ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი: “საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება”

6Z9_AcJXw5s

ბლეზ მატუიდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შანსებს აფასებს…

“ტოტენჰემი ძლიერი გუნდია, როგორც ტაქტიკურად, ისე ათლეტურად. ისინი სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, თავისიდან მოწინააღმდეგის კარამდე სწრაფად გადადიან, როგორც ეს მიღებულია პრემიერლიგაში, მაგრამ “იუვენტუსს” დიდი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე და ყველა საჭირო მონაცემები გააჩნია, რომ თამაშებს სწორად მიუდგეს.

მინდა გავხდე უკეთესი, დიდი სარგებელი მოვუტანო გუნდს და გავიტანო გოლი… თუმცა ყოველთვის მთავარია “იუვემ” მოიგოს. მე გუნდში წარმატებით ჩავერთე, ჩემმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა სწორად მიმიღეს. ნამდვილად ბედნიერი ვარ “იუვენტუსში” თამაშით.

მცველები ექსტრაორდინარულ სამუშაოს ატარებენ, და საერთოდ მთელი გუნდი ძალიან კარგია, როცა თამაშის დაცვით ფაზაზეა საუბარი. ფეხბურთში მთავარია – საუკეთესო დაცვა, ხოლო შემდეგ უნდა იზრუნო გატანილ გოლებზე. 

სერია ა – ეს ტაქტიკური ლიგაა ჭკვიანი ფეხბურთელებით. შობის დღესასწაულებზე თამაში განსაკუთრებული მომენტია. იმედი გვაქვს, შობას კარგი შედეგებით ავღნიშნავთ. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება.”

 

374 thoughts on “მატუიდი: “საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება”

  1. ამ სეტანტაზე პირველად ვუყურე და რა დუნდუკი ყოფილა ეს ტიპი!!! :blin: იმენნა აზრზე არაა ფეხბურთის, ელემენტარული ის ვერ გაიგო იგუაინი რითია უკმაყოფილოო… მსახიობია უბრალო , რომელსაც ემოციებით მიყავს მატჩი.

  2. შარშანდელ რეალს მახსენებს ეს იუვე, უდიდესი შეტევითი პოტენციალი. დიბალა რო ზამენაზე შემოვა ეს უკვე ზედმეტი ფუფუნებაა,

  3. კარგით რა, რა დე შილიო ხალხო რა მოგწონთ გამაგებინეთ. ძლიერი გუნდის ფონზე ჩანს კარგი, თორემ უკლასოა. არ ვამბობ, რომ მუდმივად უკლასო დარჩება, შეიძლება ბონუჩისავით განიცადოს ტრანსფორმაცია, მაგრამ ამ ეტაპზე არაა იუვეს დონე. ლაციოსთან რაც გააკეთა მაგან დიბალას მობრუნებულ თამაშში მაგას დიდი ხანი ვერ დავივიწყებ. ტიტული დაგვაკარგინა.

    1. ამ ამ წამს თუნდაც გაცდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ არც კი ახედა ისე გააკეთა პასი. რა ქმედებაა ეგ, ვის უკეთებ პასს თუ არ აწიე თავი. მე მასწავლეს ეგ 11 წლის ასაკში და 24 წლის დე შილიომ რატო არ იცის?

      1. მეც გამიხარდება რომ დადგეს მაგისგან იუვეს დონის ფეხბურთელი და სტურაროსავით თუ არ გაქრება, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პროგრესს

  4. ისე ჩვენში დარჩეს და მეკარეზე რომ.მიდის სჯა ბაასი კარში დონარუმა იდგება ობლაკი თუ ჩესნი რა მნიშვნელობა აქვს თუ კარამდე არ მიაღწია ბურთმა? )))

  5. დეშილიოს ფასი 1-2 ქმწელიწადში 50- 60 მილიონი იქნება, კოშტა მატუიდი რაკარგებია ბერნაც, წელს ძაან მაგარი ტრანსფერები გავაკეთეთ,

  6. ან რა ფეხბურთელი იყო გატუზო? ტიპი მოედანზე მხოლოდ იმიტომ იყო რომ ჟილკა ქონდა.ქარიზმა ქონდა. ასეთები პოლიტიკაშივ ყავთ მუდამ ოპოზიციის მისაჯირყცნად და არა ქვეყნის განსავითარებლად. )))

    1. რავი ძმაო ბოლონია ვერაა მაგის გამსაზღვრელი დღესაც უსისხლო და უჟილკო მგონია მაგრამ თუ ვცდები მაგას რა ჯობია

  7. 32% Ball Possession 68%
    6 Goal Attempts 30
    4 Shots on Goal 8
    2 Shots off Go 14

    ამ თამაშს წააგებ კი არა აერთოდ ჰანდიკაპით რომ ვერ მოიგებ საერთოდ უნდა გამოხვიდე და უარი განაცხადო ფეხბურთში არსებობაზე….ეჰ მილან მილან…

      1. ვერონა-მილანის თამაში ვიგულისხმე ძმა, რომ შეხედავ შოტებს და ანგარიშს არ ვიცი რას იფიქრებს კაცი რა… მონტელას გაშვებისთაანავე მე დავწერე მალე მაგას დაუჩოქებენ დაბრუნდიო და ზუსტად მისკენ მიდის საქმე. რა გატუზო რის გატუზო თუ ძმა ხარ…

  8. გუნდს და მთლიანად მის შემადგენლიბას რაც შეეხება,ასეთი რესურსით რეალი თუ დაიტრაბახებს

  9. აშკარად ეტყობათ ბიჭებს რომ დასვენებულები არიან. კარგია ლიგის ციკლი რომ დასრულდა ეხლა ტოტენჰემამდე მაქსიმალურად უნდა დავაგროვოთ ქულები სერია ა ში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.