ანდრეა ანიელი: “ჩემპიონთა ლიგა – ჩვენი მიზანია”
ანდრეა ანიელიმ “იუვენტუსის” კორპორატიულ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგა ამიერიდან უნდა განვიხილოთ, როგორც მიზანი…
“იუვენტუსის” ისტორიაში ლეგენდარული ფურცლები უკვე დაიწერა, მაგრამ ახლა ჩვენი ჰორიზონტები უნდა გაფარდოვდეს. შობა მშვენიერი საბაბია განსჯისთვის, მაგრამ წელს ეს ვერ მოხერხდება, რადგან წელს იტალიაში საშობაო პაუზა არ იქნება და მთელი ყურადღება მინდორზე იქნება გადატანილი. ხანდახან, როცა უკან მოვიხედავ, სიამაყით ვიხსენებ, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლებში.
ჩვენ დიდი სიყვარულით გავიხსენებთ იმათ, ვინც ეს გამარჯვებები მოიპოვა და გარემოს შეცვლა გადაწყვიტა, უნდა გავიხსენოთ ლეო, რომელმაც 6 სკუდეტო მოიპოვა. ამ ბიჭებმა განსაკუთრებული სამუშაო შესრულეს, მათ ფეხბურთის ისტორიას დაწერეს.
როდესაც დაფიქრდები 30-იანი წლების “იუვეზე”, “დიდ ტორინოზე”, შეუძლებელია არ გაიხსენო ახლანდელი “იუვენტუსი”, რომელმაც ასევე კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში. გვესმის, რომ ჩვენი მიზნები და ჰორიზონტები უნდა გაფარდოვდეს, ახლა ჩვენი ჰორიზონტი – ევროპაა, ჩვენ ეს გვაღელვებს. ამ სეზონში ეს ჩვენი მიზანია, მაშინ როცა წინა წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ვლაპარაკობდით, როგორც ოცნებაზე. ჩვენში ისევ ცოცხლობს ეს ოცნება, თუმცა ახლა გვესმის, რომ ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს ევროპაში.
ნედვედის სიტყვები დიბალაზე? “იუვენტუსის” პრეზიდენტი ვალდებულია გამარჯვების სიტკბოთი იყოს განმსჭვალული. შედეგები, რომლებიც მოვიპოვეთ და ვცდილობთ მოვიპოვოთ მომავალში, დიდი შრომის დამსახურებაა, რადგან მარტო ტალანტი არ კმარა. ჩემპიონები, რომლებიც ჩვენთან თამაშობენ, ასევე სწავლობენ “იუვენტუსისგან”: მარტო ტალანტი საკმარისი არ არის, წვრთნებია საჭირო.”
მე პირადა ბერნა აგრად მევასება ფიორეში ყოფნისას მაგრად მევასებოდა მაგრამ აქ ყოველთვის დიდი ბჩერმეტყველობით გამოირჩევიან ვიგაც ახლები და მეზარება რაიმეს დაწერა მხოლოდ ვკითხულობ და ბევრზე მეცინება რაგაც ახალ წყობებს რო იოგნებენ და რაღაც რაღაცებს ცვლიან მაინც საინტერესოა
ბერნარდესკის გადმოყვანას ამ საიტზე დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია,არადა ის პოტენციურად საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია და რეალურადაც იქცევა ასეთად მალე.საკმარისია ვინმემ მოინდომოს მისი ყიდვა და ატყდება აქ გინება მენეჯმენტის.ქართველებს ერთი ძალიან დიდი ნაკლი გვაქვს ჩვენთვის ჩადენილ სიკეთეს ვერასდროს ვამჩნევთ
გეთანხმები ლექსო კი ნამდვილად ასეა ეს სენი გვჭირს ქართველებს. რატომ არ აკეთებენო,გააკეთებენ და რატომ გააკეთესო.
Cels chvenia chemp.liga
ძლივს მიზანია თქვეს და არა ოცნება
გულწრფელად მიხარია რომ ასეთი პრეზიდენტი ყავს იუვეს.ჩემი აზრით თანამედროვე ფეხბურთში მასზე ძლიერი არავინაა.იუვენტუსი მის მართველობაში ყველა წელს დადებითი ფინანსური ბალანსით ამთავრებს და თითქმის ყველა ტუტულის გამარჯვებულია.იმედია უსასრულოდ დიდხანს უხელმძღვანელებს იუვეს
ეგრე რა მიაწექით თორე ტეეხავს ძაან ვაგვიანებთ უკვე 21 წელი გავიდა უკვე
Agirset bolo bolo davitanje kaci
წელს გავიხარებთ იმედია
ხოდა ძალიან კარგი დადეთ წელს