააყენა. მე გეტყვით “ბებერი ქალბატონი” როგორ დარჩა პრეზიდენტის გარეშე. და გეტყვით, ვინ დგას ამის უკან.

ეს ისტორია შარშან ზაფხულს დაიწყო, როდესაც პიემონტში 18 მაფიოზი დააკავეს. მათ შორის სევერიო და როკო დომინელო –  ერთერთი ტურინული ოჯახის მეთაურები. მათ მკვლელობა, ყაჩაღობა და გამოძალვაში დასდეს ბრალი და დიდი ხნით ჩასვეს ციხეში.

ეს ამბავი ასეც დამთავრდებოდა, მაგრამ სასამართლოზე გაიჟღერა გვარმა – ანიელი. საუბედუროდ, დომინელო მეთაურობდა “იუვენტუსის” ფანების დაჯგუფებას. უფრო საუბედუროდ, ის წარმოადგენდა ნდრანგეტას.

მაშინ დაიწყო ყველაფერი…

დოსიე: ‘Ndrangheta – კალაბრიული მაფიაა, ყველაზე ძლევამოსილი იტალიაში. ნეაპოლიტანურ კამორაზე სიმღერებს თხზავენ, სიცილიურ კოზა ნოსტრაზე – ლეგენდებს, მაგრამ გაურკვეველი კალაბრიელები – ყველაზე დაუნდობელი მაფიოზებია იტალიაში.

ნდრანგეტაში 3-დან 5 ათასამდე მაფიოზია, რომელიც დაყოფილია ნდრინებად (ოჯახებად). თითოეულ ნდრინას უკავია თავისი რაიონი. ნდრანგეტას ოჯახები არიან მთელ ევროკავშირში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში. ბრიუსელის მახლობლად მაფიამ მთელი პატარა ქალაქი იყიდა – ასე ადვილია საქმის მოგვარება.

ევროკავშირის ნარკოტრაფიკის 80% – ეს ნდრანგეტაა. პორტები კალაბრიაში – ეს ნდრანგეტაა. ვილები რივიერაზე და კურორტები ბულგარეთში – ეს ნდრანგეტაა. იტალიური რესტორანები ევროპაში – ესეც ნდრანგეტაა.

წლიური შემოსავალი – 50 მილიარდი ევრო…

4 წლის წინ “იუვენტუს სთედიუმზე” გაჩნდა ფანების ახალი დაჯგუფება –  I Gobbi. მისი ლიდერი იყო როკო დომინელო – ყველასათვის უცნობი, მაგრამ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან ძლიერი კავშირები დაამყარა, მათ შორის მიაღწია ულტრას-გაერთიანება Drughi-ს მეთაურებთან – ყველაზე გავლენიან ჯგუფში ბიანკონერებში.

2015 წლის გაზაფხულზე დომინელოს ხალხი მივიდა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში  რამოდენიმე ბილეთით, რომელსაც 200 ევროს მომატებით ყიდდნენ. ერთი წლის შემდეგ გამოძიებამ ივარაუდა, რომ ნდრანგეტა ზუსტად გადაყიდვების გამო დაავადდა “იუვენტუსით”.

პოლიციის ვარაუდი უნდა დაემოწმებინა დინო მოჩიოლას –  Drughi-ს ლიდერს, მაგრამ ის გაუჩინარდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო. მაშინ ალაპარაკდა ჩიჩო ბუჩი – ფანების ერთერთი ლიდერი და “იუვეს” კონსულტანტი. ბუჩიმ სასამართლოს ნდრანგეტას ბილეთების გადაყიდვების საქმიანობაზე მოუყვა. ორი დღის შემდეგ ის ხიდიდან გადახტა. თვითონ, რა თქმა უნდა.

“იუვენტუსი” ამ ისტორიაში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა. საოლქო პროკურორმა არმანდო სპატარომ მაშინვე განაცხადა, რომ კლუბი გამოძიების მიღმაა. ანიელი საქმეში ფიგურირებდა, როგორც მოწმე.

ამ დროს საქმეში ჩაერთო ჯუზეპე პეკორარო.

დოსიე: ჯუზეპე პეკორარო –  FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) მთავარი პროკურორი. ურცხვი და მოხერხებული კანონდამცველი, რომელიც უხერხული სიტუაციებიდან უკეთ გამოდის, ვიდრე იხვი წყლიდან.

2002 წელს რომის პოლიციის შეფად დაინიშნა. პირველივე საქმეზე ლაფსუსი მოუვიდა – მისი შეცდომის გამო პოლიტიკოსი მოკლეს, მაგრამ აპატიეს გამოუცდელობის გამო და პოსტი შეინარჩუნა.

2011 წელს ჯუზეპე რომის  საოლქო პროკურორად მოევლინა. მისი სახელი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი კავშირების დიდ გამოძიებისას ამოტივტივდა. პეკორარომ თავი დაიძვრინა.

მის დროს “რომას” ულტრასმა “ნაპოლის” ფანი დაცხრილა. მის დროს 200 000-მა რომაელმა თავდაცვის სამინისტროს შენობა დაწვა და კინაღამ ქალაქი აიღეს, მაგრამ პეკორარო ყოველთვის თავს იძვრენდა.

პეკორარო – “ნაპოლის” გულშემატკივარი…

პეკორარო სპორტზე გადაერთო, მან FIGC-ის პროკურორი სტეფანო პალაცი შეცვალა. სწორედ ის პალაცი, რომელმაც ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ კალჩოპოლის საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე მოსამართლეების მოსყიდვაში იყო – “ინტერი”. ის “ინტერი”, რომელმაც “იუვენტუსის” დადგმული დაცემის შემდეგ ყველა ნადავლი მიისაკუთრა.

პეკორარომ გამოაცხადა, რომ მას ანიელის და დომინელოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვს და “იუვენტუსის” გასამართლება მოითხოვა მაფიასთან კავშირის გამო. ამ დღიდან დაიწყო პრობლემები – დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი კლუბს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.

ჯუზეპე ლამაზად მღეროდა, ხელებს შლიდა, მაგრამ ჩანაწარის წარდგენა ვერ მოახერხა. ისტორია ინგრეოდა დაწყებისთანავე. მაშინ საქმეში ანტიმაფია გამოჩნდა.

დოსიე: მაფიასთან ბრძოლის საპარლამენტო კომისია – ძლიერი აპარატია, რომელმაც დანაშაულებასთან ბრძოლის ფართო უფლებები მიიღო. ანტიმაფიას ხელმძღვანელობს როზარია ბინდი – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ერთერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იტალიაში. რომელზეც ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ შესანიშნავად გამოთქვა სამედიცინოს სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას: “მოხარული ვარ ვხედავდე ამდენ ლამაზ გოგონა-ფრიადოსნებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ გვანან როზა ბინდის”. ბინდი – “ფიორენტინას” გულშემატკივარი…

სპორტში მაფიასთან ბრძოლას კურირებს მისი მდივანი – მარკო დი ლელო. ნეაპოლიტანელი. “ნაპოლის” გულშემატკივარი…

ამ წყვილს გააჩნია ბერკეტები და მათ არ ეშინიათ მასზე დაჭერის. “იუვენტუსი” საქმეში უსაფუძვლოდ ჩართეს, მხოლოდ სიტყვების საფუძველზე, რომელიც “ნაპოლის” მაღალჩინოსანმა გულშემატკივარმა წარმოთქვა.

… და დაიწყო.

20 მაისს ანიელი სასამართლოზე გამოვიდა. მბრალდებელი განმარტებას ითხოვდა სატელეფონო ჩანაწერზე ანიელისა და დომინელოს შორის, რომლის ასლი თითქოს დაცვის მხარეს გადაუგზავნეს. “ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ჩანაწერი, ვიღაცა ტყუის” – განაცხადა ანიელის ადვოკატმა.

საპასუხოდ პეკორარო დაიბარეს. “მამაცმა კანონდამცველმა” რაღაც შეცდომებზე დაიწყო საუბარი, შემდეგ კი გაუგებრობაში ტურინის საოლქო პროკურორს დასდო ბრალი… და ვერ გათვალა. ძნელია გადააბიჯო არმანდო სპატაროს, მას კი არა ამერიკის ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოს არ გამოუვიდა.

დოსიე: არმანდო სპატარო – ტურინის საოლქო პროკურორი. იტალიური იურისპრუდენციის სახე, პროდისა და ბერლუსკონის სამთავრობო ომების ზვიგენი. ოპერაცია “სუფთა ხელების” ვეტერანი, რომელმაც პოლიტიკოსებში 1500 მაფიოზი გამოავლინა.

ლეგენდა გახდა მას შემდეგ, რაც იმამი აბუ ომარი უკანონოდ მოიტაცა ცსს-მ იტალიურ სამხედრო დაზვერვასთან ერთად. 5 წელი იძიებდა საქმეს და ამერიკული და იტალიური დაზვერვის აგენტების ქსელი გამოავლინა. მთავრობის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ცსს-ს გამოექომაგა, არ შეუშინდა მუქარებს, თვალთვალს და დაჩქარებულ გამოძიებას, რომელიც მასზე კომპრომატებს უშედეგოდ ეძებდა. 

პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ამერიკის ფარგლებს გარეთ ცსს-ს აგენტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადასცა…

სპატარომ პეკორარო საჯაროდ გააშავა. “იუვენტუსის” საქმე დაიხურა. დომინელო ჩაჯდა. ის რომ გამორჩეული ფანატი არ ყოფილიყო, ანიელი მოწმედაც არ იქნებოდა საქმეში.

პეკარორო, რომელმაც შეთითხნა ბრალდება, ჩვეულებისამებრ გამოძვრა. ახლა “იუვენტუსი” სპორტის ეთიკის კოდექსის მე -12 მუხლით გავიდა. ანიელის ბრალი დასდეს იმაში, რომ ფანებს დაშვებულზე მეტი ბილეთები გადასცა. მაქსიმალური სასჯელი მუხლით – ჯარიმა 50 ათასი ევრო.

საქმე FIGC-ის იურისდიქციაში გადაეცა – ანუ პეკორაროს. არარსებული მოსმენების დამცავმა “იუვეს” გარიგება შესთავაზა – მსუბუქი, 9 თვიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 8 მილიონის სახით აღიარების სანაცვლოდ. და კლუბისგან ელეგანტური პასუხი მიიღო – რატომ უნდა გადაიხადოს კლუბმა 8 მილიონი, როცა მაქსიმალური ჯარიმა 50 ათასი ევროა?

შედეგი ყველამ იცით – ანიელი ერთი წლით გადააყენეს, კლუბი კი 300 ათას ევროს გადაიხდის.

რითი ემუქრება ეს “ბებერ ქალბატონს”? არაფრით. ახალმა კალჩოპოლიმ წააგო. ის დარჩა მაფიასთან კავშირების ბრალდებებში, რომელიც დიდი პრობლემებით ემუქრებოდა. დანარჩენი სუფთა სპორტული ნიუანსებია.

ანიელი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება, მანამდე ფორმალური სტატუსის გარეშე დარჩება. შეიცვლება მხოლოდ ხელმოწერა ქაღალდზე. მეტს პეკორარო ყველაზე ლამაზ ოცნებებშიც ვერ მიაღწევს. FIGC-ის ტრიბუნალმა უფლებებს გადააჭრბა, დაარღვია რა მაქსიმალურად გათვალისწინებული სასჯელი.

ამ ისტორიას გაგრძელება არ ექნება. მაგრამ იქნება სხვა. “იუვენტუსი” სძულთ ყველას, გარდა იმათი, ვისაც მასზე გული შესტკივა.

როდესაც სვავები მიზანს ვერ აღწევენ, ახალ წრეზე გადიან…”

 FootballHD-ის მიხედვით.

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

324 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ერთი რამ ვიცი,ალეგრის გაშვებას იმ შემთხვევაში ვისურვებდი თუ პაპა კარლო მოვა თუ არადა აზრი არ აქვს ახლახანს გააფორმა ახალი კონტაქტი და ძვირი დაუჯდება ძალიან იუვეს კომპესაცია

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

4ით კიარა 5 ით გაგვისწრებს თუ მოიგო :blin:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

წავიდეთ ახლა რომა ნაპოლი იწყება და ვუბალეშიკოთ რომას თორე თუ ოთხი ქულით გაგვისწრო ნაპოლიმ ძალიან ცუდი იქნება

irakli mikeladze
6 years ago

Mcvrtnels unda shecvla da ikneba yvelaperi kaargad.moiyvanon ancheloti.ise martla tu movida sad daerxa duglasas

lasha naxucrishvili
6 years ago

კატანიას ფანიც უკმაყოფილო იქნებოდა ამნაირი თამაშით ტო ვის იცავთ ? ალეგრის? ოკ

alex-97
Delpieronedved
6 years ago

Tqven bodishi da batonebo , mgoni ragac magars ewevit da araadekvaturad agiqvamt garemos ra arari sagangasho? Atalantas ro ver mougeb , lazio ro super tass gaclis cxvir win is tu turinshi ro gigebs? Da dashlili barselona ro gigebs 3-0s

Di Francesco # 1
6 years ago

ვიდეო რეფერი იყო დღეს საუკეთესო, საეჭვო გოლი და საეჭვო პელატი რეალურად უქცია გუნდს

irakli mikeladze
6 years ago

Eg asamoa ra ver gayiden galatasaraishi.dda lixshtaineric nicashi.da gaeshvat eg sturaroc ra.magari zamena iyo sturaros shemoyvana.sandro mainc shemoeyvana dafrinavs flangze

alex-97
Delpieronedved
6 years ago

Neta sandro vis sheunaxa peskaras tu benvenutoa tu shimbala im gunds

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

ასამოა საუკვეთესო ოყო დრეს

irakli mikeladze
6 years ago

Mcvrtneli gvchirdeba.da yvela aadgilze fegburtelebi.dacvac .centric.da kargi 9ini.lukaku unda moeyvanat am sirebs 90 itic ar dajdeboda sharsha

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  Juventini10

ეს ალბათ ზღაპარია მაგრამ მგონია რომ დიეგო სიმეონე მოუხდება იუვეს

Bneli
Bneli
6 years ago
Reply to  Juventini10

9 tu gvinda es keyinia

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

თამაშს აგებ დარჩენილი გაქვს 15წუთი + 1 ცვლილება და გამოგყავს სტურარო? ბოდიში ბატონო ალეგრი ხშირად ვყოფილვარ თქვენი დამცველი მაგრამ ამჯერად უნდა გკითხოთ: შ** ხომ არა გაქვთ? კვადრადო გყავდა სკამზე და სანდროც
სხვა შეცდომებზე რომ არაფერი აღარ ვთქვათ

lasha naxucrishvili
6 years ago

მთლად მასეც არაა როგორც ზოგს გონია აქ 1 პატარა შეცდომა/მიზეზი და ყველას აგინებთო.ვისთვისაც არაა საგანგაშო ეს წაგება თამაშს სულ ტყუილად უყურა ესეც ჩემი აზრით ვოტ ტაქ.სერია ა-ზე არაა საუბარი მარტო ლიგაზე რა უნდა ქნა ნანის გუნდი რო მოგიგებს.საცოდავი მანჯუკიჩი რეებს უძლებს.თავდასხმელს რო სერია ა-ს ჭ კლასის გუნდებთან დაცვაში თამაშს მოთხო ნიშნავს რომ ან ძალიან გვიჭირს ან მწვრთნელია გან….

alex-97
Delpieronedved
6 years ago

Dacva ar gvyavs es bufonic martla adamiania amxela asakshia kaci rodemde unda asworos dacvis shecdomebi

ჩინგიზ კარა
ჩინგიზ კარა
6 years ago

10_means_alex

პრეზიდენტის ლიდერების და მწვრთნელის ლანძღვა არაფერ შუაშია, ანალიზი და მიზეზებზე ვლაპარაკობთ მარცხის.

აბა ლაციოსთან კიარა სერია Y რო გააგდონ გულშEმატკივრობას არასდროს შევწყვეტ ამ გუნდისას რომელმაც უამრავი და უდიდესი სიამოვნება მომანიჭა უამრავჯერ.

არც ალეგრით და იგიაინით დაწყებულა ეს ლეგენდა და არც ბარძალით და ხედირატი დამთავრდება

...
...
6 years ago

ალეგრიმ უნდა გააჯვას და მეორე მედუქნე იგუანმა.

Juventina
Juventina
6 years ago

ეს HOWEDES კიდე რაც ჩავიდა ტურინში სულ დამტვრეულია. დაცვა გვჭირდება დაცვა წესიერი

alex-97
Delpieronedved
6 years ago

Anches velodebi

irakli mikeladze
6 years ago
Reply to  Delpieronedved

Tyuilad zma.ara mgonia dg qliavi gaatavsiplon sezonis bolomde

irakli mikeladze
6 years ago

Dacva superi gvyavs.xalxma manolasi veriyiden,mcvrtneli xo gadasarevi uketes sad naxav.da eg 90 milioniani tamada xo gvyavs da gvyavs gaberili sir.ia ra

maradona73
6 years ago

ქვეყანა ფლანგელები გვყავს განათხოვრებული და მიანცდამაინც ამ ხე ასამოას ვუყურებთ ამდენი ხანია.

alex-97
Delpieronedved
6 years ago

Sakim ilaparaka amas winat da bevri ar daetanxma aq xo eqpertebi arian, iuveze tqva pirvel wutebs tamashobs martoo, ai zustad egari sadaveebi ar uchiravs gunds mteli tamashi xelshi tavidan afetqdeba da mere cherdeba, udidesi krizisia gundshi damijeret gamochmdeba shemdeg tamashebshi

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Geniosebi ro ggoniat tavi saertod ver erkvevit da ilandzgebit marto chasaprebulebi ar varto chasaprebulebi xart aba ra xart.im xalxs magonebs aq umravlesoba dinamoze ro midis da mwvrtnels ro edzaxian ragaceebs chkuas ro arigeben da pegburti ro goniat ician da natamashebelic ar aqvt kide imxalxs magonebt marto barsa reals ro uyureben da meore dges gamodian da pegburtze gelaparakebian… Uzrdelobt da kamatic ki ar icit jansagi…mand ro wer bicho yvela mogv****avso mere vinmem ro shegitios imas gaamtyunebt tqven sheurawyoba ra aris egec ar icis zogma tqveni uniatobit xalxic gaaqciet is xalxic vinc wesivrad msjelobda mokvda saiti am yvelapertan ertad exla vinme ar… Read more »

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

გეთანხმები მეგობარო, კრიტიკა მისაღებია ოღონდ ჩარჩოებში,მაგალითად დღეს არ ვარგოდი მაგრამ აბა შენ იცი ხვალ კარგად ითამაშე, აი ესაა ფანობა გამხნევება და არა გინება ლანძღვა შემდეგ თამაშს რომ მოიგებს იუვე კი დაკარგული ხარ. ამას ვიძახი მე აქ რა ხანია მარა ვის ესმის

ჩინგიზ კარა
ჩინგიზ კარა
6 years ago

გეთანხმები, მაგრაამ ყველას ერთნაირად ვერ მოთხოვ ემოციის კონტროლს, როდესაც კლავიატურაზე კრიფავ აშკარად აფექტის მომენტი გამორიცხულია და წერ სიბრაზით, საღი გონება,არგუმენტი და პოზიციის სწორად დაფიქსირება უნდა შეგვეძლოს,

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

22 წელია იუვეს ფანი ვარ ლაციოსთან კი არა ვისთან არ წაუგია, აგერ 2 წლის უკან საერთოდ 18 ე ადგილზე იყვნენ ამ დროს მაგრამ არასდროს დამიკარგავს იუვეს სიყვარული და რწმენა ასე რომ არ იყოს ახლა ვიქნებოდი რეალის და ბარსას ფანი და ყოველ წელს ვიზეიმებდი ლიგის თასს.

ჩინგიზ კარა
ჩინგიზ კარა
6 years ago

დროა ანჩელოტიმ იუვეს ვალი დაუბრუნოს.

ალეგრის პლიუს და მინუსი ყველათამაში ჩანდა და ჩანს დღესაც მაგრამ განვლილ სამ წელიწადში გუნდს უდიდესი ფინანსური და სპორტული ღედეგი მოუტანა, ამიტომაცაა პოსტზე. წლის ბოლომდე რო გაქაჩოს სასწაული იქნება, ამას უნდა რო ლიგა მოიგოს და ისე წავიდეს მარა არ გამოდის ეს ფინალის მოგება და რაქნას.

alex-97
Delpieronedved
6 years ago

1juve absoliturad getanxmebi

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Lippi ! Anchelotti saswrafooood

| Newsphere by AF themes.
324
0
Would love your thoughts, please comment.x