ალეგრი: “თამაშის მოგება – ეს მხოლოდ ბურთის ფლობა არაა, ეს საკუთარი ძლიერი მხარეების ჭკვიანური გამოყენებაა და უნარი გამოავლინო მოწინააღმდეგის სისუსტეები და გამოიყენო ის”
მაქს ალეგრის მატჩისშემდგომი ინტერვიუ…
“დღეს ჩვენ უნდა გაგვევლო შესანიშნავი ტესტი, ბიჭებს ჰქონდათ პოზიტიური მომენტები პირველ ტაიმში და ჩვენ წინ გავედით. “ნაპოლი” მეორე ტაიმში დიდი ხანი ფლობდა ბურთს და აგრძელებდა პრესინგს, მაგრამ ჩვენ არაფერი შევაქმნევინეთ ჩვენს კართან, ამასთან პეპე რეინამ ნამდვილი სასწაული ჩაიდინა მატუიდის დარტყმისას.
ახლა ჩვენ ერთი ქულა გვაშორებს “ნაპოლისგან”. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ახლა სამშაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მორიგ რაუნდზე უნდა გავიდეთ. უნდა შევაქოთ “ნაპოლი”, ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან, რითაც ადასტურებენ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტები არიან და განაგრძობენ შესანიშნავი ფეხბურთის დემონსტრირებას.
დუგლას კოშტა – წარმოუდგენელი ფეხბურთელია. თავისი ტექნიკის წყალობით მას იმის გაკეთება შეუძლია, რაც ბევრს არ შეუძლია. ბენატია ახლა კარგ ფორმაში იმყოფება, მან უფრო თავდაჯერებით უნდა გამოიტანოს ბურთი საჯარიმოდან.
თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მოგების ნორმალური სურვილი ამ შეხვედრაში საკმარისი არ იქნებოდა და ამაზე მეტი უნდა გვეჩვენებინა. “ნაპოლის” წინააღმდეგ როცა თამაშობ, უნდა დაკეტო მარცხენა ფლანგი და ვერტიკალურად თამაშის შესაძლებლობა. მოწინააღმდეგე, თავის მხრივ, აქტიურად ებრძოდა ჩვენს კროსებს. საჭირო იყო დავრჩენილიყავით ორგანიზებულები და მიგვემართა “ნაპოლი” მოედნის იმ ნაწილში, სადაც მათ არ შეეძლოთ პრობლემები შეექმნათ ჩვენთვის.
თამაშის მოგება – ეს მხოლოდ ბურთის ფლობა არაა, ეს საკუთარი ძლიერი მხარეების ჭკვიანური გამოყენებაა და უნარი გამოავლინო მოწინააღმდეგის სისუსტეები და გამოიყენო ის.
რაც შეეხება თამაშის სქემას, ის გამომდინარეობს იქიდან, თუ რომელი ფეხბურთელებია მწვრთნელის განკარგულებაში. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ გახდნენ ლეგენდარული მოთამაშეები. ჩვენ ვიცით, რომ ამისათვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მონდომება.”
ვეთანხმები პირველად.უაზრო ციფრებზე არ საუბრობს.გუშინ პირველად ვნახე ამის იუვე მწვრთნელის გავლენით
Matuidi shokshi iyo es ra burti aigovo saxeze ewera
სანდროს რა სჭირს რატომ არ ათამაშებს ტო?
ნაპოლი დიდი ძალაა თუ გაუხსნი თამაშს! სხვა სტილი კი უბრალოდ არიცის ამ გუნდმა!
და სულ გახსნილით ხდება ისეც რო ვერ გაიტან გოლს
თან ტემპის დაგდებებია კლასიკურად გააკეთეს,იქ პიანიჩის წაქცევა.იქ ხედირას შეცვლა! დაჟე ჰიგუაინის ჟესტები და ტრიბუნისკენ ხელის შვერებიც დამიჯერეთ ალეგრის ტაკტიკაა
ყოჩღ ბუფონს ბენატიას ხედირას
მარა სარისკო იყო იმიტომ რომ მე 2ტაიმში რასაქვია დაგბომბათ ნაპოლიმ!
ჩიფიქრა სწრაფი გოლი რაც გამოუვიდა და მერე პაკაა
თამაში არგაუხსნა იმიტომ რომ სისწრაფეში ვერ აყვებოდა
ალეგრი მაგარი ჭკვიანი აღმოჩნდა გუშინ
Realist
Es markizio vabshe ristvis shemoiyvana? Fexi ver gandzria
შენ მაგ კომენტარით ერთს ისარი ესროლე გულში :)
Ise fexburtelebis shefasebashi naxet shefasebebi? Viszec kaifobdnen aq sastavi imatma magali shefasebebi rom migees?
Martla kargat axsna yvelaferi
ყველაფერი ახსნა ხუთიანზე, ფაქტიურად ნაპოლმა ხიფათი რაც შექმნა კიელინის არაზუსტი პასების გამო, თამაშიდან ვერაფრი ვერ მოგვიხერხა
ისე ერთ რამეს დავრწმუნდი როცა ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობ დიბალა მოედანზე ყოვლად უვარგისი ხდება,მაგრამ რომ გაიყვანო მერე დააწყნარე ეგ სამხრეთამერიკული სისხლი უჩქეფს.