ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იგუაინი:”ეს ბედისწერა იყო”

გონსალო იგუაინი ფორმაშია! ამას მისი ბოლოდროინდელი შედეგიანობა გვიმტკიცებს:

“როდესაც სპალთან გოლი აღვნიშნე, გავიფიქრე რომ ეს ბედისწერა იყო! მე-100 გოლი სან სიროზე! დიახ, ახლა უკვე 101!

მართალია მილანმა უფრო ძლიერად დაიწყო, მაგრამ ჩვენს მიერ გატანილმა ბურთმა თამაში სასურველი მიმართულებით წაიყვანა. ვფიქრობ, გამარჯვება სრულიად დამსახურებულია.

მწვრთნელმა გვითხრა, რომ სან სიროზე მატჩი 90 წუთი გრძელდება და ამაში იგი სრულიად მართალია.. შედეგად პირველი წამიდან ბოლო წამამდე კონცენტრირებულები ვიყავით და ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ დავუშვით შეცდომა, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა.

ახლა დროა ძალების რეაბილიტირება მოვახდინოთ და ჩემპიონთა ლიგას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ”.

116 thoughts on “იგუაინი:”ეს ბედისწერა იყო”

    1. მაგას სერია ა ში კი არა საქ ჩემპიონატშიც არაფერი ესაქმება. როგორ მინდოდა შარშან პერუჯა გადმოსულიყო .

  1. წელს მგონი ყველა რეკორდს ამყარებს . ნაპოლის და ლაციოს ისტორიაში საუკეტესო სტარტი აქვთ, იუვეს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, აქამდე რომ არ გაუტანია პირველ 11 ტურში , ინტერს მგონი ბოლო 15 წლის საუკეთესო სეზონი აქვს . გამოდის ყველა კარგად თამაშობს, ან ზედა 6 გუნდი ძალიან გაძლიერდა, უფრო კი დანარჩენი გუნდების სისუსტე მგონია, პირველ სამ გუნდს იმდენი გოლი აქვს გატანილი , რამდენიც ბოლო 10 გუნდს , რაც არ არის კარგი ჩემპიონატისთვის . ბოლო 6-7 გუნდი ძალიან სუსტია ,ამიტომ სერია ა-ს ძალა ლიგაზე გამოცნდება . სხვათაშორის არც ლიგაზე და არც ევროპალიგაზე ა გვაქვს ცუდი შედეგები , თუმცა მაინც არ მაქვს დიდი იმედი იტალიური გუნდების .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.