ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: “სანდროსთან პრობლემები არ გვაქვს”

03

ჯუზეპე მაროტას ტრადიციული მატჩისწინა ინტერვიუ…

“იგუაინმა სწრაფი გამოჯანმრთელებით დახმარება გაგვიწია, უნდა ავღნიშნოთ მისი პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, ტკივილები ისევ აწუხებდა, მაგრამ ის მზად იყო გამოსულიყო მინდორზე ნებისმიერ ფასად და აეწია გუნდის ხარისხი.

ასამოა ძირითადში? ჩვენ წინ გვაქვს თამაშების რთული, მაგრამ არა გადამწყვეტი სერია, რომლებიც მნიშვნელოვანია სეზონში. მწვრთნელს აქვს ლოგიკური მიზეზი ენდოს ასამოას, რომ ის სწორი არჩევანია “ნაპოლის” წინააღმდეგ თამაშში. სეზონის განმავლობაში ყველას ექნება საკმარისი დრო, სანდროს ჩათვლით.

ჭორები “ჩელსიზე”? ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ თუ ფეხბურთელი ითხოვს გაყიდვას, მიუხედავად მისი სტატუსისა გუნდში, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი. თუ ფეხბურთელი უკმაყოფილოა, სჯობს მისცე საშუალება წავიდეს. სანდროსთან მიმართებაში სრული ურთიერთგაგება იყო, ის სრულიად თანახმა იყო დარჩენილიყო ჩვენთან. მისი თამაშის ხარისხი დაეცა პირადი მიზეზების გამო, რომლის განხილვას აქ ვერ დავიწყებთ. ჩვენ გვყავს მისი ღირსეული შემცვლელი და დარწმუნებული ვარ ასამოა გაუმკლავდება ამოცანას.

ამ მომენტისთვის “ნაპოლი” და “ინტერი” შესანიშნავ სეზონს ატარებენ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და თითქმის იმდენივე ქულა გვაქვს, როგორც წინა სეზონში. მე ხშირად ვამბობ, რომ “იუვე” აღდგომამდე იშვიათად ახდენს თავისი შესაძლებლობის 70%-ზე მეტის დემონსტრირებას. მაგრამ მნიშვნელოვანია საქმეში ვიყოთ, ლიდერების სიახლოვეს, ხოლო სკუდეტოსთვის ბრძოლაში ცოტა მოგვიანებით ჩავერთვებით. აქამდე ჩვენზე ნადირობდნენ, ახლა ჩვენ ვნადირობთ.

კონფლიქტი გასახდელში? ვფიქრობ ეს შურის გამო გაავრცელეს, ალბათ ეს იქნება სწორი პასუხი. ჩვენ ვიცოდით, რომ არანაირი კომენტარი არ იყო საჭირო სტატიის საპასუხოდ, რადგან ჩვენთან პროფესიონალები თამაშობენ და “იუვენტუსი” ყოველთვის ყურადღებით აკვირდება მათ მოქმედებებს და ერევა საქმეში, თუ ეს აუცილებელია. ზოგიერთ გუნდს ჯანსაღი კონკურენცია სჭირდება შემადგენლობაში, რათა მოტივაცია შეინარჩუნონ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენთან ხომ ბრწყინვალე პროფესიონალები ირიცხებიან.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Davit83
Davit83
6 years ago

Karoche es am juves shesadzleblobebis 60 % ianvridan daicyebs da akrefs formas shemdeg tamashis stilic sheicvleba da konkurentebsac gadaiglijavs.

lasha naxucrishvili
6 years ago
Reply to  Davit83

ნახე ბენატიამ რა აუღელვებლად და საკაიფოდ ითამაშა :) დაჟე კიელინიზე ნაკლებად ნერვიულობდა (არ ვადარებ ერთმანეთს) მაგრამ ასე იყო ამ თამაშში.ასამოაც ძალიან მომეწონა როგორია სკამზე ლპებოდე და ასე ითამაშო! არაა ადვილი.რაც შეეხება ალეგრის 100% მაგის ტაქტიკით მოვიგეთ.სამწუხაროდ ფანების უმეტესობა თითქმის არასდროს არ აღნიშნავს ზამენა სასტავის კარგ თამაშს :) ყველა გუნდის ფანს ვგულისხმობ.

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ბენატიამ ოდესღაც თუ ცუდათ ითამაშა ზუსტად იმის ბრალი იყო რო იშვიათად თამაშობდა. მცველს ყველაზე ემტად სჭირდება ნდობა,და როცა ედნენ კი ვხედავთ როგორ თამაშობს.

Davit83
Davit83
6 years ago

:forza: :forza:

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ტრიდე მეგობარო როგორ გეკადრება იმ ანონიმურს ვუპასუხე ნაპოლი ჩემპიონი გახდებაო რომ დაწერა.

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

კაი გაიხარა ძმა წარმატებები ყველაფერჰი

lasha naxucrishvili
6 years ago

არაგველი
ეტყობა კლავიატურა ტრ<<>ში გაუკვეხეს და შემთხვევით ეჭირება კნოპკებზე

forza bianconeri
6 years ago

ფეხბურთელთა შეფასებებს გადავხედე და ყველგან ყველაზე ცუდადაა შეფასებული ხედირა. ესეც მე და იუვე 1 ვართ? გეუბნებით კლასით მარკიზიოს ნახევარია. ჯერ მარტო ის რად ღირს 2014-15 წლის სეზონში ჩ.ლიგაზე მარკიზიომ რო ათრია იუვე ჯერ დორტმუნდთან, მერე რეალთან და ბოლოს ფინალშიც საუკეთესო იყო როცა პირლო და პოგბა დიდად ვერ ეხმარებოდნენ გუნდს. ლიხშტაზე ქუსლით პასი, რასაც გოლი მოჰყვა ბარსასთან, არასდროს დაესიზმრება ხედირას

forza bianconeri
6 years ago

და ამავდროულად ლიდერია მარკიზიო, ანუ ის რაც არასდროს ყოფილა ხედირა და ვერც იქნება მომავალში https://www.youtube.com/watch?v=3ENciMc3myI დამსახურებულად დაე*ვა მორატას

forza bianconeri
6 years ago

დაბოღმილი მილანისტა გაიჩითა? :lool: მნიშვნელოვანი მატჩის მერე სულ ველოდები ხოლმე ამ საიტზე მაღალი ინტელექტის მქონე როსონერის გულშემატკივრების გამოჩენას

forza bianconeri
6 years ago

მარა შეიძლება ინტერისტაა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მაგ გუნდს 12 გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში :chuvak:

არაგველი
არაგველი
6 years ago

ინტერისტა არ იქნება, მაჰათ აწყობდათ იუვეს მოგება, 1ზწ გადავლენ ხვალ, მაგრამ მომდევნო ტურში ჩამოარტყამენ ისევ :D

ვილლი მილან
ვილლი მილან
6 years ago

და ნაპოლის ფანის არსებობას გამორიცხავთ? :დ
თან ყველაზე სავარაუდო ვარიანტია :დ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

აუ რა ჩაწყობით მოიგოო იუვემმ ნაპოლისთან წლის ბოლის სკუდეტო მაინც ნაპოლის იქნება

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დამესიზმრა შენ რამე?

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ეგ კიდე საკითხავია ვისი იქნება სკუდეტო

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

წინ დაჯექი ისე ელოდე

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

დედას ვთხარე იუვენტუსის

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

რეალისტ ძმაო მე თუ მომწერე ვერ გავიგე რას ნიჰნავს ჰენი კომენტარი წინ დავჯდები უკან სულ იუვეს ვუბალეიჰიკებ წელს იმედია ლიგა და სკუდეტოც იქნება ერთად

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x