ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ესპანური პრესა: “იუვენტუსი” დიბალას ახალ კონტრაქტს უფორმებს

642416282-paulo-dybala-of-juventus-greets-supporters-gettyimages-1488287913-800

“იუვე” მზადაა დიბალას 11 მილიონი გადაუხადოს…

El Gol Digital – ის მტკიცებით, “იუვენტუსი”მზადაა დიბალას 11 მილიონი ევრო დაუნიშნოს ხელფასად, რაც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს “იუვეში”. ასევე არის საუბარი კლაუსულაზე – ახალი არაა “ბარსას” და “რეალის” დაინტერესება დიბალათი, კლუბს კი მისი შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი, ამიტომ გამოსყიდვის უფლება ნებისმიერ მსურველს 230 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც კლუბის აზრით დააფრთხობს მსურველებს. ეს 8 მილიონით მეტია იმ თანხაზე, რაც ნეიმარში გადაიხადა პსჟ-მ. ძნელი სავარაუდოა სხვა ევროპული კლუბები წავიდნენ ასეთ გარიგებაზე.

137 thoughts on “ესპანური პრესა: “იუვენტუსი” დიბალას ახალ კონტრაქტს უფორმებს

  1. 1 იუვე,

    ჰო ეგ მაგარი იცის ისეთ დროს დასვამს იგროკს ზამენაზე როცა ფორმაშია, ეს ეტყობა ალეგრის ,,ტაქტიკაა” , სანდროსაც აურია თავგზა ამდენი ცვლილებით ამოაგდო ტიპი ფორმიდან არადა ტიპი ისეთ ასაკშია კვირაში 2 თამაშს თავისუფლად უნდა თამაშობდეს. ან საიდან მოაფიქრდა დე შილიოს დაყენება ტიპმა როდის ითამაშა ბოლოს ახსოვს? ან ეს კვადრატა არაა ძირითადის იგროკი, ან ცხენდო რითია მატუიდზე მეტი? მაგრამ ალეგრი მაინც მართალია :) ზოგიერთების ლოგიკა.

  2. გუშინ იუვემ ითამაშა ფრეზე… გოლის მერე დრო გაყავდათ, მაშინ როცა უკვე ფსიქოლოგიური მომენტი მათ მხარეს იყო და დროც საკმარისი იყო რომ შეეტიათ და მოეგოთ თამაში… აი უეჭველი ფრე უნდოდათ და შეასრულეს…

    დიბალამ მემგონი კიდე უკმაყოფილო დატოვა მინდორი და რაღაცეებს ამბობდა რომ შეცვალეს, უკვე მოედანს მიღმა, ვიღაცას ელაპარაკებოდა. და მინდორიც ნელა ნელა დატოვა, არ მგონია ეგ ცვლილება ალეგრის დროის გაყვანის მიზნით გაეკეთებინა, ისე ნელა გავიდა დიბა.
    მოკლედ ალეგრის ავტორიტეტს მაგრად ლახავს ეგ თავხედი ბავშვი, ალეგრის მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მის მხარეზე ვარ… სანამ მწვრთნელია მანამდე უნდა დააფასოს ფეხბურთელებმა მინიმუმ და ეგ მისი დიდი პრობლემაა რომ ლაწირაკი ამას უბედავს.
    მსგავსი რაღაცის გამო დავკარგეთ ბონი და დანი (ორივე გასული სეზონის სიმბოლურში მოხვდა ) და წელს რომ გვყავდეს ეგ ორი კაცი და ეს ნახევრადაცვა, მთავარი ფავორიტი ვიქნებოდით.

    და დავკარგეთ რატომ იმიტომ რომკ ალეგრიმ ვერ დაუყენა პალაჟენია და მოიშორა. მოშორება და გაგდება ადვილია, მწვრთნელმა რაღაც უნდა შეძლოს მეტი რომ არ გაუბედონ.

    ახლა დიბის ეს გამოხტომებიც არ მომწონს, ამასაც გაუშვებენ იმიტომ რომ ალეგრის ასე ექცევა. და ალეგრის არ უნდა გადააყოლონ ეს ხალხი, იმიტომ რომ ალეგრისაც გააგდებენ ერთ მშვენიერ დღეს (არაა გამორიცხული ამ სეზონის ბოლოსვე) და იკარგება კაი ხალხი იმიტომ რომ მწვრთნელი ვერ დგას მოწოდების სიმაღელზე.

    არადა დიბი უზრდელია, ალეგრის ბრალი არაა ეგ… თუმცა როცა ერთი, მეორე, მესამე გაუბედავს, ესეიგი უკვე პრობლემა მწვრთნელშია და არა კონკრეტული ფეხბურთელი თავხედობაში.

    მოკლედ ალეგრი მაინც წამსვლელია და მე დიბალას დაკარგვა არ მინდა მასთან კონფლიქტის გამო. ისევე როგორც ბონუჩი კიარ წავიდა, გააგდეს. თუმცა ისეიც ფაქტია, რომ ლიგის ფინალში გასახდელში რაღაც მოხდა და ბუნტისთავები გაუშვეს.

  3. ხედირას ბანძ გუნდთან სამი გოლი გაუვარდა და თავი მესი გონია. კონტემ მაჩანჩალა ყარაბახს მოუგო და ლიგის ფავორიტიამ by 1juve

  4. 1 იუვე და მისი დემაგოგობა ფორმაშია. კონტე გაინახა გუშინ და იმის ნაცვლად რომ მასზე რამე თქვას ისევ ალეგრის მისდგა . :)))

    1. კონტემ მერე ვისთან წააგო? :lool: შენ რო იძახოდი რაის მწვრთვნელიო და მე რო გეუბნებოდი იტალიის მომავალია მაგ კაცი იმასთან არ წააგო? :lool: სიმეონესთან წააგო თუ მაურინიოსთან?
      შენ ფეხბურთის აზრზე რო იყო ცოტათი მაინც მიხვდებოდი რო ჩელსი რომას აჩუქებდა 3 ქულას და ორივე გუნდი გაინაღდებდა ჯგუფიდან გასვლას, ყველამ იცოდა გუშინ რო რომა ერთიანი იყო

  5. 1 იუვე შენ გახასითებს რადიკალური პოზიცია ყველა საკითხზე მაგრამ ხშირად გეთანხმები.ხდება ისეც რომ აბსოლიტურად განსხვავებული აზრი მაქვს.მაგრამ მანჯუკიჩი სისტემურად ფლანგის მოთამაშედ დაცინვაა უკვე

    1. არაუშავს, ყველაფერ სიმართლეს იუვეს ირგვლივ მე კიარა ალეგრიც ვერ იტყვის :chuvak: იმას მაგალითად გონია რო მანჯუკიჩის და კვადრადოს სულ თამაში მომგებიანია გუნდისთვის, არადა გუშინ იუვეს რო წაეგო დიდი ალბათობით ჯგუფში ჩავრჩებოდით და ის თამასი რო წასაგები იყო ხო ფაქტია? შედეგი არ ცვლის თამაშის ხარისხს, იუვემ ის თამაში ჩააგდო და მაგაში ალეგრის დაყენებული სასტავი იყო დამნაშავე, კაი მე ბერნა მომწონს და მის დაყენებას ვითხოვ სასტავში მარა კოშტა რატო არ დააყენა? კვადრადო რითი ჯობია ან მანჯუკიჩი? ან ხედირა რითი ჯობია თუნდაც ბენტაკურს? არ ვქომაგობ მე ბენტაკურს და არ გადავრეულვარ მისი თამაშით, თუმცა წელს საუკეთესო ნახევარმცველი ამ დრომდე ბენტაკურია, ერთნაირი სტაბილურობით ყველა იმ ფუნქციას, რაც ნახევარმცველს ევალება, მარტო ბენტაკურმა გაართვა თავი

  6. ხო ხედირა სად დაბოდიალობს თვითონ არ აცის, 3 გოლი გაუვარდა მაჩანჩალა გუნდთან და მესი გონია თავი :lool: პირველ გოლზე შეამჩნიეთ როგორ აკვირდებოდა სიტოაციას? ეტყობა მსაჯობას აპირებს მომავალში, იდეალური პოზიცია ქონდა შერჩეული, ზუსტად აკონტროლებდა იქედან სათამაშო ეპიცენტრს, ნახეთ პირველი გოლის ვიდეო, როგორი მშვიდი სახით აკვირდება შორიახლოს მსგარი, იუვენტუსის კარში გატანილ გოლს, ვითომ მე მევალებოდა გადმოვარდნილ ბურთზე თამაში, საჯარიმოს წინ გადმოვარდნილ ბურთზე პირველი მოწინააღმდეგის გუნდის ფეხბურთელი რო თამაშობს, ეს ნიშნავს რო ამ გუნდს საყრდენი ნახევარმცველი არ ყავს, 2X2=4_ს ესაა მაგი ფეხბურთში.

    დე შიილიოს კიდე სასტავში თუ უპირებდა თამაშს, მილანთან რატო არ მისცა სათამაშო პრაქტიკა? კოლინიჩს და ბორინის ვერ გააჩერებდა და მანდამაინც ლიხშტაინერი უნდა დაეყენებინა იმ ვარსკვლავურ შეტევასთან?

    რუგანი კიდე როცა შევა ფორმაში მანდაიამნც მაშინ რატო სვამს სკამზე? ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს მწვრთვნელი რომელიც ყოველ თამაშში ცვლის დაცვის 2 მოთამაშეს, მეკარის მერე ყველაზე სტაბილური პოზიციას დაცვის ცენტრია და ჯობდა ბენატია – ბენატია, 2 ბენატია მოეყვანა და ის 2 სტაბილურად დაეყენებინა ცენტრში, ვიდრე ასე ყოველ თამაშში ეცვალა ფეხბურთელები.

    პიანიჩს კიდე ნუ ავალებენ დაცვაში თამაშს, მაინც ვერაფერს აკეთებს და ტყუილად ნუ ღლიან, ის ენერგია შეტევეას მოახმაროს ჯობია, არაა აუცილებელი ჩამოვიდეს ჩვენს საჯარიმოსთან, მაინც ვერაფერს აკეთებს.

  7. გუშინდელი ფრე ნამდვილად აქტივია ჩემი აზრით ცინიკური იყო იუვე და შედეგი დაიდო სეზონის ამ ეტეპზე ნორმალურია იუვესგან ეს ისტორიულად ასე იყო სულ.ასეთი სტილი აქვს იუვეს.არც მე მინდა საშვალო გუნდებს გადვუაროთ და გრანდებთან ტაქტიკა იცვლებოდეს და მუდმივად მეორე ნომრად ვთამაშობდეთ

  8. მანჯუკიჩი ფორვარდის გარდა სხვა პოზიციაზე ისეთივე ცუდი საყურებელია როგორც როგორც ხედირა გამთამაშებლად ან პიანიჩი სუფთა ჩამშლელად.1 დიბალა ფორვარდად,იგუსთანერთად2პიანიჩი ფლეიმეიქერად3მარცხნივ კოსტა4რუგანი სასტავში5კვადრადო ბერნარდესკის თანაბარი დრო და ბოლოს ტაქტიკა 4-2-1-2. ასე იუვე ყველა ტურნირზე ფავორიტი იქნება,ასეთი რეურსი გუნდს 2006 მერე არ ქონია

  9. imereli
    იტალიაში იუვემ შექმნა მისგან ისეთი ფიგურა რომლისაც ეშინიათ პატარა გუნდებს და მის ფეხბურთელებს, ლიგაზე კიდე უმეტესი გუნდის ფეხბურთელებმა შეიძლება არც იციან ვინაა დიბალა, არ მგონია ბევრი უყურებდეს სერია ა_ს და ინტერესდებოდეს რას შვება დიბალა სპალთან.
    ლიგაზე დიბალას იმის ნახევარ არ უთამაშა რასაც სერია ა_ში აკეთებს, წელს კიდე ათიანი რაც მიიღო მის მერე აშკარად მოუკლო, შარშანდელი დიბალა მახსოვს უკან ჩამოდიოდა და ბურთი მაგას აქონდა შემტევებამდე, წელს კიდე მარტო პიანიჩზეა გუნდი დამოკიდებული მაგ მხრივ და ზოგჯერ კვადრადო – მანჯუკიჩი თუ წაიფაფხურებს და ნორმალურ შეტევას წამოიწყებენ.

    ზოგი კი ხალისობს და უხარიათ ალეგრიმ რო თქვა მაჯუკიჩზე ყველგან შეუძლია თამაში გარდა კარში დგომისაო, მარა მაგარი არასერიოზული ნათქვამი გამოუვიდა და არაპროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი, რაცარუნდა უნივერსალი მოთამაშე იყოს, 31 წლის კაცს რომელსაც მელი ცხოვრება ცენტრფოვარდად აქვს ნათამაშები, პოზიცია არუნდა შეუცვალო და გუნდის თამაში მასზე არუნდა ააწყო, სეზონში 1-2 შეხვედრაში შეიძლება გამოიყენო მისი უნივერსალობა, მარა მთელი წლების მანძილზე მანჯუკიჩის მარცხენა ნახევარმცველობა არის უაზრობა და მაგას მარტო ალეგრი თუ მოიფიქრებდა, მითუმეტეს მაშინ როცა სკამზე კოსტა და ბერნარდესკი ზის, 18 წლის მბაპე თუ გადავიდა პსჟ_ში და დიმარიები, მოურები და პასტორეები დასვა სკამზე, 23 ბერნარდესკის რა შეამჩნია ამნაირი ბავშვური რო ფაფხურა კვადრადოს და სხვა პოზიციაზე მოთამაშე მანჯუკიჩს რო ვერ უბედავს სკამზე დასმას ბერნას გამო.

  10. წელს ჩემპ. ლიგის მოგება რამდენად მნკშვნელოვანია:
    1.გუნდისთვის ფინალის კომპლექსის მოსახსნელად რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ცხადია და ყოველ წელს ასეა.
    2.ჯიჯი აღარ წავა და კიდე ერთი სეზონი ვუყურებთ ლეგენდას
    3.როცა წავა ლიგის ტიტულიც ექნება და კიდევ უფრო ცხადი იქნება მისი პირველობა
    4.კიელინი ისედაც ლეგანდაა და ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველი მაგრამ ამ ჩემპიონობით(როცა “პაძელნიკის” გარეშე დარჩენილი მარტო უძღვება დაცვის ხაზს) ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება და გაიმყარებს ადგილს ისტორიაში საუკეთესოების გვერდით
    5.ალეგრიც თითქმის ანალოგიურად, ოღონდ მწვრთნელის თემაში
    6.იგუაინის ნამსი გატყდება, დაუმტკიცებს ყველას ყველაფერს(მითუმეტეს მნიშვნელოვან გოლებს თუ ეგ გაიტანს, მათ შორის ფინალში)
    7.ბონუჩისთვის და მისნაირებისთვის ხო ძალიან კარგ გაკვეთილად გამოდგება.
    8.ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რუგანი, ბენტანკური, ბერნარდესკი უფრო თავდაჯერებულები გახდებიან და დიბალასთვისაც ფსიქოლოგიურად დიდი პლუსი და მოტივატორი იქნება რომ აქ დარჩეს და შექმნას ისტორია იუვეში კიდევ მეტი გამარჯვებებით…

    მოკლედ წელს ლიგა თუ მოვიგეთ, სერია ა ნაპოლიმ რომ წაიღოს, იტალიის თასი რომამ, ინტერმა რომ ტურინში მოგვიგოს და ბომბარდირიც იკარდი რომ გახდეს მაინც ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი იქნება რაც გამახსენდება დროის შემდეგ

  11. აი, ტოტალიზატორთა გულისცემა იგრძნობა, თანაც აშკარად დიდ ფეხბურთშიც კი… ძალიან გულიმწყდება რომ ასე იქცევიან. ფაქტია და ვიცოდი კიდეც იუვე არ მოიგებდა, 2 ქონდა კუში და მთელ საფეხბურთო სამყაროს იუვეს მოგება ეწერა…

    1. დაჟე გოლი რომ გავუშვით არც მინერვიულია იმდენად მიგრძნობდა გული რომ უეჭველად ფრე მორჩებოდა. უფრო მეტიც თამაშის დაწყებამდე ვეუბნებოდი ყველას რომ 1-1 იყო ყველაზე მეტად მოსალოდნელი. იკითხებოდა ასეთი თამაში და ასეთი ანგარიში რო იქნებოდა

    2. ეგ იმიტო ძმაო რო არ იციან როგორ ითამაჰონ იუვე ვერ მოიგო მაგრამ მე მოვიგე იუვეს მოგებით ახლა იმან იმტვრიოს თავი ვინც თამაჰობს ტოტალიზატორს რა პოზიცია მედო იუვეს სასარგებლოდ ისე მაქ ძმაო მეტი არ დაწერო რას გირგრძონბს გული თუ მოგებას მაჰინ კი

  12. პოზიცია არის არასწორად შერჩეული ეს თვალშისაცემია უკვე.ფორვარდია დიბალა და ეს დოგმატური ტაქტიკა სადაც მოედანზე ერთი ფორვარდია ნაგავია.ისეთი სასტავი გვყავს ერთი ფორვარდით თამში თვითგვემაა

    1. ფეხბურთზე არ მქონია ლაპარაკი ძმაო მე თუ მწერ ტოტალიზატური ვიგულისხმე ფეხბურთს მჰვენივრად თამაჰობონ და სულაც არაა ცუდი ჰედეგი იქ ნიჩია მე პროსტა იმას ვამბო იუვემ ვერ მოიგო და წავაგე ბილეთი არის არ ცოდნა თამაჰის წესიბის ტოტალიზატორი მე მოვიგე იუვემ ითამაჰა ნიჩია მე კი იუვეს მოგებით მოვიგე თუ ვერ ხვდებით რა პოზიცია მედო გეტყვით იუვე რო მოიგებდა ერთერთ ტაიმს და მეორე ტაიმი იუვემ მოიგო

  13. Davit83
    ალბათ რაღაც სწორად არ ავხსენი :) გეთანხმები. იმის თქმა მინდოდა რო მანჯუ უნდა გაეყვანა და კუადრადო დაგლასა ფლანგებზე თქო ამან კიდე კუადრადო პირიქით ქვემოთ დაწია :| დე შილიოს ნაცვლად შეილებოდა რუგანის დაყენება მაგ დარჩენილ წუთებზე.სადაც სტურაროს აყენებს თავდასხმაში და დაცვაში, ცენტრალური მცველის ფლანგზე დაყენება ვერ უნდა გარისკო ? ბებერ ბარძალისაც კი აყენებს ხოლმე ხოდა თუ ასე ძაან უნდოდა დე შილიოს გაყვანა რუგანი უნდა შემოეგდო მარა ნიჩიაზე ძაან კმაყოფილები იყვნენ და ჰა :lool:

    1. აი თუ გინდათ დამცინეთ და დიბალა თამაშის სტილით არის უკმაყოფილო ასეთი ფეხბურთელი როა მოედანზე პასაობები უნდა ეძრობოდეს.დაბალი რითმი ზოგს არ ევასება მაგი ალვეშმაც თქვა.სადაც ჩვენ მივხვდირ რა ტუპოი სტილს უბერავდნენ იქ დიბალაც მოწვავდა მაგას.და თამაში თუ გაიყიდა აი მაშინ ხო საერთოდ მუღამი შეილება დაგეკარგოს გაყიდული თამაშების მომხრე თუ არ ხარ.მე რუ იუვეს ფანი არ ვყოფილიყავი პირველ 15 წუთშივე გავთიშავდი და რომა ჩელსის ვუყურებდი!

  14. დიბალა ჯერ კიდევ მოზარდია,ვერ იზრდება მესივით სწრაფად )) მაგრამ მისი მომავალი ჯერ წინაა, ერთორ წელიწადში მაგარი იგროკი დადგება. ახლა ცოტას ნერვიულობს, ახალი 10-იანი, სასტარტო აღმაფრენა და ვერ გაუძლო ნერვებმა)) მარა წელსაც ბევრჯერ აფეთქდება, იმედია გაზაფხულის ბოლოს უფრო ))

  15. თამაში საშინლად არ მომეწონა. გვაჯობეს რეალურად და გაგვიმართლა რო აე წავაგეთთორე არამგონია გავსულიყავით მერე.

    მარა რამდენინე კითხვა მაწვს კუადრადოსგან რო მაგარი მარჯვენა მხველი შეილება დადგეს არ ამჩნევენ ძალით?
    კიდე საშინელ ფორნაშია მაბძუკიჩი და რატო იყო 90 წუთი არ არის აზსნა.
    და კიდრვ თუ გუნდი ინ თამაშებში სადაც რუგანი დგას იგებს და გოლს არ უშვებს და როცა არ დგას პირიქით , მაზოხისტია ალეგრი თუ რატო აღარ აყენებს? ვერ გავიე მართლა. რამე შეცსომა დაუშვა მილანთან? აშკარად პრიქით საუკეთესო იყო და ამან სკამზე დააჯინა

  16. ახლა შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს ჩემი კომენტარი,მაგრამ დიბალას აკლია რაღაც,აი თითქოს არასრულფასოვანია,დარტყმის მეტი მე მაგაში არაფერი არ მომწონს,დიბალას საგოლე ან მწვავე პასი(გარდა სტანდარტულებისა) მე არ მინახავს,კაცზეც ვერ მიდის ისე თამამად,არ ვიცი რა,რაღაც აკლია,თორე დიდი პოტენციალი აქვს,აი მაგ კომპონენტებს თუ დახვეწავს მესის დონეზე ავა,მოძრაობები და კარში დარტყმები,ასევე სტანდარტულები ძალიან კარგი აქვს :forza: :forza: :forza:

  17. ნიჩიაზე უთამაშიათ მაინც )) ხო უნდა დატოვონ ინტრიგა, ხასიათზეც ეტყობოდათ. იგუმ ისევ მაგარი შეაგდო. ბარსამაც გატეხა. რომა რამ გააცოფა ))

    1. გეთანხმები ძმა აშკარად ნიჩიაზე ითამაშეს. გოლი რო შევაგდეთ იგუმაც გვარიანად აღნიშნა გოლი სულ არ უჩქარია გუნდს უკან დაბრუნება და მერეც დრო გაყავდათ და ნორმალურად არც შეუტევიათ. აღარ გარისკეს გამოვიდა რაც პირადად მე არ მომეწონა :forza:

      1. ვის მოეწონება ძმა, მარა ასეთი თამაშებიც იქნება, უნდა შევეგუოთ. მთავარია ახლა საქმე გააკეთონ ბოლომდე. იუვე მაინც ბოლომდე იბრძვის ყოველთვის. :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.