ალეგრი: “იუვენტუსს” შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალის პრეტენდენტი იყოს ამ სეზონში”
მასიმილიანო ალეგრის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია…
“შესვენების შემდეგ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, რის შედეგად იძულებული გავხდი შემეცვალა დიბალა დამატებითი ნახევარმცველით. გუნდმა სერიოზული შეცდომები დაუშვა ტექნიკური თვალსაზრისით, საჭირო იყო გაცილებით ადრე დაგვემთავრებინა დაპირისპირება. როდესაც მოწინააღმდეგე დაჭრილია, უნდა დაამთავრო, კი არ უნდა დატოვო ცოცხალი. საბედნიეროდ შესნი ძალიან დაგვეხმარა. ხანდახან ძალიან ვჩქარობთ, როცა საბოლოო შედეგის გვეშინია. ამაზე უნდა ვიმუშაოთ.”
“დიბალა არ ასპარეზობს თავის დონეზე და ეს კარგად ესმის მას. პაულო ჭკვიანი ფეხბურთელია, ის უკვე 24 წლისაა, მაგრამ მან უნდა განაგრძოს ზრდა და პროგრესირება. აუცილებელია მან გაიგოს, რომ თუ რაღაც არ გამოგდის, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და მოთმინება. ჩვენ ბევრი თამაში ჩავატარეთ, საბედნიეროდ, ჩემს განკარგულებაშია ფართო შემადგენლობა, ამიტომ შემიძლია უმტკივნეულოდ შევცვალო მოთამაშეები.”
“დუგლას კოშტა? მანჯუკიჩმა გამოტოვა ბოლო ორი თამაში, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. დუგლას კოშტას კარგი სარგებელი მოაქვს, თუმცა დღეს ის ნაკლებად ბრწყინავდა, ვიდრე ნეაპოლში. ბერნარდესკი გამოვიდა და მეორე გოლი გაიტანა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებენ ფეხბურთელები, რომლებიც არ გამოდიან პირველივე წუთებიდან. ჩვენ შევძელით შეგვეცვალა ბუფონი, კიელინი და მანჯუკიჩი.”
“ინტერი? წინ კიდევ ერთი რთული დაპირისპირებაა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც იყო ნეაპოლში. შესაძლოა, ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ისვენებდნენ, ითამაშებენ შედეგ თამაშში.”
“ბარძალის მტკივნეული შეგრძნებები ჰქონდა, ამიტომ მოვხსენი თამაშიდან, რომ პრობლემა სერიოზულში არ გადასულიყო. საბედნიეროდ, მას ყველაფერი წესრიგში აქვს.”
“კენჭისყრა? თვალის გადავლებისთანავე ნათელია, რომ ჩვენ შესაძლოა შეგვხვდეს ინგლისური გუნდები, პსჟ ან “ბეშიქთაში”. ასეთ სიტუაციაში არის განცდა, რომ “იუვენტუსი” ბრიტანულ გუნდს შეხვდება.”
“მე ისევ ბარსელონასთან ვითამაშებდი, მაგრამ ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე ინგლისის იმ ოთხი გუნდიდან ერთ-ერთთან მოგვიწევს ასპარეზობა, რომლებიც ჯგუფის ლიდერები არიან.”
“ხუმრობები “იუვენტუსზე” და ფინალებზე? კლუბის ფანატებს მუდმივად ფიქრებში აქვთ ეს ნეგატივი. ადვილი არ არის გააღწიო ფინალში. ხალხი იმაზე ლაპარაკობს, რომ ჩვენ წავაგეთ ორი ფინალი, იმაზე კი არავინ საუბრობს, რომ ჩვენ შევძელით სამ წელიწადში ორჯერ გავსულიყავით ფინალში. სასურველია, ხალხმა იაზროვნოს უფრო პოზიტიურად.”
“თავის ისტორიაში “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის 8 ფინალში ითამაშა. ამ ტურნირის მოგება არაა ადვილი, რადგან აქ ევროპის საუკეთესო გუნდები იკრიბებიან. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია ამ სეზონში ისევ იყოს ფინალის პრეტენდენტი.”
ძაან ,,კბენს,, ეს დიბალას … სიმშვიდე მართლა ჭირდება დიბალას ისე !
აბა ჰენ იცი ალეგრი
ვიკინგ შენ რასაც ახლა წერ ქრონოლოგიაა და ყველა ხედავს ამას,მე სხვა რამეს ვამბობ.ნეიმარს დააყენებს ვინმე გამთამაშებლად?იგივეა დაახლობით
სანამ დიბალა ფორმაში იყო, ფანტასტიურად თამაშობდა და მაგარი შედეგებიც ჰქონდა, თუმცა მაშინაც ზონებს შორის თამაშობდა. საქმე ფორმაშია და არა მგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს რა პოზიციაზე თამაშობს.
ბევრი იწერება პრესაში მის პირად ცხოვრებაზე, ასევე დადის ჭორები, თითქოს რეალი ცდილობს მის შეძენას და მზადაა კროოსში გაცვალოს… ფაქტია, რომ ადვილი პერიოდი არ უდგას ცხოვრებაში.
Shesni mshvenieri mekarea ratom aginebt? Gasagebia bufonis shemdeg vinc ar unda idges karshi ar mogveconeba magram chemi azrit shesni araa cudi tan axalgazrdaa.
ხო ნეტოს ჯობია 100% :)
ინტერვიუში რას წერს ჟურნალისტი რა მნიშვნელობააქვს არ უყურებ რომ ტრეკვარტისტა დიბალა საშუალოზე დაბალი დონისაა
ჟურნალისტი იმას წერს, რასაც დიბალა ამბობს :)
4-2-3-1 -ში ზედმეტი დატვირთვა ჰქონდა. გუნდი ჯერ არა მთლიანად გადასული ახალ მოდელზე, 4-3-2-1 -ში ნაკლებად დატვირთული იქნება და უფრო არაპროგნოზირებადი, როგორც ნაპოლისთან იყო დიბალა და კოშტა. ზოგადად ფორმაშიც არაა და როცა გუნდი კარგად ათამაშდება და დაამუღამებენ ახალ წყობას, პაულოც უფრო პროდუქტიული იქნება.
ინტერს დედა აქ მოხნილი აქ ბევრს გონია რო ასე იმიტო ვლაპარაკობთ რო იუვეს ფანები ვართ.აი მოვა შაბათი და ყველა ერთად ვნახავთ :) როგორც ამას ნაპოლისთან ვიძახოდით მეც და სხვებიც :) ბურთი რო არაფრის დიდებით არ გადის მარტო მაგ შემთხვევაში წამოვა ნიჩია!
Isev barsas shevxvdebobio
imdenjer shexvda ro dagecha ukve barsa icis rogor unda mougo barsas da shemdeg momavalshi tu gadaeyrebian kidev aucileblad mougebs…. Jera am kacs ro gava kide pinalshi xedavs am gunds ligis pinalshi magistvis amzadebs aman ro wels pinali moigos mteli msoplio alaparakdeba alegrize ro supermenia…. Mgonia ro tavar miznad aqvs dasaxuli ro liga moigos…. Kargad isaubra exla momewona)).savaraudot martla inglisur klubs daajaxeben.movides luboi mainc juve gava shemdeg etapze titqmis darwmunebuli var….xo kide interi gadaikuzeba exla uechveli ai uechveli ra))
მეც ვფიქრობნ რო შეიძლება ფინალში გასვლა მაგრამ მერე რა იქნება აზრზე არ ვარ!
ისე ჩესნი მშვენიერი და თავის თავში დარწმუნებული მეკარე ჩანს და წესით ბუფონი კარგად უნდა ჩაანაცვლოს.
დიბალას ზონებს შორის თამაში აბსურდია და ეს ჩანს უკვე მოედანზეც.ფორვარდის ნებისმიერ პოზიციაზე უფრო პროდუქტიული იქნება.და საერთოდ მარგალიტი გქონდეს ტილოში გახვეული გეკეთოს რა ჯანდაბაა მიეცი რა ფორვარდის თავისუფლება
“ტრაკვარტისტას როლი მომწონს. ამ პოზიციაზე არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში ვასპარეზობდი. ალეგრიმ მე მეტი თავისუფლება მომცა მოედანზე. მე მყავს არაჩვეულებრივი პარტნიორები, რომლებიც დიდ დახმარებას მიწევენ, რაც საშუალებას მაძლევს, რომ მშვიდად და თავდაჯერებულად ვითამაშო” – დიბალას სიტყვებია…