ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: “გამიხარდება კონტეს იტალიაში დაბრუნება”

B2l_1y2CMAA8Svz

დელ პიერომ კონტეზე ისაუბრა…

“კონტე? მან ძალიან წარმატებით იმუშავა “იუვეში” და უდიდესი სამუშაო გასწია. მოხარული ვიქნებით, თუ ის იტალიაში დაბრუნდება, რადგან ჩვენ საუკეთესო მწვრთნელზე ვლაპარაკობთ. მას შეუძლია ნებისმიერი გუნდი უკეთესი გახადოს, რაც გააკეთა შარშან “ჩელსიში” და “იუვენტუსში” გააკეთა წლების წინ. ჩვენ გვქონდა პრობლემები, მაგრამ მოვაგვარეთ, შემდეგ კი ტიტული მოვიგეთ. ის ბრწყინვალე სპეციალისტია და ამიტომაც მუშაობს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში. იმედი მაქვს, “ჩელსიში” დიდ წარმატებებს მიაღწევს და მერე, ალბათ, დაბრუნდება იტალიაში.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ვფიქრობ, იმობილე ის თავდამსხმელია, რომელიც ყოველ კვირა უნდა იტანდეს გოლებს. ის დაუჯერებელია, შესანიშნავი ვარიანტია ვენტურასთვის. ვენტურას ასევე ჰყავს ინსინიე და კანდრევა, ამიტომ მათ არ უნდა ჰქონდეთ პრობლემები შეტევაში. გუნდში თამაშის პრობლემა არ არის, პრობლემა ფსიქოლოგიურია”.

508 thoughts on “დელ პიერო: “გამიხარდება კონტეს იტალიაში დაბრუნება”

  1. ცოტაც და გავგიჟდები უეჭველი გული დამარტყამს იტალია მსოფლიოზე რომ ვერ გავიდეს საერთოდ არ უყურებ მსოფლიოს. აუუ რა დღეში ვარ, ბიჭებო რამე ისეთი დაწერეთ ცოტა რომ დამშვიდდე რა..

    1. ბურთი დაუმალეთ ტიპებს აი შეტევებს ძაან იშვიათად ვქმნით ასე გოლს რთულად გაუტანთ.აუ მეორე ტაიმში რა ელით ამ ახვრებს!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.