ალეგრი:”ჩემმა ბიჭებმა ქება დაიმსახურეს!”
გთავაზობთ შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომ კომენტარს:
“ბიჭები შექებას იმსახურებენ, რადგან დღეს გამარჯვება საკმაოდ რთულ პირობებში მოვიპოვეთ.. ფეხბურთელებმა მსაჯის რიგ გადაწყვეტილებებზე საკუთარი რეაქცია გამოავლინეს, რომელიც საუკეთესო კუთხით იქნა დემონსტირებული!
ეს არის ფეხბურთი, სადაც რიგ ეპიზოდებში შეიძლება უბრალოდ არ გაგიმართლოს და დამარცხდე.. კურიოზულია ის ფაქტი, რომ უკანასკნელი შეხვედრებიდან სწორედ სპორტინგთან ვითამაშეთ ყველაზე ცუდად, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ..
დღეს ბევრი მომენტი გვქონდა და თავი არ შეგვირცხვენია.. გუნდი თამაშში ბოლომდე ჩართული იყო.. მეორეს მხრივ უკანასკნელ ოთხ მატჩში 7 ბურთი გავუშვით და სამუშაო როგორც წინ ასევე დაცვაშიც ბევრი გვაქვს.
სამი ხედირა უმატებს.. რაც უფრო მეტ დროს ატარებს მინდორზე, მით უფრო სახიფათო ხდება მეტოქისთვის.. გერმანელი ნაყოფიერია, როგორც ორ ნახევარმცველია მოდულში, ასევე სამშიც, როდესაც პერიოდულად ფორვარდის როლში გვევლინება.. მან მსგავსად პიანიჩისა, მნიშვნელოვნად მოუმატა!
ვერ ვხედავ პრობლემას, რომ მარიო სპალთან არ იასპარეზებს.. მისთვის მაინც დასვენების საშუალება უნდა მიმეცა.
თავის მხრივ არ არის გამორიცხული დისკვალიფიკაციის გამო ტურინელებთან შეხვედრა ლეონარდო ბონუჩიმ გამოტოვოს:
“ლეომ ტურინში შვიდი წელი გაატარა და აქ ნაყოფიერი პროგრესი განიცადა.. მისი გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს. იუვეში ახლა არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ირიცხება და უმჯობესია კონცენტრირება ამაზე მოხდეს.. თუმცა, გამიხარდება თუ მას მინდორზე ვიხილავთ.. ყოველთვის საინტერესოა ორი ძლიერი გუნდის ხილვა, სრული შემადგენლობით”.
გოოოოლ.ორგ ზე იქნება
იმედია ლეო ითამაშებს იუვეს წინააღმდეგ, ალეგრის რაღაც სიურპრიზი აქ გაგეთებული მისთვის ფორცა იუვეე
თამაშის ჩანაწერი სად შეიძლება ვნახო ხომ ვერ მეტყვით ან ლინკი დადეთ რა გუშინ ვერ ვუყურე მადლობა წინასწარ.
გოოოოლ.ორგ ზე იქნება