ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო: “მე ვცდილობდი და ვცდილობდი, სანამ დარტყმის ჩემი მეთოდი არ ვიპოვე”

Andrea Pirlo

ანდრეა პირლო ჯარიმის დარტყმის ტექნიკაზე საუბრობს…

“ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელია ვერ გაიტანო. საკმარისი იყო კედელზე გადატარება, რომ გაგეტანა. ფეხბურთში,როგორც ცხოვრებაში, მილიმეტრებს შეუძლია შეცვალოს სიტუაცია, ბურთის ან ცხოვრების მიმართულება.

მე დაბადებიდან ვფლობ ტალანტს, რომელიც მშობლებისგან გადმომეცა, ეს ბედის ნიშანია. დადგე ბურთთან, შეარჩიო სწორი პოზიცია… ყველაფერი ეს მე ადვილი მეჩვენებოდა, მაგრამ სხვებისთვის შეიძლება ასე არ იყო. მომენტისთვის იდეალურად ვემზადებოდი. არ მინდოდა ბურთი დასვრილი ყოფილიყო, ის სუფთა უნდა ყოფილიყო, ამიტომ ვიღებდი და ვწმენდდი დარტყმის წინ.

მე არ ვურტყამდი ბურთს აწევით ან ფეხის შიდა ნაწილით, ბურთი ფეხის ორი თითისგან მიდიოდა. ხშირად მზად ვიყავი გოლი მეზეიმა მანამ, სანამ ბურთი ბადეში გაეხვეოდა. ბურთის ტრაექტორიით ვგრძნობდი, იქნებოდა თუ არა გოლი. ბავშვობაში რეზინის პატარა ბურთს ვიღებდი და ვცდილობდი დივანზე ისე გადამეტარა, რომ ბურთი ფანჯრის კუთხეში აღმოჩენილიყო.

“მილანში” ჩვენთან იყვნენ რონალდინიო, ბეკჰემი, ზეედორფი… ჯარიმის ბევრი კარგი შემსრულებელი. ჩვენ ვსაუბრობდით, ვაკვირდებოდით და ვპარავდით ერთმანეთს დარტყმის საიდუმლოებებს. ჟუნინიოს ჯარიმებს ვუყურებდი და ვერ ვიგებდი ამას როგორ აკეთებდა. მე ვცდილობდი და ვცდილობდი, სანამ დარტყმის ჩემი მეთოდი არ ვიპოვე. მე თვითონ დარტყმების ყველა მეთოდი შევისწავლე.”

209 thoughts on “პირლო: “მე ვცდილობდი და ვცდილობდი, სანამ დარტყმის ჩემი მეთოდი არ ვიპოვე”

  1. მანუჯიჩზე ვერ გავარკვიე, მარა ჰოვიდესი მგონი ალიმენტებს არ იხდისო :lool:

    Mario Mandzukic non parteciperà alla spedizione bianconera per problematiche al polpaccio della gamba sinistra e Benedikt Höwedes per un problema al quadricipite della coscia destra, entrambe insorte nel corso dell’ultimo allenamento

      1. რატომღაც მგონია რო რაღაც ხრიკებს აქ ადგილი ჯერ იყო იგუაინს ჭირდა რაღაც ეხლა მანჯუ რაღაც ფოკუზნიკობას აქ ადგილი თავს ვდებ :modee:
        გონსალოს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ არაფერი არ ჭირს!

  2. ასე დააყენებს ალბათ ალეგრი

    _________რუგანი________ბენატია________კიელინი________

    კვადრადო_______ხედირა_________პიანიჩი_________სანდრო

    ____________დიბალა________________კოშტა____________

    _____________________მანჯუკიჩი_____________________

    1. შეიძლება რუგანის ნაცვლად ბარძალი იყოს, მაგრამ ნაპოლის სწრაფ შემტევებთან ცოტა გაუჭირდება მგონი ბარძალის სისწრაფეში.

      აი ხედოს ნაცვლად თუ მარკიზა იქნება ეგ ნაღდად გამიხარდება.

      1. შეიძლება კვადრატაც ზამენიდან შემოუშვას თამაშის გასამწვავებლად და ლატერალად დეშილიო დააყენოს ძირითადში.

  3. მე მგონია რომ ფრეს მიღწევაც ძალიან გაგვიჭირდება. სამწუხაროდ იუვეს თამაშის ხარისხი არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საბაბს, თან ნეაპოლში გასვლაზე.

    აი ინტერი კი უეჭველი უნდა ჩავაძაღლოთ ტურინში.

  4. დიბალას თუ უნდა რამე დაამტკიცოს და დიდ ფეხბურთელად დარჩეს ისტორიაში, აგერ აქვს ბურთი და მოედანი. სრული ნდობა აქვს გუნდისგან, 10 ნომერი ჩააცვეს, მოედანზე თავისუფლება მისცეს, ადგეს და ულიდეროს, ლიგაც მოიგოს და როგორც მესიმ ბარსელონაში (დაახლოებით მაინც) თავისი კვალი დაატყოს გუნდს. ბარსელონაში არის მესი და კიდე იქნება 3 წელი მინიმუმ. იუვეს “მესი” კიდე ეგ უნდა იყოს. თუ ეს არ შეუძლია(წასვლა მაგის მიმანიშნებელი იქნება) და რიგითი ფეხბურთელად უნდა დარჩეს წავიდეს სადაც უნდა, რაც აქ, ასეთ პირობებში არ შეუძლია, იმას ვერც ბარსელონაში შეძლებს და ვერც სხვა გრანდში.

    თუ რამეს აქ ვერ მიაღწევს თავის თავს დააბრალოს, ფინალში გაუჩინარებებს რომ შეწყვეტს და სტაბილური გახდება მაშინ დადებს სასურველ შედეგს. მესიმ ლიგის ყველა ფინალში გადამწყვეტი სიტყვა თქვა, ისევე როგორც ჩვენთან 2015-ში. უპირატესობა ზუსტად მესიმ შექმნა იმ თამაშში. ასეთი ტიპი უნდ გაიჩითოს ესეც, წასვლა რა გამოსავალია, წავა და გაიჩითება ისეთი ტიპი როგორიც იყო მაგ გუნდში პედრო ან სანჩესი ერთ დროს(ნეიმარს ეგ რომ არ უნდოდა მიტო წავიდა, მაგრამ რა იცოდა იქ კავანი თუ წაიყვანდა სიტუაციას :დ)

  5. X2 ar gaeqceva es tamashi xval ertians gamoricxulad mechveneba. X gavs ise eg tamashi araperi ro ar sheicvalos ra juve gaitans da mere napoli 1-1. Tu vinme moigebs tamashs juve iqneba.amxela handikaps ar micems napolis 6 quliani tamashia eg… X upro logikuria tumca 2 sakmaot realuria da asec moxdeba… Witeli baratic dzalian realuria unda gawitldes eg tamashi.higuains kide eshinia mag tamashis… Radros operacia iyo exla.wamenidan higuainis shemoyvana riskia jobia magan daiwyos da mere mandzukichi shemovides…wamenidan ro higuains tamashi wauvides naklebi shansia

  6. იქნებ ჭორია თქვენ კიდე რა გჭირთ? ან შეიძლება რაღაც სისულელეზე იკამათეს :) თუმდაც რომელიმეს ეთქვა წასვლა მინდაო შეიძლება დაბოლების პონტში იძახდეს რა :) ისე რატო ვრცელდება ასეთი ინფოები მხოლოდ იუვეზე ? გეგონება სხვა გუნდებში არ ხდებოდეს ასეთი რაღაცეები.იმისი არ იყოს მწვრთნელს იმან შეაგინა ამან იმას ხელი არ ჩამოართვა და რავი კიდე! ბაიერნის ფეხბურთელები რო ლოათაობენ და ბარსას ფეხბურთელებს სუ ერთ ადგილზე კიდიათ მწვრთნელი ეგ არაფერი ხო.ეტყობა ჟურნალისტები იტალიური ფეხბურთით უფრო მაგარ ფულს შოულობენ :loool:

  7. თU წასვლა უნდა და აახვიოს ამ დიბალამ და მიყვეს ეს ალეგრიც. მაგარია ერთიც და მეორეც მარა სტაბილური სიტუაცია და მწვრთNელი რომელსაც პალაჟენია ექნება გასახდელში უფრო მნიშვნელოვანია. თქვენ წარმოგიდგენიათ გარედან როგორ ჩანს ეგ ყველაფერი? კაი იგროკი ხარ იუვე გეპატიჟება და გესმის იქიდან ის მწვრთნელს ხელს არ ართმევს გასახდელში ჩხუბია იმას ყიდიან იმას აჯარიმებენ და ა.შ

    სასწრაფოდაა დასალაგებელი სიტუაცია ამ მხრივ. ვერებიანი ტიპი ჭირდება გუნდს. 1 თვის წინ სიცოცხლის ბოლომდე დარჩენა უნდოდა იუვეში ბიჭს და ეხლა ნოუ კამპზე იღებს სელფებს

    1. გელა ძმობილო შენს კომენტარებს ვკითხულობ და ჩვენი აზრები ხშირად ემთხვევა,ალეგრიზე რასაც ამბობ,რომ გაუშვან ამაში არ და ვერ დაგეთახმები,გასაგებია,რომ ცოტა შეიძლება მკაცრი უნდა იყოს იგროკებთან და არ გააბედინოს ბევრი თუმცა ვისაც ჯოხუს დარტყმა სჭირდება ასეთი კაცი იუვეში ძალით არაა გასაჩერებელი,დიბალა ნაღდად მომწონს რაზეა საუბარი თუმცა თუ ის ერთეთერთი ვინც განხეთქილებაში მონაწილეობს დიბალაა არაა პრობლემა წავიდეს და გზა ნახოს არ დაიქცევა ამით გუნდი,ისეთი გუნდი როგორც იუვეა არასდროს არ ჩამოიშლება ერთი და ორი იგროკის წასვლით(განვმეორდები ძალიან ცუდიიქნება თუ წავა)წელს ზამენაზე ძალიან მაგარი ხალხი გვიზის თუგინდ ბერნა და კოშტა იყოს არაა ეგ საგანგაშო,ვისაც დებოში შემოაქვს გასახდელში დაახვევინონ ერთი მაგათი……კი ისიც მართალია რომ ალეგრიმ ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოს რაზეა საუბარი, მაგრამ მაინც ეს მწვრთნელი არაა ვთქვათ კონტესნაირი მკაცრი,უფრო დიპლომატიური და აკადემიურო როჟაა აშკარად,მაგრამ მისი წასვლა ნაღდად არ იქნება იუვესთვის ამჯერად კარგი,თუმცა დადგება დრო ისიც წავა ვერ მიეკერება ტურინს მე ესე ვფიქრობ(თუმცა ჯერჯერობით ჭიქაში ქარიშხალია ჩვენი მსჯელობა,მაინც ჭორი მგონია ეგ ამბები)

      1. არ ვიცი არ ვიცი. მევასება ალეგრი მარა გაჭედა რაღაცეებში რა უკვე.

        სიტუაციაა სანამ არ დალაგდება არაფერი არ გამოსწორდება. თამაშსაც ეტყობა ეგ მოედანზე წელს განსაკუთრებით ერთმანეთს გეგონება არ იცნობენ ისე დარბიან. დაცვაში სიტუაცია და აა.შ

        1. ნუ ცოტა დაცვის პრობლემა არის რაზეა საუბარი,მაგრამ გახსოვს შარშანდელი თუ შარშანწინდელი სეზონი ზუსტად არ მახსოვს ანუ პირველი წრე პრაქტიკულად კატასტროფულად რომ დაიწყო იუვემ და შემდგომ რაც მოხდა კი ყველამ ვნახეთ ასე რომ სიტუაცია კონტროლს აშკარად ექვემდებარება უბრალოდ შეიძლება სერია-ში მოტივაციის პრობლემაც გაუჩნდეთ იგროკებს 6 სკუდეტო ზედიზედ და კიდე მეშვიდეს მოგება ასე იოლი რომ არ იქნება ეს აშკარაა მე შორსაც წავალ და თუ გუნდი წელს საერთოდ უტიტულოდაც დარჩა არს ეს გამიკვირდება არაა ესე იოლი ყოველ წელიწადს თასების აწევა შენც კარგად იცი ძმაო

          1. არა აქ თამაშის მოგება/ვერ მოგებაზე არაა ლაპარაკი. იუვემ რო სკუდეტო ვერ მოიგოს წელს ლოგიკურიც იქნება იმიტო რო მოტივაციის პრობლემა რო გაჩნდებოდა ეგ კი ვიცოდი დიდი ხანია.

            აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, ის იუვეც კი 2 წლის წინანდელი კი ვერ იგებდა მარა სტრუქტურა და სტაბილურობა ჩანდა სხვანაირი. ეხლა არეულია სიტუაცია და ეს იგრძნობა,აქაა მთავარი პრობლემა. ვინაა დიბალა გაყვანისას რო აღრენილი სახით გადის მოედნიდან ხან ხელს არ ართმევს ალეგრის და ხან რრას აკეთებს? აქაა პრობლემა. მოედანზე ის კი არაა რო ვერ თამაშობენ, ერთმანეთს თითქოს არ ცნობენ ყველა თავის პონტში დარბის.

            იუვე თუ რამით ძიერი იყო ოდესმე და ბოლო წლები განსაკუთრებით იყო, გამართული სტრუქტურა , ბალანსი სტაბილურობა და გუნდურობა. აი ეგ არ ჩანს დღეს. ინერციით კი მივდივართ ეხლა, მარა ეგ ინერცია ინდივიდუალისტების დამსახურებაა და არა კლუბის ან ალეგრის. ჩვენზე მეტ ინდივიდუალისტებს სადაც შევხვდით კი ვნახეთ წელს რაც მოხდა.

          2. გასაგებია შენი პოზიცია:)))მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები ალეგრისთან მიმართებაში ანუ ის მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე 2020 წლამდე თუ დარჩება იუვეში კარგი იქნება(თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია ძმაო:))) )ვნახოთ რა იქნება ამ წელს მეორე წრეში მე მაინც ვფიქრობ გუნდი დალაგდება სადღაც მარტვის თვეში :)))

  8. ასე მგონია დიბალა დაკერეს ბარსას მესვეურებმა და იუვეს აქილევსის ქუსლს ურტყამს ეგ ბიჭი და გასახდელში შემოქვს განხეთქილება :)) უნდა ზამთარშივე მოუსვას აქედან, ფაქტია ბარსას ნეიმარით უდიდესი ძალა დაკარგა და დიბალათი უნდათ ანაზღაურება :)))

    1. განხეთქილებას უმნიშვნელო იგროკები ვერ შეიტანენ :) იმწამსვე გააგდებენ, ფაქტია წონიანი იგროკების ბაზარია :) სანდროც შეიძლება, ტიპი იუევში ვერ განვითარდა ბოლომდე და შეიზლება წასვლა უნდა

  9. ეგაც და ჯიჯის ნაკრებში დაბრუნებაც – თუ იტალიას მეკარე დასჭირდა მზად ვარ 60 წლის ასაკშიც ვითამაშოო – ხუმრობით თქვა ინტერვიუსას. შესაძლოა გაცილების პონტში 1 თამაში ჩაატაროს და მომდევნო მსოფლიოზე 44ის იქნება და მართლა ფორმაშიც რომ იყოს აღარ დაბრუნდება და ტყუილად ლანძღავენ წინასწარ :D

  10. ეს ჯიჯი კიელინი მარკიზიო ბარძალი რას მიკეთებენ ამხელა წონის ხალხია და კლუბში სიტუაცია ვერ დაალაგეს? ჯერიყო და ალვეში აბლატავეს და ბონუჩი შეეწირა მაგ ამბავს, არავინ დაუდგა გვერდით ალვეშთან მიმართებაში და ეხლა ვინ შეეწირება ვნახოთ

  11. ეს განხეთქილება გვინდოდა ეხლა? აუ ჯიჯი ძაან პასიურობს ესეთ დროს რა, ჯიჯი კიელინი ნარკიზიო ბარძალი ამხელა წონის ხალხი და ლეგიონერებს აბლატავებენ? ჯერ იყო და ალვეშიმ ჩაგვისვარა ფინალში და ბონუჩი შეეწირა მაგ ამბავს და ეს ლეგიონერები მოაჯინონ რა ამ ხალხმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.