ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა!

xXg7OU7nu-E

დღეს “იუვენტუსის” ლეგენდალურ კაპიტანს, ალესანდრო დელ პიეროს 43 წელი შეუსრულდა!

9 ნოემბერი განსაკუთრებული დღეა “იუვენტუსის” ისტორიაში. ამ დღეს დაიბადა ადამიანი, რომელმაც ფეხბურთი შეაყვარა უამრავ გულშემატკივარს. ბევრი მათგანი კი დელ პიეროს გამო გახდა “იუვეს” ქომაგი.  გუნდის სიმბოლო 19 წლის განმავლობაში ემსახურა საყვარელ კლუბს და გაჭირვების ჟამსაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გაიყოლა გუნდის ლიდერები. მისი სიტყვებია: “ნამდვილი კავალერი არასოდეს ტოვებს თავის ქალბატონს”.

პინტურიკიოზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ცნობილი ფეხბურთელების და მწვრთნელების გამონათქვამები ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მის პიროვნებას:

ზიდანი: “ზოგი ამბობს რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მარადონაა, ზოგი – პელე და ა.შ. მე ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ შორის საუკეთესოდ დელ პიეროს ვაღიარებ”.

ტოტი: “მინდა ის სიყვარული მქონდეს რომელიც ალეს აქვს, მე რომის მეფე ვარ ის კი მთელი იტალიის მეფეა”.

მალდინი: “ალექსი სამაგალითოა”.

კლაუდიო რანიერი: “დელ პიერო ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის თავისი საქმე. ის იუვენტუსის სიმბოლო, სული და გულია”.

ჩეზარე მალდინი: ” ბევრ ფეხბურთელს ვავარჯიშებდი, მაგრამ ვერცერთი ვერ მივა დელ პიერომდე”.

იკერ კასილიასი: ,,ბევრად უფრო ადვილია დახატო ახალი მონა ლიზა, ვიდრე შექმნა ახალი დელ პიერო”.

ლიპი: ” ჩემს შვილებსაც კი არ ვენდობი ისე როგორც დელ პიეროს”.

რაიან გიგზი: “ყველაზე მეტად ხავიერ ძანეტის წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა. გუნდი კი… 1990-იანი წლების იუვენტუსი საოცარი გუნდი იყო, ყველაზე რთული მეტოქე. ალესანდრო დელ პიერო საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია, ჩვენ თანატოლები ვართ და მის მთელ კარიერას ვადევნებ თვალს”.

ანჩელოტი: ” ისეთ ფეხბურთელებს როგორიც ის არის, ხშირად ვერ ნახავ, ასეთები ძალიან ცოტაა”.

რონალდინიო: “ალექსი ჩემი კუმირია. ის უკეთესი ჯარიმების ოსტატია ვიდრე მე და ამის აღიარება არ მიჭირს. მას საოცარი დარტყმა აქვს, ტექნიკური და ამოუცნობი. მეკარე რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ მეცოდინებოდა თუ სად უნდა დავმდგარიყავი დელ პიეროს ჯარიმისას”.

მარადონა: “ის ყველაფერს ძალიან მარტივად აკეტებს, ერთ-ერთი ფეხბურთელია რომლის თამაშის ყურებაც სიამოვნებას მანიჭებს”.

ფაბიო კანავარო: ,,ეს არის საუკეთესო პიროვნება ვისაც მთელი ჩემი კარიერის მანძილზე შევხვედრივარ”.

ინძაგი: “ყველა, ვინც დელ პიეროსთან ერთად თამაშობს, ვარსკვლავი და ჩემპიონი ხდება”.

გარი ნევილი: ,,ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. მახსოვს, საოცრად მომატყუა”

ბაჯო: “თუ არსებობს ვინმე, ვინც მე უნდა შემცვალოს ეს არის დელ პიერო”.

რონალდო: “მომეცით დელ პიეროს მაგია და მე გავხდები მარადონაზე უკეთესი”.

რაული: “დელ პიერო- ეს ბრენდია”.

პელე: “დელ პიერო უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც გვაკვირვებს თავისი თამაშით”.

კამორანესი: “ექსტრაორდინალური ფეხბურთელი – მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო”.

ზამბროტა: ” ის რომ დეპ პიერომ ვერ აიღო ოქროს ბურთი შოკში მაგდებს და ტკივილს მიტოვებს”.

შევჩენკო: “ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მაშინებს ისე, როგორც დელ პიერო”.

ადრიანო ჩელენტანო: “დელ პიერო დიდებულია, უფრო მეტია, ვიდრე როკ ფეხბურთელი, მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი დიდი მოთამაშეა. სწორედ ის არის ვისაც გულშემატკივრები მიიჩნევენ თავიანთ კერპად. მომავალშიც მიიღებს აღიარებას ფეხბურთის მოყვარულებისგან იმისათვის რომ გუნდის ერთგული დარჩა”.

ფერგიუსონი: ” მაკვირვებს ის, რომ დელ პიეროს არასდროს არ აუღია ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო”.

მესი: “ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მარადონა და დელ პიერო საუკეთესო ფეხბურთელები არიან მსოფლიოში. დელ პიერო დიდი მოთამაშეა, რომელმაც ყველაფერი მისცა ფეხბურთს, იუვენტუსსა და იტალიას. ჩემთვის მისი თამაშის სტილი ულამაზესი და დახვეწილია. იგი სამაგალითო ადამიანია”.

ბუფონი: ” არაფრის არ მეშინია, როცა მოედანზე ჩვენთან ერთად არის დელ პიერო”.

 

353 thoughts on “დაბადების დღეს გილოცავთ, ლეგენდა!

  1. ბავშვობაში რომ აგებდა იუვე ან იტალია,ან ჩვენი ნაკრები სულ ვტიროდი,რაღა ბავშვობაში,ლამის 18-19 წლის ვიყავი და ცრემლებო მომდიოდა,გულიდან მოდიოდა ეს ყველაფერი,ემოციები მქონდა,არასოდეს არ მიგინებია,მიფურთხებია და გამილანძღავს ის,ვისაც ვქომაგობდი,იმიტომ კი არა რომ გასალანძღები არ იყვნენ,უბრალოდ იმიტომ რომ მეორე-მესამე თამაში რომ მოვიდოდა და გამახარებდნენ მე ჩემი თავის შემრცხვებოდა და ვინანებდი,თამაშიდან თამაშამდე ვცოცხლობდი,იმედით ვუყურებდი რომ დღეს არა ხვალ გამახარებენთქო,დღეს კი…. :blin: :blin: :blin:

      1. ცოლს ეგონა რომ ბავსვების ხმაურზე ვიგნიებოდი და გავძახე ეგენი რა შუაში არიანთქო საქართველოს ნაკრებს ვაგინებ დიდი სიყვარულითქო :lool: :lool: :lool:

  2. დარმიანი რატო არუნდა იყოს საუკეთესო? იტალიის ყველა ასაკობრივი ნაკრებში აქვს ნათამაშები, 23 წლიდან ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, მილანის აკადემიის აღრზდილია, იმ ტორინოს ლიდერი იყო წლების მანძილზე, რომელი ტორინოს მწვრთვნელიც დღეს ნაკრებშიც მუშაობს, სერია ა_ს ერთერთი საუკეთესო მცველია რომელიც დღეს ევროპულ გრანდში თამაშობს, ზუსტადაც დარმიანი უნდა იყოს ლიდერი, აბა ვინ უნდა იყოს ჯორჯინიო თუ ედერი? ეროვნება რო ვერ გაუგია 30 წლის გზააბნეულს

  3. Davit83 : იცი რა არის დღევანდელ ფეხბურთში ძმა ყველაზე ცუდი???მარტო ტაბლოზეა საუბარი და სხვა ყველაფეხი უფასურდება სამწუხაროდ,არადა არსებობს ფეხბურთში და ნებისმიერ სპორტში უიღბლობა,რისგანაც არავინ არაა დაზღვეული,იგივე ლიდსი-ბარსა ვისაც ახსოვს მე არ ვიცი რა დონის ცალკარა იყო,მაგრამ 1-0 მოიგო ლიდსმა,გუშინდელ თამაშს არ ვადარებ,მაგრამ ზოგადად ვამბობ,დღეს ინტერნეტში თუ შეხვედი და ნებისმიერ საიტზე ნახე რომელიმე ძლიერმა გუნდმა წააგო,ვსიო,აფარჩაკებენ მწვრთნელ უწუნებენ.ხელწერას,ტაქტიკას და ა.შ. იგივე გვარდიოლა ტიპს რეები აქვს დადებული და თურმე არ ვარგა,გინდაც მაურინიო,პირადად მე ვერ ვიტან,მაგრამ ძლიერია და რაც გინდა ის თქვი,ან ანჩელოტი,ლიპი(ინტერში გახსოვთ რა საცოდავი იყო,მაგრამ ეგ არ აკნინებს) და ა.შ. ეს ხალხი ერთ თამაშს თუ წააგებენ იწყება მათი გაქილიკება,მისხმა და რავი რა,თითქოს არასოდეს არ უნდა დამარცხდნენ,ძაან გაბანძდა ფეხბურთიც და მისდამი ხედვაც,ხდება ხოლმე რომ აშკარად ძლიერი აგებს სუსტ გუნდთან ხან კარგი ხან ცუდი ფეხბურთით და და რატომაა ტრაგედია?მთავარია ინტენსიური ხასიათი არ მიიღოს თორე ხვალ შვედეთი რომ გავიდეს მუნდიალზე კაციშვილი არ შეიყვანს 10 საუკეთესო გუნდშიც და იტალია ერთ-ერთი ფავორიტი იქნება მაინც სულ რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ …

    1. Getanxmebi 100% magram am tamashamdec vambobdi me lichnad da kidev ufro adrec ventura araa dzlieri. Tipma gamarjveba ar icis ra aris araferi mougia arasdros, rac shexeba gushindel tamash getanxmebi rom shemtxveviti goli gavida magram isic xom faqtia dzalian ert ferovani taqtika rom iyo? Grdzeli pasi mcvelebis ukan da ar gamartla aman. Shemdeg shemovida insinie da ashkarad sxva poziciaze idga. Naxevar dacvasa da tavdasxmas shoris mandzili iyo gacelili. Beloti rom araa formashi yvelam icis da aset principul tamashi ayenebs, el sharavi vabshe ar gamoidzaxa plius amas

  4. დარმიანი მართლაც ყველაზე კარგი იყო გუშინ და რას ერჩით???ასევე კიელომ ითამაშა სუპერ ! ერთ მომენტში არ ვიცი დაინახეთ თუ არა ზედიზედ 5-ჯერ ! გამოიტანა ბურთი თუ თავით და თუ ფეხით …

  5. ასევე მინდა გამოვეხმაურო ნაბიჭ…არ ბერგს,იტალიელები მსახიობები არიანო…ნეტავ ასე მალე დაივიწყეს ამ ….. 2004 წელი მართლაც რომ შოუ დადგეს დანიასთან ერთად???მაგრამ რას იზამ…და ასევე მინდა შევეხო კონტეს თემას,ჯერ ერთი რომ კონტეს ძალიან სუსტი ჯგუფი შეხვდა შესარჩევში თორე მისი ცოდვილობაც გვახსოვს აზერებთან და მალტასთან,ხორვატიასთან იმენა ცალკარა იყო ხორვატების შესრულებით და პლიუს ამისა 2 გუნნდი გადიოდა პირდაპირ და არ ქონდა დიდი მნიშვნელობა,აი დაიმახსოვრეთ თუ გავიდა ეს ნაკრები ნახევარფინალამდე მიაღწევენ …

  6. პირველ რიგში ალეს ვულოცავ თავის დღეს,დიდ ლეგენდას ვინაც სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი იუვეს და არა მარტო იუვეს ისტორიაში…მერე მეორე ამ ვენტურას რომ ლანძღავთ,არაათქო არ ვიტყვი,მაგრამ,არის დიდი მაგრამ…აი რატომ იყო იტალია და ესპანეთი ერთ ჯგუფში,გადახედეთ სხვა გრუპებს და ნახავთ რა ნაკრებებიც იყვნენ განთესილები პირველ ნომრებად,იგივე ესპანეთი რა დამსახურებით იყო,ჩვენს ჯგუფს გადახედეთ,მერე ისლანდიის და აღარ ჩამოვთვლი კიდევ,იტალიამ ყველა მოიგო თითქმის გარდა ესპანეთისა,ან პირიქით იქნებოდა რო რამე და ესპანეთი გავიდოდა მეორეზე,რაც ასევე საწყენი იქნებოდა ფეხბურთისთვის…

    1. მერე მეორე არც შვედეთია ხელწამოსაკრავი გუნდი,მითუმეტეს სახლში თამაშობდნენ და ერთ თამაშში თავს შეაკლავდნენ,თუმცა არც არაფერი მოუმოქმედებიათ რომ არა ის შემთხვევითი გოლი,კარისკენ არ გაუხედავთ,არც იტალიას მოუკლავს თავი მომენტებით,მაგრამ შვედებს სჯობდნენ და მეტი კლასი იგრძნობოდა აშკარად რაც იმედს მიტოვებს მომდევნო თამაშისთვის და მერე მეორე იმას ვიტყვი რომ თუ გავიდა იტალია მსოფლიოზე ნახავთ თუ არ დადონ შედეგი,მთავარია გავიდნენ…

  7. დარმიანი რო საუკეტესოა იმ გუნდის დდშ! იტალია მგონი ვერ გავა. რეალურად 2 გოლი აქვს გასატანი,ჯერ ერტს ტუ გაიტანს საკიტხავია რო დამატებიტში გადაიყვანოს და 2გოლი ისე რომ შვედეთი იჯდეს ხელებ დაწყობილი აი არ მჯერა ამისი! შეილენა 2-1 მორჩეს

  8. Davit83 ბელოტიში არსენალი 80 მილიონს იხდიდა მგონი ამ ზაფხულს და ტორინოს პრეზიდენტმა თავი მოიკლა მესიზე ნაკლები არაა ეგ ბიჭი და თუ გინდათ 100 მილიონი დაყაჭეთო. :) რა სულელია მიეყიდა შემდეგ ზაფხულს 20 მილიონადაც არავინ წაიყვანს იქით რომ ეხვეწო.

    1. დარმიანზე უკეთესად ვინ ითამაშა? საუკეთესო იყო გუშინ, მაურინიო რო იყურებოდა ბეცივით, იქნება დააბრუნოს სასტავში

  9. კაით რა ლუის ალბერტო.ბელოტივით ერთი სეზონი გაუვარდა და უკვე გააღმერთედ.გაისად აღარავის ემახსოვრება ეგ

    1. Ooo luis alberto momaval cels ras itamashebs vnaxavt. Didi veraferi vnaxe me mag fexburtelshi rom gadavirio, tu kidev gaizarda da ganvitarda kidev xo magram… belotic dafrinavda sharshan magram cels ra xvitoc aris vxedavt

  10. Venturaze arafers agar vityvi isedac yvelam yvelaferi icis. Msoflioze aucileblad unda gavidet. Tavis tavze magla unda axtnen da gavidet. Bufoni ar imsaxurebs ase casvlas. Ise ki shvedeti yoveltvis uxerxuli metoqe iyo chventvis magram mjera rom gavalt.

  11. ბუფონი-რუგანი,კულიბალი,კიელინი-ნაინგოლანი,პიანიჩი,ლუის ალბერტო,მილინკოვიჩი,სანდრო-დიბალა,იგუაინი საუკეტესო თერთმეტეულია შეაჯიბრეთ თქვენი სასტავი თუნდაც აიყვანეთ მათგან ვინც გინდათ

  12. ისევ ალეზე დევს პოსტი და ერტი აზრი მომდის თავში ,ალე წავიდა და მორჩა დიდი ეპოქა აღარ იქნება ვარსკვლავები უკვე ისეთი კაშკაშა,თუმცა იქნება გამონათება და ახლა სერია ა-ში გამონათება არის ლუის ალბერტო საუკეტესოა ვინც თამაშობს ისე როგორც ხატავდნენ დიდი ვარსკვლავები.ალესანდრო დელ პიერო …………………………

  13. ისე კი აი ამას ვიხილავდი
    Bufon

    conti bonucci romagnoli chielini

    berna veratti marchiz bonaventura

    balotelli insigne

    dzaan saintereso iqneboda…tumca totti delpieros droidan mouolebuli arasodes resurs ar iyenebdnen bolomde xshirad tvlidnen ro delpiero totti ertad ar sheidzleboda da ase sh…figo gadmowies beckham is yidvis shemdeg mara ar avno ama yvelaferma

    1. Qvemot dacere 3 mcvelian cyobaze. Milanic rom iyenebs da italis nakrebic. 3 mcveliani cyoba rialurad xom 5 mcvelia romlebic naxevar mcvelebsac exmarebian garemarbebis pontshi da 3 (5) mcvelian cyobas naxevar dacvis sisustis gasaneitraleblad iyeneben. Magram aq sxva problemas vxvdebit flangis mcvelebi ramdenad mzad arian mteli flangis chasabareblad. Konti idualuri variantia mag shemtxvevashi xolo florenci ufro xasietis fexburtelad mimachnia stabiluroba aklia.

  14. ==========================================
    == ———– BUFFON —————– ==
    == ———————————— ==
    == — NESTA — CANNAVARO — MALDINI — ==
    == ———————————— ==
    == ————- PIRLO —————- ==
    == ———————————— ==
    == – RONALDINHO ————– NEDVED – ==
    == ———————————— ==
    == ———— ZIDANE —————- ==
    == ———————————— ==
    == — MESSI — BAGGIO — DEL PIERO — ==
    == ———————————— ==
    ==========================================
    COACH: GUARDIOLA

  15. მოკლედ მუნდიალამდე უნდა გავაღწიოთ ა მერე იქ მთავარია ყველა ფეხბურთელი მწყობრში იყოს

    ბუფონი

    ძაპაკოსტა ბონუჩი კიელინი დარმიანი

    გალიარდინი ვერატი მარკიზიო

    კანდრევა ძაძა ინსინიე

    დაახლოვებით ამ სასტავით უნდა ვითამაშოთ, ფლანგის მცველებზე კონკურენცია არის და შეიძლება რამე შეიცვალოს, ნახევარდაცვაშიც სიახლეა საჭირო და გალიარდინის ნდობა შეიძლება, სკამზე სტურაროს გამოყენებაც არ იქნება ცუდი, შეტევაში კანდრევა უკონკურენტო ჩანს თუმცა ბერნა კონკურენციას გაუწევს და ცენტრში კიდე ძაძას შეუძლია მისი სათამაშო სტილის ხარჯზე გადამწყვეტი როლიც დაიკავოს იტალიის თამაშში

  16. ჟორჟინიომ ჯერ ზელინსკის აჯობოს, ჟორჟინიო და ვერატი ერთად ძან ზედმეტია ცენტრში, იტალიას სწრაფი, მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი აკლია, ისეთი უნივერსალი როგორიც მარკიზიოს, კონკრეტულათ ერთ კომპონენტში მაგარია პაროლოც და კიდე სხვაც მარა მარტო 1 ფუნქციის სესრულებით შორს ვერ წავა თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი ნახევარმცველი. დე როსიც დაბერდა აშკარად ეტყობა, ვერატის ნორმალური თამასი კიდე ნაკრებში არ მახსოვს, მოტას ემგვანება მემგონი კლუბში მაგრად თამაშობს და ნაკრებში საშუალოზე დაბალ დონეზე

    1. ჯერ ზელი სკის აჯობოს? კაი შენთან აღარ ღირს პოლემიკა;)
      თუ დააკვირდი დავწერე გუშინ გამოძსხილებიდანთქო!
      4-3-3
      B u f on
      Darmian bonucci chielo barzali
      Candreva veratti jorjonho
      bernadeschi belotti insigne

  17. პოროლოს ფეხბურტი მოვტყან დააყენე ჯორჟინიო(მარტო იმიტომ გამოდზახეს რო ბრაზილიმაც უხმო) ან ამ 2 იდენტური ფორფარდის დაყენებას რა აზრიაქ? იტალიის ყველაზე ტეხნარი ინდინიე სკამზე რატო? მე გუშინ ვინც ყავდა გამოდზახებული მაგატგან ასე დავაყენებდი

    Candreva veratti jorjinho

    bernadeschi belotti insigne

  18. andre andre silva silvaa
    წელს იუვემ ითამაშა 16 ოფიციალური თამაში, აქედან 12 მოიგო იუვემ და ამ 12 მოგებული თამაშიდან კიდე 9_ში რუგანი იყო ძირითადში, რუგანისთან ერთად წელს იუვემ ყველა თამაში მოიგო.
    შარშან კაი არგუმენტად მოგყავდათ რუგანის უთამაშებლობა და ამბობდით იმიტო ჯობია რომანიოლიო რო ეს მეშვიდე ადგილოსანი გუნდის სასტავში თამაშობს და ის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ზამენააო, მარა წელს ხოა რუგანი სასტავში და რითი ჯობია რომანიოლი?

  19. ტურის სიმბოლურში 3 მილანელი მოხვდა კესიე სუსო და რომანიოლი. რომანიოლი Bოლო დროს მაგარ ფორმაშია გამოეძახა უნდა! ასევე ბალოტელიც! ასევე მარკიზიოც ასევე მონტოლივოც!
    Bufon
    konti romagnoli chielini bardzali
    veratti. jorjinjo. marchizio
    Berndaschi balloteli insigne

    მონტელას მილანს გავს ძაან ეს იტალია და ეს იდიოტური 3 მცველი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.