ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხვლიკმა კუდი მოიძრო…

180800706-b23587a3-0285-40b3-a687-f52b26b02936

გთავაზობთ რუსი ბლოგერის – ალექსეი ლოგინოვის საინტერესო სტატიას იტალიის ჩემპიონის ტრანსფორმაციაზე…

“მორჩა და გათავდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, ზედმეტი დაძაბვის გარეშე, სტუმრად აჯობა თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ჩემპიონატში. შემოდგომა დამთავრდა, ილუზიების დრო. რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლა სკუდეტოსთვის ჯერ წინაა. მაგრამ ვის ჰყავს ყველაზე გრძელი სკამი? ვის ჰყავს საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვინც დიეტას არ იცავს? და ბოლოს, ვის ჰყავს მწვრთნელი ათასი იდეით?

“იუვენტუსი” სწორედ იმით განსხვავდება სხვა იტალიური კლუბებიგან, რომ მის გენებში ჩადებულია რეგენერაცია. დიდი ავოკატოს შთამომავალი კვლავ აღორძინდა, რათა მომდევნო ეტაპზე ახალი სიმაღლეები დაიპყროს. ასე იყო ყოველთვის. მხოლოდ ალეგრის ეპოქაში მსგავსი მესამედ ხდება. პრობლემები მაქსისთვის – ეს არ არის პანიკის მიზეზი, არამედ ზრდის ამოსავალი წერტილია.

2014 წლის ზაფხულში, კონტესთან განშორების შემდეგ, თითქოს ჩანდა, რომ ყველაფერი დაინგრეოდა. მაგრამ არა – მოვიდა მაქსი, იმუშავა დანატოვარზე და 4-3-1-2 სქემით “იუვე” მივიდა ბერლინამდე, გაჩერდა რა მხოლოდ საიმპერატორო კანცელარიასთან (წაგება “ბარსელონასთან” 1-3). შემდეგ გუნდი დატოვეს ლიდერებმა – ანდრეა პირლომ, არტურო ვიდალმა და პოლ პოგბამ, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა პროგრესი. მხოლოდ ორი წელი დასჭირდა, რომ გარდაიქმნა და ისევ დაბრუნდა ლიგის ფინალში – მშვიდად და რევოლუციის გარეშე, ოღონდ უკვე ახალი სქემით 4-2-3-1,  სადაც მთავარი მიგნება იყო მარიო მანჯუკიჩი თავდასხმის მარცხენა ფლანგზე.

ამ სეზონის დასაწყისში “იუვენტუსი” კიდევ ერთხელ შეჩერდა. ბონუჩის და ალვეშის წასვლა, წარუმატებელი თამაშები “ლაციოსთან” და “სამპდორიასთან”, დაცვის სუსტი თამაში, ახალწვეულების ადაპტაცია – მტრები ზეიმობენ. თუმცა ალეგრის გარდაქმნა შეაქვს სისტემაში: სინანულის გარეშე არღვევს ძველს, სინჯავს სხვადასხვა მოდელს და ირჩევს საუკეთესოს.

“იუვეს” გამოღვიძების სიგნალი იყო წაგება ჯამპაოლოს “სამპდორიასთან”. “პატარა სარიმ”, ისე რომ არც დეჭვებულა, ზიანი მიაყენა თავისი მეგობრის – მაურიციოს გუნდს. “მარასიზე” უიღბლობის შემდეგ საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ მანჯუკიჩი არ უნდა თამაშობდეს ფლანგზე, ხორვატის ჭეშმარიტი როლია იყოს ვიცე-იგუაინი. ალეგრის აღმოჩენა – მძიმე ფორვარდი ფლანგზე, გენიალური იყო, მაგრამ მან დაკარგა სიახლის ეფექტი – კონკურენტებმა ანიდოტი მოძებნეს.

ნახევარდაცვაც საჭიროებდა ცვლილებებს. პიანიჩი-ხედირას წყვილმა ამოწურა თავი. ბოსნიელს სხვა მახასიათებლის პარტნიორი სჭირდება, პირველ ყოვლისა დაცვით ფაზაში. შემთხვევით არაა, რომ პიანიჩმა სეზონის საუკეთესო თამაშები მატუიდისთან ტანდემში ითამაშა. და ბოლოს: დაცვის მარჯვენა ფლანგზე დიდი ხანია ცვლილებაა საჭირო. ლიხშტაინერი ამთავრებს საფეხბურთო კარიერას, ხოლო მატია დე შილიო “მილანის” შემდეგ უფრო სწრაფად მოდის გონს, ვიდრე ელოდნენ.

დარჩა მხოლოდ ახალი 4-3-2-1 სქემის პრეზენტაცია, რომელიც “იუვეს’ სპორტულ ცენტრ – ვინოვოზე დაამუშავეს. და რომ არა კიელინის ტრავმა, ეს გასულ კვირას მოხდებოდა, როცა ტურინს “ბარსელონა’ ესტუმრა. მაგრამ მაშინ მაქსმა იფიქრა, კიელინის რუგანით შეცვლა დიდი რისკი იქნებოდა. კატალონიელების ვარსკვლავურ თავდასხმას შესაძლოა პრემიერის შთაბეჭდილებები გაეფუჭებინა. ამიტომ მან თავი დაიზღვია – კიელინი არა ერთი, არამედ ორი მცველით შეცვალა.

იტალიაში ყველამ რატომღაც ჩათვალა, რომ სქემა 3-4-2-1, რომელიც გამოიყენეს “ბარსასთან”, არა შუალედური, არამედ ძირითადი სქემა იყო – “ანტი-ნაპოლი”. ჰო, აბა რა, დატოვო ინსინიე და კომპანია 3 მცველთან დაზღვევის გარეშე – და ყველაფერი იმისთვის, რომ მიიღო დამატებითი მოთამაშე ჟორჟინიოს ბლოკირებისთვის. ამ მოსაზრების მომხრეებმა მთელი ორი ათეული სტატია მიუძღვეს იმის შემდეგ, რაც “იუვე” “კროტონეს” წინააღმდეგ იგივე სქემით გავიდა. მაგრამ ბოდიში და, “კროტონე” ღირსეული მოწინააღმდეგეა იმისთვის, რომ მსოფლიოს იტალიის ჩემპიონის გარდაქმნა გააცნო?!

ოდესღაც, ამერიკელი გროსმეისტერი – ფრენკ მარშალი რამდენიმე წელი ელოდა კაპაბლანკასტან შეხვედრას, რომ ესპანური პარტიის ცნობილი შეტევის დემონსტრაცია მოეხდინა. ალეგრის მხოლოდ ერთი კვირის მოცდაღა სჭირდებოდა. ამ ჩანაფიქრის შედეგი ჩვენ ვნახეთ “სან-პაოლოზე”.

შესვენებაზე, “მილანის” 80-იანი წლების ცნობილმა მეკარემ – ჯოვანი გალიმ წარმოთქვა მხოლოდ ორიოდე სიტყვა, რომელმაც თვალნათლივ ასახა რა ხდებოდა: “ძალიან ნელი არიან”. მე დავამატებდი: და პროგნოზირებადი. მთელმა იტალიამ იცოდა, როგორ ითამაშებდა “ნაპოლი”, აბსოლიტურად ყველამ – დაწყებული სკაის ექსპერტიდან, დამთავრებული სასტუმრო “ვეზუვის” მომსახურე ბიჭით.

“ნაპოლის” მარჯვენა ფლანგზეა ფეხბურთელი, რომელიც გუნდში ყველაზე ცუდ ფორმაშია. და მაინც, კალეხონი ძირითადში გამოვიდა: მას უბრალოდ არ ჰყავს სრულფასოვანი შემცვლელი. დიავარა ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეცვალოს თამაშის რიტმი და სტრუქტურა ცენტრალურ ხაზში, და მაინც დარჩა სათადარიგოთა სკამზე. ზელინსკის გამოშვება უფრო ადრეც შეიძლებოდა, რომ რაღაცით მაინც გაეოცა მოწინააღმდეგე.

და რატომ უნდა შეგეცვალა ალანი – “ნაპოლის” ცენტრის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ხელს უშლიდა პიანიჩს ბურთის ფლობის საწყის ფაზაში? ბოლო კვირას ბევრი საუბრობდა “ნაპოლის” ფიზიკურ დაღლაზე. მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია უბედურების – გუნდი მოიცვა სხვა გადაღლამ – ფსიქოლოგიურმა. გამოდის, შეფ-პოვარ სარის სასწრაფოდ სჭირდება ახალი მენიუს მომზადება.

მაურიციო სარიმ საუცხოო სამუშაო გასწია, მაგრამ პარასკევს ზუსტად ტურინელები თამაშობდნენ უფრო თანამედროვე ფეხბურთს. ეს იყო ალეგრის ტაქტიკური გამარჯვება, და 10 კაცი დაცვაში არაა საფუძველი დაადანაშაულო “ბიანკონერები” სანახაობის მოკვლაში. სანდროს ნაცვლად ასამოას ძირითადში დაყენებამ გაამართლა, ხოლო მატუიდის თამაში, რომელმაც შებოჭა “ნაპოლის” ნახევარდაცვა ჟორჟინიოს მეთაურობით, აღფრთოვანების ღირსია. კონტრშეტევითი სამეული დიბალა-კოშტა-იგუაინი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ გაეტეხათ სარის თავდაცვა.

ნეაპოლიტანელები ზედმეტად იყენებდნენ ინდივიდუალურ მოქმედებებს, ხოლო პოზიციური შეტევისას ხშირად აწვდიდნენ დონ ლორენცოს – იმის იმედით, რომ ის ყველაფერს თავად გააკეთებდა. სიმბოლურია, რომ საბედისწერო კონტრშეტევა, იგუაინის გოლი და მისი აღნიშნვა à la ტონი, სწორედ ინსინიეს შეცდომას მოჰყვა. მისი ფორმის პიკი უკვე გავიდა, და საერთოდ არ შეიძლება მუდმივად მისი ოსტატობის იმედად იყო. იქნებ ლიდერის ტრავმამ აიძულოს სარი დაუბრუნდეს სხვა ვარიანტებს, რომლებსაც ის სეზონის დასაწყისში ტესტავდა?

ნებისმიერ შემთხვევაში, “ნაპოლისთვის” ჯერ არაფერია დამთავრებული. მითუმეტეს, ამ დამარცხებამ დე ლაურენტისს იქნებ აფიქრებინოს, რომ იანვარში რობერტო ინლეზეზე სერიოზული მოთამაშე მოიყვანოს. სეზონის პირველი წრის ბოლოსთვის თუ ყველაზე კარგ ფიზიკურ ფორმაში 35 წლის მაჯოა – ეს კარგი საბაბია გახსნას საფულე.

“იუვეს” მალე ახალი გამოცდა ელის – შეხვედრა ისტორიულ მოწინააღმდეგესთან, რომელიც თითქმის 10 წელი ბალახებში იმალებოდა, მაგრამ როგორც იქნა თავი წამოსწია და მზადაა აღზევდეს ისე მაღლა, როგორც ცეზარის არწივი (“ინტერი”). მაგრამ ეს ყველაფერი ადგილობრივი გარჩევებია. “ქალბატონი” უფრო გლობალურად უნდა აზროვნებდეს. სკუდეტო – დიდი ხნის განვლილი ეტაპია.

ალეგრის ბიჭები მზად არიან მწვერვალზე მესამედ დაბრუნდნენ. თუნდაც გადაწყობა გარკვეულ დროს წაიღებს, ხოლო წონოსწორობას 4-3-3 მოდულით მიაღწევენ,  მაგრამ შედეგი პროგნოზირებადია.

გახსოვთ დაგპირდით, რომ ადრე თუ გვიან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს გუნდი, რომელიც კოლექტიური ფეხბურთის მიმდევარია? გეშინოდეთ, ვარსკვლავებით გადატენილი გუნდის გულშემატკივრებო, მწვრთნელებით იდეის გარეშე. კუზიანები მოდიან. ცინიკურები და ბოროტები. ხვლიკმა კუდი მოიძრო.”

sports.ru-ს მიხედვით

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

87 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
6 years ago

მეკარეზე რას ფიქრობ, ობლაკი გინდა შენ რომ ვიყიდოთ ხო?

კაი ვარიანტი იქნებოდა.

ტოპ კლასის მეკარეს მიჩვეულებმა ძნელია სჩესნის ვუყუროთ მომავალში და მაგის იმედზე ვიყოთ.

Dybala10
Dybala10
6 years ago
Reply to  maradona73

5 წლია ვუყურებ ბუფონს და შეჩვეული ვარ ალბათ რო წავა ცრემლებით ავასებ სახლს კურტუაც კარგი იქნებიდა მარა მოიყვანს მაროტა ?

maradona73
6 years ago

აბა ჰა დიბალა10, რას გვეტყვი ახალს და კარგს? :c:

Dybala10
Dybala10
6 years ago
Reply to  maradona73

რავი მესამეზე აღარ ვართ და 1 ქულით გვისწრებს ნაპოლი 1 ადგილით

Dybala10
Dybala10
6 years ago

ვინმე ხართ საიტზე ?

Maradona73
Maradona73
6 years ago
Reply to  Dybala10

რა არის?

Dybala10
Dybala10
6 years ago
Reply to  Maradona73

რავი ზდაროვა სასტავ მეთქი აარავინ ხმას არ მცემს მერე რა ახალი ვარ ტქვენ ძმად ჩამთვალეთ

maradona73
6 years ago
Reply to  Dybala10

:lool:

გაუმარჯოს თუ კარგია :c: :up:

ტელეფონით ვიყავი მეც და როგორც ვატყობ დანარჩენებიც, ეტყობა მაგიტომ ვერ მოგაქციეს ყურადღება, სულ არ გცალია მამენტ კაცს. :mrgreen:

Dybala10
Dybala10
6 years ago
Reply to  maradona73

ხო მეც ტელეთი ვარ

Dybala10
Dybala10
6 years ago

:forza: :forza: :forza:

Dybala10
Dybala10
6 years ago

ზდაროვა სასტავ :forza:

Dybala10
Dybala10
6 years ago

მართლა ძალიან კარგი შენაძენია თან მარჯვენა ფლანგზე კარგი შემცვლელია მანჯუს მოედნის ხედვაც აქვს დრიბლინგიც და პასებსაც კარგად ანაწილებს ბაიერნშიც კარგი იყო რატო არ დააფასეს ბავარიაში ვერ ვხვდები

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Sagol viking…. Sagol avtor ra statia dauweria etyoba ro kargadaa garkveuli pegburtshi da ise araa rogorc aq bevrs gonia ro icis am dros araperi ar icis)) dazdeven juve1 komentarebs…es statia cotaxani mainc gaachumebs xalxs.alegri sagol

lasha naxucrishvili
6 years ago

მე შაბათ კვირას მაქსიმუმ 2 თამაშს ვუყურებ ხოლმე გუშინ იუვეს და ეხლა ბილბაო რეალს.არსენალი მანჩესტერი მაგარი მეკიდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს :roll: ბუნდესლიგამ მართლა მაგრად ჩაი….

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

კარგი სტატიაა,მადლობა ავტორს

Davit83
Davit83
6 years ago

Kargi rodesac icereba bevrs ar moscoms ratomgac

Davit83
Davit83
6 years ago

Gundshi bonuchis shemvvlelic aris da alveshis shemcvlelic da sul tragediebi araa sachiro. Tebervalshi naxavt rogor akrifavs gundi formas ukve chans magis nishnebi. Am etapze albat juve tavisi shesadzleblobebis 60 % achvenebs.

maradona73
6 years ago

ადრე მახსოვს რა დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ლევერკუზენი-დორტმუნდის თამაშებს, დაახლოებით მაშინ ბალაკი და შნეიდერი რომ თამაშობდნენ ზერობერტო კიდევ.

ეხლა კიდევ სურვილიც არ მიჩნდება მაგათი ყურების, დაჟე თვალის შევლების. მაგრა დაეცა ბუნდესლიგის დონეც.

Davit83
Davit83
6 years ago
Reply to  maradona73

Ratomgac bundes ligas verasdros ver vuyureb veranairad ver mizidavs. Baierni baiers vuyurebdi xolme shens mier dasaxelebuli fexburtelebis dros da kidev ufro adre baierni dortmundi efenbergebis dros dalshe ver vinteresdebi

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

Ese kargadaa yvelaferi inovatorebi vyofilvart faqtiurad da gadatrialeba mouxdenia alegris fexburtshi )))) gegoneba im mwvrtnelebma varskvkavuri fexburyekebit chkua ar aswavles am idein zombs )))) uazro statiaa holivuduri filmis scenars gavs romelic kargad mtavrdeba magram es kino ar aris es fexburtia ))) ise ki forza juve !!! Magram alegriout…

maradona73
6 years ago

უნდა ჩავუჯდე ტორინო-ატალანტას, კალდარას და სპინაცოლას მუღამში.

maradona73
6 years ago
Reply to  maradona73

ორსოლინი ტყუილად გავანათხოვრეთ მანდ, არ უთამაშია მგონი ზამენიდანაც.

ტრიდე
ტრიდე
6 years ago
Reply to  maradona73

აუ რას ფიქრობ ძმაო მეც მაგი თამაჰი უნდა ვნახო და კარგი სანახავი იქნება ჰენი აზრით სხვა არჩევანი არ მაქ დღეს

maradona73
6 years ago

ნორმალური თამაში იქნება საყურებლად, ორივე მოსაგებად ითამაშებს.

აი რეალს რომ არ გავემწარებინეთ ეგრე ფინალში, შეიძლება ბილბაო რეალისთვისაც მეყურებინა. მაგრამ სანამ მაგათ აბაროტს არ ავუღებთ, სიამოვნების მიღების მიზნით მე რეალს ვეღარ ვუყურებ. :mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მადლობა ღმერთს რო ალექსის სანჩესის და გრანიტ ჯაკას მსგავსი მერდები რო არ გვყავს :lool: არადა რამდენი ლოცულობდა ალექსისზე :lool: :lool: :lool:

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

და პოგბას დროზე ავაცმევინეთ :lool: :lool: :lool:

maradona73
6 years ago

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი ისევ ტრავმირებულია. გერმანელი ფეხბურთელის დაზიანება ამჯერადაც სერიოზული გამოდგა და მოედანზე დაბრუნებას მიმდინარე წელს ვეღარ შეძლებს.

როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, გერმანელ ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და ამის გამო ერთი თვე გაუცდება. ჰიოვედესის გამოჯანმრთლების ზუსტი თარიღი კი უახლოეს კვირებში, დამატებითი გამოკვლევების შედეგად დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ბენედიქტ ჰიოვედესი “იუვენტუსს” გასულ ზაფხულს “შალკედან” შეუერთდა, თუმცა დღემდე ერთადერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დანარჩენი პერიოდი კი ტრავმის გამო ლაზარეთში დაჰყო.

——————————–

აი თავიდანვე ვიძახდი რომ ბონუჩის და ალვეშის შემცვლელს 12 მილიონად ვერ მოიყვანდნენ მეთქი, უეჭველი რაღაც პრობლემები ექნება თქო და აგრე ჰა …

ფუ ამათი ძუნწი ……………

რეალისტი
რეალისტი
6 years ago
Reply to  maradona73

შალკეს კაპიტანი იყო და ყველა თამაში ითამაშა თითქმის და როგორ ტრავმიანი და შალკე მალავდა? :) კაი რა :) უბრალოდ იტალიურ ვარჯიშებს ვერ აყვა ფიზიკურად მისი სხეული, ესაა სულ

maradona73
6 years ago

კაი რა გჯერა ეხლა შენ მაგის?

შალკე სასწაულ ფორმაში მყოფ კაპიტანს ყიდის 12 მილიონად??? :lool:

აგერ ნახავ ზაფხულში გორეცკას რამდენში გაყიდიან.

Vega
6 years ago

რატო არ დამალავდა როცა 12 მილიონზე იყო საუბარი? სულ გამართლებაზე როგორ ხარ? შენ დამამტკიცებელი საბუთებიც რო დაგიდონ მაინც რაღაცას მოიგონებ. რა იტალიურ ვარჯიშებს ვერ აჰყვა? მართლა გჯერა ამის? მალადეც შენ. რა ვარჯიშები ტო ვაბშე ივარჯიშა რო? ან ვარჯიშებს რო არ აჰყვებოდა ისეთი იგროკი რაზე მოათრიეს? შიკზე თავი მოიკლეს და ეს რა პონტში მოიყვანეს? ტიპი თვითმფრინავიდან არც იყო ჩამოსული რო დატრამვდა. და ახლა იმას მეუბნები რო ვერ აჰყვაო?

Davit83
Davit83
6 years ago
Reply to  maradona73

Me hiides bonuchis shemcvlelad sulac ar ganvicilav, bonuchis shemcvleli vitardeba ruganis saxit da betaniasi xolo hiodesi aris damxmare elementi da masze sulac ar ecyoba dacva, bolo tamashebi ruganic sakmaod umatebs da tu gavixsenebt bonuchis ruganis asakshi ar iyo ruganis doneze. Ase rom…

Dybala10
Dybala10
6 years ago

ვინმემ მითხარით მოიყვანენ წესიერ მცველს ბონუჩის შემცვლელს მეკარეს და ფორვარდს

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago
Reply to  Dybala10

ბენატიას რას ერჩი, ან მანძუ იგუაინს?

Dybala10
Dybala10
6 years ago

კაი მეკარე მაინცაა მოსაყვანი და ალვეშის შემცვლელი თორე შესნის და დაბერებული ბარძალის იმედზე ვერ ვიქნებით

არაგველი
არაგველი
6 years ago
Reply to  Dybala10

ბარძალი დაამთავრებს კარიერას ამ სეზონის ბოლოს და კალდარას გადმიყვანენ, მეტი არცაა საჭირო. ბენატია-კელინი მშვენიერია და მშვენიერი შმცვლელებიც ეყოლებათ რუგანი-კალდარას სახით. ჰოვედესიც გასაშვებია, ზედმეტი ხარჯია

Dybala10
Dybala10
6 years ago

ეგ კაი მარა მეკარე ? ობლაკი კარგი იქნებოდა

Maradona73
Maradona73
6 years ago

ნეტა პიაცა როდის დაიწყებს თამაშს, კაი ხანია უკვე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

Dybala10
Dybala10
6 years ago

გუშინ იგუაინმა რა საკაიფოდ აღნიშნა

Maradona73
Maradona73
6 years ago

“”ცინიკურები და ბოროტები” შეიძლება ვართ შავთეთრები, მაგრამ “კუზიანებზე” ექსკლიუზივი მერდებს აქვთ აღებული და იქეთ უიქენდზე ზედ კუზზე უნდა დავაჟვათ მერდა ინტერს.

Dybala10
Dybala10
6 years ago

გამარჯობათ მე ახალი ვარ იუვეს ქომაგი იმედია კარგად მიმიღებთ სულით ბოანკონერი ვარ გილოცავთ ნაპოლისთან 1-0 ეს ერთი და სხვა მრავალი ჩემო შავ თეთრო ძმებო

Maradona73
Maradona73
6 years ago
Reply to  Dybala10

გაგიმარჯოს ძმაო, ფორცა იუვე!

:juvee:

ფიცხელა
ფიცხელა
6 years ago
Reply to  Dybala10

გაიხარე

ტრიდე
ტრიდე
6 years ago
Reply to  Dybala10

გაიმამარჯოს ძმა და გაიხარე წარმატებები ყველაფერჰი

Dybala10
Dybala10
6 years ago

შენც ასევე

lasha naxucrishvili
6 years ago

რეალისტი ან საიდან მოიტანა გინდ მაგან გინდ კიდევ 1 2მა რო მარკიზიო არ მოგვწონს აზრზე არ ვარ.ან რატო ფიქრობენ რო ხედირას ვადარებთ მარკიზიოს? აქ ერთმა დაწერა მაღალი ფეხბურთელებიც არისო საჭიროვო სასტავშიო ეგ ერთ ერთი მიზეზია რატოც ვერ ხვდება მარკიზიო სასტავში. ეს გუნდი რა ტაქტიკითაც არ უნდა გამოვიდეს 3-4-3 3-5-2 4-4-2 4-3-3 და ასე შემდეგ სინამდვილეში სულ სხვა ტაქტიკით თამაშობენ.ანუ შეიძლება შემტევი ნახევარმცველი უცბათ ჩამშლელის პოზიციაზე აღმოჩნდეს ან კონტრატაკებზე ნახევარმცველი აღმოჩნდეს თავდასხმელზე წინ. აქ თუ ვინმეს გონია რო გუნდი მაგალითად 4-3-3 თამაშობს იმიტო რო ეკრანზე ასე დაეწერა მაგრად ცდებიან :) იმაზე ლაპარაკი თუ ვინ ვის ადგილზე ჯობდა დაეყენებინა დროის ტყუილად კარგვაა… Read more »

არაგველი
არაგველი
6 years ago

:lol::lol::lol: :up: :up: :up:

მგელ პიერო
მგელ პიერო
6 years ago

მე დავწერე ეგ რომ თავის გაბარიტების გამოა ხედირა სასტავში. ფაქტიურად დაცვის გარდა ეგ და მანძუ არიან მეორე სართულზე მებრძოლები

lasha naxucrishvili
6 years ago

:up:
კუთხურებზე და საერთოდ თავით თამაში ამ ბოლო დროს მაგრად გვიჭირს
ეს პრობლემა უნდა მოვხსნათ როგორმე

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ნეტაი მარკიზა ჩემსავით ბევრს უყვარდეს მაგრა…რადგან მიყვარს არ ნიშნავს იმას სულ ძირითადში ვითხოვდე და რეალობაზე თვალები დავხუჭო.

Vega
6 years ago

ლიგა დადონ ძმა ლიგა თორემ ნაპოლის მოუგონ თუ უნდათ ვაბშე წააგონ მაგრა მკიდია ეს სერიალი უკვე. ლიგა დადოს და ეს იქნება მისი გენიალურობა თორემ ნაპოლის თუ უგებ დიდი არაფერი. ნაპოლი არაა ბავარია ბარსა და რეალი/

ტრიდე
ტრიდე
6 years ago
Reply to  Vega

დადებს ძალიან მალე ჰეიძლება ახლაც კი

lasha naxucrishvili
6 years ago
Reply to  Vega

შეკვეთა მიღებულია :up: :)

Dybala10
Dybala10
6 years ago
Reply to  Vega

დადებს პროსტა ბევრი უნდა იშრომონ

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

საღოლ ძმაო რა სტატია დადე

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ვა მაგარი სტატიაა. გესმის 1იუვე იგივე კონტე 1 ? მარკიზიო არ უხსენებია საერთოდ ავტორს და მაგან რა იცის ფეხბურთი ხო? :)

Vega
6 years ago

ეს ჰიოვედესი ისევ აილეწა თურმე. რა ხლამი შემოგვტენეს. მგონი ამათი კლინიკა ხაშურის კლინიკაზე უკეთესი არაა მგონი

არაგველი
არაგველი
6 years ago
Reply to  Vega

წელს ვეღარც ითამაშებს და შემოტენვას დაანებე, ხელფასი და მკურნალობა 5 იმდენი უჯდებათ რაც გადაიხადეს :D:D:D

Vega
6 years ago

შიკზე მოიკლეს თავი და ეს დიდი ზარ ზეიმით რა პონტში იყიდეს? მერე იტყვიან მაროტა გენიოსი არისო :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
87
0
Would love your thoughts, please comment.x