ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შიკი:”ტურინელებმა ძალიან გამაბრაზეს”

პატრიკ შიკი იუვენტუსში ჩაშლილ ტრანსფერზე საუბრობს:

“სეზონი დასრულდა და წინ უამრავი არჩევანი მქონდა.. ყველაზე მეტად რომიდან, მილანიდან და ტურინიდან წამოსულმა წინადადებებმა მომხიბლა.. თუმცა, არჩევანი ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე ტურინზე შევაჩერე.. ალბათ იმიტომ რომ იქ თავად პაველ ნედვედი მიძახდა..

სიმართლე გითხრათ თავს უკვე ბიანკონეროდ ვგრძნობდი, მაგრამ საქმე თურმე არცთუ ისე იოლად ყოფილა.. ვიცოდი, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირედი ხარვეზი არსებობდა, რომელიც მალევე გაივლიდა.. დასვენებისთვის შესაბამისი დრო მქონდა და ყველაფერი თავის ადგილზე მოკლე ვადაში დადგებოდა..

ერთ მშვენიერ დღეს აგენტი მეუბნება, რომ ტურინში წასვლა მომიწევს.. დამატებითი სამედიცინო შემოწმებისთვის. ძალიან გავბრაზდი, რადგან იუვე აშკარად აჯანჯლებდა ჩემს ტრანსფერს და პასუხად უარი შევუთვალე.. არ ვაპირებდი არანაირი შემოწმების გავლას! ივლისიც გავიდა და კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომლის თანახმადაც ბებერ ქალბატონში 25 მილიონის სანაცვლოდ მიწევდა გადასვლა ძალა დაკარგა..

დარწმუნებული ვარ ერთ მშვენიერ დღეს დიდი გუნდის რიგებში მაინც ვიასპარეზებ.. რომა კი ამ ეტაპზე იდეალური ადგილია, სადაც შესაბამისი სათამაშო დრო მექნება.. უკვე შემდგომ კი შეიძლება ისეთ გრანდებზე ფიქრი როგორებიც არიან იუნაიტედი, ბარსელონა და რეალი”.

106 thoughts on “შიკი:”ტურინელებმა ძალიან გამაბრაზეს”

  1. მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსის” ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელია. როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, იტალიელი სპეციალისტი “ბებერი ქალბატონის” სათავეში ყველაზე მეტი გამარჯვების შემოქმედია პროცენტული მაჩვენებლით.

    ალეგრის ხელმძღვანელობით “იუვემ” ჩატარებული მატჩების 69.9% მოიგო და ასეთი მაღალი მაჩვენებელი მანამდე არავის დაუფიქსირებია. მეორე ადგილზეა კარკანო, რომლის თავკაცობით ტურინულმა გრანდმა 1930-1935 წლებში თამაშების 68.9% იმარჯვა, ხოლო მესამეზე ანტონიო კონტე – 67.5%.

    თუ გავითვალისწინებთ რა სასტავი ყავდათ ტრაპის და ლიპის ალეგრი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას

      1. გუნდები კი იყვნენ ძლიერები მაგრამ მაშინდელი იუვეს სასტავში რა ხალხი იყო, ჯერ მარტო ბაჯო დელ პიერო ზიდანი დავიდსი ინძაგი დეშამი და ტრეზეგე რად ღირ. პლუს ვიალი რავანელი.

  2. ბიჭებო ლიონის თამაშებს არავინ უყურებთ? მათი 9 იანი დიასი მაგრად მომწონს ,მაგარი მოძრაობა ტექნიკა პასი თუ დარტყმა აქვს. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში,რამდენად გამოდგება არ ვიცი.

      1. რეალი რეალია მაინც ვერაფერში გამოიყენებს ამას და გააფუჭებს და იქნებ მაროტამ დაითრიოს თავისებური გამჭრიახობით

  3. მოიცა კაცს თუ გულის პრობლემები აქვს 30 მილიონი უნდა გადახედა იუვეს? სადაა ლოგიკა.

    თუ პელეა ეს კაცი და ესეთი მა გარია 1 თამაში მაინც რატო არ აქ ჩატარებული რომაში? ნახევარი სეზონი გავიდა და სკამიდან არ წამომდგარა

  4. კაი რა ამხელა ფულს ეგრე ხო არ გადაყრიდნენ ბლიად რეებს ბაზრობს ეს კვერცხი.ისევ ხელახლა უნდა გაიაროს აბა რა და ჩვენ კიდე მაროტაზე ვბრაზდებოდით :blin: ეს ისე ლაპარაკობს გეგონება უფასოდ მოდიოდა მერე რა გამივლიდაო :lool: ამას ეხლა რა ეგონა რას დამცინიანო? :lool: ვაი ამის პატრონს.

  5. ბუფონი – ტურამი-კანავარო-კიელინი-სანდრო – პოგბა-პირლო-ნედვედი – დიბალა-დელპიერო – ტრეზეგე

    მე ამ იუვეს ვნახავდი სიამოვნებით. ნანახი მაქვს და მახსოვს ამ ხალხის თამაში კონკრეტულად იუვეში და ყველა აქ იყო/არის საუკეთესო.

    1. ძამბროტაზე კი გაბრაზებული ვარ მაგრამ სანდროს მაგივრად მაგას დავაყენებდი. ჯერჯერობით სანდრო მასზე უკეთეს თამაშს ვერ აჩვენებს. :forza: :forza: :forza: :forza:

  6. მეც ასე ვიზამდი და ნებისმიერი თავმოყვარე კაციც ასე იზამდა. მაგარი ღკე სიტუაცია შექმნეს ამ ბიჭთან. მოიყვანეს და მერე დააბრუნეს. რატომ ხართ მიკერძოებულები სწორად მოიქცა ეს ბიჭი და რატომაა სალანძღავი

  7. რა ამბიციურია :mrgreen::mrgreen::mrgreen:

    კარგია, რომ არ მოიყვანეს, მაგრამ რომაშიც არ ეწერა ბევრი სათამაშო დრო და მგონი საერთოდ აღარც ექნება, პირდაპირ მიასხა საკუთარ გუნდს (მართალი კი თქვა (იგულისხმა) გრანდი არააო, მაგრამ იმ კლუბზე, სადაც თამაშობ, რა წესია) :lol::lol::lol: რეალი და ბარსა არამგონია ეგრე დაეშვნენ ეს რომ დასჭირდეთ :lool: :lool: :lool:

    1. მე მაინც მოგონილი სტატია ან არასწორად გადათარგმნილი მგონია ეს. მეეჭვება სადაც ახლა არის იმ კლუბზე თქვას მალე დავავხვევ აქედან იუვეშიო

  8. რა ბარსა რეალი სანამ ჯეკო ბუცებს არ დაკიდებს მოედანზე რომშიც არავინ შეასუნინებს ამას

  9. გადავიდა რომაში და უკვე მეორე ხარისხოვან გუნდად ჩათვალა, ჯერ აქ ვიქნები და მერე გრანდებში გადასვლაზე ვიფიქრებო. დაასრულა ამან სიტყვებით რომაული კარიერა…
    ნუ აღარაფერს ვამბობ იუვეზე.

    თუმცა იუვემაც იცოდა ამის პრობლემების შესახებ და მათ შორის ნედვედმაც და უბრალოდ ჯანმრთელობის თემა ფასდაკლების ვარიანტში აგორდა სავარაუდოდ… და ამ ყველაფერს საბოლოოდ ტრანსფერის ჩაშლა მოყვა

  10. დაიწყო კოდალამ ჭიების შეგროვება. და განიწმინდა კლუბები ჩამოწერილი იგროკებისგან. ჩაკ ნორისი ჟირაფი პედრინიო :lool:

  11. Elgpiero10
    აქ გიპასუხებ ძმა) მოკლედ თამაშის ბილეთი 140 ევრო,პლუს გზა,ვიზიარზე თუ დაითრევ საკმაოდ იაფი ღირს ფრენა,ზუსტად არ ვიცი (ვთქვათ 300ლარი) მე გვიან დავგეგმე ეს ყველაფერი და ვიზიარზე ვეღარ ვიყიდე და ცოტა ძვირი დამიჯდა ბილეთი :blin: ნუ დალშე შეანზეა დამოკიდებული რა ხო ხვდები იქ რამდენი დაგჭირდება და როგორ) პროსტა ძააან ძვირია იქ ყველაფერი(

    1. გაიხარე, მადლობა! ნუ დაახლოებით 400 ევროს ამბავია როგორც ვხვდები! შენ კიდე წარმატებები, იმედია 3 ქულას ჩამოიტან საქართველოში :juvee:

  12. ამ ხასიათით ის მიძახდა ამაზე გავბრაზდი არაფელი გამოუვა.ისე კარგი სტილი აქვს რაგაცით დი ვაიოს გავს,ეფექტური იგროკია

  13. 4-3-3 ის კაცი ნამდვილად არ არის ეს და რომაში დიდი დრო არ უწერია,ეს არის ორფორვარდიანი ტაქტიკის კაცი სადაც ცოტა უკნიდან უტევს ,არც ფლანგზე ვარგა და არც 9 იანზე,რომ მიდიოდა სად მიდიოდა ფიქრობდა?

  14. ვაი ამის პატრონს რამის იმედი აქ რომაში რომ ათამაშებენ? 1 სეზონი თუ გაგივარდა რაღაც თავში არ უნდ ააგივარდეს დატეოდა სამპაში ვის რად უნდა ავადმყოფ გულიანი მოთამაშე?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.