ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა:”შეცდომები გაავანალიზეთ”

სამი ხედირა აწ უკვე გასრულებულსა და მოახლოებულ დაპირისპირებებზე:

“რამდენიმე კვირამ რთულად გაიარა, მაგრამ საბედნიეროდ ახლა ტკივილი აღარ მაწუხებს და მზად ვარ პარტნიორების დასახმარებლად.

როგორც ყოველი მატჩის შემდგომ, ახლაც ვისაუბრეთ ჩვენი მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე.. შევამჩნიეთ, რომ მეორე ნახევარში დაცვის ხაზში უფრო მეტი შეცდომა დავუშვით ვიდრე პირველ 45 წუთში.. ახლა მოგვიწევს ვიმუშაოთ კონცენტრირებაზე თამაშის დროს..

ბუნებრივია უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში ქულების დაკარგვა დასანანი ფაქტია.. ატალანტა და ლაციო ის ორ კლუბია, რომლებიც მუდმივად პრესინგის ქვეშ უნდა ამყოფო. როგორც კი მოდუნდები, ისინი ამას არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებენ.

ნაპოლი და ინტერი ჩინებულ კონდიციებში იმყოფებიან.. ორივე მათგანს დიდებული თავკაცი ჰყავს.. არ მოგვწონს ის ფაქტი, რომ ნეაპოლელები 5 ქულით გვისწრებენ, მაგრამ ახლო წარსულს ვინც გადახედავს, მიხვდება რომ იუვეს ჩამოწერა ჯერ ნაადრევია.

სპორტინგმა დაგვანახა, რომ სამ ქულას იოლად არ დათმობს.. თან ისინი ხომ პორტუგალიელები არიან.. ბურთთან ყოფნა უყვართ.. ამიტომ ყურადღებით ვითამაშებთ და განსაკუთრებით პირველ წუთებში. ლისაბონის შეხვედრა და სხვა საშინაო მატჩები გადამწყვეტი იქნება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

იჩქარა ალეგრიმ ამის დაყენება თან კარგად არ ჰქონდა მოშუშებული ტრავმა მითუმეტეს სამ ნახევარმცველიან ტაქტიკაში სანამ მარკიზიო არ დაბრუნდება მანამდე 4-3-3ზე გადასვლა არც ღირს

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

იჩქარა ალეგრიმ ამის დაყენება თან კარგად არ ჰქონდა მოშუშებული ტრავმა მითუმეტეს სამ ნახევარმცველიან ტაქტიკაში სანამ მარკიზიო არ დაბრუნდება მანამდე 4-3-3ზე გადასვლა არც ღირს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x