ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: “ნორმალური კენჭისყრაა”

Pavel Nedved

“იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი  პაველ ნედვედი, კენჭისყრის შედეგებს აფასებს.

ნორმალური კენჭისყრაა. ევროპაში “ტოტენჰემს” ჯერ არ შევხვედრილვართ, ამხანაგურში კი ამ ზაფხულს წავაგეთ. თამაში ორი თვის შემდეგ გაიმართება, ასე რომ ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე.

ჩვენ ვლაპარაკობთ კარგ გუნდზე, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და კარგად იყენებს გუნდის შემტევ პოტენციალს. გარდა ამისა, მათ ჰყავთ ლორენტე, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ. იმედია ის ვერ შეძლებს დაგვამწუხროს, როგორც ეს ესპანეთში გააკეთა. ამხანაგური შეხვედრისას ჩვენ არ ვიყავით კარგ ფორმაში, ახლა კი ჩვენ გვჯერა ჩვენი თავის და ვეცდებით საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

ვისურვებდი “იუვე” ყოველ წელს გადიოდეს ფინალში, იქ კი ვნახავთ გავიმარჯვებთ თუ არა. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ “იუვენტუსმა” ეს ბოლო სამ წელიწადში ორჯერ მოახერხა. ყველას არ შეუძლია მსგავსის გაკეთება.

1/8 ფინალები ყოველთვის რთულია, ძნელია დასძლიო მოწინააღმდეგე. თავისთავად, თითქოსდა ცხადია, მაგრამ “იუვენტუსი” არსდროს ფიქრობს ამაზე, არც ჩემპიონატში და არც ევროპაზე. ჩვენ ყოველთვის უახლოეს თამაშზე გვაქვს ორიენტაცია, ამიტომ “ტოტენჰემზე” მაშინ დავიწყებთ ფიქრს, როცა ამის დრო მოვა, მანდ კი ვნახავთ რაც მოხდება.

დიბალა? ის 24 წლისაა და ნორმალურია, რომ მასაც აქვს აღმაფრენა და დაღმასვლა. მან იცის, რომ კლუბი ყოველთვის მხარში დაუდგება. ჩვენ ყოველთვის მზადა ვართ, რომ დაველაპარაკოთ და დავეხმაროთ, თუ ამის საჭიროება გაჩნდა. მას ბევრი მსხვერპლის გაღება მოუწევს ცხოვრებაშიც და მოედანზეც, რომ თავის მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს.

ალეგრი ყველას თანაბრად უდგება. მანჯუკიჩი ან იგუაინი თუ ფორმაში არ არიან, სათადარიგოთა სკამზე მოუწევთ ჯდომა. მოედანზე გადიან ისინი, ვინც სრულიად მზად არიან და ესაა ყველაზე მთავარი.

 

369 thoughts on “ნედვედი: “ნორმალური კენჭისყრაა”

        1. ლიგაზე ვერ გავლენ ეგენი და 50 უდევს კონტრაქტში მგონი მაგ შემთხვევაში. საქმეს ეგ ართულებს რო პსჟ- უნდაო იწერება თორე მოგვარდება მგონი.

          1. მაშინ ცოტა ძვირი დაჯდება მაგრამ არ მგონია მაგის გამო გაუშვან ხელიდან. პსჟ-ს რამდენი უნდა გააბედინოს უეფამ ბოლო-ბოლო, რომანიოლი კი შესახლებელია

  1. ეხლა რატომღაც ძველ იტალიელ მცველების კლასზე ვფიქრობდი 90-იანი 2000-ანი წლების და დანარჩენებთან ერთად კოსტაკურტაც გამახსენდა.

    მახსოვდა რომ დიდხანს იყო მილანში და მისი სტატისტიკა ვნახე.

    ტიპს 5 ლიგა აქვს მოგებული … და ამ დროს ბუფონს არცერთი … :blin:

    ალეგრი შენ იყო კვერცხი თუ წელს ლიგა არ დასდო :mrgreen:

  2. მგონია ნაპოლი ტორინოსთანაც დაკარგავს ქულებს :)) იმედი კი მაქვს :D ,,,
    იმედია ინსინიე არ ეყოლებათ :D
    ძაან კლასნია მარა გადაყვა ამ ნაპოლის :forza:

  3. ბიჭო ეს არ მესმის არიქა და ალეგრის პრობლემები და უტანხმოება აქვს ხან ვისთან ხან ვისთანო. მოიცა რამდენ მილიონიანი ქვეყანაა იტალია? 60 მილიონი ხომ არის მგონი? მერე ბიჭოს 1000 კაციან ფორცა იუვეზე არის უთანხმოება კამათი და გინება და რა მოხდა თუ 60 მილიონიან ქვეყანაში არის მწვრთნელ-ფეხბურთელს შორის უთანხმოება? რატომ იცით ეს ბუზის სპილოდ ქცევა ოღონდ თქვენი გაიტანოთ და რას არ მოიგონებთ.

  4. ლეონარდო ჟარდიმი როგორ მევასება! მაგარი მწვრთნელია ძალიან მონაკო 100% გამოწურა ტიპმა აი მეტს რო ვერ მოთხოვ მაგ გუნდით :up: :up: :up: დაცვაც იცის კონტრატაკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია! თუ გინდათ დამცინეთ :) ეტყობა მონაკო მაგრად ევასება მაგ პონტში ჩერდება თორე ნებისმიერ გუნდში გაქაჩავს მაგი.იმ კლოუნ ემერიზე 100ჯერ უკეთესია.

    1. კოუტინიოს შეაკვდნენ და ბარსას არ მისცეს 170 მილიოად და თუ ძმა ხარ შენ გჯერა რომ იუვე 200 მილიონს გაიღებს? :)

  5. სუსო, გატუზოს გუნდში მითუმეტეს არ ჯდება, უბრალოდ არაა გამორიცხული ბონავენტურა – ბორინი დააყენოს ფლანგებზე და სუსო სკამზე დასვას, უკან კიდე 3 საყრდენზე გადავა ალბათ, 2 ძან სარისკოა, ბილია – კისი – მონტოლივო სამივე დადგება ალბათ მალე

      1. მონტოლივოს ფიორენტინადან ვგულშემატკივრობ მარა მილანში ძან ცუდად თამაშობს, თუ მოუმატებს წაადგება მილანს, ბოლონიასთან კაი იყო, კაპიტნის სამკლაური რო არ აქ განთავისუფლდა ალბათ

  6. მწვრთვნელზე მეტი პრობლემა მილანს ტრანსფერების კუთხით აქ, ვნახოთ წელს რაც სეცდოემები დაუშვეს, მომვალ წელს გამოასწორებენ ალბათ და შემდეგ სეზონში იბრძოლებენ ლიგის საგზურისთვის

  7. Konte 1
    Cels kontem rom veraferi moigos da chemp ligidan male gamovardes premier ligashi me-3 adgilze gavides am shedegit ae sheidzleba eom vtqvat konte bandziao magram eseti shedegi eqneba, alegri ki mag shedegit gasagdebi iqneba da dasaxvreti :lool:

    1. Da ra mere? Magit? Me analogiuri maq cakitxuli sadac pirloc ambibs rom konteaqti 1 cliani shemo.tavazes da axali gamocveva mchirdebodao da galianic ambobs, andac martlac mouxdat pirlos da alegris ragac mere raa? Mtavaria juveshi magrat shecyvnen

  8. თორნიკე,კი მე მჯეროდა,მეორეჯერ რომ გავედით მე-7 ადგილზე მის მერეც მჯეროდა,კონტე რომ მოვიდა მაშინაც მეჯერა რომ ჩემპიონები გავხდებოდით და ვინც არ უნდა მოსულიყო მაინც დავიჯერებდი,იმიტომ რომ მე ჯერ იუვეს გულშემატკივარი ვარ და მერე პიროვნებების და არ ვარ ისე,ეს ფეხბურთელები თუ მოვლენ ჩემპიონები გავხდებითო,ან ეს მწვრთნელი თუი მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დავდებთ შედეგსსთქო,რაც შეეხება მილანს,არასწორი შედარებაა,მილანი ხელმძღვანელობიანად ნეხვშია,ფეხბურთელებს რომ თავი დავანებოთ,იუვე კი სხვა ორბიტაზე გადავიდა მაშინ,ძირეულად შეიცვალა მაშინ სტრუქტურა და მიდგომა,ასევე კონკრეტულ ზონაში,ჭკვიანურად სადაც გვიჭირდა დაამატეს ფეხბურთელები და არა ისე 20 კაცი რომ იყიდა მილანმა…მილანის ყველაზე დიდი შეცდომა პირლოს მერე ალეგრის გაშვება იყო

    1. მასე ემ დელ ნერისაც მჯეროდა და პირველი წრის მერე ლიდერებშიც ვიყავით, მეორეზე მემგონი, კვალიარელა – დელ პიეროს დუეტი ძან მაგარი იყო :chuvak:

    1. ტოტენჰემი, გეთანხმები რო შარშან ნაკლები კონკურენცია იყო ინგლისში, უბრალოდ მაინც დასაფასებელია რო შენ უფრო მალე ახერხებ გუნდის მობილიზებას, შეკვრას და აამასებას, ვიდრე მოურინიო ან გვარდიოლა

        1. ხო მარა კონტემაც ბევრი რამე შეცვალა, მთავარი ტაქტიკა, კანტე მოარგო შემადგენლობას, მოზესი ვაფშე არაფრისგან ერთერთ საუკეთესო ფლანგელად აქცია, წინ ვილიანი სკამზე დასვა და პედრო აათამაშა, კონტემ ძან ბევრი რამე გააკეთა შარშან ჩელსიში, წელს მეც არ მომწონს ბევრი რამე, 2 შემტევით და 9 მცველით რო თამაშობს მარა ვნახოთ აგერ ბარსასთან გამოადგებათ მაგ ტაქტიკა და რეპეტიცია უკვე გავლილი აქვთ :chuvak:

          1. ასპილიკუეტას პოზიცია შეუცვალა, ალონსოც მის ხელში იქცა ერთერთ საუკეთესოდ, მთლად ისეც არ იყო რო აწყობილი გუნდი ჩაიბარა, ვინც იქამდე ათრევდა ჩელსის ვილიანი და ფაბრეგასი ორივე სკამზე ყავდა უმეტესად, ერთი კოსტა დატოვა და იმასაც ვხვდები რო კოსტას წვლილიც დიდი იყო იმ ჩემპიონობაში

      1. Kontes aqvs vevri pliusi da bevri minusi, me ae vityvi rom cudia piriqit dzalian kargia magram alegri juves gacilebit uketes fexburts atamashebs vidre konte atamashebda, agretve mixcevac bevri aqvs da axla gind is tqvi gind es sheni nebaa

        1. მე ალეგრისმოგებულს ნაპოლიში, 70-30ზე რო იყო ნაპოლის ბურთის ფლობა, იმას კონტეს 3-3 მირჩევნია, გახსოვს რა თამაში იყო? ის იყო ფეხბურთი

  9. imereli
    მაგი სხვა ამბავია, თუ გჯერა რო სხვა გააგრძელებდა, მე არ მჯერა რო სხვა გააგრძელებდა, აგერ თუნდაც მილანის მაგალითზე, 30 მწვრთვნელი შეცვალეს და ვერავინ გააგრძელა, როდესმე სხვა იუვეშიც გააგრძელებდა და მილანშიც გააგრძელებს მარა იმ მომენში რაც კონტემ გააკეა ის იყო წარმოუდგენლად რთული და არ მგონია კონტეს აგრდა სხვას გაეკეთებინოს, შენ თუ გჯერა რო სხვა მაგალითად ალეგრი 2012 წელს იუვეში მისვლისას იგივეს გააკეთებდა რაც კონტემ გააკეთა, შენი საქმეა, არაფერია გამორიცხული ვარაუდის პირობაზე…

  10. imereli
    ხო მარა 1 კონკრეტული სახლის შენებას რო თავი დაანება კონტემ წავიდა და ქალაქის მშენებლობა დაიწყო, ეს უფრო დიდი საქმე არაა? :chuvak: იქაც ბოლომდე ვერ მოისვენა თუარა წელს ძან მაგარი ნაკრები გვეყოლებოდა, მოკლედ ზოგი სეიძლება იუვედან წასვალას უთვლიდეს მინუსად, ზოგი ნაკრებიდან წასვლას, მარა 1 ფაქტია რო კონტე ძან მაგარი ტრეინერია და მომავალში თუ საუკეთესო გახდება იუვეს და იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი იქნება პირველრიგში.
    მე ვაღიარებ რო ალეგრი ერერთი საუკეთესოა და ამის მერე ვამბობ მის მინუსებზე, სხვეი კიდე კონტეს მინუსებზე იმიტო ლაპარაკობენ რო მისი ერთერთი საუკეთესოობა რამენაირად არ წარმოაჩინონ

    1. კონტესაც ხომ აქვს პლიუს მინუსი?ისევე აქვს ალეგრისაც,ყველა მწვრთნელს აქვს,ეგ არა ახალია,უბრალოდ ამ დრომდე კონტეს მეტი მინუსი აქვს ვიდრე ალეგრის ასე მიმაჩნია თუ მაინცდამაინც მინუსებიდან მივუდგებით და პლიუსებზე თვალებს დავხუჭავთ და დავიძინებთ :):)

  11. imereli
    არა :chuvak:
    კონკურენცია როგორ შეიძლება 0 იყოს მეშვიდე ადგილოსანი გუნდისთვის? კონტე რო მოვიდა მერე იქცა იუვესთვის უკონკურენტოდ სერია ა, არ იყო ასე?
    ან კი მითხარი ან არა, თუ არას მეტყვი მაშინ აზრი არააქ ლაპარაკის გაგრძელებას, თუ კის მაშინ მთავარზე ვთანხმდებით და წვრილმანი განსხვავებები ყველა გულშემატკივრის აზრს შორის უნდა იყოს

    1. ან კი,ან არა აქ არ არსებობს,იმიტომ რომ ორივეს აქვს არსებობის უფლებას,მეშვიდეადგილოსანი იყო სულ იუვე????იუვე იყო,არის და იქნება იტალიის მასშტაბით ყველაზე ტიტულოვანი კლუბი,ეს ოდესღაც ვიღაცამ დაიწყო,მერე იყო ჩავარდნა ვიღაცამ გააგრძელა,მერე ჩავარდნა ტრაპმა გააგრძელა,მერე ისევ ჩავარდნა ლიპიმ გააგრძელა,მერე კიდევ და კონტემ გააგრძელა,კონტე რომ არა ანუ სხვა გააგრძელებდა,აი 100 პროცენტით მჯერა,იმიტომ რომ იუვეში დევს გამარჯვებულის სული,იმ წელს თუ ვერა მომავალ წელს მოიგებდა ალეგრი თუნდაც და მოიგებდა და მოიგებდა ესაა სიმართლე :c: :c:

  12. კონტემ ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა ეროვნულ ჩემპიონატებში და ოთხივე მოიგო, ამას ვერც ბენფიკა დაჩრდილავს და ვერც კოპენჰაგენი

  13. მივიდეს აბა ალეგრი ნებისმიერი ქვეყნის მეშვიდე ადგილოსან გუნდში და გახადოს ის გუნდი ზედიზედ 3 წელი ჩემპიონი.
    ალეგრი არი მწვრთვნელი რომელმაც ჩემპიონი გუნდი მეშვი დე ადგილზე გაიყვანა, კონტემ კიდე მეშვიდე ადგილოსანი გუნდი გააჩემპიონაა, ესაა ფაქტი და ვისაც არ გჯერათ თქვენი საქმეა

    1. მილანის თემა მაგრად აქ ამას დახვეული თითქოს ალეგრის ჩემპიონი არ გაეხადოს და მის მეტ)რე სულ მწვერვალებს იპყრობს მილანი ))) დემაგოგიასაც თუ საზღვარი ექნებოდა რას წარმოვიდგენდი

  14. კონკურენცია იუვესთვის არაა თუარა მილანს კითხე აბა თუ არაა კონკურენცია, რა განსხვავება იყო კონტეს და ალეგრის იუვეს შორის ვერ ხვდები? კონტემ ჩაიბარა მეშვიდე ადგილოსანი გუნდი და ალეგრიმ პირველადგილოსანი

    1. ძმურად თორნიკე ნაციონალი ხარ?იმედია ჩემგან საწყენად არ მიიღებ :) :) …კი ძმაო ეგრეა დააყენა გუნდი ფეხზე,თუმცა კონკურენცია იყო ნოლი,მილანი?კარგი რა,35 წელს გადაცილებული ზეედორფით,ნესტათი,ინძაგით,და ვითომ მომავალი მალდინი ტიაგო სილვათი თუ ვერ მოუგეს იუვეს რომელსაც ახალი სისხლი გადაესხა,პირველ რიგში სტადიონის,ხელმძღვანელობის,კონტეს და შემადგენლობის მხრივ არაა დასაძრახი,მითუმეტეს თიოთქმის ბოლომდე ღირსეულად გაუწია კონკურენცია ხო იუვეს???პლიუს მაგისა არ მინდა ხოლმე გავიხსენო,მაგრამ მუნტარის არჩათვლილი გოლი,რომელმაც დიდი მნიშვნელობა იქონია არა მარტო თამAშე,არამედ მთლიან ჩემპიონატზე,გასწია კონტემ კი სამუშაო,მაგრამ საქმეს ბოლომდე უნდა მიყვანაო ასეა ნათქვამი,მე ან შენ რომ სახლის მშენებლობა დავიწყო,საძIრკველი ჩავყარო და მივატოვო და მერე ჩემს შვილებს და შვილიშვილებს იმთ ვებაქიბუქო საძირკველი ხომ ჩავყარე,სახლი თქვენ ააშენეთ ახლათქო,ეგრეა ეგ საქმე :chuvak: :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.