ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელი: “ჩემპიონთა ლიგა – ჩვენი მიზანია”

d5695e5c37f4

ანდრეა ანიელიმ “იუვენტუსის” კორპორატიულ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგა ამიერიდან უნდა განვიხილოთ, როგორც მიზანი…

იუვენტუსის” ისტორიაში ლეგენდარული ფურცლები უკვე დაიწერა, მაგრამ ახლა ჩვენი ჰორიზონტები უნდა გაფარდოვდეს. შობა მშვენიერი საბაბია განსჯისთვის, მაგრამ წელს ეს ვერ მოხერხდება, რადგან წელს იტალიაში საშობაო პაუზა არ იქნება და მთელი ყურადღება მინდორზე იქნება გადატანილი. ხანდახან, როცა უკან მოვიხედავ, სიამაყით ვიხსენებ, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლებში.

ჩვენ დიდი სიყვარულით გავიხსენებთ იმათ, ვინც ეს გამარჯვებები მოიპოვა და გარემოს შეცვლა გადაწყვიტა, უნდა გავიხსენოთ ლეო, რომელმაც 6 სკუდეტო მოიპოვა. ამ ბიჭებმა განსაკუთრებული სამუშაო შესრულეს, მათ ფეხბურთის ისტორიას დაწერეს.

როდესაც დაფიქრდები 30-იანი წლების “იუვეზე”, “დიდ ტორინოზე”, შეუძლებელია არ გაიხსენო ახლანდელი “იუვენტუსი”, რომელმაც ასევე კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში. გვესმის, რომ ჩვენი მიზნები და ჰორიზონტები უნდა გაფარდოვდეს, ახლა ჩვენი ჰორიზონტი – ევროპაა, ჩვენ ეს გვაღელვებს. ამ სეზონში ეს ჩვენი მიზანია, მაშინ როცა წინა წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ვლაპარაკობდით, როგორც ოცნებაზე. ჩვენში ისევ ცოცხლობს ეს ოცნება, თუმცა ახლა გვესმის, რომ ჩვენ ჩვენი ადგილი გვაქვს ევროპაში.

ნედვედის სიტყვები დიბალაზე? “იუვენტუსის” პრეზიდენტი ვალდებულია გამარჯვების სიტკბოთი იყოს განმსჭვალული. შედეგები, რომლებიც მოვიპოვეთ და ვცდილობთ მოვიპოვოთ მომავალში, დიდი შრომის დამსახურებაა, რადგან მარტო ტალანტი არ კმარა. ჩემპიონები, რომლებიც ჩვენთან თამაშობენ, ასევე სწავლობენ “იუვენტუსისგან”: მარტო ტალანტი საკმარისი არ არის, წვრთნებია საჭირო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

მე პირადა ბერნა აგრად მევასება ფიორეში ყოფნისას მაგრად მევასებოდა მაგრამ აქ ყოველთვის დიდი ბჩერმეტყველობით გამოირჩევიან ვიგაც ახლები და მეზარება რაიმეს დაწერა მხოლოდ ვკითხულობ და ბევრზე მეცინება რაგაც ახალ წყობებს რო იოგნებენ და რაღაც რაღაცებს ცვლიან მაინც საინტერესოა

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

ბერნარდესკის გადმოყვანას ამ საიტზე დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია,არადა ის პოტენციურად საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია და რეალურადაც იქცევა ასეთად მალე.საკმარისია ვინმემ მოინდომოს მისი ყიდვა და ატყდება აქ გინება მენეჯმენტის.ქართველებს ერთი ძალიან დიდი ნაკლი გვაქვს ჩვენთვის ჩადენილ სიკეთეს ვერასდროს ვამჩნევთ

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

გეთანხმები ლექსო კი ნამდვილად ასეა ეს სენი გვჭირს ქართველებს. რატომ არ აკეთებენო,გააკეთებენ და რატომ გააკეთესო.

Davit83
Davit83
6 years ago

Cels chvenia chemp.liga

იუვე 9
იუვე 9
6 years ago

ძლივს მიზანია თქვეს და არა ოცნება :forza:

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

გულწრფელად მიხარია რომ ასეთი პრეზიდენტი ყავს იუვეს.ჩემი აზრით თანამედროვე ფეხბურთში მასზე ძლიერი არავინაა.იუვენტუსი მის მართველობაში ყველა წელს დადებითი ფინანსური ბალანსით ამთავრებს და თითქმის ყველა ტუტულის გამარჯვებულია.იმედია უსასრულოდ დიდხანს უხელმძღვანელებს იუვეს

Samtrediel90
6 years ago

ეგრე რა მიაწექით თორე ტეეხავს ძაან ვაგვიანებთ უკვე 21 წელი გავიდა უკვე

irakli mikeladze
6 years ago

Agirset bolo bolo davitanje kaci

ტრიდე
ტრიდე
6 years ago
Reply to  Juventini10

წელს გავიხარებთ იმედია

ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ხოდა ძალიან კარგი დადეთ წელს

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x