ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: “მე ვცდილობდი და ვცდილობდი, სანამ დარტყმის ჩემი მეთოდი არ ვიპოვე”

Andrea Pirlo

ანდრეა პირლო ჯარიმის დარტყმის ტექნიკაზე საუბრობს…

“ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელია ვერ გაიტანო. საკმარისი იყო კედელზე გადატარება, რომ გაგეტანა. ფეხბურთში,როგორც ცხოვრებაში, მილიმეტრებს შეუძლია შეცვალოს სიტუაცია, ბურთის ან ცხოვრების მიმართულება.

მე დაბადებიდან ვფლობ ტალანტს, რომელიც მშობლებისგან გადმომეცა, ეს ბედის ნიშანია. დადგე ბურთთან, შეარჩიო სწორი პოზიცია… ყველაფერი ეს მე ადვილი მეჩვენებოდა, მაგრამ სხვებისთვის შეიძლება ასე არ იყო. მომენტისთვის იდეალურად ვემზადებოდი. არ მინდოდა ბურთი დასვრილი ყოფილიყო, ის სუფთა უნდა ყოფილიყო, ამიტომ ვიღებდი და ვწმენდდი დარტყმის წინ.

მე არ ვურტყამდი ბურთს აწევით ან ფეხის შიდა ნაწილით, ბურთი ფეხის ორი თითისგან მიდიოდა. ხშირად მზად ვიყავი გოლი მეზეიმა მანამ, სანამ ბურთი ბადეში გაეხვეოდა. ბურთის ტრაექტორიით ვგრძნობდი, იქნებოდა თუ არა გოლი. ბავშვობაში რეზინის პატარა ბურთს ვიღებდი და ვცდილობდი დივანზე ისე გადამეტარა, რომ ბურთი ფანჯრის კუთხეში აღმოჩენილიყო.

“მილანში” ჩვენთან იყვნენ რონალდინიო, ბეკჰემი, ზეედორფი… ჯარიმის ბევრი კარგი შემსრულებელი. ჩვენ ვსაუბრობდით, ვაკვირდებოდით და ვპარავდით ერთმანეთს დარტყმის საიდუმლოებებს. ჟუნინიოს ჯარიმებს ვუყურებდი და ვერ ვიგებდი ამას როგორ აკეთებდა. მე ვცდილობდი და ვცდილობდი, სანამ დარტყმის ჩემი მეთოდი არ ვიპოვე. მე თვითონ დარტყმების ყველა მეთოდი შევისწავლე.”

209 thoughts on “პირლო: “მე ვცდილობდი და ვცდილობდი, სანამ დარტყმის ჩემი მეთოდი არ ვიპოვე”

  1. :italy: რაპონტია ბიჭო ნერვებისგან :@@:@ რაგავაკეტო იტალია როგორ არ მოხდა მსოფლიოზე ვის ვუგულშემატკივრო ეგვიპტეეს :@:@:@?@@?

  2. ვენტურა ნახეთ ზანზიბარში ისვნებს ;დ;დ

    და სულ ხუ*ზე ახატია დღევანდელი კენჭისყრაც და ყველაფერი ვაბშე

    ზანზიბარში

    დდშვც

  3. ხედირა ერთადერთი ნახევარმცველია ვისაც მეორე სართულზე შეუძლია ბრძოლა, სირცხვილი იყო ბარსასთან, მის გარდა მეორე სართულს ყველა რომ აგებდა, გინდა არ გინდათ უკონკურენტოა მაგის გამო ცენტრში, თან კაი შემსრულებელიცაა, მარკიზიო პიანიჩის შემცვლელია 2 ნახევარმცველში 3 ში შეიძლება სამივე ათამაშოს

    1. მგონი მართლა არცერთი არაა, ან არ წერია სავარაუდო და სადაც წერია წინ დიბო-კვადრატა-კოშტაა

    1. მეც გეთანხმები მაგაში და ეგრეც უთამაშია ალეგრის, ერთად იყვნენ მარკიზა და ჭკვიანიჩი. ყველა მოიაზრებს მარკიზას პიანიჩის ადგილზე (ეგრეც არის), მაგრამ ერთად უფრო კლასი იქნება ჩემი აზრით. პიანიჩის ნაცვლადაც შეუძლია, ჩამშლელიც შეუძლია და შემტევი ნახევარმცველიც (ჩემია აზრია და ყველა მაგ პოზიციაზეც უთამაშია და საკმაოდ კარგადაც)

  4. ვინც გუშინ დაიწყო იუვეს ყურება იმა ვეტყვი, მარკიზიო კარიერის დასაწყისსი გამოკვეთილი საყრდენი იყო, მერე დელ ნერის დროს თამაშობდა მარცხენა თავდამსხმელად 4-4-2ში, კონტეს დროს დაუბრუნდა ძირითად პოზიციას და ზოგ ეპიზოდში, ვუჩინიჩი რო დაიტრავმა მაშინ ითამაშა 10 ნომერზე და რეალთან კიდე ლიგაზე 1 თამაშში მარჯვენა თავდამსხმელიც ათამაშა კონტემ

  5. ხო მარკიზიო და ნახევარმცველობა გიკვრის და მანჯუკიჩი და მარხენა ფალნგელობა Xჩვეულებრივი მოვლენაა ხო? კვადრადოს მცველობსაც რა უჭირს, მთავარია ალეგრი ასე ხედავს, კალიარელი ლომი :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.