ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”იუვემ ბალანსი უნდა იპოვოს!”

ბიანკონერის თავკაცი სპორტინგთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს:

“ახლა მტავარია ბალანსი ვიპოვოთ.. არ ღირს მუდმივად იმაზე ფიქრი, რომ ატალანტასთან ერთ ქულას დავჯერდით, ხოლო ლაციოსთან 0-ს.. ყველაფერი არცთუ ისე ცუდათ არის.. უბრალოდ ორ შეხვედრაში 6-ს ნაცვლად 1 ქულა მოვიპოვეთ.

გუნდმა უნდა იმუშაოს შეცდომების გამოსწორებაზე.. თუმცა ეს ძირითადათ ყურადღებაზე და თამაშის სადავეების სწორ მართვაზეა დამოკიდებული. სეზონის სტარტი კარგი იყო, ხოლო ფინიშამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

ნაპოლი წელს ძალიან ძლიერია.. უკვე წარმოვიდგინე მარტში ჩვენი დაპირისპირება.. მაგრამ ახლა მთელი ფიქრები სპორტინგთან დაპირისპირებაზეა.

პორტუგალიელებს პროფესიონალი მწვრთნელი ჰყავთ, ნიჭიერი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი და დაცვაში ურიგოდ არ ირჯებიან.. მათემატიკური თვალსაზრისით ყველაფერი მარტივად გამოიყურება: თუ სპორტინგს ორივე შეხვედრაში დავამარცხებთ, მაშინ მომავალი ეტაპის საგზურს გავინაღდებთ.. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარსას დამარცხება და საბერძნეთიდან სამი ქულის ჩამოტანა მოგვიწევს.

აუცილებელია უფრო ნაკლები ტექნიკური შეცდომების დაშვება, რაც სამწუხაროდ ლაციოსთან შეხვედრაში არ დაფიქსირდა. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ: ვსწავლობთ სირთულეების გადალახვას, დამშვიდებული თავით!

დიბალა? გუშინ ვესაუბრე.. არაფერია იმაში საგანგაშო, რომ რიგ ეპიზოდებში ცდები.. 11-იანების შესრულება ისევ მასსზეა.. გუნდის გარდა ბალანსი თავად დიბალამაც უნდა იპოვოს. გახსოვთ პირველ სანაკრებო შეკრებაზე ვის ადარებდნენ? მესის.. ეს პერიოდი ნებისმიერმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა გადალახოს.. როდესაც ვარდები გაფუჭებული ეპიზოდის გამო.. მაგრამ თავი არ უნდა დაკარგო! ან როცა ჰეთთრიქს შეასრულებ ღრუბლებში არ უნდა იფრინო.. ჩამოთვლილ სიტუაციებში აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება. დიბალა ახლა ჩინებულ კონდიციებში იმყოფება.

პიანიჩი საბედნიეროდ დაგვიბრუნდა და ხვალ ძირითადში შეეძლება ასპარეზობა.. სავარაუდოთ მას პარტნიორობას მატუიდი გაუწევს, რომელიც ძალიან სწრაფად დარბის და შესაძლოა ამ ფაქტმა დადებითი შედეგის მოტანაში ლომის წილი დაიდოს.. ჯერ არ ვიცი ვინ იქნებიან კიდევ სასტარტოში, მაგრამ გეტყვით ვინ არ იქნება: ჰიოვედესი, დე შილიო, მარკიზიო და პიაცა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

283 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რეალისტი
რეალისტი
6 years ago

სღ რომა

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

კვადრატას მაგივრად კოშა ან ბერნა

bugitto
6 years ago

ბარსა 10 კაცით არის იქნებ წაიფორთხილონ რა :chuvak:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მაგრად უჭირს გუნდს გააზრებული შეტევები. დიბო ძალიან სუსტი იყო პირველ ტაიმში. მიდით ბიჭებო მოიხოდეთ რა ! პ.ს. ბენატიას დედა მარად და ყოველთვის :lool: :forza:

10_means_alex
10_means_alex
6 years ago

ყველა კომენტარის წაკითხვა მეზარება და უკვე დაიწყო?: სანდრო გასაშვები იყო ჩელსიში, დიბალა რეალში კარგ ფასად ვყიდიდით, ალეგრი ნეტა მოგვშორდეს და ეგეთები? :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
6 years ago
Reply to  10_means_alex

და შენც სალაპარაკო მოგეცა ხო ? :lool:

Vega
6 years ago
Reply to  10_means_alex

ალეგრი გასაშვებია? მშვიდობაში მოგახმაროს

lasha naxucrishvili
6 years ago

არა რა მე ვერავინ დამაჯერებს რო ამ გუნდს მეტი არ შეუძლია

lasha naxucrishvili
6 years ago

ხალხი ფორმიდან ამოაგდო ამ ჩემის ტრუბოჩკამ

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

სანდროს რას ერჩით გარდა გოლისა ძალიან მაგრად დგას შეტევაშიც და დაცვაშიც კვადრატა 0, მანძუკაც არ მომწონს ამ ბენატიას რას ერჩით დააშავა რამე??? თუ მოდაშია გინება

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ლაციოსთან)ლ ან წაგების მერეც ხომ ბენატიას მიდგნენ ტიპს წუთი არ უთამაშია ))))

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago

იგუ დღეს კარგია მაგრამ აღნიშნა ვინმემ? თუმცა აქ მარტო ცუდ თამაშს ხედავენ

Di Francesco # 1
6 years ago

მანჯუკიჩი კაი ხაყრდენია, კარგად მუშაობს ნახევარდაცვაში ბურთის მოპოვების დროს, ხედირას ბარემ კამერა მისცენ და საუკეთესო კადრებს დააფიქსირებს ეპიცენტრიდან

forza bianconeri
6 years ago

ალეგრის ადგილას საერთოდ არ ვაყიდინებდი ხელმძღვანელობას მარცხენა ვინგერს და სანდროს წავწევდი წინ. დაცვაში ბევრჯერ ცდება და ნაკლები საქმე რო ჰქონდეს უკან ბევრად პროდუქტიული იქნებოდა. აი 3-5-2-ში ძალიან ძლიერია სანდრო

lasha naxucrishvili
6 years ago

როცა ვერ უტევ ჯოხი ყოველთვის დაცვაზე ტყდება რაღაც მომენტში როცა უტევ დაცვის ხარვეზებიც ქრებ აი პირველ ტაიმში რას ვთამაშობდით ვერ მივხვდი

lasha naxucrishvili
6 years ago

კუადრადო და სანდრო იმენა ძალით ამოაგდო ფორმიდან ტიპმა რა გეგონება პირველად თამაშობენ იუვეშიო :loool: უკვე მერამდენე თამაშია სულ ერთი ფლანგიდან ვუტევთ ამას მხოლოდ მე ვამჩნევ ?

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ისე შეიძლება სტურაროსგან კარგი ფლანგის მცველის გამოთლაც.

Di Francesco # 1
6 years ago

რეალისტი
მე არ მომწონს ალეგრის იუვეს ფეხბურთი, ხო მაქვს უფლება? ეს იუვე იმ ფეხბურთს არ თამასობს რა ფეხბურთსაც მე ვქომაგობ, ემოცია არ მოდის ჩემთვის ამ თამაშით, არ მჯერა რო ბენატია იმიტო თამასობს რო გულშემატკივარი გაახაროს, შეიძლება მე ვცდები

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ახლა შენ გინდა მოგვატყუო რომ იუვე-სპორტინგ უყურებ? ფლაშსკორის მიხედვით გვიქადაგებ ხომ აქ?

Di Francesco # 1
6 years ago

რამდენჯერ დავწერე აქ მარჯვენა მცველს ხალხი იმიტო თვლის ევროპის ერთერთ საუკეთესო მცველად რო შეტევაში კარგად თამაშობსთქვა, ამ შეცდომის გამო არ მინდა სანდროზე რამე ცუდი ვთქვა, მართლა არის ერთერთი წამყვანი მცველი ევროპაში მარა მინუსიც ბევრი აქვს და უნდა გამოასწოროს როცა აქვს ამბიცია იუვეში თამაშზე

forza bianconeri
6 years ago

კი ჩაწოდებები პასი და დარტყმაც მაგარი აქვს სანდროს მარა არ იცის დაცვა და არ გამოსდის რა :blin:

Di Francesco # 1
6 years ago

რეალისტი
ხო მილანი მერვე ადგილზე მე გამყავდა :lool:

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ტრაპატონი-ლიპის დროსაც გადიოდა იუვე 8 ე ადგილზე

Vega
6 years ago

დიბო და ჭკვიანიჩის იმედი მაქვს დღეს მხოლოდ. :forza: :forza: :forza: :forza:

Vega
6 years ago

ჭკვიანიჩიიიიიიიი :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ბიჭებო დამშვიდით მოვიგებთ.

forza bianconeri
6 years ago

მირალეეემ :love: :love: ჯარიმების საუკეთესო შემსრულებელი :forza:

Di Francesco # 1
6 years ago

აგერ პიანიჩმა გაიტანა გოლი და ვიღაცის თვალში ალეგრი მაღალი დონის ტრეინერად ისევ რჩება :chuvak:

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

კრისტალ პალასტან მაინც არასდროს წააგებს

maradona73
6 years ago

ცენტრის დაჭერა უჭირთ უკვე ყველასთან.

ალბათ სჯობია 3 საყრდენზე გადავიდნენ და პახოდუ ბეტანკური ძირითადის იგროკი გახდეს.

juveloveyou
juveloveyou
6 years ago

იუვეს დიდი სიყვარულის და მიუხედავად ჩემი ნება რომ იყოს იტალიურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე არ ვათამაშებდი უბრალოდ მაგრად ირცხვენენ სახელს, იმ ძველ სახელს რაც ქონდათ თორე ეხლა ყველა გაფარჩაკებულია

CM8
CM8
6 years ago

მგონი ალეგრის შემცვლელზე ფიქრი უნდა დავიწყოთ :დ

Vega
6 years ago
Reply to  CM8

maრტო ალეგრის?

Vega
6 years ago

maradona73 says:

სასტავს აყენებს არასწორად მარტო? ტვინი აქვს ამას გადაბრუნებული მე ამის მომთრევის… ამის ტაქტიკასაც გავკარი. რას შეიდო ეს ბენატია და ცხენდო ტო

maradona73
6 years ago
Reply to  Vega

ბენატიას თავით თამაში მოსწონს ალბათ სტანდარტულებზე, თორემ სხვა არაფერი პლიუსი არ აქვს მაგას.

Di Francesco # 1
6 years ago

არ არსებობს ევროპაში თავმოყვარე კლუბი რომელიც ყოველ თამაშში ცვლის ცენტრალური დაცვის დუეტს, ეტყობა ეძებს ოპტიმალურ ვარიანტს და ევროპა ლიგისთვის მიაგნებს, ბენატია – ჰიოვედესი აქვს გეგმაში მარა ჯერ მაინც ტესტავს :lool:

Vega
6 years ago

ფინალისთვის ინახავს რაღაც გეგმებს ძმაო. ეს რა ალეგრი იქნება რამე ხიტრობა არ ქონდეს ჩაფიქრებული :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
283
0
Would love your thoughts, please comment.x