ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა:”იუვენტუსი არ იმყოფება კრიზისში”

ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა გამორიცხავს მოსაზრებას, თითქოს იუვენტუსი კრიზისში იმყოფება:

“კლუბი გუნდის ვარჯიშებს ყოველდღიურად ესწრება.. ვფიქრობ, ნორმალურია როდესაც ყოველი ჩვენთაგანი ფეხბურთელებთან აზრს ცვლის.. მაგრამ კრიზისზე საუბარი ზედმეტია.

შარშანდელ პერიოდთან შედარებით ახლა ორი ბურთით მეტი გვაქვს გაშვებული, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მეტი გავიტანეთ.. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეტევაში იუვენტუსი შარშანდელთან შედარებით მეტად ძლიერია, მაგრამ უკანა ხაზში მცირე კორექტირებები აუცილებელია. გუნდს დაცვაში უფრო მეტი ყურადღებით მოუწევს ასპარეზობა.

სპორტინგთან შეხვედრაში ახალწვეულები სასტარტოს მიღმა დარჩნენ? ჩვენ ფეხბურთელებს ვიფორმებთ არა იმისათვის, რომ მომენტალურად მინდორზე იყვნენ, არამედ მომავალი გეგმებისთვის. ფედერიკო ბერნარდესკი ახლა ჯერ კიდევ 24 წლისაც არ არის. გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ მოთამაშე 26-27 წლისთვის არის ბოლომდე მზად საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ ამ შემადგენლობამ მოიგო იტალიაში ყველაფერი რაც შეიძლებოდა და იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალში”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sturaros movut/y/an dedist/raki, xo gaiget?
sturaros movut/y/an dedist/raki, xo gaiget?
6 years ago

sturaros moyvanistbis dedas gagineb sul!

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x