ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი: “საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება”

6Z9_AcJXw5s

ბლეზ მატუიდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შანსებს აფასებს…

“ტოტენჰემი ძლიერი გუნდია, როგორც ტაქტიკურად, ისე ათლეტურად. ისინი სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, თავისიდან მოწინააღმდეგის კარამდე სწრაფად გადადიან, როგორც ეს მიღებულია პრემიერლიგაში, მაგრამ “იუვენტუსს” დიდი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე და ყველა საჭირო მონაცემები გააჩნია, რომ თამაშებს სწორად მიუდგეს.

მინდა გავხდე უკეთესი, დიდი სარგებელი მოვუტანო გუნდს და გავიტანო გოლი… თუმცა ყოველთვის მთავარია “იუვემ” მოიგოს. მე გუნდში წარმატებით ჩავერთე, ჩემმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა სწორად მიმიღეს. ნამდვილად ბედნიერი ვარ “იუვენტუსში” თამაშით.

მცველები ექსტრაორდინარულ სამუშაოს ატარებენ, და საერთოდ მთელი გუნდი ძალიან კარგია, როცა თამაშის დაცვით ფაზაზეა საუბარი. ფეხბურთში მთავარია – საუკეთესო დაცვა, ხოლო შემდეგ უნდა იზრუნო გატანილ გოლებზე. 

სერია ა – ეს ტაქტიკური ლიგაა ჭკვიანი ფეხბურთელებით. შობის დღესასწაულებზე თამაში განსაკუთრებული მომენტია. იმედი გვაქვს, შობას კარგი შედეგებით ავღნიშნავთ. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება.”

 

374 thoughts on “მატუიდი: “საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება”

  1. არ მჯერა მე გატუზოს მწვრთნელობის რა .ასეთი დიდი გუნდი გატუზოს როგორ უნდა ჩააბარო.ერთი კია ზაპხულამდე იქნებ რაგაც მუხტი შეიტანოს და აბრძოლოს გუნდი.მერე კი დაჭირდებათ კარგი სპეციალისტი

  2. აუ რა მომენტი გაუფუჭა მილანს მსაჯმა ეს დ>>ე<<და ატირებული რა იციან ხოლმე პირდაპირ ფეხბურთელებში ჩაკვეხება :blin: ხო ეხლა განმეორებები რა პონტში უნდა ჩაეკვეხო შიგ ფეხბურთელებში ბლიად ტფუ :down:

          1. მსაჯი ეგრე ახლოს აღარ უნდა იდგეს ფეხბურთელებთან განსაკუთრებით ეხლა განმეორებები რო არსებობს

  3. დავით კარგი რა,მანქანის ნომრიდან სახლის კარიდან,ოფისში ოთახიდან თითქმის ყველა აქსესუარიდან დაწყებული,3 წლის ქალიშვილი და 2 თვის ბიჭი იუვეთი მაქვს შემოსილი რა უპატიცემლობა გადარეული ვარ იუვეზე

  4. დავით ჯერ იმითი დავიწყებ რომ პირადად შენზე და ყველა წევრზე ვიც ამ საიტით სარგებლობს პატივისცემით ვარ .განსხვავებული აზრი ნუ ქმნის პრობლემას.კომენტარს თუ კარგად წაიკითხავთ მე ვთქვი ის პროექტები რაც ჩემი თვალით ვნახე 96 წლიდან ვუყურებ საკლუბო ფეხბურთს .და კიდევ ერთი ჩემი აზრით ვწერ და ეს რომ უპირობოდ აქსიომა არაა ისედაც ვიცი.ყველა ერთ აზრზე რატომ უნდა ვიყოთ.დავით შენ თვლი რომ პრემიერლიგა უინტელექტო ლიგაა და როგორ შეიძლება ვიდაოთ იმაზე სიტი მოგწონს თუ არა.ფეხბურთში ასეთი ადამიანები კვალს ტოვებენ და მერე თაობები ბაძავენ მათ.ერთადერთი რაც მადარდებს ისაა რომ იუვეს ისტორიული მომტი უდგას და ამ მომენტისთვის შეუფერებელი მწვრთნელი წვრთნის.თორემ მაგალითად ინტერისთვის ან რომასთვის ან ნაპოლისთვის ალეგრი იდეალური იქნებოდა.მე არ ვაბობ რომ ცუდია უბრალოდ არაა იუვეს დონის

  5. Davit83
    მგონი პირველად არ გეთანხმები მოხდა ეს საოცრებაც :lool: :up:
    სერია ა-ში რო თავდასხმელის დახმარება დაგჭირდება ყველა თამაშში 1)ან ძალიან გიჭირს 2)ან ნამეტანს აზვიადებ (მწვრთნელს ვგულისხმობ შენ არა) მგონი მეორე უფროა.

      1. ხოდა ზუსტად ეგ გავიგე შენი ნათქვამიდან :) ჩემი აზრით კიდე არც არაფერი დაშავდება ვინმე ბანძ გუნდთან იმდენად თუ არ მოთხოვს მწვრთნელი დაცვაში თამაშს ნაკლებადაც გადაიწვება და თავდასხმასაც მეტად დაეხმარება გოლს თუ ვერა საგოლე პას უფრო მეტს გააკეთებს ან უბრალოდ ერთ ერთი მონაწილე იქნება გოლის გატანაში ჩემი აზრით.

  6. მაინც ძალიან უცნაურია ალეგრი რა.

    სერიალში არ ჰქონდა ჯერ მგონი ძირითადი ნათამაშები ბეტანკურს და გერევე ძირითადში დააყენა ბარსასთან გასვლაზე.

    მაგის შემდგომ გვქონდა ბევრად უმნისვნელო თამაშები თუნდაც კროტონესთან და ბენევენტოსთან და იქ არ ათამაშა.

    ბებერ მგლებს არ სჭირდებათ ეგეთ თამაშებში ძირითადში დაყენება, აი ბეტანკურს და ბერნას აუცილებლად სჭირდებათ სათამაშო პრაქტიკა.

  7. Damglelia ukve aseti mikerdzoveba da sxvisi kargis danaxva, gvardiola genialuria ki batono masea magram chaibara genialuri baierni cha shems fexebs miaxcia, gasagebia mogcomt romantiuli fexburti magram me momcoms pragmatizmi, sixiste, taqtikuri niuvansebi.

  8. ალეგრი ძალიან მაგარია მაგრამ წელს რაღაც ვერ დაუმუღამე რას ჩალიჩობს.ალექს სანდროს ძალიან ხშირად ასვენებს გეგონება 34 წლის ბებერი იყოს.ნუ ლიგაზე რო გამოყავს და სერია ა-ში ასვენებს ეგ უკვე გასაგებია.ისე წელს ზამთრის შესვენება არ გვექნება სერია ა ში ეგეც რო იცოდეთ :) დიბალას ხშირად 75ე წუთზე გაყვანას საერთოდ არ ვეთანხმები და პიანიჩის 50ე წუთზე. ოთხშაბათს გვაქ ჯენოასთან თასი და თუ გავცდით რომა ტორინოდან გამარჯვებულს ვხვდებით.ერთიდაიგივე ფეხბურთელების ამოჩემება და გაყვანა მართლა ძალიან უცნაურია და ეხლა არ დაიწყოთ არაო.კაი ასვენებ ვინმეს ხო ეს დედა აფეთქებული ასამოა მაგალითად ვერ ამწვავებს შეტევას შემოაგდე რა სანდრო :| გონსალოს და მანჯუკიჩის გამოსავალიც არსებობს! იგუაინმა თუ ვერ გაქაჩა გადაიწევს
    მანჯუ გონსალოს ადგილზე და დგება ვინმე სხვა.სხვა მწვრთნერლები ასე იქცევიან ხოლმე ჩემ აზრს კი არ ვამბობ.მანჯუკიჩის დაცვაში ჩაყვანას კიდე ხანდახან უნდა შევეშვათ! მე არ ვარ მომხრე ალეგრის გაშვების! ცოტა ფეხბურთელებთან გამოასწოროს სიტუაცია რა ეგ პრობლემა უნდა მოიხსნას.გუარდიოლას რაც შეეხება კიდე მაგას ინგლისში რა დაალევინეს ასეთი რო არავის ცემს ბაიერნში უნდა გენახათ 3 მცველი იყო საჭირო ვარჯიშების დროს :lool:

    1. Sandros dasvenebis mizezi sul sxva ram aris ragac problemebi aqvs magaze bevrjer itqva da daicera, rac shexeba dybalas gayvanas tu sachiroa unda gaiyvanos da bolo tamashebi me rom viyo treneri 2 cutsac ar vatamashebdi, rac shexeba manjukichs manjukichi tu dacvas ar daexmara da ar ibrdzola-irbina iqneba chveulebrivi ufunqcio yancha

  9. საკის მილანიც მაგარი იყო თავისი ჰოლანდიელებით. ამას წინათ ვუყურე მომენტებს რეალს რომ 5-0 მიართვეს 1989 წელი იყო მგონი.

    პეპი კი ძლიერია, რაც გუშინდელ თამაშში გამოჩნდა, მაგრამ ევროპაზე რას იზავს ჯერ არავინ ვიცით.

  10. ფერნარდინიო,მანგალა,სტერლიგი,დელფი,ვოლკერი,ედერსონი,სთოუნსი ყველა სასტავიდან სიტის.ესენი რომ მაროტას მოეყვანა რამდენი გინება ექნებოდა წარმოგიდგენიათ.და ეს ფეხბურთელები რომ ალეგრის მისცე რა პოზიციაში ეყოლება გუნდი ამის გაფიქრებაც არ მინდა.გენიალურია გვარდიოლა ,მართლა არ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი რომ ეს ვერ დაინახო.პეპის ბარსა,დელ ბოსკეს რეალი,ანჩელოტის მილანი,ფერგიუსონის მანჩესტერი და ლიპის იუვე.ეს პერიოდები იყო ფეხბურთში საუკეთესო რაც ფეხბურთს ვუყურებ.თანამედროვე პროექტებიდან ყველაზე ახლოს პეპის სიტია ამ დონეზე

    1. Oxoxoxoxoxoxox .kai ra…..jer ro chamotvale maseti xalxis gundi kidev gamogcha ramodenime da mere jer araperi gauketebi iseti ro magat sheadaro tumca mec moxibluli var…..rac sheexeba alegris amazrzenia tqveni damokidebuleba ukve kritikas vegar udzlebs……sxvatashoris sheni piradad sheni komentari maxsovs romel tamashze ar maxsendeba vagiareb alegriso shemdeg tamashze isev ise dzvel stilshi……. Da ra vinc chamotvale ra mere magit?! Ras idzaxi?! Shentvisaa mag xalxis moyvanistvis saginebeli xemdzgvaneloba albat imitom ro ver erkvevi romelia cudi pegburteli? An romeli iyo sanam sitishi moxvdebodnen? Reebs wer ravi dzmao………

  11. რაც შიკის არმოყვანისთვის მაროტას გინება მოხვდა აქ…არადა რა ჭკვიანად მოქცეულა.ვინაა ბიჭო შიკი ))) ერთსეზონიანი გაპიარებული ვიღაც.არიქა ბერგკამპის სტილში გაიტანა ერთი გოლიო და ვსო სტარია. )) კაი რა ))

      1. ფეხბურთელად კი არა საერთოდ ტიპებად არ მევასება ეგეთები ერთი სეზონი გაუვარდება საშუალო გუნდში და უკვე ტოპ კლუბში უნდა ისე რომ სამედიცინო შემოწმების გავლას გრეხად თვლის. დარჩენილიყო სამპაში დაემტკიცა რომ ერთი სეზონის კაცი არაა…

  12. ვინმემ მირჩიეთ თუ იცით ომი მვიდობით როგორ მოვაგვარო რატო არის ომი ამის დაწერა არ მინდა

    1. ეგრე ძნელია ძმაო კონკრეტული მიზეზბის ცოდნის გარეშე რჩევა.

      მაგრამ ესაა ერთერთი ვარიანტი, რომ ერთ-ერთმა მხარემ ბოდიში უნა მოიხადოს და შერიგება ითხოვოს.

      ან მესამე მხარე თუ არსებობს ორივესითვის ავტორიტეტი და წონია იყოს მისი სიტყვა, მან გააჩეროს ორივე.

      სხვა მე არ ვიცი.

      1. გაიხარე მარა პირველი მხარე რამდენად გაჭრის არ ვიცი მეორემ ჰეიძლება კი უჰველოს საქმეს თუმცა იმედი მაქ მარტო პირველი მხარეც ეყოფა

  13. ძალიან ნაგავი ტექნოლოგიაა ვიდეო რეფერი იმიტომ, რომ ხანდახან კამერის კუთხეს შეუძლია ილუზია შექმნას და ადამიანი თუ ვერ ერკვევა ამაში, მაშინ ვერც მიხვდება რო ატყუებს კადრი. ამ წამს ვნახე თუ როგორ აჩუქა მსაჯმა რომას არ არსებული პენალტი გამეორების ნახვის შემდეგ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.