ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: “გამიხარდება კონტეს იტალიაში დაბრუნება”

B2l_1y2CMAA8Svz

დელ პიერომ კონტეზე ისაუბრა…

“კონტე? მან ძალიან წარმატებით იმუშავა “იუვეში” და უდიდესი სამუშაო გასწია. მოხარული ვიქნებით, თუ ის იტალიაში დაბრუნდება, რადგან ჩვენ საუკეთესო მწვრთნელზე ვლაპარაკობთ. მას შეუძლია ნებისმიერი გუნდი უკეთესი გახადოს, რაც გააკეთა შარშან “ჩელსიში” და “იუვენტუსში” გააკეთა წლების წინ. ჩვენ გვქონდა პრობლემები, მაგრამ მოვაგვარეთ, შემდეგ კი ტიტული მოვიგეთ. ის ბრწყინვალე სპეციალისტია და ამიტომაც მუშაობს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში. იმედი მაქვს, “ჩელსიში” დიდ წარმატებებს მიაღწევს და მერე, ალბათ, დაბრუნდება იტალიაში.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ვფიქრობ, იმობილე ის თავდამსხმელია, რომელიც ყოველ კვირა უნდა იტანდეს გოლებს. ის დაუჯერებელია, შესანიშნავი ვარიანტია ვენტურასთვის. ვენტურას ასევე ჰყავს ინსინიე და კანდრევა, ამიტომ მათ არ უნდა ჰქონდეთ პრობლემები შეტევაში. გუნდში თამაშის პრობლემა არ არის, პრობლემა ფსიქოლოგიურია”.

508 thoughts on “დელ პიერო: “გამიხარდება კონტეს იტალიაში დაბრუნება”

  1. ცოდვაა იტალია ცოდვაა მაგრამ არ ააქვს დაყენებული თამაში და მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს! შვედეთი აკეთებს იმას რაცუნდა გააკეთოს! იდეა არააქვს გუნდს, ძაან გავს მილანს აძური((( არადა როგორ მენანება

  2. კიელინი თუ გაიტანს თავით კუთხურიდან თორე ესენი გამტანები არ არიან ბერნა ინსინე და ელ შაარავი გყავდეს და გაბიადინის ათამაშებდე??? ან ამ ყ,, პაროლოს მარკიზიო და ბონავენტურა არ ჯობია?

  3. ნერვიულობენ ნამეტანი და გასაგებია. ვენტურამ შეუთამაშებელი სასტავი დააყენა, ვერ უგებენ კარგად ერთმანეთს.დარმიანი დღეს ძალიან ცუდად თამაშობს, ფლორენცი ამოვარდნილია ვაფშე თამაშიდან. ჯობია ინსინიე შემოიყვანოს. დასაწყისში უნდა შეაგდონ როგორმე, თორემ მერე ძაან დაიძაბებიან.

  4. ეხა უნდა იყოს 2-1 შვედეთის სასარგებლოთ. 2 მილიარდ პროცენტიანი პენალტი არ დანიშნა იტალიის კარში. ერტიც შვედეთის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.