ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატუიდი: “საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება”

6Z9_AcJXw5s

ბლეზ მატუიდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შანსებს აფასებს…

“ტოტენჰემი ძლიერი გუნდია, როგორც ტაქტიკურად, ისე ათლეტურად. ისინი სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, თავისიდან მოწინააღმდეგის კარამდე სწრაფად გადადიან, როგორც ეს მიღებულია პრემიერლიგაში, მაგრამ “იუვენტუსს” დიდი გამოცდილება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე და ყველა საჭირო მონაცემები გააჩნია, რომ თამაშებს სწორად მიუდგეს.

მინდა გავხდე უკეთესი, დიდი სარგებელი მოვუტანო გუნდს და გავიტანო გოლი… თუმცა ყოველთვის მთავარია “იუვემ” მოიგოს. მე გუნდში წარმატებით ჩავერთე, ჩემმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა სწორად მიმიღეს. ნამდვილად ბედნიერი ვარ “იუვენტუსში” თამაშით.

მცველები ექსტრაორდინარულ სამუშაოს ატარებენ, და საერთოდ მთელი გუნდი ძალიან კარგია, როცა თამაშის დაცვით ფაზაზეა საუბარი. ფეხბურთში მთავარია – საუკეთესო დაცვა, ხოლო შემდეგ უნდა იზრუნო გატანილ გოლებზე. 

სერია ა – ეს ტაქტიკური ლიგაა ჭკვიანი ფეხბურთელებით. შობის დღესასწაულებზე თამაში განსაკუთრებული მომენტია. იმედი გვაქვს, შობას კარგი შედეგებით ავღნიშნავთ. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი გატანილი გოლი იქნება.”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

374 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რეალისტი
რეალისტი
6 years ago

კონტე 1 და რომანა გოცირიძე იგივე კუპონა მგონი ერთი პიროვნება არიან. იმანაც ასე იცის ლარი რომ უფასურდება ვსო ქვეყანას დაერხაო.ლარი გამყარდება და რა გიხარიათ ხვალ დაერხევაო. აი ერთი-ერთში არიან. იქნებ კუპონა 1 დაგეწერა ჰაა?

Di Francesco # 1
6 years ago

შენ არ იყავი გუშინ რო წერდი დიბალას ბენევენტოც არ აიყვანოს?
დიბალაც რო ჩემი დასაცავი გახდება :lool: გუშინ ხალხი ლეგენდობას უწინასწარმეტყვენებდნენ და დღეს იგივე ხალხი დასცინის და ბენევენტომდე დაყავთ :lool: რომანა გოცირიძის მოსმენა კი გყვარებია ისე :lool: ის რო ლაპარაკობს ერთი პრობლემაა მარა ვინც უსმენს ის მეორე და უფრო დიდი პრობლემაა :lool:

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ამ ფორმის დიბალასთქო ,სულ ასე კი არ იქნება ჩადგება ფორმაში და თუ ვერ ჩადგა ეტყვიან ვერ გამოდექი და გყიდითო…მაგრამ შენთვის თუ მარკიზიო არაა მოედანზე იუვე 20-0 ებს რომ იგებეს სულ მაინც გამოხვალ განგაშის ზარებით არიქა ამას და იას დაერხა ,ამაზე სადღაც ის ეს და ის წავიკითხე,ამას იმან და ამან ეს უთხრეს….იმიტომ რომ შენ არ გაინტერესებს იუვემ რა ქნა და რა მოიგო,მტავარია შენი ფავორიტი ფეხბურთელი რას შვება და როგორაა.

Di Francesco # 1
6 years ago

არც დიბალაა ჩემი ფავორიტი, იუვე მე სახელის გამო კი არ მომწონს, მასე ლატვიაში ერქვა რომელიღაცა კლუბს იუვე და იმას რატო არ ქომაგობ? იუვე მე რის გამოც მომწონს ისეთი მინდა რო იყოს სულ, გუშინდელ სასტავს გადახედე და მითხარი 1 ფეხბურთელი ვის გამოც ვინმე იუვეს შეიყვარებს და ისიც თქვი დარწმუნებული თუ ხარ რო ის ფეხბურთელი ვის გამოც ვინმე იუვეს შეიყვარებს, მომავალ წელს იქნება იუვეში? მარტივი კითხვაა თქვი ის 1 ფეხბურთელი

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

ეგრე მეც მომწონს და მინდა თამარ ემფის დროინდელი საქართველო მაგრამ რადგან აღარაა ისეთი რა ვქნა ვაგინო ვთათხო და მისი ცუდი გამიხარდეს?

რეალისტი
რეალისტი
6 years ago

პატარა რომ ვიყო ერთი ფეხბურთელის გამო არ შევიყვარებ გუნდს, ეგ ადრე შეიძლებოდა ჩემ დროს დე პიეროს გამო რომ შემიყვარდა იუვე მაგრამ ახლა შეიცვალა დრო ცხოვრება და ხალხი

Di Francesco # 1
6 years ago

ანუ აღიარებ რო მასეთი ძან ცოტაა ხო იუვეში? ესაა ცუდი და ამის გამო არც ვლანძღავ და არც ვაგინებ უბრალოდ მინდა რო იუვეში იყოს ბევრი ისეთი ფეხბურთელი რომელიც სამომავლოდ ლეგენდები გახდებიან და ახალგაზრდებს იუვეს შეაყვარებენ. არსებულმა და მომავალმა ლეგენდებმა შეაყვარა ფეხბურთი გულშემატკივრების 90%_ს და არა ისეთებმა რომლებიც ყოველ 2 წელიწადში კლუბს იცვლიან და ისეთ კლუბებს თან რომელ კლუბებსაც ფუნდამენტური განხვავებები აქვთ ყველა მხრივ. ფეხბურთის მთავარი ხიბლია სხვადასხვა სტილებს შორის დაპირისპირება, ყველამ თუ ერთი სტილი ითამაშა მაშინ რა აზრი აქ? დღეს არც ბავარია თამაშობს გერმანულ ფეხბურთს, არც იტალია იტალურს, არც ინგლისი ინგლისურს და ყველაფერი არეულია, შეიძლება ამ არეულობაშიც უქომაგო შენ კლუბს მარა… Read more »

Maradona73
Maradona73
6 years ago

პარატიჩი მილინკოვიჩზე ჩალიჩობსო.

Rugani 24
Rugani 24
6 years ago
Reply to  Maradona73

აბა რა უნდა ქნას :up: იტალიაში როა ეგ კაია, იტალიურ გუნდებთან უფრო აგვარებენ ეგეთ სერიოზულ ტრანსფერებს. დიდი ალბათობით დავითრევთ და ნახევარდაცვის დონე კიდევ უფრო აიწევს…

Davit83
Davit83
6 years ago

Konte #1
Iqneb isic tqva rom totenhemi jobia juves da kontes uketesi shedegebi aqvs vidre alegris

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  Davit83

ვის უკეთესი შედეგი აქვს ნაკლებად საინტერესოა, მე ვგულშემატკივრობ კონტეს და მისი შედეგები მისაღებია ჩემთვის, მომვალში მგონია რო უკეთესი შედეგიც ექნება ლიგაზე, ჩემპიონატებში ისედაც საუკეთესო შედეგები აქ

Davit83
Davit83
6 years ago

Xo da me naklebad mainteresebs kontes juveshi mosvla, alegris uketesi shedegi aqvs uketesi taqtikosia da kontes mosvla chemtvis miugebelia

Di Francesco # 1
6 years ago

ტუტოსპორტის შეფასებები

პიანიჩი – 8
მატუიდი – 7.5
მანჯუკიჩი -7.5
დე შილიო – 7
ბენატია – 7
სანდრო – 7
კოსტა – 7
ბარძალი – 6.5
იგუაინი – 6.5
შესნი – 6.5
ხედირა – 6.5

ხედირას რეკორდი გრძელდება :chuvak:

Davit83
Davit83
6 years ago

Shefasebis garda kargi veraferi naxe?

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  Davit83

შეფასებაში რა ნახე ცუდი?

Di Francesco # 1
6 years ago

გუნდს რომელსაც მილანი უგებს იმ გუნდს რო იუემ მოუგო გაგიკვირდათ თუ რა?

Davit83
Davit83
6 years ago

Shen xediras cud tamashze amaxvileb yuradgebas da ara imaze rom juvem tavisuflad moigo yovelgvari dadzabulobis gareshe nagas ar ambob

Di Francesco # 1
6 years ago

როდის არ მოუგია? წლებია უკვე თავისუფლად უგებს იუვე სერია ა_ში გუნდების 90%_ს, ხედირას ნაირი ზანტი და უსაქმური მოთამაშე კიდე იშვიათად მახსენდება, მარტინესი იყო ერთი მასეთი და მეორე ესაა, პადოინი უფრო მონდომებული იყო

Davit83
Davit83
6 years ago

Shen ubralod chacikluli xar sa ar gsiamovnebs alegri kontes rom jobs

Davit83
Davit83
6 years ago

Adre de shiliozec ambobdi rom arvargoda magram axla rom progresirebs da umatebs tamashidan tamashamde arafers ambob

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to  Davit83

დე შილიომ ჯერ რომულოს აჯობოს და მერე შევაქებ, გუშინ ერთი ორი კაი მომენტი ქონდა მარა დაცვაში ისევ ინტერტულია, მეტი აგრესია უნდა ქონდეს დაცვის დროს

| Newsphere by AF themes.
374
0
Would love your thoughts, please comment.x