ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რითი ემუქრება “იუვენტუსს” ახალი კალჩოპოლი?

გთავაზობთ ანდრეი კლეშჩენოკის სტატიას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია “იუვენტუსის” ქომაგებში.

“ერთხელ, დიდი ხნის წინ ვიკითხე, ვის სძულს იტალიაში “იუვენტუსი”? და პასუხად მივიღე – ყველას, გარდა იმისა, ვისაც გული შესტკივა მასზე.

ახლახანს ფეხბურთის ფედერაციამ ანდრეა ანიელი გადააყენა. მე გეტყვით “ბებერი ქალბატონი” როგორ დარჩა პრეზიდენტის გარეშე. და გეტყვით, ვინ დგას ამის უკან.

ეს ისტორია შარშან ზაფხულს დაიწყო, როდესაც პიემონტში 18 მაფიოზი დააკავეს. მათ შორის სევერიო და როკო დომინელო –  ერთერთი ტურინული ოჯახის მეთაურები. მათ მკვლელობა, ყაჩაღობა და გამოძალვაში დასდეს ბრალი და დიდი ხნით ჩასვეს ციხეში.

ეს ამბავი ასეც დამთავრდებოდა, მაგრამ სასამართლოზე გაიჟღერა გვარმა – ანიელი. საუბედუროდ, დომინელო მეთაურობდა “იუვენტუსის” ფანების დაჯგუფებას. უფრო საუბედუროდ, ის წარმოადგენდა ნდრანგეტას.

მაშინ დაიწყო ყველაფერი…

დოსიე: ‘Ndrangheta – კალაბრიული მაფიაა, ყველაზე ძლევამოსილი იტალიაში. ნეაპოლიტანურ კამორაზე სიმღერებს თხზავენ, სიცილიურ კოზა ნოსტრაზე – ლეგენდებს, მაგრამ გაურკვეველი კალაბრიელები – ყველაზე დაუნდობელი მაფიოზებია იტალიაში.

ნდრანგეტაში 3-დან 5 ათასამდე მაფიოზია, რომელიც დაყოფილია ნდრინებად (ოჯახებად). თითოეულ ნდრინას უკავია თავისი რაიონი. ნდრანგეტას ოჯახები არიან მთელ ევროკავშირში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში. ბრიუსელის მახლობლად მაფიამ მთელი პატარა ქალაქი იყიდა – ასე ადვილია საქმის მოგვარება.

ევროკავშირის ნარკოტრაფიკის 80% – ეს ნდრანგეტაა. პორტები კალაბრიაში – ეს ნდრანგეტაა. ვილები რივიერაზე და კურორტები ბულგარეთში – ეს ნდრანგეტაა. იტალიური რესტორანები ევროპაში – ესეც ნდრანგეტაა.

წლიური შემოსავალი – 50 მილიარდი ევრო…

4 წლის წინ “იუვენტუს სთედიუმზე” გაჩნდა ფანების ახალი დაჯგუფება –  I Gobbi. მისი ლიდერი იყო როკო დომინელო – ყველასათვის უცნობი, მაგრამ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მან ძლიერი კავშირები დაამყარა, მათ შორის მიაღწია ულტრას-გაერთიანება Drughi-ს მეთაურებთან – ყველაზე გავლენიან ჯგუფში ბიანკონერებში.

2015 წლის გაზაფხულზე დომინელოს ხალხი მივიდა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში  რამოდენიმე ბილეთით, რომელსაც 200 ევროს მომატებით ყიდდნენ. ერთი წლის შემდეგ გამოძიებამ ივარაუდა, რომ ნდრანგეტა ზუსტად გადაყიდვების გამო დაავადდა “იუვენტუსით”.

პოლიციის ვარაუდი უნდა დაემოწმებინა დინო მოჩიოლას –  Drughi-ს ლიდერს, მაგრამ ის გაუჩინარდა, როგორც კი გამოძიება დაიწყო. მაშინ ალაპარაკდა ჩიჩო ბუჩი – ფანების ერთერთი ლიდერი და “იუვეს” კონსულტანტი. ბუჩიმ სასამართლოს ნდრანგეტას ბილეთების გადაყიდვების საქმიანობაზე მოუყვა. ორი დღის შემდეგ ის ხიდიდან გადახტა. თვითონ, რა თქმა უნდა.

“იუვენტუსი” ამ ისტორიაში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა. საოლქო პროკურორმა არმანდო სპატარომ მაშინვე განაცხადა, რომ კლუბი გამოძიების მიღმაა. ანიელი საქმეში ფიგურირებდა, როგორც მოწმე.

ამ დროს საქმეში ჩაერთო ჯუზეპე პეკორარო.

დოსიე: ჯუზეპე პეკორარო –  FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) მთავარი პროკურორი. ურცხვი და მოხერხებული კანონდამცველი, რომელიც უხერხული სიტუაციებიდან უკეთ გამოდის, ვიდრე იხვი წყლიდან.

2002 წელს რომის პოლიციის შეფად დაინიშნა. პირველივე საქმეზე ლაფსუსი მოუვიდა – მისი შეცდომის გამო პოლიტიკოსი მოკლეს, მაგრამ აპატიეს გამოუცდელობის გამო და პოსტი შეინარჩუნა.

2011 წელს ჯუზეპე რომის  საოლქო პროკურორად მოევლინა. მისი სახელი ჩინოვნიკების დანაშაულებრივი კავშირების დიდ გამოძიებისას ამოტივტივდა. პეკორარომ თავი დაიძვრინა.

მის დროს “რომას” ულტრასმა “ნაპოლის” ფანი დაცხრილა. მის დროს 200 000-მა რომაელმა თავდაცვის სამინისტროს შენობა დაწვა და კინაღამ ქალაქი აიღეს, მაგრამ პეკორარო ყოველთვის თავს იძვრენდა.

პეკორარო – “ნაპოლის” გულშემატკივარი…

პეკორარო სპორტზე გადაერთო, მან FIGC-ის პროკურორი სტეფანო პალაცი შეცვალა. სწორედ ის პალაცი, რომელმაც ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ დაამტკიცა, რომ კალჩოპოლის საქმეში ყველაზე დიდი დამნაშავე მოსამართლეების მოსყიდვაში იყო – “ინტერი”. ის “ინტერი”, რომელმაც “იუვენტუსის” დადგმული დაცემის შემდეგ ყველა ნადავლი მიისაკუთრა.

პეკორარომ გამოაცხადა, რომ მას ანიელის და დომინელოს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აქვს და “იუვენტუსის” გასამართლება მოითხოვა მაფიასთან კავშირის გამო. ამ დღიდან დაიწყო პრობლემები – დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირი კლუბს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.

ჯუზეპე ლამაზად მღეროდა, ხელებს შლიდა, მაგრამ ჩანაწარის წარდგენა ვერ მოახერხა. ისტორია ინგრეოდა დაწყებისთანავე. მაშინ საქმეში ანტიმაფია გამოჩნდა.

დოსიე: მაფიასთან ბრძოლის საპარლამენტო კომისია – ძლიერი აპარატია, რომელმაც დანაშაულებასთან ბრძოლის ფართო უფლებები მიიღო. ანტიმაფიას ხელმძღვანელობს როზარია ბინდი – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ერთერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იტალიაში. რომელზეც ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ შესანიშნავად გამოთქვა სამედიცინოს სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას: “მოხარული ვარ ვხედავდე ამდენ ლამაზ გოგონა-ფრიადოსნებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ გვანან როზა ბინდის”. ბინდი – “ფიორენტინას” გულშემატკივარი…

სპორტში მაფიასთან ბრძოლას კურირებს მისი მდივანი – მარკო დი ლელო. ნეაპოლიტანელი. “ნაპოლის” გულშემატკივარი…

ამ წყვილს გააჩნია ბერკეტები და მათ არ ეშინიათ მასზე დაჭერის. “იუვენტუსი” საქმეში უსაფუძვლოდ ჩართეს, მხოლოდ სიტყვების საფუძველზე, რომელიც “ნაპოლის” მაღალჩინოსანმა გულშემატკივარმა წარმოთქვა.

… და დაიწყო.

20 მაისს ანიელი სასამართლოზე გამოვიდა. მბრალდებელი განმარტებას ითხოვდა სატელეფონო ჩანაწერზე ანიელისა და დომინელოს შორის, რომლის ასლი თითქოს დაცვის მხარეს გადაუგზავნეს. “ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ჩანაწერი, ვიღაცა ტყუის” – განაცხადა ანიელის ადვოკატმა.

საპასუხოდ პეკორარო დაიბარეს. “მამაცმა კანონდამცველმა” რაღაც შეცდომებზე დაიწყო საუბარი, შემდეგ კი გაუგებრობაში ტურინის საოლქო პროკურორს დასდო ბრალი… და ვერ გათვალა. ძნელია გადააბიჯო არმანდო სპატაროს, მას კი არა ამერიკის ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოს არ გამოუვიდა.

დოსიე: არმანდო სპატარო – ტურინის საოლქო პროკურორი. იტალიური იურისპრუდენციის სახე, პროდისა და ბერლუსკონის სამთავრობო ომების ზვიგენი. ოპერაცია “სუფთა ხელების” ვეტერანი, რომელმაც პოლიტიკოსებში 1500 მაფიოზი გამოავლინა.

ლეგენდა გახდა მას შემდეგ, რაც იმამი აბუ ომარი უკანონოდ მოიტაცა ცსს-მ იტალიურ სამხედრო დაზვერვასთან ერთად. 5 წელი იძიებდა საქმეს და ამერიკული და იტალიური დაზვერვის აგენტების ქსელი გამოავლინა. მთავრობის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ცსს-ს გამოექომაგა, არ შეუშინდა მუქარებს, თვალთვალს და დაჩქარებულ გამოძიებას, რომელიც მასზე კომპრომატებს უშედეგოდ ეძებდა. 

პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ამერიკის ფარგლებს გარეთ ცსს-ს აგენტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადასცა…

სპატარომ პეკორარო საჯაროდ გააშავა. “იუვენტუსის” საქმე დაიხურა. დომინელო ჩაჯდა. ის რომ გამორჩეული ფანატი არ ყოფილიყო, ანიელი მოწმედაც არ იქნებოდა საქმეში.

პეკარორო, რომელმაც შეთითხნა ბრალდება, ჩვეულებისამებრ გამოძვრა. ახლა “იუვენტუსი” სპორტის ეთიკის კოდექსის მე -12 მუხლით გავიდა. ანიელის ბრალი დასდეს იმაში, რომ ფანებს დაშვებულზე მეტი ბილეთები გადასცა. მაქსიმალური სასჯელი მუხლით – ჯარიმა 50 ათასი ევრო.

საქმე FIGC-ის იურისდიქციაში გადაეცა – ანუ პეკორაროს. არარსებული მოსმენების დამცავმა “იუვეს” გარიგება შესთავაზა – მსუბუქი, 9 თვიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 8 მილიონის სახით აღიარების სანაცვლოდ. და კლუბისგან ელეგანტური პასუხი მიიღო – რატომ უნდა გადაიხადოს კლუბმა 8 მილიონი, როცა მაქსიმალური ჯარიმა 50 ათასი ევროა?

შედეგი ყველამ იცით – ანიელი ერთი წლით გადააყენეს, კლუბი კი 300 ათას ევროს გადაიხდის.

რითი ემუქრება ეს “ბებერ ქალბატონს”? არაფრით. ახალმა კალჩოპოლიმ წააგო. ის დარჩა მაფიასთან კავშირების ბრალდებებში, რომელიც დიდი პრობლემებით ემუქრებოდა. დანარჩენი სუფთა სპორტული ნიუანსებია.

ანიელი ერთი წლის შემდეგ დაბრუნდება, მანამდე ფორმალური სტატუსის გარეშე დარჩება. შეიცვლება მხოლოდ ხელმოწერა ქაღალდზე. მეტს პეკორარო ყველაზე ლამაზ ოცნებებშიც ვერ მიაღწევს. FIGC-ის ტრიბუნალმა უფლებებს გადააჭრბა, დაარღვია რა მაქსიმალურად გათვალისწინებული სასჯელი.

ამ ისტორიას გაგრძელება არ ექნება. მაგრამ იქნება სხვა. “იუვენტუსი” სძულთ ყველას, გარდა იმათი, ვისაც მასზე გული შესტკივა.

როდესაც სვავები მიზანს ვერ აღწევენ, ახალ წრეზე გადიან…”

 FootballHD-ის მიხედვით.

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

324 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
6 years ago

ორიე როგორ მაინც არ მოიყვანეს პსჟ-დან მარჯვენა ფლანგზე.

დეშილიე … :blin:

ჰოვიედესი მოიყვანეს და თავი დაიზღვიეს თავის ჭკუაში რომ ფლანგზეც თამაშობს და ცენტრშიცო, პახოდუ სკამზე დაჯდომასაც არ ითაკილებსო რამე რომ იყოსო :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Higuainshi rac fuli gadayares wina wels sheileboda kynze chalichi.gabriel jesusic kai bichia da kide bevrs moumatevs.icardis dacianian da am bochkas mqinc jobia da axalgazrdacaa.grizzmani vafshe dybalastan gaxevda yvelafers.amatma gadayares 90 milioni bochkashi.daje fifashic isti bochkaa higu fegburts shegazizgebs.insinie da mertensi ori juja raebs xlartaven da callechonic.rato unda jobdes iuves ver vxdebi.yvela pontshi tu dybalas ar mouyvanen erti kai partniori win egec ar gacherdeba didxans amouva yelshi higus dzunzuli.chelsi tu martla 120 ixdida higushi rogor ar gayides am sirebma.120 kai fegburtelebs iyidida gunds.eger xames moiyvanda da gundic uketesi iqneboda da fulic darchebodat.dybo win xamesi dybos adgilas.allegric vegar qachavs mgoni da gaasxas… Read more »

maradona73
6 years ago

ზამთარში ყველაფერი უნდა ქნან რომ გრიზმანი, ან მისი მონაცემების ფორვარდი მოიყვანონ.

გაუცვალონ ატლეტიკოს იგუში და დაუმატონ ფული.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  maradona73

Shen tviton tu gjera uproso megobaro magis rasac wer kargi ra megobaro gugavas merobas upro warmovidgen vidre magas

maradona73
6 years ago

კოშტა წამოიყვანეს ჩელსიდან და უეჭველი გაყიდიან გრიზმანს, დროის ამბავია.

გააჩნია რას შესთავაზებენ ატლეტიკოს. იგუ + 70-80 მილიონი არ უნდა იყვეს ცუდი შეთავაზება.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago
Reply to  maradona73

Ra chemspexebadunda simeones higuaini tan koshta ro yavs tores upro kargad gamoiyenebs vidre amas koshta da toresi ro yavs es rat unda tan aseti tipis cxriani arc chirdeba da grizmanis pasi dybalaze meticaa jerjerobit ra unda juveshi da grizmani ro juveshi wamova magaze metad tarxanmouravis mepobis mjera))

maradona73
6 years ago

რაღა დროს ტორესია 33-34 წლისაა?

კოშტას ზამენა იქნებოდა იგუ და შეიძლება იქ უკეთესადაც ეთამაშა.

maradona73
6 years ago

იუვეში რა უნდა რა შეკითხვაა ვაბშე ვერ მივხვდი???

DeL_PieRoOo
6 years ago

ბანუჩი გვაკლია ზანნ უზომოდ მეტირ ოარ შეიძლება ,,,, იუვეს გარეშეც ხედავთ რო მასტი საერთოდ გაქრა მილანში ისევეა დაცვა ეხა იუვეს მის გარეშე ,,, :((( ჩემთვის ყოველთვის იუვენტინოდ დარჩება ,,, :))) ხელმძღვანელობის ბრალია მეთი არაფერიი,, ანიელის რეაქცია როცა ჰიგუმ გამაზა და გადაირია სპეკტაკლი მეტი არაფერი დასვან სკამზე ახეხინონ

DeL_PieRoOo
6 years ago
Reply to  DeL_PieRoOo

ორსოლინი და კინი დაეტოვებინათ მაინც გამოცდილებასაც მიიღებდნენ :)))) ასე არ გამაზავდნენ

Bneli
Bneli
6 years ago

Alegrim taavis tavi amowura

maradona73
6 years ago
Reply to  Bneli

ვითომ იკაცა ბონუჩის გაგდებით, მაგრამ სინამდვილეში თვითონაც ხარაკირი გაიკეთა.

წელს თუ ვერც სკუდეტო მოიგო და ვერ ლიგა, მაშინ 100 %-ით გაშვებულია.

რა აწყობილი დაცვა დაანგრია ამ ხვერმა …

DeL_PieRoOo
6 years ago

:forza: მაგარი ტეხავს რეალის ფანების ერთად ვუყურე ფინალს მაგარ ი დარწმუნებული ვიყავი რო გავაპობდით ისეთი თამაში ვითამაშეთ ბარსასთან ,,, 100000 % მეგონა მარა დაგვძირეს …
ნერვბისგან არ მახსოვს მემგონი 20 ბაკალი ისე დავლიე :D:D სასტავი ზეიმობდა მე ნერვებისგან ცუდად ვიყავი

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ვინც ხშირად წერთ და არა ანონიმით დაწერეთ რა გთხოვთ ვის მოგწონთ ალეგრი და ვის არა

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ორი წაგებული ფინალის მერე როგორ შეიძლება მწვრთნელი არ გაუშვა.სამწუხაროდ სპორტული შედეგი მეორეხარისხოვანი გახდა რაც კომერციამ დაძირა სპორტი

DeL_PieRoOo
6 years ago

რაც არუნდა ვიძახოთ ტაკტიკა უეჭველი შესაცვლელია და 2 ნახევარმცველით თამაში მაგარი უაზრობაა ეგრე ემართება ვენტურასაც ამ ალეგრისაც ….,,,,,,,,, სანამ არ დაძირავენ გუნდს ვერ მოისვენებენ ,,,,,,
ეგრე თუ გააგრძელეს და დავკარგეთ სკუდეტო სირცხვილი იქნება ნაპოლის წესით ძალებია რ უნდა ეყოს მარა ვნახოთ ,,, ინტერის მაინც არ მჯერა არასტაბილური სასტავია და ეგრე იქნება ყოველთვის ,,,,
ფალკაოს თამაშებს თუ უყურებთ მასტიი ეხა უფრო მოიხოდა სახეს იხევს მასტიი მოედანზე არ ჩერდება ძაან კლასნი შემსრულებელია ,,,,

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ლიგის ფინალი მოგების გარეშე გვაყენებს ლევერკუზენის,ატლეტიკოს,ვალენსიას,მონაკოს,არსენალის დონეზე რაც არანაირად არ გვეკუთვნის.ან მოიგონ შემდეგი ფინალი ან საერთოდ არ გავიდნენ.ისინი ვინც ფინალში თამაშს წარმატებად თვლიან მაგრად ცდებიან.იუვე ან იმარჯვებს ან მარცხდება,ამიტომ ტიტულის გარეშე არცერთი სხვა შედეგი არაა წარმატებული

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ერთი თავდამსხმელით თამაში არის ყველაზე დიდი შეცდომა.დიბალა და იგუაინი ორივე წინ და არანაირი ხედირა და ლიხშტაინერი არ უნდა იყოს გადამწყვეტ თამაშებში(ორივე ღრმა ზამენაზე)მანჯუკიჩი ან თავდამსხმელების დუბლიორად ან ტრანსფერზე და ყველაზე მთავარი ალეგრის დავემშვიდობოთ

maradona73
6 years ago

ბეტანკური რომ არ მოეყვანათ, მთლად ჩავარდნილს ჩავთვლიდი ამ სეზონს.

ფაქტია რომ წელს ლიგის ფინალზეც ვერ ვიოცნებებთ, არა თუ მოგებაზე.

ბარსასთან 3 გავუშვით, ლაციოსთან 2 თამაშში 4, ატალანტასთან 2, გენოასთან 2.

5 თამაშში ჯამში 11 გოლის გაშვება სერიოზულ კრიზისზე მიანიშნებს უკვე.

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

დაჟე ოლმპიაკოსმა სულ 2 კონტრა გაგვიკეთი და ლამის ორივე გავუშვით.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

აგარ მევასება ბონუჩი მის მერე მარა ,იუვეს ბონუჩი აკლია და ბონუჩის იუვე ასეა ეს მეგობრებო

maradona73
6 years ago

ბევრს თვალის დახუჭვა ურჩევნია პრობლემებზე, ვიდრე რეალობას თვალი გაუსწოროს და სწორი დასკვნები გააკეთოს.

მაგრამ არც რადიკალური ნაბიჯების მომხრე ვარ, ისეთის როგორც ბონუჩის გაშვება იყო.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ტაქტიკით დაჯაბნა ინზაგიმ ალეგრიი,ზონები იმენა ჩაკეტილიი ქონდა .დიბალას დასვენება რა იყო ვერ გავიგე კაი სანდროსი მესმის ორივე თამაში ითამაშა ნაკრებში დიბალას კი ვაპშე არ უთაშია მაშინ თუ ეგრე იყო არც მანზუ არ უნდა ეთAმაშებინა .იგუაინი ვაპშე სხვა პლანეტაზე არის კაცის ასეტი ღEგრესი მე არ მინახია

DeL_PieRoOo
6 years ago

სანამ ჰიგუ გვეყოლება თქვენითაც ნახავთ ყველა გადამწყვეთ თამაში ჩაისვრის :)))) მერე წუწუნიიი არ დაიწყოთ შემსრულებელია და იგროკია და რავიცი ,,,,

maradona73
6 years ago
Reply to  DeL_PieRoOo

წესით გუშნინ თავი უნდა გამოეჩინა, ყველაზე დასვენებული და მომზადებული ეგ იყო.
მაგრამ ერთი-ერთზე ვერაფერს შვება მცველთან, ასევე ცარიელ კარშიც მეკარეს მოარტყა მაინცდამაინც, ოდნავ ბურთის აწევა და კუთხის მიცემა იყო საჭირო.
მე აღარ მჯერა რომ ეგ იმას გააკეთებს რასაც ელოდნენ.

Maradona73
Maradona73
6 years ago

კი ვაკრიტიგებ ალეგრის ბევრ რამეზე, მაგრა არა მგონია მაგის გაშვებამ და ინძაგის მოყვანამ კაი შედეგი გამოიღოს.

სულ ცოატა 2-3 წელი ჩაგვივარდება ლიგაზე, გამოუცდელი მწვრთნელია და არავინ იცის ლიგაზე და 3 ფრონტზე ერთად რას იზავს, მითუმეტეს აუცილებელი როტაციის პირობენში.

Maradona73
Maradona73
6 years ago

ერთი დაცვაზე არ ვნერჩიულობდი და ეგეც სანერვიულო გაგვიხადა ალეგრიმ ბონუჩის გაგდებით.

მერმის ბუფონიც წავა. მარკიზა ხედირაც არა მგონია 1 წლის მერე კარგად გამოიყურებოდნენ.

პიანიჩმა და ბეტანკურმა ფიზიკურად უნდა მოუმატონ. კაი ტანდემი გამოვა ცენტრში.

Di Francesco # 1
6 years ago

საყრდენებს ან ვერ აძლევს ალეგრი სწორ დავალებებს ან კიდე ესენი არ ინდომებენ და მატუიდსაც არაფერი გაუკეთებია გუშინ, ვისაც გონია რო გააკეთა უყურეთ განმეორებას და მითხარით, ლაციოს ფეხბურთელმა როდის დაკარგა ბურთი ხედირასთან ან მატუიდთან ორთაბრძოლისას, ან დასწრებაზე როდის აჯობეს ამათმა რომელიმე ლაციოს მოთამაშეს, ბენტაკური უფრო ხშირად შედიოდა ორთაბრძოლებში ვიდრე ეს 2 ხისთავიანი…

ბუფონი

დე შილიო რუგანი კიელინი სანდრო

მატუიდი მარკიზიო პიანიჩი

ბერნარდესკი დიბალა

მანჯუკიჩი

ესაა იუვეს სასტარტო დღევანდელი გადასახედიდან

Maradona73
Maradona73
6 years ago

მეც მაგას ვიძახი რომ მატუიდი საყრდენის ფუნქციებში არაა იმ დონეზე, რაც შეტევითი.

ხედირა კიდევ მოწინააღმდეგეს საჯარიმოსთან იყო გამწესებული რატომღაც და რა თქმა უნდა საყრდენის ფუნქციებს ვერ შეასრულებდა.

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  Maradona73

ფლეშსქორეს ეყენა დიბალას პოზიციაზე, ისე საყრდენად იდგა, ყოველშემთხვევაში არც წინ და არც უკან არაფერი გაუკეთებია, 1 თვის უთამაშებელ კაცს ეგრევე სასტარტოში ლაციოს წინააღმდეგ არ ათამაშებენ

Maradona73
Maradona73
6 years ago

ფლეშსკორზეარ ვიცი, მაგრამ უჩვეულოდ წინ თამაშობდა აშკარად. გოლიც მაგის დარტყმულის დამატებაზე შეაგდო კოშტამ.

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ყველა რომ გამოჯანმრთელდება და ფორმაში ჩაჯდებიან ასეთი ტაქტიკა და შემადგენლობა მინდა და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ გაამართლებს მთავარია შეთამაშდნენ

—————————–ბუფონი————————–

ჰიოვედესი———–რუგანი———–კიელინი———-სანდრო

———–მარკიზიო———პიანიჩი——–მატუიდი———–

—————–დიბალა—————-ბერნადერსკი———–

—————————–იგუაინი————————–

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

ყველა რომ გამოჯამრთელდება
ჯიჯი
ჰიოვედესი რუგანი კიელო სანდრო
პიანიჩი ცხენდო
კვადრატა დიბალა მანძუ
იგუ
ასე ითამაშებს
ან დეშელიო იქნება ფლანგზე

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

სტერეოტიპებით რომ უყურებთ ფეხბურთს შემდეგ ეგ გადმოგაქთ კომენტარებში და ვინც არ გეთანხმებათ იმან ფეხბურთი არ იცის, გუშინ იუვეს რიგებში საუკვეთესო იყო ასამოა, გოლიც მაგის პასს მოყვა და ბევრი მომენტიც შეიქმნა მაგის გადაცემებით იგუაინს ისეთი ბურთი ჩაუგდო ერთი ფეხის მირტყმა უნდაოდა თან ძალიან კარგი რაც აქ, როცა შეტევაში მიდის საჯარიმოს მისადგომებისკენ აგორებს ბურთს მაშინ როცა ყველა მეკარის ბაქანზე ელის ცაწოდებას თუმცა იქაც ვერ ივარგეს ვერცერთხელ, ვიდალს ატანინებდა ასეტებს ასსა ხშირად, ლიხშტაინერი აღარაა ძირიტადის მალე უნდა მომჯობინდეს დე შელიო და ჰიოვედესი, პიანიცი ძალიან გვაკლია,, ამდენი დანაკლისი ნაპოლს რომ ქონდეს 1 ადგილი კი არა ოთხეულში არ იქნება

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ნაპოლი ჩემპიონნ ნაპოლის იტალიაში ვერავინ მოუგებს წელს

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

მართლა გჯერა მაგის?

Tengo
Tengo
6 years ago

ჩემი აზრით ნაპოლი მთელ აქცენტს სერია ა–ზე გადაიტანს და არაა გამორიცხული. მაგრამ მეორე წრეზე ვნახოთ რას იზამენ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

რახდება საიტზეე აუუუ გუნდიც არვარგა არც საიტი დეისჰალა ჯუვე

ლექსო დელპი
ლექსო დელპი
6 years ago

ალეგრი უნდა წავიდეს და გუნდში ძალიან ბევრი წლით მწვრთვნელად უნდა მოვიდეს ალესანდრო დელ პიერო. ეს არის რისი გაკეთებაც ახლა საჭიროა.

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

რა დელ პიერო ღადაობ???? ერთ ი წუთი არ აქ მწვრთნელად ნამუშევარი და სად მოგყავს?? კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს არ ნიშნავს, აგერ გვაქ მარადონას მაგალითი :lool: :lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Delpioroo ))))))))))))) shen pexburti pesi ggonia ))))))))))))))))

ALLENATORE
6 years ago

Ancheloti ar gamogvadgeba daberda magis ideebi. Mtavari problema aris xelmzgvaneloba romelmac ver moagvara konflikti bonuchistan da daiwyo imis mtkiceba ro bonis gareshedac moigeben. Eg aris araswori midgoma konfliktebi yvela gundshi a xelmzgvaneloba magito arsebobs ro daarwmunos fexburteli mwvrtvneli da ase shemdeg mitumetes gundis ert erti lideri. Sezonis dawyebamde vambobdi ro dacvashi problemebi iqneboda barzali dzaan momwons magram brma unda iyo da ver dainaxo is ro dzaan daetyo asaki siswrafe agar aqvs tips damzimda rasac qvia. Kielinis xshirad travmebic aqvs. Sxvebi sartod mkvdrebia. Xoda ki gvaqvs shedegi uatyopiti, imden gols vushvebt jijis tamasshic cudad gamoiyureba.alegrim balansi dakarga wels,agar yavs mcveli romelsac… Read more »

ლა ჯოია
ლა ჯოია
6 years ago
Reply to  ALLENATORE

მართალი ხარ ძმაო ამას ჰქვია შეგნებული ადამიანის კომენტარი გაიხარე ძმა. ის კი არა იგროკების გაპრავება რაღაც უსუსური წარსულით. პირველ რიგში ხელმძღვანელობაა დამნაშავე ადგნენ და ალეგრის გამო ხელი შეაწმინდეს ბონის როგორ გაუბედა ალეგრის კამათი და რაღაცეებს ბოდვები მოჩმახეს მერე. ალეგრის გამო ასეთ ლიდერს რო იმეტებ ექიმი გჭირდება რა. კამათი ყველგანაა დაჟე ზიდანთან მოუვიდათ მაგრა იმ კლუბმა მოაყუმარა ისე არავინ გაუგდიათ. და ბოლოს ფორვარდი აუცილებლად მოსაყვანია სასწრაფოდ თორემ იგუანის იმედი მტერსაც არ უსურვებენ.

DeL_PieRoOo
6 years ago

ჰიგუ რო ტოპ ყოფილიყო დამიჯერე რეალი არ გაუშვებდა ეგ იასნია მასტიი მომენტებს ქმნიდა და ათასიდან ერთი ორი გაქონდა ეგ იყო ყოველთვის :(( როცა ჭირდება გუნდს ვერაფერს ვერ აკეთებს

| Newsphere by AF themes.
324
0
Would love your thoughts, please comment.x