ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: ზაფხულში “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში

alessandro-del-piero-pic-photo-image-18082015-m1_720x540

დელ პიეროს ინტერვიუ  Gazzetta dello Sport-თან.

“ბარსასთან” ფრე შეიძლება წარუმატებლობად ჩავთვალოთ? კი, მაგრამ ეს გათვლილი იყო. მესმოდა, რომ ფრე და წაგება ერთმანეთის ექვივალენტური იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა, ახლა “სპორტინგს” მხოლოდ მოგება სჭირდება, “იუვეს” არა. ქულის აღება “იუვესთვის” მნიშვნელოვანი იყო მორალური თვალსაზრისით.

ეპოქის დასასრული? ამდენი წარმატების შემდეგ კმაყოფილების გაუცნობიერებელი გრძნობა – კოშმარია ნებისმიერი მწვრთნელის და ფეხბურთელისთვის. უფრო ადვილია დაუნდობელი და კონკურენტუნარიანი იყო წაგების შემდეგ, თუმცა ამ თვისებებს ყოველთვის ვხედავდი “იუვეში”.

5 გოლია გატანილი 5 შეხვედრაში? ეს ალეგრის ერთ-ერთი პრობლემაა. ეს “იუვე” აწყობილია გაიტანოს ერთით მეტი მოწინააღმდეგეზე და გაუშვას ერთით ნაკლები. შესაძლოა ახალ მოთამაშეებს დრო სჭირდებათ. ზოგჯერ, როდესაც დიდ გზაზე უნდა გახვიდე, გვირაბშიც უნდა გაიარო. პირველად არაა “იუვე” არაშთამბეჭდავად რომ თამაშობს შემოდგომაზე, თუმცა გუნდი ფორმას გაზაფხულისთვის აკრეფს. ამიტომ ველი, რომ “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში.

“ნაპოლი”, “ოლიმპიაკოსი” და “ინტერი” ერთ კვირაში? ეს ჭეშმარიტების მომენტია, “იუვეს” სჭირდება ასეთი ბიძგი. ახლა მათ სჭირდებათ 2 თუ 3 თამაში, რომ იგრძნონ გზის სისწორე. ალეგრი ელოდა ასეთ მომენტს.

დიბალა? მან ძალიან კარგად ითამაშა “ბარსას” წინააღმდეგ, ის ერთადერთი იყო, რომელმაც გააოცა “ბარსელონა”. ის იჭერდა ბურთს, იღებდა ჯარიმებს და თითმის გაიტანა ბოლო წუთებზე. დიბალა მალე იპოვის საჭირო ბალანსს თავის თამაშში.

იტალიის ვერ გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე? გული დამწყდა, როცა ატირებული ბუფონი ვნახე. ჯიჯიმ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სიდიადე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი ამიხდა 1982 წელს, მაშინ 8 წლის ვიყავი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ ჩვენი გავარდნა, მაგრამ ამ დონეზე იმყოფება ჩვენი ფეხბურთი.

კალჩოპოლი? სკანდალი ატომურ აფეთქებას გავდა, მაშინ დაინგრა ჩვენი ფეხბურთი. მე ახლა მხოლოდ “იუვენტუსზე” არ ვლაპარაკობ. სკანდალის შემდეგ ბევრი ჩემპიონი წავიდა საზღვარგარეთ,  სხვა ქვეყნებმა კი გეომეტრიული პროგრესიით დაიწყეს განვითარება.

პრემიერლიგა აფეთქდა მენეჯმენტის უნარის წყალობით, მათ შეძლეს მრავალი ბრენდის კონტროლის აღება მთელს მსოფლიოში, ასევე მოახერხეს ტვ-უფლებების კომპეტენტურად გადანაწილება. “რეალმა” და “ბარსელონამაც” წინ წაიწიეს კორპორატიული პოლიტიკის წყალობით. გერმანიამ წარმატებით დაასრულა დაწყებული საქმე, რის შედეგადაც მოიპოვეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება. საფრანგეთშიც კი მივიდნენ სერიოზული ინვესტორები, რამაც “პსჟ”-ს და “მონაკოს” ტრანსფორმაცია გამოიწვია. იტალია, თავის მხრივ, დაინგრა. “იუვე” გამოვიდა ამ მდგომარეობიდან და დაიწყო აღორძინება, ხოლო  “ნაპოლი” ძალიან მნიშვნელოვან გზაზე დგას.

377 thoughts on “დელ პიერო: ზაფხულში “იუვე” ლიდერი იქნება იტალიაში და ევროპაში

  1. რეალისტი ,დიბალას ყველაზე მაგარი უნარი არის ერთი შეხებით ბურთის კარში გადაგზავნა,მარჯვნივ პას ვერ აკეთებს,თამაშის რითმს ვერ პოულობს,პასი მარტო მარცხნივ შეუძლია და აქამდე იქ მანჯუკიჩი იდგა და აზრს კარგავდა ეს პასიც.თან თუ წინ აიწევს ნახევარდაცვაში ადგილი გაჩნდება და რგოლი უფრო დაუკავშირდება შეტევას.ამ ფორმაციის იუვეში საუკეტესო გამთამაშებელი პიანიჩია დარწმუნებული ვარ

    1. რატო? 3 თვის წინ რო ვუთხარი მილანის ფანს, მილანს კაი ხანი არაფერი ეშველება და ჯერ მონტელას გააგდებენ და მერე გატუზოს მოიყვანენთქვა?

        1. ამ მილანს მონტელა ვერაფერს უშველიდა და არც ნორმალური მწვრთვნელი ჩაიბარებდა, ერთადერთი რეალური კანდიდატი გატუზო იყო

      1. ვერ მოვუგებთ ნეაპოლში, არაა ჯერ იუვე ისეთ კონდიციებში რომ ნაპოლის გასვლა მოუგოს.

        დიბოც არაა მაინცდამაინც კარგ ფორმაში.

        ასე რომ თუ ფრე დამთავრდა მე კმაყოფილი ვიქნები.

  2. სალამი ბიჭებო. კარგი სპარინგ ტესტი იყო წუხელ გილოცავთ.

    მატუიდი პრინცი პიანიჩი ცენტრში რა.

    რა მაინტერესებს მეორე მატჩია ბერნა განაცხადში რო არაა და რა ხდება ხო არ იცით?

  3. Vili milani
    Ragac kargat ver gavige sheni komentari, kidev avxsni me ra vtqvi, gundis kapitani rom aris fexburteli da masze iset komentarebs gaketeb rogorsac milanistebi aketebdnen chemtvis miugebelia maseti faqti tan bilia rom ze klasis fexburteli gamoiyvanet da is sanagveze gadagdet ager gamochnda rialoba. De shiliosac analogiurad aginebdnen yvela da juves shevtenoto gaidzaxdit magram xom moumata da cotaxaanshi naxavt rasac itamashebs.

    1. Erts davamateb milanis aset situaciashi yofna montelas brali araa. Faqti ertia milanis sataveshi ragac ise araaa, maldinim uari tqva mosvlaze da ager kakac yoymanobs davfiqrdebi gavaanalizebo amxela gza daufiqreblad gamoiara davijero? Me vfiqrob ragac bundovani xdeba radgan ar modian legendebi, da magra mechveba es nagavi fexburtelebic montelas aerchia.

  4. Karoche eseti shtabechdileba meqmneba rom manjukichi chaketil tamashebshi uketesia vidre higuaini da orivem unda itamashos shesabamisi gundis mixedvit. Tu chacodebebze da sajarimoshi brdzolistvis emzadebi manjuka jobia chemi azrit xolo tu sivrcebis gantavisufleba evaleba forvards higuaini uburtod kargat gadadgildeba da sivrceebs xsnis, agretve sajarimos misadgomebtanac uketesia.

  5. აშკარად უკეტესი ტაქტიკაა(მეტოქეც სუსტი ყო)კოსტა რომ მარცხნივ უკონკურენტოა ამაში ალბათ ყველა დარწმუნდა.მანჯუკიჩი ამ ტაქტიკაში ძალიან მომეწონა თავით თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო(რაც იგუაინს არ შეუძლია)თუმცა იგუაინი ბევრად მრავალფეროვანი და კლასნია.ერთადერთი პრობლემა დიბალას პოზიციაა ,ამ ტაქტიკაშიც მაინც სიღმიდან თამაშობდა(მაინც ვფიქრობ მისთვის ორ ფორვარდიანი ტაქტიკაა ყველაზე ოპტიმალური)

    1. ლექსო ძმა როგორც ვაკვირდები დღეს ფეხბურთი შეცვლილია ყველაზე წმინდა 9 იანიც აღარ დგას ძალიან წინ ანუ თამაშგარის ზღვარზე.იგივე სუარესი და ლევანდოვსკი ცენტრისკენ ტრიალებენ და ძალიამ მიკვირს და ფიზიკურად სუსტ დიბალას როგორ თვლი წმინდა ფორვარდადმ

  6. ერთადერთი მილანისტა ვარ რომელიც დეშილიოს ალეგრის და ბონუჩის ყოველთვის აქებდა :chuvak: :chuvak: :chuvak:

    აღიარეთ დეშილიო ხომაგარი ბიჭია?

    ოღონდ არ დაიწყოთ ეხლა იუვენტუსში რო გადმოვიდა იმიტო ხდება ტოპი და ეგეთები :lool: :lool:

    როცა მილანის კაპიტნის სამკლაური ეკეთა დასცინოდით მიუხედავად იმისა თუ როგორ თამაშობდა. მე კი დარწმუნებული ვარ რომ ეს ბიჭი ნელნელა აკრიფავს სასურველ ფორმას და მალე ტოპი გახდება <3

    მატია მილანშიც მიყვარდი და ტიანჯინ ქუინჯიანში რო წახვიდე ყველგან შენ დაგიცავ <3 მიუხედავად იმისა წაგივა თუ არა თამაში კარგად <3

    1. დე შილიომ რო შეაგდო მაშინ მივხვდი რო დაწერდი მსგავს კომენტარს :lool: არა პირადად მე არ მივეჩნევ კარგ ფეხბურთელადაც კი. იმედები გამიცრუა პირველივე მატჩში ლაციოსთან და არამხოლოდ მაგ მატჩში

    2. შენ ალბათ ღადაობ ძმა ხო ? აქ რამდენჯერაც ვთქვით ათამაშდაო მილანის ფანებმა 1 2მა ოღონდ გადაგვიარეს! არ ვიმსახურებთ მაგნაირ კომენტარს არცერთ პონტში :) ისეთი არაფერი გითქვამს მარა მაინც :)

      1. ისე სადაც მილანის ფანებმა ნაგას დასცინებს დე შილიოს როდესაც მილანის ფეხბურთელი იყო რა გასაკვირია რომელიმე იუვეს ფანმაც რო რაღაც თქვას :lool: შენიანს რო დასცინებ სხვა რაღას უზავს ძალიან უბრალო ლოგიკაა :lool: მილანის ფანების უმეტესობა მაგას დღემდე ვერ იტანს.

        1. ყველა ფანს გინდ იუვესას და გინდ მილანისას განსხვავებული აზროვნება აქვთ…
          განსხვავებული შეხედულება თითოეულ ფეხბურთელსა თუ მწვრთნელზე…

          და ამ საიტზე არ დავიწყებ ამ თემის განვრცობას იმიტომ რომ ამ საიტის კომენტარები ნათელი მაგალითია ამის განსაკუთრებით კი თვითონ შიდაიუვენტინოური კომენტარები…

          დეშილიოს კიარა ნებისმიერს დავცინებთ კიარადა შევაგინებთ როცა შესაგინებელი იქნება და შევაქებთ როცა შესაქებელი იქნება… ეს ასე იყო სულ და ასე იქნება მომავალშიც… დაჟე ამას ყველა გუნდის ფანი აკეთებს გვინდათუარა ასეა :chuvak:

          აუ ეხლა რო დაირხეს ინფორმაცია ანატეს ყიდულობსო იუვენტუსი ან მონტოლივოსო წარმმიდგენია რა მოხდება :დ დავით83ის გარდა არცერთი არ დაწერს კაი კომენტარს მონტოლივოზე მარა ბრახ და გადმოვიდეს უცებ კლასსი გახდება ხოვიცი არადა მახსოვს აი როგორ მოვძბნო არ ვიცი მაგრამ მახსოვს რომ მონტოლივოსაც და დეშილიოსაც აგიტლერკაპუტებდით და ბონუსად ოღონდ ბევრად უფრო იშვიათად აბატეს აყოლებდით :chuvak: :chuvak:

          აღნიშნული კომენტარი მონტოლივოს ასპექტში უეჭველად არ ეხება მხოლოდ დავით 83-ს :)

          1. არ ვიცი აქ ვიღაცამ გაგაბოროტა აშკარად მე არაფერ შუაში ვარ ნამდვილად
            :lool: ისე მილანს რო ვერ ვხედავ 4ეულში რო ვერ ვხედავ ისეთი გაბრაზებული ვარ ვერ წარმოიდგენ! თუ გინდა ნუ დაიჯერებ.

          2. ასე მახსოვსთქო ვამბობ მარა ნაღდად მახსოვს მართლა გაბოროტებული კი არვარ :chuvak: :chuvak:

            პირადად ხელს არავის ვადებ და არც პასუხის მოთხოვნას დავიწყებ ეს გაუგებრობებს იწვევს და ბოლოს მაინც არაფერი იცვლება.

            ///
            ვიცი მჯერა,
            ახლა მე მკითხე :დ
            იმისიც მჯერა რომ მონტელას ოჯახში ყოველდღე სლოკინით იღვიძებენ და იძინებენ ჩერეზ ჩემი ბრაზიანი ხსენებით :lool: :lool:

    3. De shilio aris 24 clis da mcvelistvis patara asakia, ara da tipis rogorc veterans imxela gamocdileba aqvs. Milanistebi zogadat ucnauri baleshikebi xart. Mteli milanis saiti aginebda borinis da montolovios axla xvdebian zogierti rom orive sachiro fexburtelia. Biliaze imxela imedebs amyarebdnen da montolovioze kargat arasdros utamashia.

  7. პირველ ტაიმს რაც შეეხება იმენა მაგარი პასები ჩაგვიშალეს რასაც ქვია! რასაც თავიანთნაირ კროტონე გუნდებთან ვერ აკეთებენ :loool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.