ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპალეტი: “იუვენტუსი” ყველაზე ძლიერია”

1121316082

ლუჩანო სპალეტი გამოეხმაურა მაურიციო სარის, რომელმაც აღნიშნა, რომ “ინტერს” გარკვეული უპირატესობა აქვს, რადგან არ თამაშობენ ევროტურნირებზე.

“სპორტი მარტივია. თუ შენ ოთხეულში მოხვდი, ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებ. შემდეგ მოდის ევროპა ლიგის ზონა, თუ არა და შენ ამთავრებ სეზონს ამხანაგური თამაშებით. “იუვენტუსმა” 6 სკუდეტო მოიგო, თამაშობდა რა მუდმივად მაღალ დონეზე. სარის თუ უნდა გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება, შეუძლია ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაამთავროს და “სხვა სპორტი” ითამაშოს. ჩვენ ვისურვებდით გვეთამაშა სამი თუ ოთხი თამაში კვირაში!

სარი როგორც ხშირად ლაპარაკობს, ყველას შეუძლია ზედიზედ ორი თუ სამი თამაში მოიგოს, მაგრამ იმარჯვებდე სამი თუ ოთხი თვე, ძნელია. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ იმ ორ-სამ გუნდს შორის, რომლებიც სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

“იუვენტუსი” ყველაზე ძლიერია, ამას ვამბობდი თავიდანაც. ისინი ყველაზე კარგად არიან დაკომპლექტებული, მათ ყავთ შესანიშნავი სათადარიგოთა სკამი და აქვთ ოსტატობის გადასარევი დონე. ისინი გააგრძელებენ შედეგის მოპოვებას, მიუხედავად სეზონის მძიმე სტარტისა. “ნაპოლის” წინააღმდეგ მათ აჩვენეს თუ რა შეუძლიათ.” – ამბობს სპალეტი.

9 thoughts on “სპალეტი: “იუვენტუსი” ყველაზე ძლიერია”

  1. იუვე და მისნაირი გრანდები კი აბალანსებენ მთელ სეზონს და არა 2-3 თამაშს,ერთი რაც აკლია ალეგრის ბოლო ბოლოოოოოოოოო გადამწყვეტი თამაშის მოგება რასაც ლიგის ფინალი ქვია

  2. ამ მილანს რა ეშველება არვიცი გინდ ლობჟანიძე მიუყვანე გინდ მესი რონალდო არაფერი არ ეშველებათ

  3. სანდრო-დიბალა რომ გაუშვან და მილინკოვიჩი-კროოსი-ბეილი მოიყვანონ, თქვენი აზრით წააგებს თუ იხეირებს ამით იუვენტუსი.

    1. დიბალა 10-იანია და მისი გაშვება არ შეიძლება.

      სანდრომ თუ რეგრესი გააგრძელა და სპინაცოლამ მოუმატა, მაშინ იტალიელს მისცემენ ყველა ვარიანტში უპირატესობას იუვეში.

      ბეილი კიდევ ვაფშე არაა საჭირო, კროოს და მილინკივიჩI კაია.

      1. ბერნარდესკი იქნება 10-იანი როცა შესაბამისი წყობით ითამაშებს გუნდი, ისე 4-3-3. ნახევარდაცვა მილინკოვიჩი-პიანიჩი-კროოსი და წინ ბეილი-კოშტა-იგუაინი

        1. მარადონას ვეთანხმები არ შეიძლება დიბალა რომ გაუშვან ბერნარდესკი ვერ შეცვლის თანაც პრესტიჟის ამბავია ეგ ბეილზეც ვეთანხმები არაფერი არაა ბეილი პროსტა ცხენია ესპანეთში სულ ტრავმირებულია და ეგ იტალიაში ლაზარეთიდან არ გამოვა კროოსი კარგია მაგრამ არა დიბალას ნაცვლად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.