ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი: “საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება”

6Z9_AcJXw5s

ბლეზ მატუიდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შანსებს აფასებს…

“ტოტენჰემი ძლიერი გუნდია, როგორც ტაქტიკურად, ისე ათლეტურად. ისინი სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, თავისიდან მოწინააღმდეგის კარამდე სწრაფად გადადიან, როგორც ეს მიღებულია პრემიერლიგაში, მაგრამ “იუვენტუსს” დიდი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე და ყველა საჭირო მონაცემები გააჩნია, რომ თამაშებს სწორად მიუდგეს.

მინდა გავხდე უკეთესი, დიდი სარგებელი მოვუტანო გუნდს და გავიტანო გოლი… თუმცა ყოველთვის მთავარია “იუვემ” მოიგოს. მე გუნდში წარმატებით ჩავერთე, ჩემმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა სწორად მიმიღეს. ნამდვილად ბედნიერი ვარ “იუვენტუსში” თამაშით.

მცველები ექსტრაორდინარულ სამუშაოს ატარებენ, და საერთოდ მთელი გუნდი ძალიან კარგია, როცა თამაშის დაცვით ფაზაზეა საუბარი. ფეხბურთში მთავარია – საუკეთესო დაცვა, ხოლო შემდეგ უნდა იზრუნო გატანილ გოლებზე. 

სერია ა – ეს ტაქტიკური ლიგაა ჭკვიანი ფეხბურთელებით. შობის დღესასწაულებზე თამაში განსაკუთრებული მომენტია. იმედი გვაქვს, შობას კარგი შედეგებით ავღნიშნავთ. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება.”

 

374 thoughts on “მატუიდი: “საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება”

  1. მანჯუუუუ რა შეასრულა ბრავოო :forza: მირანტე კარგი მეკარეა და ვიფიქრე მაგ კუთხიდან შანსი არ აქვს თქო და უცებ…

  2. ზაფხულში ვერატის მოყვანის მომხრე ვიყავი მაგრამ ასეთი პიანიჩის ყოლით არანაირად არ გვჭირდება

    1. ვერატი ივარგებს ვერონა-სპალებთან ხოლო ინტერ-ნაპოლისთან ტრავმირებული იქნება ან ჩაი…მს თამაშში და ღირს კი მასში 80 მილიონის გადახდა?

    2. ვერატის გაპიარებილი დდეედშსციიი, მაგის ნათამაშევი ფეხბურთი მე არ მახსენდება, არც ნაკრებში და არც ნორმალურ კლუბებთან,

  3. გატუზოს და მილანის მაგალითი იმისა ვისაც მხოლოდ ჟილკა და ჟირაფივით ხტუნაობა გონია მთავარი მწვრთნელობაში.

  4. 3-მა ფეხბურთელმა გაა**აკაო რო წერდნენ, ვითომ დიბალა და სანდრო იყვნენ მათ შორის? სანდროს გადავიტან, დიბალას ვერა :blin:

  5. ბევრად გრძელი კომენტარი მქონდა, მარა წავშალე და მოკლედ დავწერ: აი ბონუჩის შევადარებ რონალდინიოს, რადგან ისიც 5 წელი თამაშობდა მაღალ დონეზე და 1 გუნდში, იმ გუნდიდან გადასვლის შემდეგ იმის ნახევარი ფეხბურთელი გაიჩითა რაც მანამდე იყო. არ მითხრათ ახლა მილანშიც მაგარი იყოო, ეს მეც კარგად ვიცი, მაგრამ ბარსაში “მაგარი” არ ყოფილა იქ საოცრება იყო, რადგან რეალს და კიდევ სხვა ევროპულ გრანდებს ხშირად მარტო უგებდა. დეტალები განსხვავდება, მაგრამ მაინც ძალიან ჰგავს ამ ორი ფეხბურთელის კარიერა

  6. ვამბობდი გატუზოს ხელში მონტელა ისევე მოენატრებათ როგორც ალეგრი ენატრებათ თქო (მაგრამ არ აღიარებენ). ვიცი ეს სპორტი და გამიშვით რა. სადაც მონტელას დონის ექსპერტი ვერ ალაგებდა გუნდს აი გატუზო რას იზავდა, მარა ფასონე და მირაბელი რო გეყოლება დირეხტორებად მეტს არც უნდა ელოდო. კოლექტიური IQ 150 აქვთ ტიპებს.

    ახლა აღარ მოსწონთ კალინიჩი და ანდრე სილვა? გემახსოვრებათ ალბათ, სეზონის დასაწყისში თურმე ერთი იგუაინს ჯობდა, მეორე დიბალას :lool: სადაა ის მილანისტა ამ უაზრობებს რო წერდა, დამენახოს რა. ახლა იმალება უეჭველი. ხო კიდე რომანიოლია მომავალი მალდინი, გჯეროდეთ მაგის :lool: ან სად ნახეთ მაგის კარგი თამაში, როდის? რომანიოლი არა ოგბონა კიდე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.