ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: ზაფხულში “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში

alessandro-del-piero-pic-photo-image-18082015-m1_720x540

დელ პიეროს ინტერვიუ  Gazzetta dello Sport-თან.

“ბარსასთან” ფრე შეიძლება წარუმატებლობად ჩავთვალოთ? კი, მაგრამ ეს გათვლილი იყო. მესმოდა, რომ ფრე და წაგება ერთმანეთის ექვივალენტური იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა, ახლა “სპორტინგს” მხოლოდ მოგება სჭირდება, “იუვეს” არა. ქულის აღება “იუვესთვის” მნიშვნელოვანი იყო მორალური თვალსაზრისით.

ეპოქის დასასრული? ამდენი წარმატების შემდეგ კმაყოფილების გაუცნობიერებელი გრძნობა – კოშმარია ნებისმიერი მწვრთნელის და ფეხბურთელისთვის. უფრო ადვილია დაუნდობელი და კონკურენტუნარიანი იყო წაგების შემდეგ, თუმცა ამ თვისებებს ყოველთვის ვხედავდი “იუვეში”.

5 გოლია გატანილი 5 შეხვედრაში? ეს ალეგრის ერთ-ერთი პრობლემაა. ეს “იუვე” აწყობილია გაიტანოს ერთით მეტი მოწინააღმდეგეზე და გაუშვას ერთით ნაკლები. შესაძლოა ახალ მოთამაშეებს დრო სჭირდებათ. ზოგჯერ, როდესაც დიდ გზაზე უნდა გახვიდე, გვირაბშიც უნდა გაიარო. პირველად არაა “იუვე” არაშთამბეჭდავად რომ თამაშობს შემოდგომაზე, თუმცა გუნდი ფორმას გაზაფხულისთვის აკრეფს. ამიტომ ველი, რომ “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში.

“ნაპოლი”, “ოლიმპიაკოსი” და “ინტერი” ერთ კვირაში? ეს ჭეშმარიტების მომენტია, “იუვეს” სჭირდება ასეთი ბიძგი. ახლა მათ სჭირდებათ 2 თუ 3 თამაში, რომ იგრძნონ გზის სისწორე. ალეგრი ელოდა ასეთ მომენტს.

დიბალა? მან ძალიან კარგად ითამაშა “ბარსას” წინააღმდეგ, ის ერთადერთი იყო, რომელმაც გააოცა “ბარსელონა”. ის იჭერდა ბურთს, იღებდა ჯარიმებს და თითმის გაიტანა ბოლო წუთებზე. დიბალა მალე იპოვის საჭირო ბალანსს თავის თამაშში.

იტალიის ვერ გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე? გული დამწყდა, როცა ატირებული ბუფონი ვნახე. ჯიჯიმ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სიდიადე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი ამიხდა 1982 წელს, მაშინ 8 წლის ვიყავი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ ჩვენი გავარდნა, მაგრამ ამ დონეზე იმყოფება ჩვენი ფეხბურთი.

კალჩოპოლი? სკანდალი ატომურ აფეთქებას გავდა, მაშინ დაინგრა ჩვენი ფეხბურთი. მე ახლა მხოლოდ “იუვენტუსზე” არ ვლაპარაკობ. სკანდალის შემდეგ ბევრი ჩემპიონი წავიდა საზღვარგარეთ,  სხვა ქვეყნებმა კი გეომეტრიული პროგრესიით დაიწყეს განვითარება.

პრემიერლიგა აფეთქდა მენეჯმენტის უნარის წყალობით, მათ შეძლეს მრავალი ბრენდის კონტროლის აღება მთელს მსოფლიოში, ასევე მოახერხეს ტვ-უფლებების კომპეტენტურად გადანაწილება. “რეალმა” და “ბარსელონამაც” წინ წაიწიეს კორპორატიული პოლიტიკის წყალობით. გერმანიამ წარმატებით დაასრულა დაწყებული საქმე, რის შედეგადაც მოიპოვეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება. საფრანგეთშიც კი მივიდნენ სერიოზული ინვესტორები, რამაც “პსჟ”-ს და “მონაკოს” ტრანსფორმაცია გამოიწვია. იტალია, თავის მხრივ, დაინგრა. “იუვე” გამოვიდა ამ მდგომარეობიდან და დაიწყო აღორძინება, ხოლო  “ნაპოლი” ძალიან მნიშვნელოვან გზაზე დგას.

377 thoughts on “დელ პიერო: ზაფხულში “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში

  1. ნეაპოლში მოგება ამ ეტაპზე წარმოუდგენლად მიმაჩნია და ფრეც კაი იქნება თუ შევძელით.

    ოლიმპიაკოსიც კარგა გვანერვიელბს ასე მგონია და მანდაც ფრე გვაწყობს, თუ სპორტინგმა ბარსასთან გასვლაზე არ მოიგო. მაგრამ რა იცი რა ხდება, იტოგში მოსაგები გვაქვს ოლიამპიაკოსთან.

    აი მერე დაღლილზე კი სახლში ვთამაშობთ ინტერთან, მაგრამ თავს შეგვაკლავენ ეგ მერდები ვიცი და ძალიან გაგვიჭირდება მოგება.

    მოკლედ არ გავუსწრებ მოვლენებს და წარმატებებს ვუსურვებ იუვეს! :juvee:

  2. მიუნხენჰლადბახს და ბაიერნს უყურე და როგორ განსხვავდება სერია ას გუნდების თამაშებთან ბუნდესლოგა. რეპორტაჟიც ბევრად კლასნიაქვთ..ბურთის ტყლაშატყლუშიც არისმის როგორც სერია ა ში! და ტემპი სუ სხვა…ძაან უსახური გახდა კალჩო..რაგაც თანმიმდევრობა და დინამიკა აკლია..და კომბიანციურ ფუტბოლს Vერცერტი იტალიური გუნდი ვერ თამაშობს

  3. იმას ვერ ვიხსენებ მილანი სან-სი-როს რომ ეძახის და მერდები ჯუზეპე მეაცას ერთიდაიგივე სტადიონს.

    ხომ არ გახსოვთ ვინმეს??

      1. ჯუზეპე მეაცა უფრო მეტად ინტერის ლეგენდად ითვლება ვიდრე მილანის, მიუხედავად იმისა რომ ორივე გუნდში თამაშობდა… შესაბამისად ინტერი ჯუზეპე მეაცას ეძახის
        ჩვენ კი სან სიროს.

      1. შემოსავალი ორივეს თანაბარი პროცენტი აქვს…
        უფლებები თუ უნდათ ტიტლიკანებმა ირბინონ უტრუსიკოდ რაც უნდათ ის აკეთონ კაცო არაა პრობლემა :დ

  4. ლექსო ანთია
    ხო ვთქვი ძმა იუვეს დამარცხება არავის შერჩენია , მერე კიდიათ მთელი სეზონი მთავარია იუვეს მოუგონ,იმიტომაცაა კალჩო შავ დღეში

        1. კი კაცო როგორ არ მოიგებს დდდ გუნდი ისეთ სიტუაციაშია ბეშიქთაშთან გაუჭირდება

          1. რას ვნახავთ იუვე რო ლიგას მოიგებს წელს აგერ მე და აგერ თქვენ იმხელა კონკურენციია რავი აბა ძალიან გაუჭირდება

  5. Stadionebi manam ar ashendeba araferi eshveleba italiur fexbuurts, tanamedrove stadioni ashena juvem da daicyo xalxma misvla investiciebic camovida. Carmoidginet stadioni ivseba da shemosuli tanxsi 20 procenti ergeba klubs danarcheni municipalitetebshi midis

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.